ამ წერილში მეორე ლიგის კლუბის ჩანაფიქრზე მოგითხრობთ
ამ წერილში მეორე ლიგის კლუბის ჩანაფიქრზე მოგითხრობთ. მაგრამ ის ჩვეულებრივი გუნდი არ არის - სულაც მეასე ლიგაში რომ იყოს, სოხუმის "ცხუმი" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი სიმბოლოა და, ცხადია, მისი მდგომარეობით ყოველთვის ვინტერესდებით...

ამ კლუბს ბიზნესმენი ალექსანდრე (საშა) წულაია ხელმძღვანელობს. ის ცდილობს, თავისი მშობლიური ქალაქის ოცნების გუნდი შეინარჩუნოს. წულაიას კლუბის მოღონიერება და უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურს. მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, საფუძვლისა და საკუთარი საფეხბურთო სკოლის გარეშე, შეუძლებელია.

საამისოდ, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა - თბილისის მერიამ "ცხუმს" ვარკეთილში გამოუყო ტერიტორია, სადაც სტადიონისა და ბაზის მოწყობა იყო დაგეგმილი. მაგრამ, წულაიას თქმით, ახლახან თემქაზე არსებული ფართის სახით, ალტერნატიული, უფრო დიდი ტერიტორია გამოჩნდა:

"თემქის ტერიტორია კარგია იმით, რომ მუხიანსა და გლანდთან ძალიან ახლოსაა. ამ სამ უბანში 320 ათასი მოსახლეა - სოხუმზე სამჯერ მეტი და, შესაბამისად, ბავშვების არჩევანიც მეტი იქნება. გარდა ამისა, ფართიც მეტია და 1 სტანდარტული და 3 არასტანდარტული მოედნის მოწყობა, ასევე, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობის ჩადგმა შეიძლება".

"ცხუმის" პრეზიდენტის თქმით, თემქისთვის ოდნავ განსხვავებული პროექტი დამუშავდა:

"ჩვენი ჩანაფიქრია, დავაფუძნოთ საკუთარი საფეხბურთო სკოლა, მოვაწყოთ სტანდარტული სტადიონი, 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით... ამას გარდა, გათვალისწინებულია დარბაზის მოწყობა, რომლითაც ფუტსალის გუნდი ისარგებლებს, იქნება კვების ბლოკი, სამედიცინო, მასაჟისა და ტაქტიკური ვარჯიშების ოთახი.

მოკლედ, კლუბისთვის აუცილებელი ყველა ელემენტარული პირობა უნდა შევქმნათ".

პროექტები და ჩანაფიქრები კარგია, მაგრამ რამდენად რეალურია მისი განხორციელება? წულაია ამაზეც გველაპარაკა:

"ტერიტორიის გადასაცემად აუცილებელია, რომ სახელმწიფოს, გარანტიის სახით, პროექტის ღირებულების 10 პროცენტი დავურიცხოთ. არც ესაა პრობლემა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ მსგავს შემთხვევაში აჯობებს, ეს თანხა ისევ პროექტის განხორციელებას მოხმარდეს.

ჩვენი პროექტის თაობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ველაპარაკე. მისმა გულისხმიერებამ და საქმისადმი დამოკიდებულებამ დიდი სტიმული გამიჩინა.

მზად ვართ, საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იანვრიდან დავიწყოთ და 2017 წელს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დავასრულოთ, 2018 წლისთვის კი უკვე საკმაოდ კარგი ბაზა გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
მზიური (გალი)-ცხუმი (სოხუმი) 0:0 - შეხვედრა წარსულთან
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]
"ცხუმი" ვალს იბრუნებს - როგორ იქცა ყოფილი მსჯავრდებული გუნდის ლიდერად
სოხუმის "ცხუმი": ტერიტორია არის, პრეზიდენტი სტადიონის აშენებაზე ჯერ ფიქრობს...
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."