საქართველოს ნაკრები და გიორგი ჭანტურია - თემა, რომელიც აქტუალურია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში
საქართველოს ნაკრები და გიორგი ჭანტურია - თემა, რომელიც აქტუალურია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში.

რატომ არ იყო ბრიტანულ ტურნეში ჭანტურია ნაკრებთან ერთად? ამ კითხვას პასუხი ვლადიმირ ვაისმა გასცა. ბოლო პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ გასახდელში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც მომდევნო შეხვედრებში საჭიროდ არ ჩათვალა ჭანტურიას გამოძახება...

- ვლადიმირ ვაისის სრული პრესკონფერენცია - მჯერა, დიდ სიურპრიზებს მოვაწყობთ

ფრიადი ვაისს!

არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი და აფერუმ, რომ ეს ჩვენზე კარგად ვლადიმირ ვაისს სცოდნია. მან თქვა, რომ მომხდარის მიუხედავად, გიორგი ჭანტურიასთვის საქართველოს ნაკრების კარი კვლავ ღიაა.

არადა, ბევრი მწვრთნელი აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცეოდა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ახლა მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ამაზე წერა, რადგან მწვრთნელიცა და ფეხბურთელიც ერიდებიან ამაზე ღიად საუბარს.

არ გამოვრიცხავთ, რომ ავსტრიასთან დამატებულ წუთზე გაუაზრებელი მოქმედების გამო ვაისმა შენიშვნა მისცა ჭანტურიას, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია.

რაც მთავარია: სანამ ფეხბურთი იარსებებს, მანამდე მწვრთნელი ყოველთვის მართალი იქნება ფეხბურთელთან, რაკი ნებისმიერი პროფესიონალი ვალდებულია, ზემდგომს დაემორჩილოს.

მწვრთნელი იმის მწვრთნელია, უპირველესი ავტორიტეტი იყოს გუნდში და თუ ის ასეთი ვერ არის, მაშინ ვერც კარგი მწვრთნელი იქნება.

მართალია-მეთქი ვაისი და ამას ერთი გარემოებაც მაწერინებს: სლოვაკი მწვრთნელი დესპოტი არ ჩანს. თითქმის გამორიცხულია, მან ტირანიაზე ააგოს საქართველოს ნაკრების მმართველობა და შენიშვნას რაც შეეხება, მწვრთნელი იმის მწვრთნელია, შენიშვნა მოგცეს - შენიშვნა, რაც პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. შენიშვნა იმისთვისაა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გქონდეს დღევანდელზე.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, თუმცა არ მომწონს ის, როგორ მოიშორეს ძველი. ეს ორი სხვადასხვა თემაა და ამ ამბავში ვაისს ბრალი არ მიუძღვის.

ვაისმა არ გაწირა ჭანტურია. არადა, შეეძლო, ეს გაეკეთებინა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყოფილა ასეთი მაგალითები. ახლა რაც მახსენდება, ექტორ კუპერისა და მალხაზ ასათიანის კონფლიქტია.

არგენტინელი ხელაღებით მაშინაც ვერ გავამტყუნეთ. ეგაა - ასათიანის მიერ განაწყენებული მეორე კაცი ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამ ამბავმა მაშინაც დაახლოებით ამ ჭრილში ჩაიარა - მწვრთნელი ყოველთვის მართალია!

ჭანტურიას არჩევანი

უნდა გამოვტყდე: თანამედროვე ქართულ ფეხბურთში თუ ვინმეს თამაში მომწონს და მესიმპათიურება, ჭანტურიასია. მე ვიცი, როგორი იყო ის ბავშვობაში და შეუძლებლად მიმაჩნია, ეს ნიჭი დაიკარგოს.

ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის დაწერა, რომ ჭანტურიას გაუჭირდება იმ ფეხბურთის თამაში, იმ საკლუბო სიმაღლეზე ასვლა, რასაც მისგან ველოდით, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი მას შეუძლია, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

შეუძლია, მაგრამ უნდა მოინდომოს. მან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთოს არჩევანი "საფეხბურთო ბიჭობასა" და "საფეხბურთო კაცობას" შორის. ის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს ნაღდ პროფესიონალად, უნდა გააცნობიეროს, რომ პირველ რიგში გუნდური ინტერესები დგას.

ამას რომ ვწერთ, სულაც არ ვგულისხმობთ იმას, რომ ჭანტურია უნდა ჩაჯდეს ჩარჩოებში. მიიღებს თუ არა ბურთს, მაშინვე პასი უნდა გადააწოდოს ორ მეტრში გახსნილ პარტნიორს. არა, ღმერთმა დაგვიფაროს! ეს ხომ გიორგი ჭანტურია აღარ იქნება!

აქ, უპირველეს ყოვლისა, საქმისადმი მიდგომას ვგულისხმობთ. ამას წინათ, ჭანტურიას აღმზრდელმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, ძალიან კარგად მითხრა: ჭანტურია აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს, მაგრამ მან ისეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, როგორიც ვაისს უნდა და არა ისეთი, როგორიც თავად სურსო...

- მთავარია, თავს მოერიონ... გიორგი დევდარიანი ოქრიაშვილზე, ჭანტურიასა და სხვებზე

ვერაფერს იტყვი - ერთ წინადადებაში ითქვა მთელი წერილის სათქმელი. ალბათ დროა, ჭანტურია მოიჭრას გუნდურ თარგზე და ეს მოხდეს ისე, რომ მისი თვითმყოფადი სათამაშო სტილი არ დაზარალდეს.

დღევანდელ ფეხბურთში არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები. ისინი უფრო მეტნი იყვნენ ადრე, მაგრამ დღესაც არიან. ლიონელ მესის ვინმესთან შედარება უხერხულია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იდეალური მაგალითია იმისი, თუ როგორ უნდა შეერწყას გუნდს გამოკვეთილი ინდივიდუალისტი.

ჭანტურიას პიროვნებაში დიდი გარდაქმნა უნდა დაიწყოს. სხვანაირად, მას თანამედროვე ფეხბურთის მორევი ჩაყლაპავს და ჩვენ ის არ გვემეტება ამისათვის. ყველაფერი კი იმით უნდა დაიწყოს, რომ ის რიგითი ჯარისკაცი უნდა გახდეს. ეს არის და ეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
auu ra caiget am chanturiati guliiii. ar gezarebat amdeni gverdis cera?
fan.ge
ნუ მისცემს პასს და შეყაროს გოლები! ენას არ ამოიღებს არავინ! მესი ცოტა მაგაზე მაგარია მაგრამ საგოლე პასები ყველაზე მეტი აქვს. 2-3 კაცის მოტყუება და მეოთხესთან ბურთის დაკარგვა ყველას შეუძლია!...ისე ევროპიდან რომ ურალში წამოვა კაცი, ამით ყველაფერია ნათქვამი! ...თუ ჭკუას მოუხმობს და ითამაშებს თავის თავს წაადგება. არა მგონია ნაკრებისთვის ივარგოს...
ფეხბურთი
ავსტრიასთან თამაშამდე 1 კვირით ადრე სახინკლეში იჯდა
კახელი პაპა
მე ვფიქრობ-ჭანტურიას შეუძლია დაგვიმტკიცოს, რომ ის-საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია!
ლ
ფოტოზე ვაისის ჟესტი,-ცოტა ტვინი გაანძრიე!
სოსო
დიდი მიხეილ მესხი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო,მაგრამ იმის გამო, რომ თავის სტილს არა ღალატობდა და მწვრთნელს არ ემორჩილებოდა,მწვრთნელებმა და ფეხბურთთან შორიახლოს მყოფმა ჩინოვნიკებმა ფაქტიურად აიძულეს თამაშისთვის თავი დაენებებინა.ასე რომ გიომ სჯობს გადააფასოს თავისი ხასიათი,თორემ ფერებას არავინ დაუწყებს და კიდევ ერთი ტალანტი დაიკარგება.არადა ცოდოა.
კახა
უხასიათო და უდისციპლინო ჭანტურია კია არა ბალოტელი ვერ ჩამოყალიბდა ნაღდ ფეხბურთელად...ვერც ჩამოყალიბდებიან...
საბა
არ გააჩნია საფეხბურთო ინტელექტი არასტაბილურია უდისციპლინოა (და არა ლიდერი) ასე რომ, არამგონია, ჭანტურიას გამოძახება არგამოძახებაზე ყურადღების გამახვილება ღირდეს.
hoo
ალეკო კაკაურიძე არ მალავს თავის სიმპათიებს, რასაც მივესალმები. ღიად ნათქვამს პატივს ვცემ. თუმცა მე სხვა აზრზე ვარ. არამგონია ჭანტურია კარგი ფეხბურთელი იყოს, თან აკლია მთავარი-ჭკუა. ამას შეურაცყოფის მიზნით არ ვწერ, საფეხბურთო აზროვნებას ვგულისხმობ. რაც შეეხება ხასიათს, ჯობს მოლდოვასთანაც არ გამოეძახათ. რაც უფრო დიდხანს დაშორდება ნაკრებს, უფრო მეტი ანალიზის სასუალება ექნება. უფრო მიხვდება თავის შეცდომას. სერბიასთან შეიძლება.
jumber
"ურალის" მწვრთნელმაც სათადარიგოზე დასვა.
givi
ჭანტურია, მერებაშვილი, გოგუა დაღუმა თავისმა ხასიათმა და უდისციპლინობამ!
გულშემატკივარი
ჭანტურიას დონეზე და შესაძლებლობებზე საუბარი მემგონი გადამეტებულია! თავის დროზე ბევრმა ქებამ აწყინა და ეხლაც ასე აგრძელებთ მის გაგულიანებას! ცვარზე და 20-იანზე დონის თამაშებში შეიძლება ძლიერია ამჟამად, მაგრამ სხვა შემთხვევაში მაგის ფასი ნოლია ყველა დონეზე! ურალში ხეხავს სკამს!!!!!!!!!
bidzinas olimpiuri nakrebi
ჭანტურიას პიროვნებაში დიდი გარდაქმნა უნდა დაიწყოს :Dგარდაქმნა მარტო პიროვნებაში არა ჯერ წონა დაიკლოს და კიდე ურალის დონეს აცდეს და მერე ქონდეთ რამეზე პრეტენზია :D
fraternity
მე კიდევ ყველაზე ნაკლებად ჭანტუარიას თამაში მესიმპატიურება. უაზრო და არაფრისმომცემი ბურთის თრევა და ვითომ დრიბლინგი. ხშირ შემთხვევებში გუნდისთვის საზიანო გადაწყვეტილებები, ახირებული და კონფლიქტური ხასიათი. რა ვიცი, ამ თვისებების დასაბალნსებლად მე ჭანტურიას მიერ მოტანილი ხეირი დიდად არ მახსენდება. და კიდევ ეს პატარა ღიპუცა რომ უჩანს ფოტოზე. სირცხვილია
saba
ტიპს ამ ფოტოზეც ეტყობა რო წონის პრობლემააქ. რა მოხდა ასათიანსა დ აკუპერს შორის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს