ცნობილ მწვრთნელს მიაჩნია, რომ სლოვაკი სპეციალისტისა და საქართველოს ნაკრების ადაპტაციის პროცესი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩი კვლავ აქტუალური თემაა ქართულ საფეხბურთო თემში. გუშინ "ლელომ" კობა ჟორჟიკაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ - მწვრთნელთან, რომლის სიტყვასაც ქართულ ფეხბურთში ფასი ადევს. მან საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს თვალი ადევნა და, ცხადია, აზრიც ჩამოუყალიბდა ჩვენი გუნდის გარჯაზე.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ვფიქრობთ, გულშემატკივრისთვის მისი მოსაზრება საინტერესო იქნება...

- საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრაში კარგად ითამაშა. ჩვენ გვქონდა ორი ურთულესი გასვლითი მატჩი და, რაც მთავარია, ორივე თამაშში გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. მიმაჩნია, რომ ვაისისა და საქართველოს ნაკრების ადაპტაციის პროცესი დასრულდა. ეს ძალიან მიხარია.

ასევე, ამ ორმა თამაშმა გამოაჩინა რამდენიმე ტენდენცია. მაგალითად, ძალიან მომეწონა ოთარ კაკაბაძე. ასევე მინდა გამოვყო ვაკო გვილია...

ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან დიდი ხანია ელიან გულშემატკივრები. ჩვენ ძალიან კარგად ვუტევდით. ოღონდ, ეგ არის, რომ მოწინააღმდეგის კართან შექმნილ საგოლე მომენტებს გამოყენება უნდა...

ირლანდიასთან მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ამ გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და მან იცის, როგორ ათამაშოს გუნდი. სამაგიეროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ უელსთან.

- წეღან ტენდენციები ახსენეთ. კერძოდ, რა ტენდენციებს ამჩნევთ საქართველოს ნაკრების თამაშში?

- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები შეტევით ფაზაში უფრო მრავალფეროვანია. ჩვენ აღარ ვკმაყოფილდებით მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან შესრულებული ორი-სამი პასით და უფრო საფუძვლიანად ვუტევთ. ჩანს, რომ ნაკრებს შეტევაში აქვს დალაგებული, მომზადებული თამაში და ეს არ არის უმნიშვნელო მომენტი.

ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ორ თამაშში გუნდი კარგად იყენებდა ფეხბურთის ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიც არის პრესინგი. დღევანდელ ფეხბურთში ეს აუცილებელი სეგმენტია.

- საინტერესოა, ეროვნულ გუნდში ლიდერს თუ ხედავთ?

- ზოგადად, მე კოლექტიური ფეხბურთის მომხრე ვარ, მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ ნებისმიერ გუნდს სჭირდება ლიდერი. ბოლო ორ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელი იყო გამორჩეული, მაგრამ მე მაინც დავასახელებდი თორნიკე ოქრიაშვილს. მე დავინახე ის, როგორც გუნდის ლიდერი და, ჩემი აზრით, მას შეუძლია, ამ როლში დარჩეს...

ასევე, დავინახე არაერთი კარგი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს ნაკრებს. წეღანაც ვახსენე გვილია და ახლაც ვიტყვი - მან შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას. ასევე მინდა გამოვყო ოთარ კაკაბაძე. მანაც ძალიან კარგად ჩაატარა ორივე მატჩი.

- ფაქტია, ახალგაზრდული გუნდი გვყავს...

- ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. ეს ბიჭები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ერთად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ეს ძალიან დიდი პლუსია. სწორედ ეს უნდა გვაიმედებდეს.

- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოს ნაკრებმა უფრო მეტად?

- უფრო მეტი ყურადღების გამახვილება გვმართებს სტანდარტულ სიტუაციებზე. როცა ჩვენს კართან კუთხური ან ჯარიმა ინიშნება, ფეხბურთელები გაცილებით დიდი ყურადღებით უნდა იყვნენ. ეს აუცილებელია.

აქვე უნდა ვთქვა საბა კვირკველიასა და გურამ კაშიაზე. მათ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს ორივე შეხვედრაში.

- თქვენს ხმაში აშკარად ჩანს ოპტიმიზმი...

- ახლა მართლა იმედიანად ვარ. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი და ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახლა ჩვენი ფეხბურთელები არიან ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში და ეს შანსი არამც და არამც არ უნდა გაუშვან ხელიდან.

- რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე?

- ამ ორ შეხვედრაში მან ნათლად გვიჩვენა თავისი კვალიფიკაცია. საქართველოს ნაკრებმა ითამაშა კარგი ფეხბურთი და რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა, დღეს უფრო მეტი ქულა გვქონოდა, თუმცა წინ არის მატჩები და ქულების მოგროვება სავსებით შესაძლებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lelo
თქვენ კიდე რა კომპეტენტურ და განათლებულ მწვრთნელს ელაპარაკებით!? ამის აზროვნება ასაკობრივი ნაკრების დონეს ვერ სცილდება. დაანებეთ მაგ კაცს თავი!!!
არჩილ ხოფერია
სავსებით ვიზიარებ კობას აზრს, ოქრიაშვილი თანდათან ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად. აშკარაა მისდამი ნდობის ხარისხის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებს, მას ამის ნიჭი და პოტენციალი გააჩნია!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?