პირველი რჩევები მომავალ მწვრთნელს
ჯონ ტერი მწვრთნელობისთვის ემზადება. გასულ ზაფხულს მან კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივა "ჩელსიში" ყოფნა, მაგრამ ორი ათეული წლისა და 700-ზე მეტი მატჩის შემდეგ დგება დღე, როცა უნდა თქვა - "მორჩა"!

ეს დღე ახლოვდება ტერისთვისაც, რომელიც უკვე განიკურნა მუხლის ტრავმისგან და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, რათა კონტრაქტის ბოლო თვეები პატიოსნად მიიყვანოს ბოლომდე.

ამასობაში კი, "ჩელსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე დაცვის ხაზში ექსპერიმენტებს მიმართავს და არ არის გამორიცხული, მალე მიაგნოს იმ განლაგებას, რომელშიც ტერი აღარ იქნება გათვალისწინებული, უფრო სწორად - მთავარი ფიგურა.

ეს გასაგებიცაა, რადგან წამსვლელ კაცზე პერსპექტივას ვერ გათვლი. ჯობია, მომავალზე იფიქრო და ეტყობა, კონტეც უკვე ფიქრობს. ამდენად, ტერი მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში თუ დასჭირდება "ჩელსის", ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი სიტუაციაა და რა იქნება მერე, ძნელი სათქმელია.

უქმობა არ უშლის ხელს 35 წლის კაპიტანს, პოსტსაფეხბურთო კარიერისთვის მოემზადოს, პირიქით - აგერ, სოციალურ ქსელში გამოფინა ფოტოები, რომელზეც ვხედავთ კონსპექტებს, ტაქტიკურ სქემებს და სხვა ამდაგვარ ჩანაწერებს, რაც მწვრთნელს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება. იქვე, ჯონი წერს, რომ ემზადება უეფას A, B და პრო-ლიცენზიების მოსაპოვებლად.

"ეს ყველაფერი ამ წლების განმავლობაში მოვაგროვე. სახლში მაქვს დრო, დავჯდე და ეს ყველაფერი გავაანალიზო", - ამბობს ტერი და იქვე დასძენს, რომ სანამ ბურთს აგორებს, ამ საქმეზე ბოლომდე კონცენტრირებული იქნება.

წლების განმავლობაში მან ბევრი სახელგანთქმული სპეციალისტის ხელში გამოიარა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში - ჟოზე მოურინიო, გუუს ჰიდინკი, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი, სვენ-გორან ერიქსონი, ფაბიო კაპელო... რა თქმა უნდა, ესეც სერიოზული კაპიტალია მომავლისთვის. წარმოუდგენელია, ამათგან რამე ისწავლო კაცმა...

სხვათა შორის, მან პირველი რჩევა უკვე მიიღო. "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი გუუს ჰიდინკი ამბობს:

"მე და ჯონმა უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. ვურჩიე, რომ არ აჰყვეს ცდუნებას და არ მოიქცეს ზოგიერთი იმ ფეხბურთელივით, ვისაც ჰგონია, რომ ერთ ღამეში ისწავლის მწვრთნელობას. მე არ მჯერა ამის. ამიტომ, ჯონისთვის უკეთესი იქნება, თუ პატარა გუნდებში ჯერ ასისტენტად დაიწყებს მუშაობას, რათა კიდევ უფრო მეტი ისწავლოს, დააგროვოს გამოცდილება და მერე იფიქროს დამოუკიდებელ კარიერაზე. მწვრთნელობა არ არის მხოლოდ ვარჯიშის ჩატარება, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტის ერთობლიობა. მწვრთნელი უნდა იყო მოწოდებით და არა მხოლოდ პროფესიით".

ალბათ, ტერი გაითვალისწინებს დიდი მწვრთნელის რჩევებს და ერთ დღესაც, შეიძლება, თუნდაც "ჩელსის" თავკაცად ვიხილოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"გოლფში უფრო მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე "არსენალმა" ბოლო 20 წელიწადში" - ტერიმ მორგანს უპასუხა
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"ეს გუნდი ჩემს თაობაში საუკეთესოა და ძალიან მიყვარს" - ტერიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა