ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

"კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია"
მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად. ვაზუსტებ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს! გასწრების დროს გამოვარდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი. მეკო შეეცადა, აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო.

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა. კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის, საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და უვლის. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით. გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული..." - წერს ვიქტორია ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.

- აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...

• სოსო

საშინელება მოხდა.ეს ფაქტია დაყველას გთხოვთ,ფრთხილად იარეთ მეგობრებო,გაუფრთხილდით თავს და ერთმანეთს,ჩვენ ხომ ისედაც ვცოტავდებით.ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელებას გისურვებთ,დაღუპულთა ოჯახებს კიდევ და კიდევ გისამძიმრებთ და გაძლებას გისურვებთ,სხვაფრივ კი ვიზიარებ ნინოს და ირაკლის მოსაზრებებს.

• უარყოფითი კომენტარების ავტორებს

ხვალ ვის რა განსაცდელის წინაშე დაგაყენებთ ღმერთი და რა ცხოვრებისეულ გამოცდას მოგიწყობთ არავინ იცის,ამიტომ სხვისი ცხოვრების კრიტიკის მაგივრად ყველამ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ.. თუ დასასჯელია კანონი დასჯის და ღმერთიც... და არავინ იცის ალბათ მის გულში რა ცეცხლი ტრიალებს... ადამიანს ასეთი ჯვარი აქვს სატარებელი მთელი ცხოვრება და თქვენგან ტკივილის დამატება აღარ ჭირდება.. კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, - რაზეც სხვას აკრიტიკებთ, ზუსტად იგივე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ ღმერთთან...ეს ცხოვრების კანონია და თანაგრძნობის სწავლაც არ გაწყენდათ

• Dato

მეკოსაც და ჩვენც ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები.შვილები რომ არ ყოლოდა შეიძლება მონასტერშიც წასულიყო კიდეც ვინ იცის. ღმერთმა გაუმარჯოს თავის საქმიანობაში და ჩვენც გავეხარებინეთ თავისი წარმატებებით.

• aravin aris dazxveuli

ძალიან სწორად მოიქცა მეკო, რაგბს რომ დაუბდუნდა. ცხოვრება გრძელდება.....

• თიკო

ვინ კითხავს საზოგადოებას დაუბრუნდებოდა თუ არა რაგბს...

• ggg

რა შუაშია 4 შვილი ჰყავს და რჩენა უნდა? ამაზე არაადეკვატური პასუხი არ არსებობს. აბა მე ვყოფილიყავი იმ საჭესთან, უკვე განაჩენ გამოტანილი ვიქნებოდი და "ჩემ" 4 შვილს არავინ შეხედავდა. თუმცა აქ სხვა რამეზეა საუბარი, გავიგეთ რომ რჩენა უნდა, ჰოდა გაანებე ბიძია თავი მაგ რაგბს და რამე ოფისური, მენეჯერული საქმეს მიჰყე ხელი. ან რაგბის კავშირში დასაქმდი ან რაიმე, რასაც საზოგადოება დიდი აღშფოოთებით არ შეხვდება, და საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ ის ოჯახის წევრები ვისაც დაეღუპათ შვილები აღარ იქნებიან გაღიზიანებულები. დააბრალეს ეხლა ვიღაც მერსედესის მძღოლს.

• გულშემატკივარი

ჯერ ერთი მეკომ მოკლა თუ არ მოკლა არავინ იცის, ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. რომც გაკეთებულიყო სასამართლო განაჩენამდე კაცის დადანაშაულება არ ღირს. მეორე კიდე ის რომ ვაცალოთ შსს-ს, ჩემი ავარიის გამოძიება (ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად) გაიწელა 6 თვე და ალტერნატიული ექსპერტიზების დანიშვნა დასჭირდათ. სანამ მყარი მტკიცებულებები არ ექნებათ ხელს შსს განცხადებას არ გააკეთებს, რადგან მერე ეს ახალი ჭორაობის საბაბი გახდება. რაც შეეხება მეკოს თამაშს, უნდა ეთამაშა, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამით აჩვენებს რომ ძლიერი ადამიანია

• თვინიერებო

ძალიან ცუდი რამე მოხდა და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით ამის შესახებ,ვერ გამოვდგებით მსაჯულად!ერთი კი აუცილებლად სათქმელია:ამ ბიჭს, მთლად გულთან არ მიუტანია ეს ყველაფერი! (საქციელით ასეა)

როგორ ფიქრობთ, ადამინმა არ იმუშოს ტრაგედიის შემდეგ? შვილები ყავს და თქვენ ურჩენთ? სამწუხაროა რომ 4 ადამიანი შეეწირა ამ ფაქტს, მაგრამ რადგანაც ბავშვები უპატონოდ რჩებიან წესით სასამართლომ უნდა მიიღოს შემამსუმუქებელი გადაწყვეტილება.

• 912

შსს-მ ოფიცილაური დასკვნა გამოაცხადოს და გვითხრას ვისი ბრალი იყო თუ უდანაშაულოა ეს კაცი რა უნდა ქნას თავი მოიკლას 4 შვილის მამამ? რაგბის გარდა იქნებ არაფერი იცის?

• qomagi

ჩემი მეუღლე მეკოს ოჯახთან დაახლოებული პირია და მან ჯერ კიდევ ინციდენტიდან 3 დღეში ზუსტად ისე მომიყვა ეგ სიტუაცია, როგორც ვიქტორიას აქვს აღწერილი. უსაშინლესი ტრაგედიაა და ღმერთმა აცხონოს ყველა დაღუპულთა სულები. რაც შეეხება მეკოს, მას ისედაც მთელი ცხოვრება გაჰყვება ის ტანჯვა რაც თავისი შვილების დედისა და დანარჩენი ახალგაზრდების დაღუპვისგან მოდის. ამიტომაც, ქრისტიანულად მოგიწოდებთ: "ნუ განიკითხავთ"

• ირაკლი

არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია!!! რა გვჭირს, რა დაგვემართა, რა დღეში ვართ?!?!?! არ შეიძლება ასე ადვილად გადაითელოს ადამიანის უფლებები?! ჯვარი გვეწეროს ყველას მაგრამ მეკოს ადგილზე ფინანსისტი, იურისტი, ბუღალტერი ან უბრალო მუშა რომ ყოფილიყო, გამოჯანმრთელების მერე არ უნდა დაბრუნებოდა თავის პროფესიას??? არ გვაქვს არანაირი ფაქტი, არ ვიცით რა მოხდა და ასე უცერემონიოდ ადამიანს ვადანაშაულებთ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობთ, არ ვიცით მის შინაგან სამყაროს რა ცეცხლი უკიდია და რა დღეშია... თუმცა ჩემი კომენტარი რას უშველი თუ ადამიანი ასეთი მქუხარე კრიტიკით წერს რომ დამნაშავეა, არ უნდა ითამაშოს (ვერ შეიგნო და ეხლა შეაგნებინებ)... არ მესმის ამ ადამიანზე უფრო მეტად განიცდის ვინე მის გარდაცვლილ მეუღლეზე თუ რა ხდება?! მერაბ არ გიცნობ ძმაო მაგრამ რკინის ნერვებს და გამძლეობას გისურვებ, ჭირდები შენს შვილებს და გვჭირდები ჩვენ ქართველებს არა მარტო რაგბის გამო არამედ ჩვენ საზოგადოებას. სრული უფლება გაქვს იცხოვრო და გისურვებ შენი შვილების მომავლით გახარებულიყავი.

• eduard-s

მეკოს რა ეთამაშება და სამშობლოს და რაგბის სიყვარული და საჭიროება, და კიდე გამძლეობა, რამაც ამხელა ტვირთი უნდა აზიდინოს და 4 უდედოდ დარჩენილი ბავშვები გააზრდევინოს....

• დათო

გარდაცვლილთა ოჯახის სახელით სისულელეებს ნუ ბოდიალობს ნურც ქალბატონი ვიქტორია და ნურც სხვები! ჩუმად რომ ვართ ამით ნუ სარგებლობთ. ყველაფერს აქვს საზღვარი!

• ra gveshveleba

სამწუხაროა, ბრბოს პრინციპით რომ ცხოვრობთ. ვისის რა საქმეა დეტალებში გარკვევა და ამდენის მტკიცება-გამოძიება. შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული და ჯობს ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს.

• ირაკლი

ოხ, 24 საათიანი მძიმე შრომა მოუხდებოდა ყოველდღე, ამდენ უსაქმუს და სხვისი ცხოვრების განმკითხავს.

• goran

100 კმ სიჩქარის შეჯახებას არ უნდა მოყოლოდა ასეთი ტრაგედია. ეს ყველაფერი ვერსიებია. დროა გამოძიებამ რაღაცა თქვას.

• eduards

რა უნდა ქნას,უნდა გალოთდეს?

• eduard

მეკო, რა გეთამაშება თუ ძმა ხარ!!!!

• სალი

ნინო-ს. თქვენი მოსაზრება მისაღებია ჩემთვის, კი ბატონო, მაგრამ რატომ არ გიჩნდება კითხვა, უნდა გაეკეთებინა თუ არა შესაბამის ძალოვან სტრუქტურას განცხადება? კერძოდ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება (მიმდინარეობს კი!!), რა იკვეთება და ა.შ. სხვა შემთხვევაში როგორც ვიტორიას ნაამბობი, ისე ჩვენი მოსაზრებები, მხოლოდ მოსაზრებებია და მეტი არაფერი.

• ნინო

სალი- თუ თქვენ მანქანას ატარებთ ასეთი შეკითხვა არ გაგიჩნდებოდათ.30 წლის სტაჯიანი მძროლი ვარ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ ავარიის უმეტესი შემთხვევები პროვოცირებულია სხვა მძღოლების მოუწესრიგებელი და უყურადღებო მოძრაობით.ეს არცერთ შემთხვევაში არ ხსნის ბრალეულობას,მაგრამ მაპროვოცირებელი ფაქტორის უგულებელყოფაც არ შეიძლება! ორივე მანქანას ნორმალური სიჩქარით რომ ევლოთ,გზის კიდეზე მაინც მოასწრებდნენ გადასვლას როგორც მინიმუმ!გულგასახეთქია ახალგაზრდების დაღუპვა,ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!უბედურება იმაშია,რომ ჭკუას სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ,ენები კი წაგდებული გვაქვს... :((( მეკოს გამძლეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ,დიდი განსაცდელის წინაშეა და ის ყველაფერს გადალახავს,როგორც შეეფერება ქართველ ვაჟკაცს !!!

• mishas

ბატონო მიშა,მეკო არც მე გამიკრიტიკებია და მივიჩნევ,რომ ტრაგიკული ბედის ადამიანი ყოფილა და პასუხსაც არ გაგცემდით,მაგრამ მაინტერესებს თქვენ პირადად ასე იმსჯელებდით,თქვენი შვილი,დედმამიშვილები რომ ყოფილიყვნენ გარდაცვლილთა შორის(ღმერთმა თუ გყავთ, 100 წელი გიცოცხლოთ)?მაშინაც გექნებოდათ ასეთი სულისკვეთება მეკოს გამკრიტიკებელთა ,,დასალოცად"????ის რომ გადარცვლილთა ოჯახები ასე გულისხმიერად მიიუდგნენ,ეს მათ გულისხმიერებაზე მიუთითებს და არა უდანაშაულობაზე?რას ეძახით საქართველოს წინაშე ვალდებულებას?კანონმორჩილება ვალდებულებაში არ შედის?ეტყობა,თქვენ სხვანაირად გესმით.........4 ადამიანი გარდაიცვალა,სრულიად უდანაშაულო და თურმე,განსახვავებული აზრიც არ უნდა თქვან,არ უნდა დაუშვან,თუნდაც მეკოს მიმართ კრიტიკა,ის ხომ რეგბისტია?ღმერთს ნუ სცოდავთ....არავის ვუსურვებ გარდაცვლილთა ჭირისუფლად ყოფნას...თუმცა,სასტიკად მეცოდება თავად მეკო.არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია,პირველად ვაკეთებ,იმდენად გამაღიზიანა თვქენმა კომენტარმა თქვენებური ,,დალოცვის" შესახებ.

• 1111

სწორია და ყველას უნდა უხაროდეს თუ ამ ბიჭმა გამონახა ძალა მოედანზე გასვლის. ის სჭირდება საქართველოს. ბევრი გაუკეთებია და კიდევ ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის.

• ტატო

აცალეთ ადამიანს ცხოვრება.......

• კიკო

ვიქტორია-ს. ანუ თქვენი ნაამბობით გამოდის რომ მეკოს შეჯახება არ მოუხდენია, მხოლოდ გადავარდა საპირისპირო მიმართულებით? დავიბენი. კონკრეტულად იქნებ ახსნათ შეჯახება იყო თუ არა?

• misha

მე არც არასდროს არ გამიკრიტიკებია მეკო და ვინც აკრიტიკებდა დავლოცე ჩემებურად. მეკოს მის თანამებრძოლებს დიდი ვალდებულება აქვთ საქართველოს წინაშე და უნდა გაამართლონ მათი იმედები ჩემიც სხვათა შორის მეც დიდი ქომაგი ვარ რეგბის მეკო უნდა მომჯობინდეს და სულ მალე ჩვენ ტოლფერ ქვეყნებთან გვაქვს შერკინება და არაფრის დიდებით არანაირი წაგება მხოლოდ მოგება და მოგება

• სალი

კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი არა თქვენგან, არამედ საგამოძიებო ორგანოებიდან უნდა მოდიოდეს. ვიქტორია ეზუგბაიასი შეიძლება დაიჯეროს საზოგადოებამ, შიძლება არა, მაგრამ გამოძიება რატომ დუმს!!! ესაა მთავარი. რაც შეეხება ვიღაც მძღოლი გამოვარდა, შევაედა და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ სიტყვების მარაგია. მტავარია ვინ მოახდინა შეჯახება და არა ის, ვინ გაუკეთა პროვოცირება. კარგია, რომ გარდაცვლილის ახლობლები ჰუმანურად მოიქცნენ, მაგრამ დამნაშავე ვინაა, ხომ უნდა გაცხადდეს ერთხელ და საბოლოოდ!!

• რეზო

ერთადერთი გაუგებარი არის ის, თუ რატომ ვუწოდებთ საზოგადოების ნაწილს ყველას ვინც სადღაც რაღაცას პოსტავს და ჩხავის!

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია