ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[დღის თემა] საქართველოს ნაკრები - ვინ როგორ ითამაშა ირლანდიასა და უელსთან

[დღის თემა] საქართველოს ნაკრები - ვინ როგორ ითამაშა ირლანდიასა და უელსთან

მოდით, 10-ბალიანი სისტემით შევაფასოთ ჩვენი ფეხბურთელების გარჯა ირლანდიასა და უელსთან მატჩებში
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საოქტომბრო მატჩები მოითავა. წავაგეთ ირლანდიასთან და ფრედ ვითამაშეთ უელსთან.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ახლა ის დროა, წიწილები დავითვალოთ.

მოდით, 10-ბალიანი სისტემით შევაფასოთ ჩვენი ფეხბურთელების ნაღვაწი ამ ორ შეხვედრაში (ფრჩხილებში პირველი შეფასება ირლანდიის მატჩისაა, მეორე კი უელსისა)...

გიორგი ლორია (6.5) (7) - ირლანდიასთან მატჩში გაშვებულ გოლს მას ვერ დავაბრალებთ. ჩვენდა გასაკვირად, უელსთან შეხვედრაში ბევრი საქმე არ ჰქონია. რამდენიმე ეპიზოდში ძალიან დამაჯერებლად ითამაშა. თუნდაც ბოლო წუთებზე, როცა ქართველთა დაცვამ იშვიათი შეცდომა დაუშვა.

ოთარ კაკაბაძე (6.5) (7) - ორივე შეხვედრაში კარგი იყო. ეგაა, დუბლინური მატჩის დასაწყისში ცოტა ნერვიულობდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. კარდიფში ძალიან დამაჯერებელი იყო. ჩვენი აზრით, მალე მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება.

საბა კვირკველია (6) (7.5) - "რუბინის" ცენტრალურ მცველს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ირლანდიურ მატჩში სიმუს კოულმენს ბოლო ბარიერი ვერ შეუქმნა. უელსთან გარეთ ბეილმა მას დაასწრო და საგოლე თავური შემოგვთავაზა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ მომენტში ბეილი "მისი კაცი" არ იყო. უელსთან მატჩის დანარჩენ ეპიზოდებში იდეალურად ითამაშა.

გურამ კაშია (6.5) (8.5) - საქართველოს ნაკრებს ორივე მატჩში უკაპიტნა. პირველ შეხვედრაში, სხვების დარად, ვერც მან შეაჩერა კოულმენის რეიდი. მეორე თამაშში კი მისი გარჯა იდეალურთან მიახლოებული იყო. კაშია გაუვალ კედლად იდგა უელსელი შემტევების წინ. იყო ერთი მინი-შეცდომა, თუმცა რობსონ-კანუს თავადვე არ გაატანინა, ბურთს გადაეღობა და ლორიას საქმე გაუადვილა.

გიორგი ნავალოვსკი (5.5) (6.5) - დუბლინურ მატჩში სიმუს კოულმენმა საგოლე შეტევისას სწორედ მას ჩაუდრიბლინგა. კარდიფში ვლადიმირ ვაისი ნავალოვსკის მაინც ენდო და მანაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა. დაცვაშიც და შეტევაშიც საიმედო იყო.

ბუბა დაუშვილი (7.5) (7.5) - ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. უელსთან მატჩში სწორედ მან წამოიწყო ჩვენი უმწვავესი კონტრშეტევა, რომელიც კინაღამ ლევან მჭედლიძის გოლით დასრულდა.

ვაკო გვილია (8.5) (7.5) - ორივე შეხვედრაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით - ირლანდიასთან. მეორე თამაშში ერთი-ორჯერ გადაწყვეტილების მიღება დაუგვიანდა. სახიფათო ჯარიმა "აიკიდა", მაგრამ მთლიანობაში კარდიფშიც დამაჯერებელი იყო. საქართველოს ნაკრების აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

თორნიკე ოქრიაშვილი (7.5) (9) - ირლანდიასთან მატჩში კარგი იყო, უელსთან კი სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კარდიფში ოქრიაშვილი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ჩვენი საგოლე შეტევის დროს კარგად გაეხსნა ვაკო ყაზაიშვილს და თავურიც აუღელვებლად დაარტყა. დიდებული რეიდის შემდეგ ფილიგრანული პასი მისცა მჭედლიძეს, რომელმაც გატანა ვერ შეძლო.

ვაკო ყაზაიშვილი (6.5) (8.5) - დუბლინში მისგან აშკარად მეტს ველოდით, კარდიფში კი შესანიშნავი იყო. საგოლე პასი მისცა თორნიკე ოქრიაშვილს, ერთხელ კი კინაღამ თვითონ გაიტანა (მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა). საგოლე გადაცემის დროს კი დროულად და სწორად შეაფასა სიტუაცია, შენიშნა რა კარგად გახსნილი პარტნიორი.

ჯანო ანანიძე (6.5) (7) - ამ ორ შეხვედრაში მისგან ცოტა მეტს ველოდით, თუმცა მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ბევრი შეტევა სწორედ მისი გავლით ვითარდებოდა. კარში სახიფათოდ ურტყამდა დუბლინშიც და კარდიფშიც.

ლევან მჭედლიძე (6) (6) - ორივე შეხვედრაში ბევრი იმუშავა. მჭედლიძე ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ ფაქტია, თავდამსხმელის თამაში გოლით ფასდება. უელსში, ოქრიაშვილის პასის შემდეგ, აუცილებლად უნდა გაეტანა.

ვლადიმერ დვალიშვილი (6) - უელსთან მატჩში კარგად შევიდა შეცვლაზე. ბურთის დაჭერა შეძლო და ერთ ეპიზოდში საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.

ვლადიმირ ვაისი (7) (9) - ირლანდიასთანაც და უელსთანაც საქართველოს ნაკრებმა შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა. გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. ჩანს, რომ ჩვენი გუნდის გარჯაში სპონტანურობა ძალიან ცოტაა, ბევრი რამაა ნაფიქრ-დახაზული. ეგაა, დუბლინში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ვაისი ნაკრებს შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს და ეს ძალზე სასიხარულოა. ეს ის ფეხბურთია, სისხლში რომ გვაქვს ქართველებს.

ჯაბა ჯიღაურმა, დავით სხირტლაძემ, ნიკა კაჭარავამ და სანდრო კობახიძემ ძალიან ცოტა ითამაშეს და მათი შეფასება არ გაგვიკეთებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Guadua

წავიდა ტვინი რა, არ მოგბეზრდათ ეს საცოდავი ეიფორია უელსთან მიღწეული ფრესი? ცოტა მოზომვა ხომ უნდა ?იცოდეთ ?მერე კი როცა რაიმე ისე არ მოხდება, ატყდება დედის გინება და ქოთქოთი. მოლდავეთთან სახლში ფრე რომ დამთავრდება ყველა ამ ნაქებ ბიჭებს ხომ დაამხობთ თავზე ყველაფერს?თითქოსდა ეს არ გაგიკეთებიათ და არ გიკადრებიათ არა?

• effe

ჩემი მოკრძალებული აზრია რო უნდა გაირისკოს და ნაკრებმა ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშოს. მჭედლიძე კი კარგია ბევრს მუშაობს მაგრამ თითქმის ვერ ვიყენებთ. საჯარიმოში ჩაწოდებები ძალიან ცოტა გვაქ და ჩემი აზრით ღირს 3 ისეთი ტექნიკური ფეხბურთელის დაყენება წინ (რომლებიც თამაშის დროს გაცვლიან პოზიციებს) როგორებიც არიან ვაკო ჯანო ოქრი და მათ უკან აბურჯანია გვილია დაუშვილი... არ ვიჩემებ ექსპერტობას მაგრამ მგონია რო გაამართლებს))

• dave

ძალიან მაინტერესებს ამ ქულების მინიჭების სისტემა. ეს ქულები რაც ბატონმა ალეკომ დაუწერა ფეხბურთლებს, ისი სუბიექტური აზრია, თუ სტატისტიკიდან გამომდინარეობს ? მაგალითად ნარბენი კილომეტრები, მოგებული ორთაბრძოლები, ზუსტი პასები და ა.შ. ძალიან კარგი იქნება თუ ასეთ ცხრილს დადებთ რის მიხედვითაც თითოეულ კომპონენტში ენიჭებათ და აკლდებათ ქულები. მადლობა :)

• სოსო

ორივე თამაში კარი იყო,მაგრამ ერთი რამ გამოიკვეთა,მთელი თამაში ძალა არ გვყოფნის და ძალისმიერ პრესინგზე თამაშს ვკარგავთ.ირლანდიასთამ მეორე ტაიმში გუმდი აშკარად დაიღალა,აი უელსთან კიძალა ბოლომდე მეტნაკლებად გვეყო,აე იმის წტალობით მოხდა ,რომბურთი დავიჭირეთ,მეტოქე უბურტოდ სირბილით დავღალეთ და ტემპიც არ იყო მაღალი,თორემ ბოლოს გაცილებით მეტად გაგვიჭირდებოდა.ბურთზე კონტროლი იმანაც გაგვიადვილა ,რომ მეტოქეს აკლდა ორი შემოქმედი ,რემზი და ალენი,ისინი ძალიან ტექნიკურები არიან და მათ ყოფნაში ბურთის დაჭერა ძალიან გაგვიჭირდებოდა,ისევე როგორც კომბინირება.მეტოქე თუ მაღალ ტემპს მოგვახვევდა ,ჩვენ აუცილებლად მოვუკლებდით მატჩის ბოლოს. ჩვენ ბიჭებს გარჯა და თავდადება უნდა დავუფასოთ,მაგრამ ესეც გვახსოვდეს.

• domenti

ყაზაიშვილმა რა პასი მიცსა გოლის დროს, რა მოზომილი, კლასიანი, მოკლედ ძაან მაგარი!

• TEDO

ძალიან კარგი იყო უელსში მე-2 ტაიმი, ირლანდიაში 1 ტაიმი, აუცილებლად გვჭირდება გოლები და გამარჯვება, რასაც წარმატება მოყვება და ქართველი ფეხბურთელების თამაში უმაღლესი დონის კლუბებში, რა კიდევ მომავალი დიდი წარმატებების საწინდარია.

• achi

მთლიანობაში კარგი თამაშები იყო მაგრამ ეგრე იყო კარგ გუნდებთან და სუსტებტან ვაგებდით ხოლმე. 12-ში მოლდოვას თუ დამაჯერებლად მოუგებთ მაშინ დავიჯერებ რომ წინ მივდივართ...

• achi

იმ ევროპელებს რა უთხრა ოქრის ვინც ვერ ამჩნევს, კარგი კლუბი ეკუთვნის.

• ბაჩო

კვირკველიას და ლორიას ბავშვებისნაცვლად კაცები უდგანან წინ :D :D

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა

ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში

ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]

[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?