თბილისის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა
თბილისის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნია

"მოხარული ვარ თქვენგან გამოჩენილი ყურადღებით ისეთი დიდი ქართული კლუბისადმი, როგორიც თბილისის "დინამოა". ქართული ენა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. მართალია, ბულგარული ენა სწრაფად შევისწავლე, მაგრამ ქართული ენა და მართლწერა ბევრად რთულია. ვფიქრობ, იმ ქვეყნის ენა აუცილებლად უნდა იცოდე, სადაც მუშაობ.

როცა მომეცა აქ მუშაობის საშუალება, სხვა მრავალი ვარიანტიც მქონდა, მაგრამ არც მიფიქრია, ისე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან "დინამო" დიდი გუნდია. ყველგან, სადაც მიმუშავია, ბურთის კონტროლი იყო ჩემი მთავარი ამოცანა.

მსურს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი გავხდე და ყველამ, გულშემატკივრებმა და მათ შორის, ჟურნალისტებმაც აღიარონ ეს. მე ღია პიროვნება ვარ და ჩაკეტილობას არავისთან ვაპირებ.

"სპარტაკი", "დნიპრო", - მე ასეთ ისტორიულ გუნდებში მიყვარს მუშაობა. ბევრი ისეთი ფეხბურთელი აღმიზრდია, ვინც "ჩელსიმდე", "ბარსელონამდე" მისულა.

დღეს პრესკონფერენციაზე 15 წუთი მაქვს, შემდეგ კი უნდა წავიდე ვარჯიშზე, რადგან მე თუ დისციპლინა არ დავიცავი, არც ფეხბურთელები იზამენ ამას.

არავის უარს არ ვეტყვი ინტერვიუზე და არც ფეხბურთელებს "დავუშლი". ვაფასებ ჟურნალისტების საქმიანობას, მიყვარს ხალხი, ვინც სიმართლეს წერს - რთული საქმიანობაა და იმედი მაქვს, საერთო ენას გამოვნახავთ.

სამწუხაროდ, დღეს "დინამო" თამაშის და შედეგის მხრივ ვერაა სათანადოდ დონეზე, მაგრამ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა. ვიყავი აკადემიაში, მოვინახულე და ისეთია, ტაშს დაუკრავ.

სტადიონზე მისულს კი ფანები არ დამხვდნენ: რამდენი ჟურნალისტიც ხართ დღეს აქ, იმდენი ფანი იყო და ეს არასწორია. ფანებმა უნდა იარონ სტადიონზე, მე ასე მგონია.

ჩვენ ახალი ხალხი ვართ, ბევრი რამ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ისტორიულ გუნდში დიდი სიამაყით ჩამოვედით და ჩემს გულშია "დინამო". ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს. დღეს ფეხბურთელებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ის ისტორია უნდა გააგრძელო, რომელიც თქვენამდე დაიწყეს".

შედეგებზე პასუხისმგებელი მე ვარ და თუ რამე ცუდი იქნება, ფეხბურთელებზე ცუდს ნუ დაწერთ - მე გამაკრიტიკეთ, ჩემი ბრალი იქნება, რადგან სათანადოდ ვერ ვესაუბრე თამაშამდე და სწორი დავალებები ვერ მივეცი.

სამწვრთნელო შტაბში 3-ნი მეყოლებიან: 2 ჩემთან წლებია მუშაობს, მესამემ კი ენა იცის და დაგვეხმარება. ორიდან ერთი სამედიცინო შტაბს შეავსებს. ვინც მუშაობდა კლუბში სამედიცინო კუთხით, ჩემი მოთხოვნაა, რომ დარჩენილიყო. უბრალოდ, ვავსებ შტაბს. ყველა მომსახურე პერსონალი უნდა დარჩეს და გუნდში იმუშაოს, არავის გათავისუფლება არ მსურს.

ინციდენტი ლანჩხუთში? "სპარტაკში" მწვრთნელობის დროს "ბლექბერნთან" თამაში მომიწია. "ბლექბერნის" ფეხბურთელებმა ჩხუბი დაიწყეს ერთმანეთში და მსაჯმა არ გააძევა ფეხბურთელები, აქ კი - გააძევა.

მთავარი პრობლემა დისციპლინა არაა. ჩემი გადმოსახედიდან, მთავარი პრობლემა ფეხბურთელებში მოტივაციის ნაკლებობაა. კიდევ, ფიზიკური მომზადების დაბალი დონეა - მე-60 წუთის მერე გუნდი ჩერდება.

ტაქტიკურად გუნდი არათანამედროვე სტილით თამაშობს - პრესინგი არ იცის. უბურთოდ შავ სამუშაოს ვერ ასრულებს, საჯარიმოს გარედან ვერ ურტყამს, აგრესიულ ფეხბურთს ვერ თამაშობს...

ბევრი მომენტია, რომელიც არ აძლევს უფლებას დღეს "დინამოს", ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. ზაგრების "დინამოსთან" იმიტომ წააგო "დინამომ", რომ იქ 7 წლიდან იციან, რა და როგორ უნდა აკეთონ. იციან ბურთთან კონტროლი და სხვა რამე", - განაცხადა გროზნიმ.

QWERTY
გოგი ქუთაისელი რაფერაა ,უმაღლეს ლიგაში დარჩენა უკვე უზურნველყო ჩხეტიანმა? თასის ფინალში გასვლაც? :)
romiko
ვერ მოასწრებ ენის სწავლას გაგიშვებენ მალე
გოგი ქუთაისელი
სლავა ნელა. არ მოცურდეთ. ფრუიძეს,ჩხეტიანს და გეგუჩაძეს ვერ გადაუჯოკრავთ!
temo
აბა ჰე აბა ჰო
Kamp nou
Komentarebshi ukve uaryopiti iwereba. Vacadot am adamians. Meti tu araperi pizikurad mainc gaaumjobeseba situacias. Gverdshi davudget.
გიორგი
გროზნი არ იცი? თუ უკრაინულ ფეხბურთს თვალს ადევნებ მაშინ უნდა იცოდე. წლები უკრაინაშI მუშაობდა

ისეთ მწვრთნელს მოვიყვანო ყველა იცნობთ და გაგეხარდებათო:))) ნამდვილად არ ვიცნობ:))) დანარჩენი გამოჩნდება:)))
Tomson
ბრავო!!! კარგია დასაწყისისთვის, სხვა... საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს...
Vasili
წარმატებები!!!!! იმედია ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს.../
Georgian
ამ ეტაპზე რაიმეს შეფასება არ იქნება ლოგიკური. რასაც ლაპარაკობს კარგია, ოღონდ საქმით და შედეგებით უნდა დაამტკიცოს. წარმატებები ტავარიშ გროზნი, თქვენ და თბილისის დინამოს!
qomagi
"არ გამოვრიცხავ კიევის "დინამოს" ფეხბურთელების დამატებას". მაგის მართლა გჯერა, მრისხანევ (უკაცრავად გროზნი)? რომელი ნორმალური კიევის "დინამოელი" ჩამოვა ამ დოღ-ლიგაში სათამაშოდ? ან მაგ ყანებში ვის მოუნდება სირბილი, გინდაც ძუნძული?

თარხან-მოურავს ეცოდინება ეს კაცი ივან გროზნის შთამომავალია თუ არა
ჩიხურა
100 000 ცხვარს თუ დაკლავთ სეზონზე მგონი გისრულდება ოცნება........
okribeli
რიზა უმალავთ ამ კაცს და არ ეუბნებით სიმართლეს, რომ სხვაგან ბოლო ადგილოსანი მწვრთნელის სახელი გერქვას სჯობიან, ვიდრე საქართველოში უპირველესის.
Temo
Exla ki nagdad moxvdeba dinamo ligaze da daerxat barca reals
svani
აი ეს ძალიან მომეწონა რომ ენის სწავლას აპირებთ!)) ისე გამოჩნდება ყველაფერი იარაბეკიც ეგრე ჭიქჭიკებდა!)) ვნახოთ... დრო კი გადის ერთი ნორმალური მწვრთნელის პოვნაში... ფეხბურთელების პოვნაში.... თამაშის პოვნაში....
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა