მიმდინარე ჩემპიონატში "ჩიხურას" სტუმრად 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ბევრი ნამდვილად არა, მაგრამ რამდენიმე დასამახსოვრებელი სეზონი მართლაც ყოფილა.

სწორედ ასეთად დაგვამახსოვრდება მიმდინარე სეზონიც: საფეხბურთო დონის ამაღლებაზე, სამწუხაროდ, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, სამაგიეროდ, გარდამავალ ჩემპიონატს რომ ინტრიგა არ აკლია, ეს კი უდავოა.

თუმცა, ინტრიგასაც ხომ გააჩნია: ჩემპიონატის დასრულებამდე (უფრო ზუსტად, პლეი ოფების დაწყებამდე) 4 ტურია დარჩენილი და ორი გუნდის გარდა, არც ერთ სხვა დანარჩენს არ გაუნაღდებია არაფერი!

ერთადერთი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ რაიმე "გაუთვალისწინებელი" არ მოხდა, საჩემპიონო პლეი ოფში ერთმანეთს "ჩიხურა" და "სამტრედია" უნდა დაუპირისპირდნენ.

თუმცა ამის "ოფიციალურად" გამოცხადებას, სულ მცირე, კიდევ ორი ტური სჭირდება და ამიტომაც სჯობს, რომ მოვლენების მსვლელობას მივყვეთ. არც ის უნდა ვიჩქაროთ, ესა თუ ის გუნდი ქვედა ლიგაში დასაქვეითებლად რომ გავიმეტოთ: ორივე ჯგუფში ისეთი საინტერესო სატურნირო სიტუაციაა შექმნილი, რომ, ფაქტობრივად, მხოლოდ ჯგუფის ლიდერებმა ("სამტრედიამ" და "ჩიხურამ") გაინაღდეს... ადგილი უმაღლეს ლიგაში...

ვიდრე გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს გავიხსენებთ, მანამდე ისიც გვინდა ვთქვათ, რომ კვლავაც გაგრძელდა ამ გარდამავალი ჩემპიონატის ლამის "საფირმო ნიშნად" ქცეული ტენდენცია, რაც სამწვრთნელო გადაადგილებას გულისხმობს.

ამაზე ქვემოთ, მანამდე კი ნურც ის გაგვიკვირდება, რომ მომდევნო ტურამდე კიდევ სხვა გუნდ(ებ)შიც შეიცვალოს მთავარი მწვრთნელი...

წითელი ჯგუფი

დილა-დინამო (ბთ) 0:0

სამტრედია-საბურთალო 3:0

კოლხეთი-სიონი 1:0

"წითელ ჯგუფში", წინა ტურთან შედარებით, არანაირი გადაადგილება არ მომხდარა სატურნირო ცხრილში; თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში ინტრიგამ მოიკლო - პირიქით, უფრო მოიმატა! მით უფრო, თუ დარჩენილი ტურების კალენდარს გადავხედავთ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ჯგუფში განაღდებული ჯერ არავის არაფერი აქვს.

აი, მაგალითად, "კოლხეთი" დღესდღეობით მეორე ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ პლეი ოფში რომ არ მოხვდეს, თითქმის განახევრებულ ფოთელთა გუნდს კიდევ ესაჭიროება ძვირფასზე-ძვირფასი ქულ(ებ)ის მოპოვება.

თუმცა, ნაკლებად წარმოგვიდგენია ისეთი ვარიანტი, რომ ამ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მართლაც სასიამოვნო გუნდი-სიურპრიზი სეზონს თავის ჯგუფში მეოთხე ადგილს ქვემოთ ჩაამთავრებს.

"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია ისედაც არ არის განებივრებული გრძელი სათადარიგოთა სკამით, ამას კი ისიც დაემატა, რომ "სიონთან" მატჩის წინ ძირითადი შემადგენლობის, ფაქტობრივად, ნახევარი მოისაკლისა დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმების გამო.

ამიტომაც "გავბედეთ" და X ტურის წინათქმაში ამ წყვილის ფავორიტის სტატუსი მართლაც "არანორმალურად მოტივირებულ" მეტოქეს რომ მივანიჭეთ: "სიონისთვის" ხომ ამიერიდან ყველა მატჩი გადამწყვეტია. თუმცა, "კოლხეთმა" უკვე მერამდენე სიურპრიზი შემოგვთავაზა და ზედიზედ მესამე გამარჯვებით მეორე ადგილიც შეინარჩუნა ამ ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე მატჩია, "კოლხეთი" მინიმალური ანგარიშით იმარჯვებს და ისე, როგორც წინა ტურში, გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი 27 წლის უკრაინელმა შემტევმა ვლადიმირ კორობკამ გაიტანა.

აი, "სიონმა" კი ზედიზედ მეორე მარცხით სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაირთულა; თანაც, ბოლნისელთა გუნდს, უშუალო კონკურენტებთან შედარებით, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩასატარებელი.

ჩემპიონატში პირველი ფრე ითამაშა "დილამ", ასევე სერიოზული საკადრო პრობლემებით (განსაკუთრებით - შეტევაში) რომ ხვდება ჩემპიონატის ფინიშს; თუმცა, უჩა სოსიაშვილის გუნდს ისეთი კალენდარი აქვს, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ იქნება დამოკიდებული.

სამაგიეროდ, გარკვეული კრიზისი დაეწყო (აშკარად უდროო დროს) ბათუმის "დინამოს": ლევან ხომერიკის გუნდი არცთუ დიდი ხნის წინ "სამტრედიას" ეცილებოდა ამ ჯგუფის ლიდერობაში, მაგრამ ბოლო ხუთ მატჩში ოთხი ფრე ითამაშა, ერთხელაც დამარცხდა და საქმე ცოტა გაირთულა კიდეც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბათუმის "დინამოს" დარჩენილი სამივე მატჩი ერთმანეთზე რთული აქვს...

ამ ჯგუფის მიმოხილვა კი მიმდინარე სეზონის, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, "სამტრედიას" მორიგი წარმატებული ასპარეზობით გვინდა დავასრულოთ. იმის მიუხედავად, რომ გია ცეცაძის გუნდს მანამდე (შუა კვირაში) ურთულესი სათასო დაპირისპირება ჰქონდა სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდთან, "ჩიხურასთან" (სადაც, 120 წუთი ითამაშა და მერე პენალტების სერიაში დამარცხდა), "სამტრედიამ" მაინც შეძლო და ჩემპიონატში მესამედ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ "საბურთალოც" საკმარისზე მეტად მოტივირებული იყო, თანაც გუნდს ხომ გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა, მაგრამ "ძველ-ახალი" მწვრთნელის ფაქტორიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ "საბურთალოს" მოუგებელი სერია დასრულებულიყო.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ ჩემპიონატში ერთადერთ წაუგებელ გუნდად ისევ "სამტრედია" რჩება, რომლის ახალგაზრდა შემტევებმაც: ბუდუ ზივზივაძემ, ბაჩანა არაბულმა და დავით ჯიქიამ თითო-თითო გოლი გაიტანეს აშკარად არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში აღმოჩენილი "საბურთალოს" კარში.

თეთრი ჯგუფი

შუქურა-გურია 3:1

დინამო (თბ)-ცხინვალი 0:0

ლოკომოტივი-ჩიხურა 1:3

დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისის "დინამო" უკვე მომდევნო ტურის მერე გამოცხადდეს... ექსჩემპიონად!

ეს ყველაფერი კი იმის შემდეგ გაირკვა, "დინამომ" შინ უგოლო ფრე რომ ითამაშა ბოლო დროს აშკარად "მოფერიანებულ" "ცხინვალთან", ამ ჯგუფის და, საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ("სამტრედიასთან" ერთად) "ჩიხურამ" კი (ასევე "სამტრედიის" მსგავსად) მორიგი ლამაზი მატჩი შემოგვთავაზა და, ფაქტობრივად, გაინაღდა კიდევაც საჩემპიონო პლეი ოფში მონაწილეობაც!

სოსო ფრუიძის გუნდს რომ მართლაც დამსახურებულად აქვს საჩემპიონო ამბიცია, ამაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: "ჩიხურამ" კიდევ ერთი (ზედიზედ მეხუთე) საგარეო მატჩი მოიგო და კვლავაც 100-პროცენტიანი შედეგით ასპარეზობს სტუმრად.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ შუა კვირაში "ჩიხურამ" პენალტების სერიაში, უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა თასის ნახევარფინალის საგზური და საჩხერელთა გუნდი ამჟამად ორივე "ფრონტზე" აპირებს მაქსიმალური მიზნების მიღწევას. ეკუთვნის კიდეც: "ლოკომოტივთან" საგარეო მატჩში "ჩიხურამ" პირწმინდად დაჩაგრა მეტოქე და უფრო შთამბეჭდავი ანგარიშითაც მოიგებდა, რომ არა მასპინძელთა მეკარის, რევაზ თევდორაძის თავგანწირული თამაში.

თუმცა, ვერც მეკარის თავდადებამ უშველა ბოლო დროს აშკარად დემორალიზებულ "ლოკომოტივს", რომლის კარშიც თორნიკე გორგიაშვილმა და გიორგი განუგრავამ ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს, ხოლო ამ სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ კი სულაც "დუბლი" შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა და ასევე ერთადერთია, ვინც ამ გარდამავალ ჩემპიონატში "დუბლი" სამჯერ შეასრულა!..

სათასო დაპირისპირების ჩათვლით, "ლოკომოტივმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ამ სამ შეხვედრაში გუნდმა 10 გოლი გაუშვა; თუმცა, საქმე მხოლოდ სტატისტიკასა თუ თამაშის ხარისხში არ არის: ამჟამად ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "ლოკომოტივს" ძალიან რთული ფინიში ელოდება; ეგ კი არა, გუნდს რეალურად დაემუქრა უმაღლესი ლიგიდან "პირდაპირ" გავარდნა და ამიტომაც არ გაგვკვირვებია "ლოკომოტივში" მომხდარი საკადრო ცვლილებაც: როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ესპანელი სპეციალისტი ჟერარდ სარაგოსა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს...

X ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი ქობულეთში უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები უპირისპირდებოდნენ. ამ, მართლაც "ექვსქულიან მატჩში" მასპინძლებმა იმარჯვეს და ბოლო ადგილიდან "გადამრჩენელ", მეოთხე ადგილამდეც აღზევდნენ: აღსანიშნავია, რომ "შუქურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად პირველი მატჩი ჩაატარა გია გურულმა და როგორც აღმოჩნდა, უმაღლეს ლიგაში მისი დაბრუნება წარმატებული გამოდგა. ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი "შუქურას" 32 წლის ფლანგის ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ, აი, მისმა ახალგაზრდა პარტნიორებმა, 19 წლის ირაკლი კომახიძემ და 21 წლის გიორგი ჭანუყვაძემ კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანეს, თანაც, როგორი მნიშვნელობის მქონე მატჩში...

ზედიზედ სამი წაგების მერე "გურიას" სატურნირო მდგომარეობას უკვე სახიფათო კი არა, უფრო მეტიც ჰქვია; თუმცა, ამ ჯგუფში ისეთი სიტუაციაა (განსაკუთრებით, გასავარდნ ზონაში), რომ "გურიას" კიდევ აქვს შანსი, სხვა გუნდებს "გაუცვალოს" ადგილ(ებ)ი სატურნირო ცხრილში. მოკლედ, წინ მართლაც საინტერესო პაექრობები გველოდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ცეცაძეს კიარა მადლობა სპონსორებს უნდა უთხრათ და კალაძეს.. ყველაზე დიდი დაფინანსება აქვთ და ვალდებულები არიან რო ჩემპიონიც გახდნენ..გია შენ რო იყო ინფორმირებული. და კოლხეთს ძაან მცირე ბიუჯეტი აქვს და რასაც აკეთებს ისიც დიდი მიღწევაა. წარმატებები ყველას..
samtredieli
me samtrediis fani var magram vgrdznob wels chikhurasia yvelaferi saqartveloshi dgesdgeobit udzlieresi klubia..mimda strediam moigos magram simartle tvalis sinatle eg me minda ubralod tore chikhura saqartveloshi pirvelia ... nu samtrediis mere chikhuras fani var
ერიჰააა
კიდევ დადიხართ ფეხბურთის საყურებლად? რა გული გქონიათ თქვენ გენაცვალეთ,ნამდვილი და გამოუსწორებელი ოპტიმისტები ხართ.ამიტომ მიყვარს ჩემი ქვეყანა,რომ სულით არ ეცემიან.ნეტავი თქვენი სული და ჯიგარი ჰქონდეთ მოთამაშეებს!
sopo
Eრტი გარდაცვლილი მეორე გარდაცვლილს უგებს და იმატი ტრენეფები ხვდებიან სიმბოლურშიი.. და სამტრედიას ტამასჰი არ წაუგია საერტოდ.. ვინემ არ წააგებს სამტრედია სულ ცეცადზეს ეკუტვნის სიმბოლურიი.. და პრუიდზეს.. ვიგაც სადგაც გაპარტხალდება და ეგრევე სიმბოლურსჰიააა
irakli
GIA-ს რითი აჯობა კოლხეთს ბოლნისმა? სამტრედიასთან თამაში სხვა საკითხია. სამტრედია წელს ყველას ჯობია და ფოთზე მოგება არ გაუჭირდება. ფოთმა დასახულ მიზანს მიაღწია, უმაღლესში დარჩა. საბურთალო დარცენილ თამაშებში 9 ქულას ვერ აირებს
datoo
ბოლო ტურში ექსპერტებმა ჩიხურას თამაშს უყურეს??
nikata
ეს შინდაგორიძე ალბათ მოსკოვის "ტორპედოდანაა" ხომ? თორემ ქუთაისი ამ ტურში ისვენებდა :))))
იქნებ დავასწროთ?!
Гаджи Гаджиев: «Черчесов говорил, что Джикия в расширенном списке в сборную России, он планирует вызвать его» Главный тренер «Амкара» Гаджи Гаджиев рассказал, что защитник команды Георгий Джикия в ближайшее время может быть вызван в сборную России. «По-видимому, Джикией интересуется и сборная Грузии. При этом у меня был разговор с главным тренером сборной России Станиславом Черчесовым. Он говорил, что Джикия в расширенном списке кандидатов на один из сборов в следующем году, он планирует вызвать Джикию.
გიორგი
რა უნდა გააკეთოს სოსო ფრუიძემ რომ ტურის მწვრთნელლად მაინც დაასახელოთ მაგარი ექსპერთები ხართ აღარ გრცხვენიათ
gia
Pots ashkarad ajoba bolnismaa, magram mekarem ver ivargaa.. gaumartla pots ashkarad.. vnaxot aba samtrediastan risi maqnisia potii.. samtredias sagol ulamazesi golebi gaitanaa.. martlac ulamazes pexburts tamashobss.. wels ekutvnis chempionobaa alalad..da verc veravin ityvis vinme daexmaraoo.. guns romelsac erti penaltic ar daurtyia.. sagol cecadze
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
მუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ნეიმარის გარეშე - უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური გამოაქვეყნა
L’Equipe-მა 2019 წლის სიმბოლურში "ლივერპულის" 5 ფეხბურთელი შეიყვანა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა