წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და ნახევარფინალშია გასული
ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით თამაშობს სოფიო ქვაცაბაია, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი.

20 ოქტომბერს ერთეულებში მან ხორვატ თეა ფებერს აჯობა 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მერვე ნომერ სადაფმოხ ტოლიბოვას (რუსეთი) მძლეველ (2:6, 6:4, 6:2) დანა კრემერს (გერმანია) დაუპირისპირდება.

დანარჩენი ჩოგბურთელები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ: აილა აქშუ (თურქეთი)-ულიანა აიზატულინა (რუსეთი), ნინა ალიბალიჩი (ავსტრალია)-ბერფუ ქენგიზი (თურქეთი), დიანა ენაჩი (რუმინეთი)-აგნეს ბუკტა (უნგრეთი).

წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. გუშინ მათ ანი დონალდსონი (ავსტრალია) და თეა ფებერი (ხორვატია) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3 და ნახევარფინალში ულიანა აიზატულინა (რუსეთი)-ანასტასია პოპლავსკას (უკრაინა) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

რუსულ-უკრაინულმა ტანდემმა მეოთხედფინალში ევა კოლაროვსკასა (სლოვაკეთი) და ალექსა პიროკს (უნგრეთი) სძლია - 6:2, 6:2.

მეორე ნახევარფინალში ელიზაბეტ დანაილოვა (ბულგარეთი), ანა სლოვაკოვა (ჩეხეთი) და აგნეს ბუკტა (უნგრეთი), დიანა ენაჩი (რუმინეთი) ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო ქვაცაბაიამ პაპას ორჯერ აჯობა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა