"ამკარის" 22 წლის ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ოთხ აღმოჩენას შორის ერთ-ერთია
ცნობილია, რომ არის საუბარი საქართველოს ნაკრებში პერმის "ამკარის" 22 წლის მცველის, გიორგი ჯიქიას მიწვევის შესახებ, მაგრამ სანამ სფფ-ისა და ვლადიმირ ვაისის მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ღიად გადადგმულა, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელის ნაკრებში მიწვევაზე ლაპარაკი რუსეთშიც დაიწყეს.

- არ დავკარგოთ! სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს ჯიქია, ვაჩიბერაძე, არაბიძე

ქვემოთ გთავაზობთ ჩვენთვის საყურადღებო სტატიას, რომელიც საიტმა nesekretno.ru-მ გამოაქვეყნა სათაურით: "გიორგი ჯიქია შესაძლოა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი გახდეს".

"გიორგი ჯიქია (22 წლის). ფასი 750 ათასი ევრო. WhoScored-ის შეფასება - 7.42.

"ამკარი" ახალი პირველობის სტარტზე ერთ-ერთი უმთავრესი სენსაციის შემოქმედი გახდა და ზე-ხუთეულში დამკვიდრდა კიდეც. გაჯი გაჯიევის შეგირდების წარმატების საფუძველი კი დაცვაა. პირველ ოთხ ტურში პერმის გუნდმა არცერთი გოლი გაუშვა, ხოლო ამ დრომდე მიღებული ხუთი გოლიდან სამიც ერთმა - "ზენიტმა" გაუტანა.

"ამკარის" საუკეთესო მოთამაშე ამ ეტაპზე მცველი გიორგი ჯიქიაა. ის გასულ სეზონშიც შესამჩნევი იყო, ოღონდ პერმის გულშემატკივართა ვიწრო წრეში. მიმდინარე პირველობის განვლილი 9 ტურის განმავლობაში კი ჯიქიას აქტივში მატჩის საუკეთესო მოთამაშის სამი წოდებაა ("ურალთან", "ტომსა" და "უფასთან"), ხოლო WhoScored-ის შეფასებით, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებში ის მეშვიდე პოზიციაზეა.

არცთუ ძალიან მაღალი, 183 სმ სიმაღლის მცველი, საშუალოდ მატჩში, 4,3-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლას იგებს. ჩაჭრების მაჩვენებლით (3.4) ის ყველა მოთამაშეს შორის მეცხრეა, ხოლო ამოტანაში - მეორე (6.4). ასევე აღსანიშნავია მისი პასების 80%-იანი სიზუსტე...

რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მხრიდან ჯიქიათი დაინტერესების მიზანშეწონილობაზე ცოტა ხნის წინ ბლოგზე დაიწერა, რომელიც "ამკარს" ეძღვნება. ავტორის მოსაზრებას საკმაოდ სკეპტიკური კომენტარებით კი გამოეხმაურნენ, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, თუკი გიორგი ამავე შემართებით გააგრძელებს თამაშს, მას ყურადღება არა მხოლოდ რუსეთის ნაკრების მწვრთნელებმა უნდა მიაქციონ, არამედ დიდი კლუბების სკაუტებმაც. მაგალითად, ცსკა-მ, რომელსაც გიორგი ჯიქია თამაშის მანერით მიესადაგება.

ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც პერმის გუნდის მცველი მართლა ვიხილოთ ქვეყნის პირველი გუნდის რიგებში".

თემო
თუ სურვილი აქვს გახდეს. საქართველოს ყავდა, ყავს და ეყოლება ასეთი გამყიდველები.
h.h
არ დაუძახოთ არაა!ჩვენ მცველები რათ გვინდა.
nika
არჩევანის საშუალება რომ მივცეთ საქართველოს ნაკრებს აირჩევს ვიცი უეჭველი. რატო არ იწვევენ?? ვაისს უთხრას ვინმემ ამ ბიჭის შესახებ
j.ch.
ჯერ კიდევ სექტემბერში ვწერდი საქართველოს ნაკრებში რატომ არ იძახებენ მეთქი,მითუმეტეს რომ ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
svani
არა კარგი არჩევანი იქნება, რაგინდა პრემიერლიგაში სულ ათამაშებენ არავინ აითვალწუნებს და ნორმალურ ევროპულ გუნდშიდაც შეეძლება გადასვლა, არასდროს არ გაგიჭირდება ფულით თან მსოფლიოზეც ხო მონაწილეობს რუსეთი ეხლა...
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გიორგი ჯიქიას გადაბირება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსაც" სურს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"კრასნოდართან" მატჩის წინ "ამკარის" ფანებს უფასო ფაფით გაუმასპინძლდებიან
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ბათუმის "დინამომ" რუსეთის პრემიერლიგის "ამკარი" დაამარცხა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
პერმის "ამკარი" ბანკროტად გამოცხადდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ