საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთვარი მწვრთნელი ფედერაციის ყველა ნოვაციის გატარებას აპირებს
ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ორშაბათს დაინიშნა და გუნდის გაწვრთნასაც ორშაბათიდან შეუდგება.

რას გეგმავს ახალი მწვრთნელი და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მისგან - აი, ის თემები, რაზეც მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს წინამდებარე ინტერვიუში ვესაუბრეთ.

როგორც გაირკვა, ის ძიუდოს ფედერაციის ყველა იმ ნოვაციის გატარებას აპირებს, რასაც ბოლო პერიოდში გვთავაზობდნენ.

- იქნება თუ არა ნაკრების ყოველდღიურ ვარჯიშში რაიმე ცვლილება, ანუ რეფორმებს ხომ არ გეგმავთ და რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები გუნდში?

- ორშაბათს ჩვეულებრივად შევუდგებით მუშაობას, ახალ სამწვრთნელო გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩავატარებთ. ყოველი კვირის გეგმა დაიდება ფედერაციის საიტზე და იმის მიხედვით წარიმართება მთელი კვირის ვარჯიში, როცა თბილისში ვიქნებით. ის ყოველ კვირაში განახლდება, თუმცა, შეიძლება, იგივეც დარჩეს - ეს, შეიძლება, დამოკიდებული იყოს ინტენსივობის მომატებაზე ან მოკლებაზე იქიდან გამომდინარე, ბიჭები როგორ მიიღებენ დატვირთვას.

სხვა ცვლილებებს რაც შეეხება, ვგეგმავ, კურატორთა ინსტიტუტი შემოვიღო და მწვრთნელებს გავუყო ფუნქციები, რომ ყველა ყველასთან არ იყოს. ოღონდ ძაან დანაწილებაც არ გვინდა. მაგალითად, შეიძლება, გუნდი გავყოთ ორად. ვთქვათ, 73 კილოგრამამდე ორი ხელმძღვანელი ეყოლებათ, მეორე ჯგუფს - ასევე ორი კურატორი, რომლებიც მხოლოდ ამ ჯგუფზე იქნებიან პასუხისმგებელნი და არ მოუწევთ ყველაზე ზრუნვა. მეც მათთან ვიმუშავებ და საერთო კოორდინაციას გავუწევ მათ.

კურატორი იქნება თავის შეგირდზე პასუხისმგებელი ყოველ მხრივ - ფიზიკური მომზადების თუ დარბაზში მუშაობის კუთხით, როგორი იქნება სპორტსმენის ფიზიკური მდგომარეობა, რა მომენტში რა დატვირთვა დასჭირდება...

ამ ყველაფერზე თვითონ იმუშავებენ და ჩვენთან შეათანხმებენ.

- იქნება თუ არა კურატორთა ფუნქცია უცხოურ შეჯიბრებებზე დაკვირვება და კონკრეტული მეტოქეების შესწავლა, მათ წინააღმდეგ საჭიდაო გეგმის შემუშავება?

- რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება აუცილებლად ექნებათ.

გული მწყდება - ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ვერ ვიყენებთ. შეიძლება, ამ მეტოქეებს სხვანაირად მივუდგეთ, ყველასთან ერთხაზოვნად და სწორად მიდგომა არაა გამართლებული. გვაქვს შესაძლებლობა და ნიჭი, რომ შევცვალოთ, თუნდაც ელემენტარული - ჩავლება და დგომი, რათა მისთვის სხვანაირი გახდეს ჭიდაობა, მარტო ერთი მხრიდან არ ვიცავდეთ თავს.

რა თქმა უნდა, ყველა მეტოქეს შევისწავლით, მათ სუსტ და ჩვენს ძლიერ მხარეებს. შეიძლება, ამას მრავალმხრივი კუთხით მივუდგეთ. ამას ტაქტიკურად დარბაზში მუშაობის დროსაც გავივლით ყველა მოწინააღმდეგესთან მიმართებაში. მეც სპორტსმენი ვიყავი და ხომ ვიცოდი, ვინ საიდან, როგორ შეიძლებოდა მოსულიყო და დარბაზში ხშირად დაგვიმუშავებია საწინააღმდეგო ტაქტიკა, ვისთან როგორ აჯობებდა ჭიდაობა - იაპონელი იქნებოდა, კორეელი, რუსი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

- ნაკრების მწვრთნელებს ესაუბრეთ უკვე?

- რამდენიმესთან მქონდა საუბარი - ზოგთან სატელეფონო, ზოგთან - პირადი. განწყობა კარგი აქვთ, დადებითად შეხვდნენ ამ ცვლილებას. რაც მთავარია, სიმშვიდეა, რაც საშუალებას გვაძლევს, კარგად ვიმუშაოთ, პრობლემებმა თავი არ იჩინოს და ყველა - მწვრთნელებიც და სპორტსმენებიც ბოლომდე ვიყოთ კონცენტრირებული ვარჯიშსა და შედეგზე. მიხარია ეს სიმშვიდე.

- ეს ყველას გვიხარია, თუმცა გუნდში დისციპლინა ვერ იყო სათანადო დონეზე. ალბათ, ამ კუთხით ბევრი მუშაობა მოგელით.

- ბევრსაც ვმუშაობთ ფედერაციასთან ერთად. მაქსიმალურად ვეცდებით სათანადო დისციპლინის დამყარებას. ჩვენც ხომ ვიცით, ვინაა წესრიგთან მწყრალად და ვეცდებით, ისინი მაქსიმალურად ჩვენი ყურადღების ქვეშ იყვნენ. არ გვინდა, მათ თავიანთი შესაძლებლობები გაანიავონ.

- უცხოელი კონსულტანტის მოწვევა ისევ დგას დღის წესრიგში?

- კი, დგას და პასუხს ველოდებით, მას ცოტა უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი შევთავაზეთ, თუმცა დეტალებს არ დავაკონკრეტებ, ეს ფედერაციის პრეროგატივაა. გეტყვით, რომ ლაპარაკი ისევ კორეელ სპეციალისტზეა, რომელიც ძალიან მაღალი დონისაა. იმედია, ეს ვარიანტი გამოვა - როგორც გითხარით, ახალი კონტრაქტი გავუგზავნეთ და ახლა მის პასუხს ველოდებით.

- პირველ კომენტარებში განაცხადეთ, რომ მთავარ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას მიაქცევდით. ამის გაკეთებას ადგილობრივი რესურსით აპირებთ, რომელიც ძალზე მწირია, თუ უცხოეთში გაივლით ამ ეტაპებს, რასაც წლეულს ახალგაზრდული ნაკრები აკეთებდა?

- ამ კუთხით ჩვენთვის ყველაზე კარგი და მთავარი რაცაა, ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქართველოში ფიზმომზადების მანეჟს აშენებს, რათა აღარ დაგვჭირდეს ამდენი სიარული უცხოეთში. მაშინ ამ სფეროში ჩვენი ბაზა გვექნება, რაც მისწრება იქნება, რადგან აქვე ვივარჯიშებთ და თან არა მხოლოდ ნაკრების წევრები. ამის ხარჯზე კონკურენციაც მოიმატებს.

ფიზიკურ მომზადების ის პროგრამა, რომელიც რამდენიმე სფეროდ იყოფა - გამძლეობა, სისწრაფე, ფიზიკური კონდიციების მომატება და სხვა, ეს ყველაფერი შეზავებული იქნება ერთმანეთთან.

კონკრეტულ მწვრთნელებს რაც შეეხება, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რომლებსაც შევაჯერებთ და ვნახოთ, რომელიკუთხით წავალთ. აქამდე ვინც მუშაობდა ნაკრებთან, მასთან პირადად არ მქონია ურთიერთობა, თუმცა მის გეგმასაც ვნახავთ, გავეცნობით, განვიხილავთ. შეიძლება, სხვადასხვა ვარიანტებიც შევაჯეროთ.

- ამავე თემაზე ახალგაზრდულ ნაკრებთან დაკავშირებითაც გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ აჩვენეს მათ შედეგი ევროპის ჩემპიონატზე, რატომ ვერ აისახა შედეგში ფიზიკური მომზადების ის გავლილი ეტაპები?

- მე წლეულს უფრო ჭაბუკთა ნაკრებთან ვიმუშავე, ახალგაზრდებთან შეხება ნაკლებად მქონდა. ამიტომ მათი მზადების მთლიან პროცესში არ ვიყავი ჩართული, მაგრამ გარედან რაც ჩანდა, გადაღლა ეტყობოდათ, ვერ შეერგოთ ის ამდენი ნაშრომი. ცოტა დრო არ ეყო საამისოდ. აი, მსოფლიოს ჩემპიონატი მეორე ტურნირი რომ ყოფილიყო და არა ის, ვფიქრობ, ბევრად უკეთესად გამოვიდოდნენ.

- ეროვნული ნაკრების შემადგენლობა როდის გაირკვევა?

- ნოემბრის ბოლო კვირაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება და ძირითადი ბირთვი იქ გამოიკვეთება. მერე მალევე ტოკიოს "დიდი მუზარადი" გვიწევს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იქ შეკვეცილი შემადგენლობით გამოვალთ, გაისად კი ჩვეულებრივად ჩავერთვებით საერთაშორისო ტურნირებში.

იანვარში გვინდა გამოსვლა ავსტრიაში, მიტერშილის ერთობლივ კემპზე. სავარაუდოდ, ევროპის თასზეც გამოვალთ ბულგარეთში, მერე კი პარიზის "დიდი მუზარადი" მოდის. ჩვენი სურვილია, იქ უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდეთ.

- საქართველოს ჩემპიონატზე ყველა წამყვანი სპორტსმენი იჭიდავებს?

- ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველამ იჭიდაოს - ეს მწვრთნელების საერთო აზრია. თუ ვინმეს წონის დაკლების პრობლემა ექნება, შეიძლება, იმათ მივცეთ შეღავათი - ოლიმპიადა ახალი დასრულებულია და ჯერ არ არიან ფორმაში. ცხადია, თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა ექნება, მის ამბავსაც გავითვალისწინებთ.

- საოლიმპიადო სეზონი გასაგებია, მაგრამ ზოგადად წონის მუდმივ კონტროლს მოსთხოვთ შეგირდებს თუ შეღავათს გაუკეთებთ და საერთაშორისო შეჯიბრებებში ზედა წონაში აჭიდავებთ?

- არ ვფიქრობ, რომ ზედა წონაში ჭიდაობა არ შეიძლება. ეს სპორტსმენს ისედაც დაეხმარება - დიდებთან ჭიდაობა წაადგება და თან არცაა მაინცდამაინც სავალდებულო, ყველა შეჯიბრებისთვის დაიკლოს. მოვემზადებით კონკრეტული ტურნირისთვის, სადაც მივალთ მომზადებული და უკვე თავის წონაში იჭიდავებს.

- არ ჯობია, მთელი სეზონი აკონტროლოს თავისი წონა? ტურნირის წინა დღეებში დაკლება ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს, რაც წონის სტაბილურად კონტროლის შემთხვევაში არ მოხდება.

- ეგეც მართალია, მაგრამ ასეთი შეღავათი წელიწადში, შეიძლება, ერთი-ორ ტურნირზე მივცეთ. შევხედავთ, მისი ორგანიზმისთვის რა იქნება უკეთესი და დიდი შეჯიბრების წინ სატურნირო პრაქტიკისთვის ზედა წონაში დავაყენოთ.

- ნაკრების წევრთა მომზადებაში რამდენად იქნებიან ჩართული მათი პირადი მწვრთნელები? თუ ნაკრები ისევ ძველი სისტემით, ძიუდოს აკადემიაში ყველა ერთად შეკრებილი ივარჯიშებს?

- ნაკრების წევრთა უმეტესობა თბილისელია, აქ ცხოვრობს და ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, კვირაში რამდენიმე ვარჯიში "შევარდენის" დარბაზში ჩავატაროთ. დანარჩენს აკადემიაში გავმართავთ. პირადი მწვრთნელებიდან რამდენიმეს სანაკრებო შტაბში შემოყვანა კი მინდოდა; თუნდაც - გორიდან, მაგრამ მათ თავად განაცხადეს უარი. ესეც გასაგებია - დარბაზის დატოვება არავის უნდა.

- ხომ არ აჯობებდა, მათი სპორტსმენები გაგეშვათ მათთან კონკრეტული დავალებით, როგორ ევარჯიშებინათ და როგორ მოემზადებინათ ისინი, რასაც მერე თქვენ გადაამოწმებდით შეკრებაზე?

- შეიძლება, მართლაც მივცეთ ასეთი დავალება. შეიძლება, ჩვენც ჩავიდეთ ადგილზე და გადავამოწმოთ, როგორ მუშაობენ. შეიძლება, ახალგაზრდებთან ერთადაც გავიაროთ გარკვეული ეტაპები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
ხალხნო ჭრიკიშვილიც იცვლის წონასო და 90-ში გადადისო ასე დაწერეს სოციალურ ქსელებში დაწერეთ რა ვინმემ რამე თუ იცით. ძალიან მინდა არ გამართლდეს ეს ამბავი
kosta
ძლიერი ფსიქოლოგები აუცილებელია, მაგრამ რაც შეეხება უცხოელ სპეციალისტს, დაბლაჭიდსა და დგომისას ფეხების გამოყენებაში, სულ არაა საჭირო ძებნა, ადგილზეც საკმაოდ მოიძებნებიან, მთავარია ზოგიერთ მოჭიდავეს შეაგნებინო შებოჭვის აუცილებლობა, ხოლო ცერული, ე.წ. პოდსეჩკა, ქართულ ჭიდაობაში რამდენიმე სახეობის არსებობს....
1
, ნაკრებს უნდა ჰყავდეს შტატიანი ფსიქოლოგი,რომელიც სისტემატიურად იმუშავებს
მერაბი გ.
ჩოქბჯენი (გნებავთ დაბლაჭიდი) არასდროს არ იყო ჩვენი ძლიერი მხარე; ასევე დგომში ფეხებით აქტიურობა. სწორედ ამ მიმართულების სერიოზული და ძლიერი უცხოელი სპეციალისტი გვჭირდება ჩემი აზრით გარდა ამისა, ნაკრებს უნდა ჰყავდეს შტატიანი ფსიქოლოგი,რომელიც სისტემატიურად იმუშავებს და არა ერთ კონკრეტულ ტურნირზე
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
7 მაისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და პროგრამა
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის