ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4 - "ჩიხურამ" საქართველოს ფეხბურთი გაახსენა [VIDEO]

ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4 - "ჩიხურამ" საქართველოს ფეხბურთი გაახსენა [VIDEO]

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. "თეთრი ჯგუფი"
საქართველოს ჩემპიონატის მორიგმა ტურმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა იმ პერსპექტივას, რომ ქვეყანას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

თუ გავითვალისწინებთ თბილისის "დინამოს" კრიზისსა და აქეთ "ჩიხურას", ხოლო იქით "სამტრედიას" ჩინებულ საბრძოლო თუ სათამაშო კონდიციებს (და ტიტულისთვის ფსიქოლოგიურ მზაობასაც), მაშინ თამამად უნდა ვთქვათ - მათ ნამდვილად დაიმსახურეს, ითამაშონ საჩემპიონო ფინალში!

აბა, რა სიახლეა, რომ საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი არ სწყალობს. მით უფრო ძნელია ხალხის თბილისური გუნდების შეხვედრებზე მოზიდვა. მაგრამ, ვფიქრობ, ფეხბურთის გურმანმა ბევრი დაკარგა, ამ შეხვედრას თუ არ დაესწრო და მიმდინარე სეზონში საჩხერის "ჩიხურას" საუკეთესო თამაში ვერ იხილა.

9 წელია, რაც სოსო ფრუიძე გუნდს აშენებს და 2014 წელს ევროპის ლიგაზე მისი გაბრწყინებაც გვახსოვს. მაგრამ ის "ჩიხურაც" ამჟამინდელთან გაუფერულდება, რადგან თუკი საქართველოში ვინმე თანამედროვე, აზრიან და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ეს უპირველესად საჩხერული გუნდია.

გუშინდელი შეხვედრაც, ერთი შეხედვით, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. "ლოკომოტივში" ლუკა ზარანდია აქტიურობდა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მეტოქის დაცვას პრობლემებს უქმნიდა. მაგრამ "თეთრი ჯგუფის" ლიდერების შეხვედრაში "ჩიხურას" უდავო უპირატესობა გამოჩნდა: ჟერარდ სარაგოსას ხელთ მშვენიერი მოთამაშეებია, რომლებიც ბურთს კარგად აგორებენ, მაგრამ შეტევის ორგანიზება უჭირთ.

საჩხერელებს კი ეტყობოდათ, რომ იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ: მცველები "ჩიხურას" შეტევას სწრაფად იწყებდნენ, ნახევარდაცვა იერიშების მიმართულებას ხშირად ცვლიდა და ბურთს არ აყოვნებდა - ამ დროს, შემტევებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და ბურთს ფეხში კი არა, ზონაში ელოდნენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საჩხერელთა საყრდენი გიორგი განუგრავა და ცენტრალური ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი: ისინი, უმთავრესად, ბურთს ერთი შეხებით, დროულად და აზრიანად ანაწილებდნენ და გუნდს დინამიკურად ათამაშებდნენ.

ფლანგებზე საბა ლობჟანიძე (მარცხნივ) და ირაკლი ლექვთაძე (მარჯვნივ) მცველებს ქანცს აცლიდნენ და იმდენად სასარგებლოდ, მწვავედ და აგრესიულად უტევდნენ, "ჩიხურას" ფეხბურთი სასიამოვნო საყურებელი გახლდათ.

სხვათა შორის, "ჩიხურას" თამაშით გაოცება ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ბექა გოცირიძემაც ვერ დამალა - დიდი ხანია, ასეთი თანამედროვე ფეხბურთი ქართული გუნდის შესრულებით არ მინახავსო. ეს არ არის ეროვნული ჩემპიონატის რეკლამა - უბრალოდ, მოულოდნელი და სასიამოვნო ფაქტია.

"ჩიხურა" ერთი შეხებით ისე სწრაფად, ტექნიკურად და ლამაზად თამაშობდა, წარმოუდგენელია, რომ ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდებოდა.

საჩხერელებმა მასპინძელთა ზეწოლა "მაღალი" პრესინგით, მეტოქის საჯარიმოში აქტიური დაპირისპირებით შეაჩერეს და მწვავედ შეუტიეს: 23-ე წუთზე, გორგიაშვილ-განუგრავა-ლექვთაძის კომბინაციას კარის წინ გახსნილი ლობჟანიძე აგვირგვინებდა, რომელიც ბურთს კარგად ვერ შესწვდა, თუმცა, საჯარიმოს ხაზთან ახლოს გორგიაშვილს მიუგორდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და რომ არა რევაზ თევდორაძის მშვენიერი რეაქცია, ანგარიში გაიხსნებოდა.

საჩხერელებმა აბსოლუტურად მსგავსი შეტევა რამდენჯერმე კიდევ განახორციელეს, მაგრამ მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და მალე გოლიც გაუშვეს: განუგრავამ ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე გრიგალაშვილს გადაუმისამართა, რომლის ჩაწოდებული ლობჟანიძემ უმეთვალყუროდ დარჩენილ გორგიაშვილს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი უძლიერესი დარტყმით "ცხრიანი" შეარხია - 0:1.

ზუსტად ერთ წუთში იგივე განმეორდა, ოღონდ, ამჯერად, შეტევა მარცხენა ფლანგზე ლაშა ჩიკვაიძემ განავითარა, ხოლო პენალტის ნიშნულთან ისევ გორგიაშვილი გათავისუფლდა, მაგრამ ამჯერად მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სურათი არ შეცვლილა, საჩხერელები მწვავედ უტევდნენ. ლობჟანიძემ მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით გზად 4 მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა - თევდორაძემ (რომელიც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო) ბურთი მოიგერია, დამატებაზე კარის წინ მარტო დარჩენილ ლექვთაძესაც გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

თევდორაძე წლეულს საუკეთესო სეზონს ატარებს და ეს 63-ე წუთზეც გამოჩნდა, როცა გორგიაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.

მაგრამ მასპინელთა მეკარეც უძლური აღმოჩნდა, როცა განუგრავამ 20-ოდე მეტრიდან კარში უძლიერესად დაარტყა და საჩხერელთა უპირატესობა ლამაზი გოლით გაზარდა - 0:2.

ასეთმა ანგარიშმა თბილისელთა დამრიგებელი აიძულა, შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ჯერაც ტრავმამოუშუშებელი მათე ვაწაძე, ლუკა კიკაბიძე და დავით სამურკასოვი შეეშვა. ვაწაძემ სხვაობის შემცირება მართლაც მოახერხა, როცა შეტევაში ჩართულმა გიორგი ხიდაშელმა ის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა.

"ლოკომოტივმა" მთელი ძალით შეუტია, მაგრამ საჩხერელებს კიდევ აღმოაჩნდათ რესურსი და მალე ორბურთიანი სხვაობაც აღადგინეს - მარცხენა ფლანგიდან ლობჟანიძემ ბურთი კარში გაგზავნა, მას გიორგი გეთიაშვილი გადაეღობა და... 1:3.

86-ე წუთზე, ლობჟანიძემ ლამის 40 მეტრიდან ჩინებული გადაცემით გრიგალაშვილი საპირისპირო ფლანგზე მოძებნა, საჩხერელთა მცველი კიკაბიძეს გაექცა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, ლოკომოტიველმა რომ წააქცია. არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლობჟანიძემ პანენკა-პირლოს სტილში ეფექტურად შეასრულა და საბოლოო ანგარიშით "ჩიხურას" დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.

ლობჟანიძემ, ისევე, როგორც პირველ წრეში, "ლოკომოტივთან" ამჯერადაც დუბლი შეასრულა, ბომბარდირთა დავაში 8 გოლით დაწინაურდა (7 შეხვედრაში). ხოლო "ჩიხურამ" თბილისის "დინამოსთან" უპირატესობა ისევ 6 ქულამდე გაზარდა და თუკი დარჩენილ 3 ტურში სასწაული არ მოხდა, "თეთრ ჯგუფს" საჩემპიონო ფინალში სწორედ ფრუიძის გაწვრთნილები წარადგენენ.

ხარისხიანი თამაშით მათ ეს დაიმსახურეს.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. "თეთრი ჯგუფი"

23.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4

0:1 გორგიაშვილი (29. ლობჟანიძის პასით ), 0:2 განუგრავა (66), 1:2 ვაწაძე (76. ხიდეშელის პასით), 1:3 ლობჟანიძე (84), 1:4 ლობჟანიძე (86-პენ)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, გ. ფოფხაძე, ზარანდია, კლიმიაშვილი, ქიქავა (67. სამურკასოვი), უბილავა (64. კიკაბიძე), დიასამიძე (59. ვაწაძე), ჩაგელიშვილი.

სათადარიგოები: კუპატაძე, ბ. მახარაძე, არდაზიშვილი, ჩიტეიშვილი

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, განუგრავა, ლექვთაძე (82. კორიფაძე), გორგიაშვილი (88. კაკუბავა), ს. ლობჟანიძე (87. დეკანოიძე), ტატანაშვილი.

სათადარიგოები: სეფიაშვილი, სარდალიშვილი, მუმლაძე, გვალია

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილებები: ხიდეშელი (32), დობროვოლსკი (77), კიკაბიძე (86)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• simartle

ჩიხურა ტავის სტადიონზე რომ ტამაშობდეს საჩხერეში და არა სოფლის სტადიონზე; მაყურებელი მერე ნახეტ თქვენ, სამტრედიას ასჯერ აჯობეს მაყურებლის რაოდენობიტ

• ჩიხურა

ყველაზე დიდი მინუსი ჩიხურის მოედნის საფარი არ გვაქვს

• samtredski

მართლაც დიდი ჯახი იქნება ჩიხურა სამტრედია მაყურებელი არც ერთს აკლია მით უფრო სამტრედიას ხომ საერთოდ კარგია რომ ეს გუნდები შეხვდებიან დიდი ალბათობით.

• odala

ჩიხურა ევროთასებზე ყველაზე მეტად მომეწონა. სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობდნენ. ძალიან მეწყინა რომ გამოვარდნენ. მურტალი წვიმის ბრალი იყო. ბურთი აღარ დაგორავდა. თან გოლები გაუშვეს ტაიმების ბოლო წამებზე ფაქტიურად.

• ultranationalist

ჩემპიონებიც გავხდებით, თასიც ჩვენი იქნება და საქართველოსაც ვასახელებთ! წინ ჩიხურა!

• svani

ლოგიკურად ამ გუნდზე და საერთოდ საქართველოში გუნდზე არ უნდა დაწერო კარგი))) ხომარ დაგვავიწყდა მოლდოვური გუნდი ჩიხურა?! ოდნავაც არ გეგონოთ რომ თქვენ ფეხბურთს თამაშობთ!))))

• avoieeee

გერმანიაში ვიყავი 2014 წელს და მესამე კლასის გუნდების თამაშზე ვიყავი. გამაგიჟა გადატენილმა სტადიონმა და მერე ფეხბურთის კლასმა."ამინიამ" წააგო ეს თამაში 2-5 მაგრამ მაყურებელი ოვაციებით აცილებდა. აქ კი რანაირად გააცილებ ფეხბურთელს თუ ის შენი გულის მოგებას არ ცდილობს?ერთეული თამაშები, მთლიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს,ამის უფლება მხოლოდ უმაღლესი კლასის გუნდებს აქვთ!

• QWERTY

რაც კარგია კარგია, ლამაზი თამაში იყო, თუმცა ლოკო სუსტი შემადგენლობით იყო. ახლა ტორპედოს გაადაუვლსი ჩიხურა ტრაქტორივით და 1-ლი ადგილი ჯგუფში დაკანონებული ექნება

• samartali

საბა ლობჟანიძის დიდი გულშემატკივარი ვარ მაგრამ ის ბურთი მას არ უნდა ჩაეთვალოს აწვდიდა საერთოდ სხვაგან და რომ არა მცველი არ გავიდოდა ეგ გოლი რაც ვიდეოში ნათლად ჩანს და ნუ იბრმავებთ თავს შეხედეთ რეალურად როგორც არის

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

ჩემპიონატის ფინიში გაწერილია - საჩემპიონო ფინალი 3 და 11 დეკემბერს

უმაღლესი ლიგა. XI ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება

დილა-დინამო (ბთ) 0:0 - ზავის ზღვისპირული სიყვარული [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა