ახალგაზრდა მენეჯერი გვიყვება, თუ როგორ მოახერხა უმაღლესი ლიგის ყველაზე ღარიბმა კლუბმა "წითელ ჯგუფში" მეორე ადგილზე დაწინაურება
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი თემურ ბარქაია ხალისიანი და საინტერესო მოსაუბრეა.

ახალგაზრდა მენეჯერი გვიყვება, თუ როგორ მოახერხა უმაღლესი ლიგის ყველაზე ღარიბმა კლუბმა "წითელ ჯგუფში" მეორე ადგილზე დაწინაურება...

მენეჯმენტის კოლხური გაკვეთილები

- "კოლხეთი" საქართველოში უნიკალური გუნდია, რადგან ჩვენი რესურსი მაქსიმალურად სწორად გავთვალეთ და გამოვიყენეთ. სეზონის დაწყებამდე თურქეთში შეკრება გვეწყებოდა, როცა იქ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

გავრისკეთ და წავედით, რადგან ნაყოფიერი შეკრება კარგი სეზონის წინაპირობაა. თანაც, ბევრი გუნდი ჩადის და კარგი სპარინგების გამართვა, ლეგიონერების დამატება გვსურდა. იქ გახდნენ "კოლხეთის" წევრები რამალდინოვი, ოზარკივი და ივანკო. ამ უკანასკნელმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ მერე იმედები აღარ გაამართლა და ახლახან დავემშვიდობეთ.

თურქეთში აფრიკელ თავდამსხმელსაც ველოდებოდით, მაგრამ მისი დამატება ვერ მოვახერხეთ.

თუ გახსოვთ, თურქეთში ბაქოს "ინტერს" მოვუგეთ და ეს სენსაციად ჩაითვალა. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ სეზონმა აჩვენა, რომ "კოლხეთი" რეალურად გაძლიერდა და რომ თითოეული თეთრი სწორად დაიხარჯა.

შემთხვევით გუნდი ლიდერებში ვერ მოხვდება. სიამაყით ვიტყვი, რომ ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო სტაფი და მოთამაშეები ერთი გუნდია, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ბოლომდე იხარჯება და ამ გუნდურმა სულისკვეთებამ შედეგი მოგვიტანა.

"სიონთან" ბოლო შეხვედრა ავიღოთ: ბევრი ტრავმირებული გვყავდა და იძულებულები გავხდით, 19-წლამდელების გუნდიდან 5 ფეხბურთელი დაგვემატებინა, ბევრმა კი თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა.

- რეალურად, ევროპის ლიგის საგზურისთვის საბრძოლველად რამდენი ქულა გყოფნით?

- ქულა საკმარისი იქნება. ეგაა, გოგონაიას, ბოლქვაძის, კარობკასა და გედენიძეს გარდა, "სამტრედიასთან" შოთა კერძევაძეც ვერ ითამაშებს, რომელიც ამ გუნდიდან ვინათხოვრეთ. მაგრამ უიმედოდ არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი გუნდის მჯერა და იმედია, თავს არც დარჩენილ სამ ტურში შევირცხვენთ.

შეხვედრა "ლესტერის" პრეზიდენტთან

- "კოლხეთის" აღმასვლას ფოთში რა რეაქცია მოჰყვა?

- ფაქტებს გეტყვით: "სიონს" ქობულეთში ვუმასპინძლეთ, რადგან რაგბის სტადიონზე თამაშს ვეღარ ვახერხებთ - ქალაქმა გულშემატკივრებისთვის 2 ავტობუსი გამოყო. მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და 5 სამარშრუტო ტაქსი პირადად დავიქირავე. სხვა ქალაქში საკუთარი გუნდის თამაშზე ამდენი მაყურებელი ბევრ გუნდს დაყვება? მოგების შემდეგ ქუჩაში გასვლა მიხარია, ფოთი პატარა ქალაქია და წარმატების ამბავი უცებ ვრცელდება.

საერთოდ, არა მხოლოდ ფოთში, ყველგან ისეთი რეაქცია აქვთ - "კოლხეთი" რომ მეორე ადგილზეა, არ სჯერათ.

- სეზონის დაწყებამდე ეს ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, თავად თუ დაიჯერებდით?

- არც ვკამათობ: უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდით. რა დასამალია, ჩვენ ოთხეულში მოხვედრის ვარიანტსაც განვიხილავდით და გადათამაშებაზეც ვფიქრობდით.

- იასონ კვირკველია (ფილმ "პირველი მერცხალის" გმირი - რედ) თქვენით იამაყებდა?

- აბა?! თუ იმ ქვეყნადაც არის ფეხბურთი, იასონ კვირკველია ჩვენს სადღეგრძელოს ბორის პაიაჭაძესთან ერთად შესვამს. გადამეტებული არ მინდა გამოვიდეს - ჩვენ ლეგენდობამდე ძალიან შორს ვართ. მაგრამ "კოლხეთი" ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. ეს ლეგენდა დღესაც გრძელდება და მის სახელს თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.

ერთხელ ვიხუმრე, რომ ქართული "ლესტერი" ვართ-მეთქი. ცოტა ხანში ჩემთან მეგობარი მოვიდა, რომელსაც დაურეკეს და გაეხუმრა - არ მცალია, "ლესტერის" პრეზიდენტს ვხვდებიო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა, იქამდე ჩვენ ბევრი გვიკლია. მაგრამ სერიოზულად იმას ვიტყვი, რომ აქამდე თითქმის ყველა დაპირება შევასრულე. მაგრამ ვოცნებობ, რომ "კოლხეთმა" პირველი ტიტული ჩემს ხელში მოიპოვოს და "ფაზისის" რეკონსტრუქცია დასრულდეს, ასეთი აღმასვლით კი დამატებითი სტიმული მივცეთ პოტენციურ სპონსორებს, რომლებთანაც მოლაპარაკება დავიწყეთ.

წინადადება ფედერაციას

- ბოლო ორ შეხვედრაში 3 მოთამაშე გაგიგდეს. გადამწყვეტ მატჩებში ეს ძალიან დიდი იყო?

- მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის. მთავარია, ეს განზრახ არ გააკეთოს. ამიტომ მათთან პრეტენზია არ მქონია, ფეხბურთელებს კი კლუბი დაელაპარაკებათ.

ფეხბურთი აზარტული თამაშია და მირჩევნია, გუნდში ემოციური კაცები გვყავდეს, ვიდრე მსახიობები. მაგრამ მათ საქციელს ემოციები ვერ გაამართლებს. სხვათა შორის, ამ დღეებში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შევხვდები და რამდენიმე საკითხზე ჩემს შეხედულებას გავაცნობ. დანარჩენს პირადად მათთან დავაკონკრეტებ და ვფიქრობ, დაინტერესდებიან.

- თქვენი აზრით, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმულამ გაამართლა?

- რა თქმა უნდა! იმიტომ, რომ ყველა ქულას ფასი დაედო, ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ჩემპიონატი დაძაბულია. რეალურად, დონე სხვაგვარად ვერც გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, გათამაშება გაცილებით საინტერესო მომავალი წლიდან გვექნება, როდესაც 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადავალთ, ხოლო I ლიგა იქნება საუკეთესო, რაც აქამდე ჩატარებულა. ამას ახალი ფორმატი და პრემიალურების სისტემა განაპირობებს.

დონე ერთ დღეში ვერ გაიზრდება, მაგრამ კლუბები და ფედერაცია ერთად თუ ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, გავა რამდენიმე წელი და ჩემპიონატი გაცილებით მიმზიდველი გახდება.

მინისტრის სიტყვა

- წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი შემადგენლობით ევროთასებზე გახვედით. ღირსეული გამოსვლა ხომ გაგიჭირდებათ?

- გაგვიჭირდება, მაგრამ ახალი ჩემპიონატისთვის არსებული ბირთვის შენარჩუნებაც გვსურს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც. იმიტომ ვმუშაობთ, რომ ახალი სეზონიდან "კოლხეთი" იყოს არა აღმოჩენა, არამედ თავიდანვე ევროპის ლიგისთვის რომ იბრძოლოს. ამიტომ, გაცილებით ძლიერი გუნდიც ჩამოყალიბდება.

- ჩემპიონატში სამდღიან სატრანსფერო "ფანჯარაში" ვინმეს დამატებას აპირებთ?

- დიდი სურვილი გვაქვს, ერთი ფეხბურთელი დავიმატოთ. მაგრამ ჯერ ამაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

- "კოლხეთი" კარგად კი იქცევა, მაგრამ ჯერ "აუზში წყალს არ უსხამენ" - საინტერესოა, კლუბს "ფაზისის" რეკონსტრუქცია როდის ეღირსება?

- ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბაიამ "კოლხეთის" ხელმძღვანელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი შეგვახვედრა.

მას 3 საათის განმავლობაში სტადიონისა და გუნდის პრობლემებზე ველაპარაკებოდით და ბევრი უცნობი ფაქტი გავაცანით. გვითხრა, რომ 2017 წლის ბოლოს დასავლეთ ტრიბუნა აშენდება და მოედანი მოწესრიგდება. ჩვენი სურვილია, საკუთარ სტადიონზე მომავალი წლის შემოდგომიდან მაინც ვითამაშოთ.

შეურაცხმყოფელია, პირველი ქართული გუნდი საკუთარ სტადიონზე რომ ვერ თამაშობს. მეორე საკითხი "კოლხეთის" საფეხბურთო სკოლაა: მისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 400 ათას ლარის გამოყოფას შეგვპირდნენ. მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელებს უნდა შევხვდე და 300 ათასის დამატება ვთხოვო - ამ თანხით თანამედროვე, ნახევრადსინთეტიკური საფარის დაგება გვსურს, რაც პოსტსაბჭოეთში მხოლოდ "ლუჟნიკებშია".

ესაა საუკეთესო საფარი, რომელიც რამდენიმე წელი საუკეთესო მდგომარეობაში იქნება, წელიწადში 50 მატჩსა და ყოველდღიურად 8-საათიან დატვირთვას უძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
ბატონო თემურ ბრიქია, მაინტერსებს ახლა რა განწყობაზე ხართ, დღეს ღობე-ღობე და თავდაწეული სიარული ხომ არ აპირებთ მას მერე რაც ამოდენა ინტევრიუ დადევით "ლესტერის პრეზიდენტო" ? ხომ გწერდით, რომ ფრთების დაჭრა ადვილია მეთქი, ახლა მაინც მიხვდით რომ ეს საზღაურია იმისა რომ მწვრთნელის დამსახურებები თავის თავზე მიიწერეთ და ამოდენა ინტერვიუში ერთი წესიერი და ღირსეული ფრაზაც კი არ თქვით მწვრთნელებზე და გელა სანაიაზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ ამ უცნაური კონტიგენტისაგან ფეხბრუთელბი დაყენებინა, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა, დისციპლინა სრულიად ცუდია, ნახეთ თქვენი ფეხბურთელები როგორ ფსიქიანი და ნერვიულები არიან,რეებს შვებიან მოედანზე, თუ ესეც კიდევ მწვრთნელის ბრალი იქნება ახლა? - ბოლო ორ შეხვედრაში 3 მოთამაშე გაგიგდეს - ეს არაფერზე მეტყველებს? დღევანდელი წაგება 6-1 სამტრედიასთან 7-0-ს ძლივს გადარჩენილი საბურთალოსაგან, სრული სამხილია იმისა რომ სწორედ თქვენ ხართ სუსტი და არა სანაია ან ვინმე მწვრთნელებიდან. იბრიქავეთ ახლა ბატონო ბარქაია და იყავით. მე მწამს კოლხეთი გადარჩება გავარდნას და ამაშიც მწვრთნელს და ზოგიერთ ფეხბურთელებს უმადლოდეთ, ზოგიერთები კი სასწრაფოდ გააგდეთ გუნდიდან, ნერვები იმკურნალონ სჯობს.
zviadi
კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილისათვის იბრძვის და საკუთარი სტადიონი არა აქვს, რაზე საუბრობთ საერთოდ!!!! ჭკვიანი ხალხი, ჯერ იფრასტრუქტურებს ქმნიან და მერე იბრძვიან ადგილებისათვის. და საერთოდ, საქართველოში კეთდება რაიმე გეგმისა და ჭკვიანური ტვინის კარნახით? ეს არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. დავაი ხვალ 41 შემოხაზეთ და ყველაფერი "ოკ" იქნება.
გოგი ქუთაისელი
ტორპედოს არ ცხვენია ქუთაისში ჩამოსვლა!
gege
თვენი კომენტარები უფრო გაბოროტებული ადამიანის კომენტარს გავს, ის რომ კოლხეტი წელს შესანიშნავად ასპარეზობს ეს ფაქტია, გუნდი შემდგარია და იბრძვის გამარჯვებისთვის, ყოჩაღ სანაიას და თქვენც ბატონო თემურ, ასევე ყველა ფეხბურთელს. წარმატებები კოლხეთს
Jango
ეჰ თემურ თემურ, რა ბავშვივით იქცევა,რის 10 კლუბიანი და მაგარი ჩემპიონატი? ფრთების დაჭრა ყველაზე ადვილია, დღეს რომ საბურთალოსთან წააგო,სამტრედიასთანაც ვერ მოიგებ და კაპეც, შეიძლება მეხუთე ადგილი გაიჩალიჩო.მერე იწკმუტუნე ადგილის შენარჩუნება ჩვენი მიზანი იყოო და იმართლე თავი. მეორე ან მესამე ადგილზე რომც გახვიდე იქაც ხეირი არ გელის,მესამე ადგილზე გასულს იქედან მეორეადგილოსანი დინამო თბილისი დაგხვდება რომელსაც ვერ გაივლი, ხოლო მერე ადგილზე თუ გახვალ არაა გამორიცხული რომ ტორპედოს წააწყდე. ასე რომ ევროსაგზურებამდის ძალიან შორსაა.მთავარია მართლა ადგილი შეინარჩუნოთ, და ნუ აფრქვევ ფედერაციის მაამებელ ცრუ სიტყვებს 10 კლუბიან ჩემპიონატზე, რადგან ხარისხი არა რაოდენობაშია არამედ მონაწილეობის პირობებში. და ბოლოს- ყველაფერი რასაც კოლხეთმა მიაღწია ეს არის 95%-ით მწვრთნელის დამსახურება გელა სანაიასი და არა შენი, იმას მოუხადე მადლობა და არა თვითონ იტრაბახო.
gori
ვერ გავიგე რას ნიშნავს ყველაზე ღარიბი გუნდი,ხელფასები სოლიდური აქვთ და Eანაც დაუგვანებლად,მაშინ როცა გორში ყველას 500 ლარიანი ხელფასი აქვს და იმასაც ვერ იღებდნენ.
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს