გორული კლუბის მომავალზე კომპანიის წარმომადგენელმა ავი ციონმა "დილას" პრესსამსახურთან ინტერვიუში ილაპარაკა
ცოტა ხნის წინ გორის "დილა" ღია აუქციონის წესით გაიყიდა და მისი მფლობელი კომპანია "სტარსპორტინვესტი" გახდა.

კომპანიის ხელმძღვანელი ქალაბატონი ეკატერინე თორდიაა, წარმომადგენლები კი, ქართველებთან ერთად, ებრაელი ბიზნესმენები, რომელთაც, როგორც კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ამბობენ, ოცნებად ჰქონიათ, რომელიმე საფეხბურთო კლუბის მფლობელები ყოფილიყვნენ.

ვრცლად გორული კლუბის მომავალზე კომპანიის წარმომადგენელმა ავი ციონმა "დილას" პრესსამსახურთან ინტერვიუში ილაპარაკა.

"ჩვენ რამდენიმე პარტნიორი ვართ, ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და სულ გვინდოდა, რომ საფეხბურთო კლუბის მფლობელები ვყოფილიყავით. საქართველო კი ჩვენი საქმიანობისთვის შევარჩიეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია - აქ ბიზნესის კეთება მარტივია და ამასთან, მეგობრული ქვეყანაა.

როცა კლუბის შეძენის თაობაზე დავიწყეთ ფიქრი, იყო რამდენიმე ვარიანტი, თუმცა, როცა გორში პირველად ჩამოვედით, სტადიონზე დავდგით ფეხი და გავეცანით "დილას" ტრადიციებს, წარმატებებს, არჩევანი სწორედ ამ კლუბზე შევაჩერეთ. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ლაპარაკს საქმის კეთებას ამჯობინებს", - ამბობს ავი ციონი.

"დილას" შესაძენად მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობების გათვალისწინებით, ახალმა მფლობელებმა თავიანთ თავზე აიღეს არსებული დავალიანების გასტუმრება და წლის ბოლომდე გარკვეული ინვესტიციის ჩადებაც ითავეს.

იხილეთ, რა პირობებით იყიდა ებრაულმა ბიზნესჯგუფმა გორის "დილა" - გორის დილა იყიდება - პირობების სრული აღწერა

"2016 წლის დარჩენილი 3 თვის განმავლობაში ვაპირებთ კლუბში 1 მილიონამდე ლარის ინვესტირებას. ამასთან, მომავალი წლიდან ვაპირებთ, ყოველ სეზონში 500 000-1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

გარდა ამისა, სპონსორების საშუალებით ვაპირებთ ახალი და საინტერესო პროექტების წამოწყებას.

ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის ახალგაზრდული აკადემიისთვის მოედნის ხელოვნური საფარის განახლება და აკადემიის აშენება, რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან.

ვგეგმავთ ასევე კლუბის სტრუქტურის განვითარებას და მის ევროპულ დონესთან გათანაბრებას. ამისთვის არ დავზოგავთ ფულს. განზრახული გვაქვს ამ საკითხში მსოფლიო დონის სპეციალისტების ჩართვა, რომლებიც კონსულტაციას გაგვიწევენ", - აცხადებს ციონი.

კლუბის ახალმა მეპატრონემ მიმდინარე სეზონის თაობაზეც ისაუბრა:

"რასაკვირველია, არ დავუშვებთ, რომ მომდევნო სეზონი ისეთივე იყოს, როგორიც ახლანდელია. ჩვენ შუა სეზონში შევუდექით საქმიანობას და ამ სეზონის შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები და ფეხბურთელები აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გორის "დილასა" და გულშემატკივრების წინაშე აიღეს.

შემიძლია გითხრათ, რომ არავინ გაგვითავისუფლებია დაკავებული პოზიციებიდან. ყველას რეალურ შანსს ვაძლევთ, აჩვენონ, რომ იმსახურებენ, იყვნენ "დილას" ნაწილი.

3-თვიან პერიოდს გამოვიყენებთ სისტემის შესასწავლად. ვაკვირდებით ყველა მატჩს, მათ შორის - საწვრთნელ თამაშებს და იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ ბევრი უნდა იმუშაონ იმისთვის, რათა მომავალ სეზონში "დილას" შემადგენლობაში დარჩნენ.

გარანტიას ვაძლევ გორელებს, რომ მომავალი სეზონიდან ეყოლებათ გუნდი, რომლითაც იამაყებენ, რომელიც ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს და ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს. ამაზე ნაკლები შედეგი ჩვენთვის მარცხი იქნება".

- ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ

ავტორის ფოტო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
dila gori 26 ოქტომბერი 2016 17:25 გუადუა გული არგაგისკდეს შურისგან ექიმთან წადი ჯობია. სულ ესაა რაც მოისაზრა შენმა მოყინულმა ტვინმა კომენტარის სახით?გადი ბიჯო მზეზე იქნებ თავი გაგითბეს, ტვინი გალღვეს და მეტად იაზროვნო, მთლად ნუ შეირცხვენ თავს .
დუდე
ახლა აქ დაბოღმილი ხალხის ლაპარაკი ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს განსაკუთრებით გორელებს და დიდი იმედი გვქვს ამ ჯგუფის შედეგი აცილებლად დაიდება
თენგო
მე მგონი ესნი ისეთი ინვესტორები არიან როგორებიც ზუგდიდში იყვნენ ჩამოსულები,სხვაობა ერთია ისინი უკრაინელი აფერისტები იყვნენ. რომლებიც დღეს არსად ჩანან,გუნდი კი დაღუპეს. და ისე გაიქცნენ უკან არ მოუხედიათ.
gori
სვანი არგინდა ეგ ლაპარაკი
გოგი
რატომღაც მგონია რო ებრაელები ამ გოგოს შარში გახვევენ..
iakob jugashvili
1 მილიონი ლარი ანუ 400 ათასი აშშ დოლარი. ეს ძალიან მიზერული თანხაა, თუნდაც ნორმალურზე ცოტა დაბალი გუნდის შესაქმნელად. ან ვინ არიან საერთოდ ეს სპონსორები და რა ინტერესი შეიძლება ქონდეთ ქართულ ფეხბურთში? მე მაინც მგონია და ვეჭვობ, რომ ჩვენი დონის ჩემპიონატში მონაწილე გუნდის შეძენა, მხოლოდ ტოტალიზატორების ბიზნესისათვის შეიძლება იყოს გამიზნული ე.წ. "სონსორების" მიერ.
svani
რაქენით გააკეთეთ უკვე ტაბლო?!)))))
guadua-s
ბატონო გუდუა თქვენ სიტყვა "ინვესტიციის" მნიშვნელობა იცით ? მემგონი რომ არა ინვესტიცია არ არის ხარჯი ინვესტიცია არის დამატებითი დანახარჯი რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს მიმდინარე პირობები ანუ ინვესტიცია არ შეიცავს ხელფასებს პრემიებს და სხვა გასავლებს რაც კლუბის არსებობასთან არის დაკავშირებული ანუ ამ 1 მილიონით რომელსაც ისინი ჩადებენ უნდა განხორციელდეს პროექტები კლუბში ახალი ფეხბურთელების მოზიდვა არსებული პირობების გაუმჯობებსება და ასე შემდეგ ამიტომ მოდი სრულ უვიციზმს ნუ გამოავლენთ და დარჩით თქვენს ტყავში ბატონო გუადუა ;)
ამიტომ უნდა დაგუგლოთ მაინც სანამ ვინმეს რამეს მიჰყიდით
ფიფას საფეხბურთო აგენტი გორის დილას ყიდულობს :)
dila gori
გუადუა გული არგაგისკდეს შურისგან ექიმთან წადი ჯობია.
pablito
1 მილიონ ლრამდე აპირებენ დახარჯვას და იძახიან ლიგაზე გასვლა და კარგი გუნდის აშენება გვინდაო :D :D ტან აკადემიაც და პროექტებიო :D მაგას მინიმუმ 3მილიონი ბიუჯეტი მაინც სჭირდება , მეტი თუ არა
Guadua
"2016 წლის დარჩენილი 3 თვის განმავლობაში ვაპირებთ კლუბში 1 მილიონამდე ლარის ინვესტირებას. ამასთან, მომავალი წლიდან ვაპირებთ, ყოველ სეზონში 500 000-1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ჰა ჰა ჰა :) აი აქ სჩანს რომ არაფრის გამკეთებლები არ არინა, 500 000-1 მილიონი ლარით უნდათ მთელი წელი იარსებონ და ამას დაამატონ სახელმწიფო ფული. ყოჩაღ თქვენ. ვაი საქართველოვ ყველა შენ როგორ გატყვილებს. ეს საქმე ვერ დამთავრდება კარგად.
რაც შეიძლება სწრაფად...
აა ხალხი(რა თქმა უნდა სიტყვას თუ შეასრულებენ)არ გავს ფიფიას....წარმატებები დილას
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...