ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

...მე მინახავს ის უზომოდ ბედნიერი ქართულ დროშასთან ერთად და არ მგონია, ეს დროშა მან იოლად გაცვალოს
გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს. ჩვენს რუბრიკაში კი შევეცდებით, საკითხს ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ...

საიდანაც გინდა მიუდექი, როგორც გინდა, გაზომე და გაჭერი - რომ იტყვიან, მზაკვრულ ჩანაფიქრს აქვს ადგილი რუსების მხრიდან. დარწმუნებული ვარ - რომ არა ქართული მხარის ინტერესი, რუსები ჯიქიას ნაკრებში გამომძახებლებს არ ჰგავდნენ.

ასეა: ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჯიქია საქართველოს ნაკრებს არ დარჩეს. არ დარჩეს, რადგან ეს საჭადრაკო დაფაზე რუსეთის სერიოზული მარცხი იქნება საქართველოსთან. ყოფილ "უფროს ძმას" კი ძალიან არ უყვარს, როცა საქართველოსთან მარცხდება.

რუსეთი შეეჩვია სპორტულ ამბებში საქართველოსთან მარცხს, მაგრამ ეს მთლად სპორტული ამბავიც აღარ არის. ამ შემთხვევაში, საქართველოს გამარჯვება მხოლოდ სპორტული გამარჯვება არ იქნებოდა.

რუსებს ეშინიათ, რომ ჯიქიას არჩევანი საქართველოში, ქართველ ხალხში გასცდება ერთი რიგითი არჩევანის მნიშვნელობას და გადაიქცევა ერთი ქართველი ბიჭის სულის ძახილად. ეს არ უნდათ მათ და რატომაც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გასაგებია.

გიორგი ჯიქია კი არის რუსეთის ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ზუსტად არ ვიცი, რა უნდა თავად გიორგის და როგორი იქნება მისი საბოლოო არჩევანი. მე მინახავს ის უზომოდ ბედნიერი ქართულ დროშასთან ერთად და არ მგონია, ეს დროშა მან იოლად გაცვალოს.

ერთი მხრივ, ძალიანაც კარგია, თუ ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აერეოდა კარიერა რუსეთში. დასვამდნენ "ამკარის" სათადარიგოთა სკამზე. ვის უნდა, რომ ეს ასე იყოს?

ქართველებს ერთი გენიალური ანდაზა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ხერხი ღონეს ჯობია, თუ კაცი მოიგონებს. დიდი იმედი მაქვს, ჯიქიას მხრიდან ეს არის ხერხი და ის საბოლოო არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს.

რა გვაძლევს ამგვარი ვარაუდის საფუძველს? მოგეხსენებათ, ფეხბურთელს შეუძლია, ამხანაგური მატჩი ჩაატაროს ერთი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში და მეორე ქვეყანას უკვე ოფიციალური მატჩების დადგომის ჟამს ემსახუროს. ამის მაგალითი ბევრია.

ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ჩვენ ფეხბურთელისგან საქართველოს ნაკრების არჩევას ვითხოვთ და გვავიწყდება, რამხელა პრობლემების წინაშე ვაყენებთ მას. ჯიქია რუსეთში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად და, შესაბამისად, რუსები მას თავიანთი ფეხბურთის ნაწილად მიიჩნევენ. თუ ის საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რუსეთს უნდა გაეცალოს - ანუ მშობელი ქვეყანა გამზრდელს ამჯობინოს.

ძალიან არასასიამოვნოა პიროვნების ტრაგედიაზე წერა, მით უმეტეს, როცა ამის მაგალითი უკვე გვაქვს. მაგალითი იმისა, თუ როგორ არჩია მართლა სამაგალითო ქართველმა მიხეილ ფოცხვერიამ საქართველოს ნაკრები უკრაინისას და როგორ დაენგრა კარიერა ამის გამო.

მაინც მგონია, რომ დღემდე საქართველო ვალშია ფოცხვერიასთან და ეს ის ვალია, ქვეყანას ათასობით ომის ვეტერანთან რომ აქვს. ფოცხვერიამ თავისი წილი ომი მაგრად იომა საქართველოსთვის და ის, როგორც ომგადახდილი მრავალი ვაჟკაცი, უყურადღებოდ დარჩა ქვეყანას.

კი, უზომოდ შეჭირვებულ მიშა ფოცხვერიას, უკრაინულ ომგადახდილსა და წამების გზებზე ნავალს, საქართველომ, უკეთ რომ ვთქვათ, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ დახმარების ხელი გაუწოდა, თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან, რასაც ეს დიდი ქართველი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) იმსახურებდა.

გიორგის აქვს დრო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროს, აწონ-დაწონოს... და თუ მაინც გადაწყვეტს საქართველოს სახელით თამაშს, მისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, როგორმე რუსეთს გაეცალოს, სადაც არ გაახარებენ.

მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ერთი რისკფაქტორი, რომელიც, შეიძლება, თან ახლდეს მის არჩევანს რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ. რუსებისგან ასეთი მანევრი არამც და არამც არ უნდა გაგვიკვირდეს. შეიძლება, ერთხელ ან ორჯერ ათამაშონ ჯიქია რუსეთის ნაკრებში და ამის შემდეგ, რაკი თავისას გაინაღდებენ, საერთოდ მიივიწყონ ის.

მოკლედ, ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ის თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებს და ეს ისეთი არჩევანია, რომ ვერავინ ჩაერევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mikheil

ჯერ-ჯერობით ჯიქიას ქართველობა მე ვერ დავინახე,გვარით ქართველი არ ნიშნავს ქართველობას,ფედერაციაც არ იწვევს ჩვენს ნაკრებში თორე დაესმებოდა წერტილი ამ თემას,თუ არ სურს ჩვენთან თამაში წავიდეს სადაც სურს აღარც წავიკიტხავ საერთოდ ჯიქიას ამბავს.

• svani

respodenti-ს არვიცი არც აქ და არც სხვა სტატიებში არ მინახია რომ ხალხი აქ ერთმანეთს ლანძღავდეს და სხვადასხვა აზრი რომ აქვს თითეულ ჩვენგანს და გამოთქვამს ეს გადაკიდებას არ ნიშნავს ერთმანეთის!)))))00

• გიგა

დავესესხები მამა გიორგი ბასილაძეს.ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელია.

• რაჭველი

ჩვენ სამწვრთნელო შტაბს არ აქვს სათანადო კონტაქტი თავად ჯიქიასთან რომ გაირკვეს სად სურს თამაში და დასრულდეს ეს ზედმეტი ხვეწნამუდარა და სტატიები იმის თაობაზე სად უნდა ითამაშოს ჯიქიამ და ა.შ.

• irakli arqania

მიშა ფოცხვერიას ვინმე დაუფასა მერე ???

• ბადრი სეფაშვილი

კახა ქირია..მართალია, მაგრამ სსრკ სხვა რამ იყო..ახლა ქვეყანაზე საუბარი.. გული რასაც ეუბნება და გონება... ჩემთვის სულერთი გახდება მისი პიროვნებაც და ფეხბურთელობაც ტუ სხვა ქვეყანას აირჩევს...ქვეყანას კი არ უნდ ამოვთხოვოთ, არამედ ჩვენ უნდა მივცეთ ყველაფერი... არ ვიპრანჭბი, მე ასე გავაკეთე..დიდებულად ვიყავი ევროპაში, მაგრამ საომრად ამინც ჩმაოვედი...არც სამსახური მაქვს ნორმალური და ქონებაც წამართვა წინა მთავრობამ ექიმ კაცს..მიტომ , რომ ვიღაც ნაცს მოეწონა.. მაინც.... სამშობლო სამშობლოა!

• respodenti

ise amdeni aziotazi rom atexet da xalxi ertmanets gadakidet am ambavze, tkven zurnalisteba ar gaarkviet romel nakrebshi unda tamashi am bichs??

• buta

kaxa kirias, kolia deriugini da tundaz kapustini sakartvelos nakrebshi ar tamashobda, isini dinamoshi tamashobdnen znobistvis, chven ar gkvavs dasakrgi kartveli.

• grafi

omar tetradzes saqartvelosbi undoda tamashi da aqedan gaushves. anaidzes saqartveloshi unda tamashi da tamashobs vin ra utxra janos spartakshi ? adre unda gamoedzaxat jiqia, arabidze da vachiberices da aseti problema ar iqneboda. iqneb rogorc gviliaa agmochena asetebi arian egenic ?

• დავითი

რას ჰქვია,ვერავინ ჩაერევა?!...ვერავინ კი არა,უნდა ჩაერიონ,პირველ რიგში ოჯახს ვგულისხმობ!

• კახა ქირია

გვარის მიხედვით არ ირჩევენ სად უნდა ითამაშოს რასაც გული გეუბნება ისაა მთავარი და არც უნდა დაძრახო. კოლია დერიუგინის მაშინ რუსეთში უნდა ეთამაშა.....

• valderrama

dyablo-ს, დამშვიდდი, არავინ ერჩის შენს საყვარელ რუსეთს:))))

• patrioti

ზაზას არგინდა ადვოკატობა არუნდა მაგ ჯიქიას და იჭერს ვინმე გაუშვით და იყოს საცა უნდა რას ეხვეწებით ეგეც კანავარო არმყავდეს.

• svani

საკმაოდ დროული და კარგი სტატიაა!

• Dyablo

ამ სტატიას პოლიტიკური ელფერი დაკრავს ავტორო ისიც მიგემატებია გამალებით რომ ცდილობს უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია არაბიძის გადაბირებას და არც ვაჩიბერაძეზე იხევენ უკან თუ უკრაინას ეპატიება და რუსეთს არა ორმაგი მიდგომა აშკარად თვალშისაცემია მით უფრო რომ ჯიქია რუსეთში დაბადებული გაზრდილია და იმ ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ეს ფაქტია და ასეთი ადამიანის არჩევანი მით უფრო ნაკლები გამაღიზიანებელია ვიდრე აქ დაბადებული შემდეგ გადასახლებული რო ადგეს და საქართველოს ნაკრებზე უარი თქვას თორემ ის კი არ არის სადაო რომ რუსები ბევრს ცოდავენ არა მარტო საქართველოსთან არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან და ერთს დავამატებ აი მაგალითად ჯიქია რომ თურქეთში დაბადებულიყო გაზრდილიყო და თურქეთის ნაკრებს გამოეძახებინა და არჩევანი ამ ქვეყანაზე გაეკეთებინა დიდი ეჭვი მაქ რომ იმ შემთხვევაში ესეთი პოლიტიკა ნარევი სტატია არ დაიწერებოდა რადგან გაცვეთილი ფრაზა არ მიესედაგებოდა თურქეთს ყველაფერი ცუდი რაც საქართველოს ჭირს მხოლოდ რუსეთის ბრალი არ არის.

• ზაზა

,,მე მინახავს ის უზომოდ ბედნიერი ქართულ დროშასთან ერთად და არ მგონია, ეს დროშა მან იოლად გაცვალოს,,–ა.კაკაურიძე.....მეც მახსოვს ეგ ფოტო!ვეძებე ,მაგრამ ქართულ ინეტში ხომ ყველაფრის ძიება პრობლემაა(((..პ.ს. ძალიან კარგია,რომ დაწერა ალეკო კაკაურიძემ,თორემ სრულიად გაუთვითცნობიერებმა გუშინ სპორტალზე კომენტარებში უსაფუძვლოდ,უპრაგონოდ სრულიად უადგილო კომენტარები გააკეთეს(((მეტად უნდა იყოთ ჩახედული საკითხში ,იცნობდეთ ადამიანს ,სანამ შეურაცხოფას მიაყენებდეთ!

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა

გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა

[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა

[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად

[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა

ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები

საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა

კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება

[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში

პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე

უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს

"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი

ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება

"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს

ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?

ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი

ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

გიორგი ჯიქიას გადაბირება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსაც" სურს

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

"კრასნოდართან" მატჩის წინ "ამკარის" ფანებს უფასო ფაფით გაუმასპინძლდებიან

რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან

"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

გიორგი ჯიქია შესაძლოა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი გახდეს

ბათუმის "დინამომ" რუსეთის პრემიერლიგის "ამკარი" დაამარცხა

საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები

გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი

გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

პერმის "ამკარი" ბანკროტად გამოცხადდა

"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი

"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ

გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს