ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მწვრთნელიც ვარ და აგრონომიც - ინტერვიუ გია ცეცაძესთან

მწვრთნელიც ვარ და აგრონომიც - ინტერვიუ გია ცეცაძესთან

"ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ"
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა. გარდამავალ ჩემპიონატში გაირკვევა, ევროთასებზე საქართველოდან ვინ ითამაშებს და აქედან გამომდინარე, ლიდერებში ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ბოლო ტურში "სამტრედიამ" გასვლაზე ბოლნისის "სიონი" 3:0 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. ამაში ხელი ფოთის "კოლხეთმაც" შეუწყო, რომელმაც სტუმრად სამტრედიელთა მდევარი ბათუმის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გუნდის წლევანდელ გამოსვლაზე, საჩემპიონო შანსებსა და ზოგადად გუნდზე გველაპარაკა...

- "სიონთან" ურთულესი მატჩი გქონდათ და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეთ. მაგრამ ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი და ჯერ ვერავინ იტყვის, ვინ გახდება ჩემპიონი და ვინ გავარდება...

- აბსოლუტურად გეთანხმებით, გარდამავალი ჩემპიონატი უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ველოდით. სულ 12 ტური ტარდება და ყოველ ტურში რაღაც იცვლება. "სიონი" ბოლოსწინა ადგილზე იყო, მაგრამ სერიოზული ბრძოლა გაგვიმართა. ანგარიშმა არავინ მოატყუოს - რეალურად, ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა და "სიონმა" დიდი ბრძოლა გაგვიმართა. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, თანაბარი თამაში იყო.

საერთოდ, წლეულს სულ ასეთი მატჩებია და ქულის მოპოვებისთვისაც ომის გადატანა გვიწევს. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ ოთხ ტურში კიდევ უფრო მძიმე მატჩები გველის. ახლა ქულები ყველას სჭირდება.

სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში მწვრთნელებს საქმეს სხვა პრობლემაც ურთულებს - საერთოდ, ვალდებულები ვართ, მოწინააღმდეგის თამაში შევისწავლოთ და დაცვასა და შეტევაში მოქმედების ტაქტიკა შევარჩიოთ. გარდა ამისა, ხშირად გვიწევს მოწინააღმდეგის მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებაც.

- ანუ მეტოქესთან ტაქტიკას მოედნების მიხედვითაც ადგენთ?

- რა თქმა უნდა?! ჩემს თავზე მეცინება - მწვრთნელობასთან ერთად, აგრონომიასაც "ვაწვები". სადაც საფარი არ ვარგა, იქ ტაქტიკა მოედნის მდგომარეობასაც უნდა შევუსაბამოთ. ფეხბურთელები უკვე ყველანაირ გარემოზე არიან აწყობილები. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ყველანაირ გარემოს ეგუებიან. მაგრამ ორი აზრი არ არის, რომ ჩვენი ჩემპიონატისთვის აჯობებს, ყველა გუნდს კარგი მოედანი ჰქონდეს. საფარი ბოლნისშიც არ ვარგოდა. მაგრამ ეს გუნდის ბრალი არ არის, ზოგადად საქართველოში კარგი მოედნები არ არის, რაც თამაშის ხარისხსაც აუარესებს, მაგრამ გუნდის პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მოედნებსა და სხვა მიზეზებს არ უნდა გადავაბრალოთ.

- ჯგუფში კონკურენტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?

- ორივე იმ გუნდს, რომლებიც მოგვდევენ - ფოთის "კოლხეთს" და ბათუმის "დინამოს". მეორე ჯგუფშიც დაძაბული ვითარებაა და ჯერ ვერავინ იტყვის, პირველ ადგილზე ვინ გავა - "ჩიხურა", "დინამო" თუ "ლოკომოტივი". ფინიშამდე 4 ტური დარჩა და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თასის მატჩის გამო, 8 დღეში 3 შეხვედრის გამართვა გვიწევს.

- ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ. აღდგენების, ვიტამინიზაციისა და სამედიცინო მომსახურების კუთხით "სამტრედიაში" როგორი მდგომარეობაა?

- ისევეა, როგორც ქართული გუნდების უმრავლესობაში. რა თქმა უნდა, ევროპული გრანდების მსგავსად არ გვაქვს, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენც შეძლებისდაგვარად ვფიქრობთ. საერთოდ, რაც უფრო მეტი დაძაბული თამაში იქნება, მით უფრო გაიზრდება გუნდი და ფეხბურთელებიც უფრო დაოსტატდებიან.

- საქართველოს ჩემპიონატის ლიდერობა კარგია, მაგრამ მთავარია, რა იქნება მომავალ ევროსეზონში. მაგალითად, "გაბალას" ან მისი დონის გუნდს კიდევ ერთხელ რომ შეხვდეთ, უფრო დამაჯერებლები იქნებით?

- ევროთასები რთული და მტკივნეული თემაა...

- ...მაგრამ ეს გულშემატკივრის უმთავრესი საფიქრალია...

- ამ თემაზე ორი სიტყვით ვერ ვილაპარაკებთ. ეს ძალიან დიდი და კომპლექსური საკითხია. იცით, უეფას ტურნირებზე ღირსეული გამოსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელების გამოცდილებას და იმას, თუ რა დონის ჩემპიონატში თამაშობენ. ჩემი აზრით, "სამტრედია" ახლა ნამდვილად უკეთესი გუნდია, ვიდრე ზაფხულში "გაბალასთან" იყო. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ გუნდი გაზრდილია. თუნდაც იმიტომ, რომ ევროთასებზე ვითამაშეთ, გამოცდილება შევიძინეთ და ჩვენი პლუს-მინუსები დავინახეთ. მაგრამ დრო გვინდა, რომ ევროთასებზე უკეთ გამოვიდეთ.

ჯერ ჩემი გუნდი არ არის იმ დონეზე, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს.

- გარდამავალი ჩემპიონატი ფინიშს უახლოვდება. თქვენი აზრით, გაამართლა ამ ფორმატმა მოლოდინი?

- ახლა ეს როგორ ვთქვა? ამაზე ლაპარაკი მაშინ შემეძლება, როცა მომავალ წელს 10-გუნდიანი ჩემპიონატი დაიწყება. საერთოდ, ფინანსები თუ იქნება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემპიონატი 10-გუნდიანი იქნება თუ 16-იანი. მაგრამ დიდი ფული რომ არ გვაქვს, 10-გუნდიანი პირველობა ამიტომაც სჯობია. პირადად მე კი, ამ რეფორმაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა მგონია.

- რითი სჯობია ეს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემას?

- იმით, რომ ჩვენ ევროსეზონს ფორმის პიკში შევხვდებით და პირველი ეტაპების გადალახვის გაცილებით მეტი შანსი გვექნება, ვიდრე - ახლა. ეს არის მთავარი. ახლა ყაზახური კლუბები ფინანსურადაც საგრძნობლად მოღონიერდნენ და აშკარად გაიზარდნენ. მაგრამ ბოლო ათ წელიწადში ბევრი შეხვედრის გახსენება შემიძლია, როცა მათ არა კლასით, არამედ იმით გვაჯობეს, რომ ფორმის პიკში იყვნენ. ჩვენი გუნდები კი ევროთასებს სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვერ ხვდებოდნენ.

გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ევროგათამაშებისთვის ზედმეტი შეკრება არ დაგვჭირდება, რადგან ჩემპიონატი რომ მიმდინარეობს, ისედაც ფორმაში ხარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vep1963

მწვრთნელი ,რომ აგრონომობასაც ითავსებს-სწორედ ასეთი დონის ჩემპიონატი გვაქვს.ბატონ გიასთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს.უბრალოდ მეცოდება.სანამ ეს და კიდევ ბევრი უამრავი სხვა რამ არ შეიცვლება ქართული ფეხბურთის საშველი არ იქნება .და ტყუილად ნერვებს ნურავინ ნუ მოიშლით.

• odalas

ოდალა!ღიპი?არც დიდ ნოდარ ახალკაცს აკლდა{ღმერთმა ნათელში ამყოფოს} მაგრამ მას მისი დიდი მწვრთნელობისთვის ხელი არ შეუშლია,რადგან თავით აზროვნებდა,უჭკვიანესი მწვრთვნელი იყო და ამასთან დისციპლინის მოყვარული,შედეგიც სახეზე იყო და მერე როგორი,ასე რომ ღიპი არაფერ შუაშია.

• Zura

ბოღმებო და შურიანებო აბა მიდით წერეთ და წერეთ...

• Jango

sopo 22 ოქტომბერი 2016 17:01 Ai es ari treneriiii... warmatebebi dato 22 ოქტომბერი 2016 16:59 Gia magari kaci xar.. warmatebebi sadac ar unda iyoo.. მოდერატორ,რა წაიღეს ტვინი ამ ლათინურასოვანებმა რა უბეუდრებაა? სინდისი არა გაქვთ დათო და სოფო? ეს დედააფეთქებული მოსანიშნი "გალოჩკა" ხომ არის იქა ჰოდა მონიშნეთ და წერეთ ქართულად, ვინ დაგწყევლათ ქართული ასოები გეზარებოდეთო?

• au magari dabogmili xar cecadzeze getyobaaa

ra ginda am kacisgannnn... shen albat samtrediiis gundshi ar dagidzaxes da gamwarebuli xar cecadzeze// romeeli jobia daasaxele erti cecadzes

• odala

სულ არა მაქვს ასეთი სტატიების წაკითხვის სურვილი. სათაური კი წავიკითხე და ეს მასტი უკეთესი აგრონომია ალბათ, ვიდრე მწვრთნელი. სოსიაშვილი, ესა, შეროზია-მეროზიები რაის მწვრთნელები არიან თუ ძმა ხარ? ახალგაზრდა კაცს მწვრთნელობაზე რომ აქვს პრეტენზია და ღიპით დადის, იმისი რა უნდა დაიჯერო???

• sopo

Ai es ari treneriiii... warmatebebi

• lado

Uდზლიერესი ტრენერია გია წარმატებები.. იცის თავის საქმე ამ კაცმა სხვებისგან განსხვავებით.

• dato

Gia magari kaci xar.. warmatebebi sadac ar unda iyoo..

• zuria

მწვრთნელობის რა გითხრა მაგრამ აგრონომი ნამდვილად ხარ

• ლაკურუნია

ცეცაძე! როგორც კი მოხვდები საერთაშორისო ტურნირზე, მიხვდები რომ ..........

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა