თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის 19-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი დაინიშნა
ჟერარდ სარაგოსას გათავისუფლების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის 19-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი დაინიშნა.

ორიოდ დღის წინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა "ლელოსთან" თქვა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და მათ შორის ერთ-ერთი - გიორგი დევდარიანი იყო.

აქამდე ოფიციალური განცხადება არ კეთდებოდა. "ლელო" "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიას დაუკავშირდა.

"გადაწყვეტილია, რომ "ლოკომოტივს" გიორგი დევდარიანი გაწვრთნის. ის გუნდში 2017 წლის ბოლომდე იმუშავებს", - გვითხრა თოფურიამ.

დევდარიანის "დიდ ავიაციაში" დაბრუნება სასიამოვნო ფაქტია, რადგან 43 წლის სპეციალისტმა ბევრჯერ და სხვადასხვა ფრონტზე დაამტკიცა, რომ მუშაობა და გუნდის ფეხზე დაყენება შეუძლია. ის იმ იშვიათ მწვრთნელთაგანია, რომელსაც დიდების ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

დევდარიანმა სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო სკოლა "მთვარის გლობუსში", გურამ ჩომახიძის ხელმძღვანელობით დაიწყო, გულშემატკივრებმა კი 2002 წელს "თბილისიდან" გაიცნეს, სადაც 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა. 2011 წელს თბილისის "დინამო 2" ჩაიბარა, ხოლო ერთ წელიწადში მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა.

2012-13 წლებში დევდარიანმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იმუშავა. 2013 წლის ივნისიდან გორის "დილას" თავკაცი იყო და გუნდი ევროპალიგის პლეი ოფამდე გაიყვანა. 2014-15 წლებში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, 2015 წლის ივლისიდან "ტრაბზონში" შოთა არველაძეს ეხმარებოდა, წლეულს კი ჯერ "ლოკომოტივის" 17-წლამდელები ჩაიბარა, მერე - 19-იანები და აგერ, მთავარ გუნდამდეც აღზევდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ლოკომოტივი ყოველთვის უნდა იბრძოდეს მაღალი მიზნებისთვის,რადგან ძალიან ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდია,ახლა მწვრთნელიც კარგი ყავთ და ალბათ მოუმატებენ,ჩვენ ჩემპიონატს ჭირდება კონკურენცია კლუბებს შორის,რაც უფრო ბევრი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი გვეყოლება ძალიან კარგი იქნება ჩემპიონატისთვის.
namdvili zaza
სწორი გადაწყვეტილება.
გოგი ქუთაისელი
შარშან აჩვენებდენ ლოკომოტივის თამაშებშს. ახლა რიონი და აჭარის ტელევიძია აქტიურებს. პირველი არხი აჩვენებს რაგბის საკლუბო თამაშებს. რომელსაც უყურებენ სპორტსმენების ოღახის წევრები.ჩვენ ამ დროს ტელევიზორს ვრთავთ!
dato
ძალიან მაგარია, ყოჩაღ ლოკომოივს და ლექსო თოფურიას! კარგი ახალგაზრდები, დაბრუნებული ლეგიონერები და დევდარიანი! მშვენიერი გუნდი იქნება, წარმატებები! დინამოს ყავდეს გროზნი და ლობჟანიძე )
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა