23 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი სათამაშო დღე გაიმართება
23 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი სათამაშო დღე გაიმართება - პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

ჩემპიონატი სუპერლიგა B-ს დაპირისპირებებით აიღებს სტარტს. წლევანდელ სეზონში, აღნიშნულ გათამაშებაში ერთბაშად ოთხი დებიუტანტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო საინტერსოს გახდის სეზონს. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი, რომელიც სეზონის გახსნით შეხვედრაში უნიკრედიტს დაუპირისპირდება. მატჩი 11:00 სთ-ზე დაიწყება.

პირველად ითამაშებს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თელავი, რომლის მეტოქეც პირველ ტურში გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ევროკრედიტი იქნება. რაც შეეხება კიდევ ორ "ახალს" - "ფანდეი ენტერტაინმენტი" ზესტაფონის "ფეროს" დაუპირისპირდება, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ვივუსთან მოსინჯავს ძალებს.

რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ დაპირისპირებას, საქართველოს უნივერსიტეტი (UG), სკ ჯვაროსნები 2-ს ეთამაშება.

გუნდები წრიულ ეტაპზე ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც პლეიოფის საგზურს საუკეთესო რვა გუნდი მოიპოვებს. საუკეთესო ექვსეული კი სუპერლიგის თასისთვის შეძლებს ბრძოლას.

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეც სწორედ სუპერლიგა B-ს უკავშირდება - წელს პირველად ლიგის ისტორიაში, ჩემპიონატის თამაშებს რეგიონი უმასპინძლებს: სუპერლიგა B -ს წრიული ეტაპის ორი ტურის შეხვედრები (19 ნოემბერს და 11 მარტს) ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართება.

23.10.2016. სუპერლიგა B. I ტური

11:00 Unicredit.ge - ეთა

12:00 სკ საქართველოს უნივერსიტეტი - სკ ჯვაროსნები -2

13:00 სკ თელავი - სკ ევროკრედიტი

14:00 სკ ფერო (ზეს) - Funday Ent

15:00 კსუ - სკ Vivus.ge

კვირასვე აიღებს სტარტს სუპერლიგა A-ს გათამაშებაც, რომელშიც მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. წრიული ეტაპის შემდეგ, გუნდები პლეიოფში განაგრძობენ ასპარეზობას, სადაც თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულის ვინაობა ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

პირველი ტურის პირველ შეხვედრას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვარსკვლავებით (კალაძე, იაშვილი, კობიაშვილი, დემეტრაძე, მუჯირი) დაკომპლექტებული გუნდი, სკ ჯვაროსნების წინააღმდეგ 16:00 სთ-ზე გამართავს.

პირველივე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს შარშანდელი სუპერლიგა B-დან აღზევებული ფინალისტები, ჩემპიონი, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდები.

18:00 სთ-ზე კი პრინციპული და უკვე ისტორიული მეტოქეების დაპირისპირება შედგება, 2015/16 წ.წ ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი სკ პსპ, ლიგის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, მფკ ნატახტარს ეთამაშება.

სათამაშო დღეს ტვ იმედის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს.

23.10.2016. სუპერლიგა A. I ტური

16:00 სფფ - სკ ჯვაროსნები

17:00 CFCP - GM ჭიათურა

18:00 სკ პსპ - მფკ ნატახტარი

19:00 ტვ იმედი - სდსს

წლევანდელი სეზონი, რომელიც რიგით მეცხრე იქნება ლიგის ისტორიაში, ტრადიციულად ექვსი სხვადასხვა ლიგის (სუპერლიგა A, სუპერლიგა B, ოქროს ლიგა, ვერცხლის ლიგა, ბრინჯაოს ლიგა, სუპერლიგა C) ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას 60-მდე გუნდი მიიღებს.

30 ოქტომბერს გამართავენ პურველი ტურის შეხვედრებს კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები.

გაზაფხულიდან აიღებს სტარტს ბრინჯაოს ლიგა და სუპერლიგა C. ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება ასევე სუპერლიგისა და კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებები. ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირებები ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები: sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში