საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" დავას დასასრული ჯერ არ უჩანს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" დავას დასასრული ჯერ არ უჩანს. შეგახსენებთ, ფედერაცია კლუბისგან ხორვატი ახალწვეულის, გორან გრუიცას დარეგისტრირებისთვის დებულებით გათვალისწინებულ 15 ათას ლარს სთხოვს, "ზესტაფონი" კი ამ თანხის ძველ ვალებში გაქვითვას ითხოვს.

"ლელოს" გუშინდელ ნომერში ამ საკითხთან დაკავშირებით "ზესტაფონის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება შემოგთავაზეთ, ადგილის სიმცირის გამო კი კლუბის წერილი ვეღარ გამოვაქვეყნეთ და მას ახლა გთავაზობთ.

ფედერაციამ "ზესტაფონისგან" წერილი 22 თებერვალს მიიღო. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი სფფ-ს სწერს, რომ გრუიცას დარეგისტრირებისთვის საჭირო თანხის გადახდას "ზესტაფონი" მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, ძველი ვალების გაქვითვით აპირებს. თუმცა ფედერაციის პოზიცია უცვლელია - "ზესტაფონს" ფული პროფესიული ფეხბურთის ლიგიდან აქვს დასაბრუნებელი და არა ფედერაციისგან, რაც შეეხება ფედერაციის დავალიანებას კლუბის მიმართ (დაახლოებით 4 ათას ევროს), მის დაფარვას სფფ მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დავა "ზესტაფონის" სასარგებლოდ დასრულდება.

სფფ-ის პოზიცია გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ გუშინწინ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

მოკლედ, საქმე ჯერჯერობით, ჩიხში რჩება, დათმობაზე წასვლას არც ერთი მხარე აპირებს. იმედი დავიტოვოთ, რომ ამ არცთუ სასიამოვნო ამბავს მალე დაესმება წერტილი და ეროვნული ჩემპიონატი მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება.

ფედერაცია გრუიცას დარეგისტრირებისთვის წერილს ელის, სადაც "ზესტაფონი" დააფიქსირებს, რომ 15 ათასს სეზონის დასრულებამდე გადაიხდის. აი, ამჟამინდელი წერილის შინაარსი და განსაკუთრებით კი სიტყვა "გაქვითვა" სფფ-ისთვის მიუღებლად რჩება.

ilia
გამოდის რომ ზესტაფონს ფულს ახევენ ,პროფ ლიგა აგარ ფუნქციონირებს და ვალს ვინ დაუბრუნებს ზესტაფონს,სიჭინავა ხელის შეწყობის მაგივრად ხელს უშლის გუნდის განვითარებაში ზესტაფონელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა