რა სჭირს არგენტინას, რომელსაც ნოემბერში ლიდერი ბრაზილია ელის
სამხრეთ ამერიკაში მე-10 ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა არგენტინის ნაკრების მდგომარეობა. დღეისათვის "ალბისელესტე" მხოლოდ მე-5 ადგილზეა, რომელსაც პლეი ოფის საგზური მოაქვს. მომდევნო ტურში მესი და კომპანია ბრაზილიაში ჩადის, რომელიც დღეიდან ტურნირის ლიდერია...

ედგარდო ბაუსას არგენტინას პარაგვაისთან აუცილებლად მოსაგები მატჩი ჰქონდა, მაგრამ "ალბისელესტე" ადგა და... წააგო. კვლავაც ლეო მესის გარეშე დარჩენილმა ბაუსამ შემადგენლობა შედარებით გადაასხვაფერა - მან პაულო დიბალა ამჯერად თადარიგში დატოვა და მოგვიანებით გამოიყვანა ლუკას პრატოს დარად. მესამე ცვლილება კი მწვრთნელს სულაც არ გამოუყენებია.

ფრანსისკო არსეს გუნდი მე-18 წუთზე დაწინაურდა, როდესაც არგენტინელები მოედნის ცენტრში ვერ გაერკვნენ სიტუაციაში და საბოლოოდ, ანხელ რომეროს პასით დერლის გონსალესმა სერხიო რომეროს ახლო კუთხეში გაუტანა. "მარიო კემპესზე" ფანებს ნერვების წყვეტა ელოდათ, რადგან მასპინძლებს მომენტები ჰქონდათ… აქტიურობდა ანხელ დი მარია, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი სერხიო აგუერო იყო, რომელმაც მეორე ტაიმის დებიუტში პენალტი გააფუჭა.

კუნის ძლიერი მხარე თერთმეტმეტრიანების შესრულება აშკარად არ არის, მაგრამ ის მაინც არ ეშვება. აგუეროს ხუსტო ვილიარმა პენალტიც აუღო და მოგვიანებით, რთული დარტყმულიც, როდესაც სერხიო მეტოქის გოლკიპერის პირისპირ გავიდა. ძალზე რეალური შანსი ჰქონდა გონსალო იგუაინსაც - "პიპიტამ" ძელს გაარტყა.

ახლა, როგორც ჩანს, აგუეროს გაბუტვის ჯერია - "სიტის" ფორვარდმა მატჩის შემდეგ ცხელ გულზე დააბრეხვა - შეიძლება ნაკრებიდან წავიდეო. პარაგვაი ამ უმნიშვნელოვანესი 3 ქულით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში რეალურად დაბრუნდა, მე-5 ადგილზე გაყინულ არგენტინას მიუახლოვდა და ყველაფერი წინაა. "ალბისელესტემ" რამე უნდა იღონოს, თორემ მომავალი მატჩი გასვლაზე ბრაზილიასთან აქვს და მერე კოლუმბიას უმასპინძლებს. თუ ბაუსას გუნდს ამ შეხვედრებშიც ვერ ექნება კარგი შედეგი, სიტუაცია საგანგაშოს მიუახლოვდება.

"საკუთარ თავს უნდა გამოვუტყდეთ და სიმართლე ვთქვათ. თამაში სასწრაფოდ უნდა გავაუმჯობესოთ და შეცდომები გამოვასწოროთ" - განაცხადა მარტინ დემიკელისმა.

იხილეთ ვიდეო

არგენტინელები ზურგსუკან, პარაგვაის გარდა, ჩილეს სუნთქვასაც გრძნობენ. ხუან ანტონიო პიცის ბიჭებს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდათ, სანტიაგოში უცილობლად უნდა წაექციათ პერუ. ყველაფერი კარგად დაიწყო მათთვის - მაურისიო ისლამ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და შორეულ ძელთან მარტო დატოვებული არტურო ვიდალი მოძებნა, რომელმაც ბურთს საგოლედ "ურქინა". 76-ეზე, როდესაც ედისონ ფლორესმა გაათანაბრა, ჩილეში გლოვამ დაისადგურა, მაგრამ იმავე წყვილმა ყველაფერი მოაგვარა - ისლამ ვიდალს მიუგორა, "მეფე არტურომ" კი კოხტა შორეული დარტყმით "ოქროს გოლი" გაიტანა.

"ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ფანები გავახარეთ, ისინი ამას იმსახურებენ. წინა შეხვედრებში რაღაც არ გამოგვდიოდა. ხარვეზები ახლაც არის, მაგრამ შეინიშნება პროგრესიც. პოტენციალის გამოვლენა უნდა განვაახლოთ და ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, ბრძოლისთვის მზად ვართ" - განაცხადა მატჩის გმირმა ვიდალმა.

იხილეთ ვიდეო

ბოლივიამ ეკვადორთან უკეთ დაიწყო და მე-3 წუთზე დაწინაურდა კიდეც. სტუმრებს პაბლო ესკობარი ატერორებდა. მან შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ აქ როდრიგო რამალიოს ყოჩაღობაც აღსანიშნავია, რომელმაც წაქცეულმაც მოახერხა პასის გაკეთება. ტაიმის მიწურულს ესკობარმა მეორე ეფექტური გოლი შეაგდო.

ბოლივიელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა მეორე ნახევარში "ესკობარობა" ენერ ვალენსიამ გადაიბარა და მანაც ტაიმის დასაწყისში და ბოლოს (როდესაც ეკვადორი უკვე 10 კაცით იყო) გაიტანა. ალიმენტებთან დაკავშირებულ სკანდალში გახვეულმა ფორვარდმა ორივე შემთხვევაში გოლის ალღო გამოაჩინა და მოწინააღმდეგის უკანახაზელების წამიერი მოდუნებით ისარგებლა. ანტონიო ვალენსია საგოლე პასით შემოიფარგლა.

ასეთივე უხვგოლიანი მატჩი და დრამა ვიხილეთ ბარანკილიაში. კოლუმბია ჯერ იგებდა, მერე აგებდა… - აბელ აგილარმა ლუის მურიელის გადაცემით სწრაფი გოლი შეაგდო. 27-ე წუთზე კრისტიან როდრიგესმა ითამაშა თავგანწირვით, თავით "გაფრინდა" ბურთისკენ და მცირე ტრავმაც მიიღო, მაგრამ გაიტანა.

ცბიერი ოსკარ ტაბარესის მიერ 70-ე წუთზე მინდორზე "შეპარებულმა" კრისტიან სტუანიმ 73-ე წუთზე საჰაერო ბურთი მოიგო და ლუის სუარესისკენ გაუშვა, რომელიც მცველს დაუსხლტა და გაიტანა.

თუმცა ხამეს როდრიგესის არყოფნით შესუსტებულმა კოლუმბიამ მაინც არ წააგო - "პალმეირასის" 22 წლის მცველმა იერი მინამ კუადრადოს ჩაწოდებისას თავურით ლამაზი გოლი გაიტანა. იგი ისე "გამოფრინდა" და ისე დაარტყა, ფერნანდო მუსლერა ვერც კი გაინძრა.

"ჩვენ მძლავრად გამოვიყურებით, კარგად ვთამაშობთ და მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე ძალიან ახლოსაა. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ. კარგი მატჩი იყო, მაგრამ დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან უპირატესობას ვფლობდით" - აღნიშნა დიეგო გოდინმა.

იხილეთ ვიდეო

და აი, ასე ნელ-ნელა გადავიდა პირველ ადგილზე ტიტეს ბრაზილია. "სელესაოს" მწვრთნელის ხელი აშკარად დაეტყო, მაგრამ აუტსაიდერმა ვენესუელამ მრისხანე მეტოქეს საქმე თავისითაც გაუადვილა. მასპინძელთა მეკარე დანიელ გონსალესმა ბურთი პირდაპირ ვუნდერკინდ გაბრიელ ჟესუსს მიაბარა და 19 წლის თავდამსხმელმაც საჩუქარი შეირგო და მორიგი გოლი გაიტანა, მეკარე ბოლომდე შეარცხვინა და მას ბურთი თავზე გადაავლო.

ნეიმარის არყოფნაში ტიტემ ისევ ძირითადში გაამწესა ვილიანი და წერტილი სწორედ "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა დასვა, რომელმაც რენატო აუგუსტოს პასით იხეირა.

"შესაძლოა, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ გახლდათ, მაგრამ მისია შევასრულეთ, 3 ქულა მშვიდად ავიღეთ და მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით" - თქვა ტიტემ.

იხილეთ ვიდეო

ბოლივია-ეკვადორი 2:2

გოლები: 1:0 პ. ესკობარი (3), 2:0 პ. ესკობარი (43), 2:1 ე. ვალენსია (47), 2:2 ე. ვალენსია (89)

გაძევება: ლ. კაისედო (79. ეკვადორი)

კოლუმბია-ურუგვაი 2:2

გოლები: 1:0 აგილარი (15), 1:1 კ. როდრიგესი (27), 1:2 სუარესი (73), 2:2 მინა (84)

ჩილე-პერუ 2:1

გოლები: 1:0 ვიდალი (10), 1:1 ე. ფლორესი (76), 2:1 ვიდალი (85)

არგენტინა-პარაგვაი 0:1

გოლი: 0:1 დ. გონსალესი (18)

გამოუყენებელი პენალტი: აგუერო (47)

ვენესუელა-ბრაზილია 0:2

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟესუსი (8), 0:2 ვილიანი (53)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრაზილია 10 6 3 1 23-9 21

2. ურუგვაი 10 6 2 2 21-7 20

3. ეკვადორი 10 5 2 3 18-14 17

4. კოლუმბია 10 5 2 3 15-12 17

5. არგენტინა 10 4 4 2 11-9 16

6. პარაგვაი 10 4 3 3 10-12 15

7. ჩილე 10 4 2 4 15-16 14

8. პერუ 10 2 2 6 11-19 8

9. ბოლივია 10 2 2 6 11-20 8

10. ვენესუელა 10 0 2 8 9-26 2

მომდევნო ტური

11 ნოემბერი:

კოლუმბია-ჩილე, ურუგვაი-ეკვადორი, პარაგვაი-პერუ, ვენესუელა-ბოლივია, ბრაზილია-არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ლეგენდარული მარიო ზაგალო გარდაიცვალა
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
"სირცხვილია" - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა
ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
"ურუგვაის პენალტი წაართვეს" - BBC-ის ექსპერტები გუშინდელ მატჩზე
"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს
პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]
ფიფამ დაასკვნა - რონალდოს გოლი არ გაუტანია
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
მომენტი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ - ურუგვაის თავისი გმირი ჰყავს [VIDEO]