ბაჩანა არაბული "სამტრედიაზე", "დინამოში" დაბრუნების პერსპექტივაზე (ის იჯარით გაუშვეს), საჩემპიონო ამბიციებსა და შანსებზე საუბრობს
ბაჩანა არაბული ზაფხულში თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა და "სამტრედიაში" გადავიდა. 22 წლის შემტევი იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის აღზრდილია, მასთან მუშაობა სურდა, ენდობოდა და სწორედ ამან განაპირობა მისი არჩევანი.

"სამტრედიაში" ის კარგად გამოჩნდა და გარდამავალი ჩემპიონატის "წითელ ჯგუფში" ამ გუნდის ლიდერობა მისი დამსახურებაცაა. არაბული გამორჩეულია ბოლო ტურებშიც. კარგად ანაწილებს ბურთს, სწორ მიმართულებას აძლევს შეტევებს... მეტოქის მოთამაშეებს უჭირთ მისთვის ბურთის ართმევა, ამწვავებს თამაშს და გოლებიც გააქვს.

"სამტრედიაზე", "დინამოში" დაბრუნების პერსპექტივაზე (ის იჯარით გაუშვეს), საჩემპიონო ამბიციებსა და შანსებზე არაბული "ლელოს" ელაპარაკა...

- საქართველოში საუკეთესო პირობები თბილისის "დინამოს" აქვს. თქვენ კი ზაფხულში გუნდი საკუთარი სურვილით დატოვეთ და "სამტრედიაში" გადახვედით...

- ეს იყო ჩემი სურვილი, რადგან "სამტრედიას" გია ცეცაძე ავარჯიშებს. მან მე ყველაზე მეტად გამიგო, მენდო და ამიტომაც ვთამაშობ მასთან თავისუფლად. საერთოდ, გიამ ძლიერი და ერთსულოვანი გუნდის შეკრება მოახერხა და ამის არდანახვა შეუძლებელია. მისი და "სამტრედიას" ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

- სეზონი კარგად დაიწყეთ და სადაცაა, დასრულდება კიდეც. თქვენი აზრით, "სამტრედიას" ჩემპიონობის რეალური საფუძველი და პოტენციალი აქვს?

- გასულ სეზონში გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და პოტენციალიც სწორედ მაშინ გამოაჩინა. საერთოდ, სადაც არის ცეცაძე, იქ იქმნება ამბიციური და ნაღდი ფეხბურთის მოყვარული გუნდი.

წელს, ჯგუფში ჩვენი ფავორიტობა გამოიკვეთა და ვეცდებით, პირველი ადგილი დავიკავოთ, თანაც - აუცილებლად! ჩვენ მხოლოდ ეს მიზანი გვამოძრავებს - გავხდეთ ჩემპიონები! მთავარია, საჩემპიონო ფინალში ვინ შეგვხვდება.

- "სამტრედია" და "ჩიხურა" წლეულს ყველაზე სწრაფ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ და, ალბათ, ლოგიკურია, ორივე ლიდერში რომ ხართ...

- ჩვენი გუნდის პლუს-მინუსებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ერთსულოვანი და შეკრული გუნდია, რომელიც, გეთანხმებით, სწრაფად თამაშობს და ეს საქარველოში დიდი უპირატესობაა.

ყველა აღნიშნავს, რომ ტაქტიკურადაც ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. მე კი დავამატებ, რომ "სამტრედია" საქართველოში ყველაზე უკეთ არის დაბალანსებული. ეს იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, უმაღლეს ლიგაში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. ამას ამაყად ვიტყვი.

- ქართველი მოთამაშეები ბურთს ვერ ელევიან ხოლმე. "სამტრედიაში" კი ასეთი რამ არ ხდება. თქვენში მშობლიური ინსტინქტი არ იღვიძებს ხოლმე?

- ბურთის გორება ყველას გვიყვარს. "სამტრედიაში" კი ბევრი ტექნიკური მოთამაშეა, რომელთაც 2-3 კაცის მოტყუება შეუძლიათ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი ბურთის სწრაფ გადაადგილებას მოითხოვს, ოღონდ, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს მოვწყდით, პირიქით, რაც ნაღდი ქართული ფეხბურთი იყო და რამაც მას სახელი მოუპოვა, სწორედ იმისკენ მივდივართ.

გია ცეცაძე სწორედ ამას ითხოვს. შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ ქართული ფეხბურთი ბურთის უაზროდ თრევაა, მაგრამ ეს დიდი სისულელეა.

- ახლა რომ შეხვედროდით "გაბალას", შედეგი სხვა იქნებოდა?

- ფაქტია, რომ გაცილებით უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე "გაბალასთან" მატჩების დროს ვიყავით.

დიდი იმედი მაქვს, რომ იმ შეცდომებს, რაც აზერბაიჯანელებთან გასვლაზე დავუშვით, მომავალში გამოირიცხება. მაგრამ რა დონეზე მივალთ, ამას ზუსტად დრო გვიჩვენებს.

მე არ ვიცი, ამ გუნდში ისევ ვიქნები თუ არა. მაგრამ დანამდვილებით ვიცი ის, რომ ცეცაძის ხელში "სამტრედია" ბევრს მიაღწევს.

- ესე იგი, არ იცით, სად ითამაშებთ ახალ სეზონში?

- ჩემი ტრანსფერი დღემდე "დინამოს" ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ჯერ მიჭირს თქმა, იჯარა გახანგრძლივდება თუ "დინამო" ჩემს დაბრუნებას მოითხოვს.

- როგორც გამჩნევთ, პირადად თქვენ "სამტრედიაში" დარჩენა გირჩევნიათ...

- თუ ეს გუნდი შეინარჩუნეს, რატომაც არა?! მაგრამ იჯარის გახანგრძლივება პირადად ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- ფაქტია, რომ "სამტრედიაში" თავს ბევრად უფრო თავისუფლად და ლაღად გრძნობთ...

- ეს თამაშიდან ხომ მეტყობა? რა თქმა უნდა, ასეა. იმაზე არ ვნერვიულობ, რომ რაღაც შემეშლება. არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გამოსდის. მაგრამ მოთამაშე მოედანზე გასვლის დროს წარმატებაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, რომ მისი შეცდომა საბედისწერო იქნება. დათრგუნული მოთამაშე ვერაფერს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nugi
Arabuli magari xar warmatebebi
dato
Eცადე სამტრედიასჰი დარჩე და მომავალ სეზონში უფრო მოუმატებ და დინამოზე გაცილებიტ უკეტეს გუნდში მოხვდები მერე.. და ამის საშვალებას დინამოსჰი არ მოგცემენ..
dato
Damijere dinamoshi gadasvla sauketeso varianti ar gegonos. Iq sastavshi rover moxvde isev pormidan amovardebii. samtredia kidev upro dzlier gunds gaaketebs darwmunebuli var da aq kide moumateb..
სოსო
ძალიან კარგია რომ ბოლოსდაბოლოს ბაჩანამ ფორმა აღიდგინა,არადა თუ გახსოვთ ჭაბუკთა ნაკრებში ნამდვილი ლიდერი იყო და ზედ ევროპის წინ მიიღო ტრავმა.მას ნამდვილად შეუძლია ნაკრებში ღირსეული ადგილის დაკავება.
Jango
დინამოს ღარიბი სული რომ ვიცი ამ გამოზრდილის წაყვანას დააპირებენ, თუმცა გროზნის არ უყვარს დიქტატი ნაჩალნიკებიდან და იქნებ დატოვოს კიდეც, მაგრამ ეს რომ არის ალბათ ამიტომაც სასწრაფოდ დაიმატეს ბაჩანა ცხადაძე. მოკლედ დინამო გუგულივითაა,სხვრბს გამოაზრდევინებს თავიდ ფეხბურთელს და მერე მიათრევს ახლა ისევ ჩემი ხარო. ამიტოამც სჯობს შენი გყავდეს ვიდრე ინათხოვრო, ისევე როგორც ჯიგაურის გამო ორჯერ აურიეს ჩიხურას ყველაფერი.
odala
ჯობია ჩიხურამ მოიგოს ჩემპიონატი. ევროთასებზე ყველაზე კარგი ფეხბურთი მათ აჩვენეს. ცეცაძის არ მჯერა და მომკალი.
gaga
kak minimum ukrainis champ-shi unda mozebnos gundi, sakrtveloshi rom fexburteli ver vitardeba eg axali ambavi araa.
სამტრე
ჩვენთან თუ დარჩები კიდე უფრო მაგარ ფორმაში შეხვალ და უფრო ათამაშდები ეს შენც კარგად იცი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]