ფუტსალის ლიგა 10 ნოემბერს, სპორტის ახალ სასახლეში დაიწყება და 10 გუნდი ორ წრედ ითამაშებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატებული გამოდგა - ეროვნული ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა. სწორედ ამის გამო თანამშრომლობა გაგრძელდა და წლევანდელი ჩემპიონატიც ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

3 ნოემბერს ოლიმპიურ კომპლექს "ახალი თბილისის" სასტუმრო "მოხალისეში" პრეზენტაცია გაიმართა: სფფ-ისა და SBM-ის ორგანიზებით 2016/17 წლების სეზონის ფუტსალის ლიგის პრეზენტაციაზე გუნდები წარადგინეს და ჩემპიონატის წილისყრა შედგა. მას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სააგენტო SBM-ის დირექტორი ზაალ ჩიტალაძე ესწრებოდნენ.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს, სპორტის ახალ სასახლეში დაიწყება და 10 გუნდი ორ წრედ ითამაშებს. შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ "თელასის", ბრინჯაოსპრიზიორ "თბილისის" და მე-4 ადგილზე გასულ "აფხაზეთის" გარდა, ყველა დებიუტანტია - ბიზნესლიგის გამარჯვებული "ტატიშვილის კლინიკა", "აგორა", "მგლები", "თბილისი უორიორზი", ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის "დინამო" და შავი ზღვის უნივერსიტეტი (იბსუ).

მაგრამ ჩემპიონატების თამაშებს მხოლოდ ახალი სპორტის სასახლე არ უმასპინძლებს - ორივე ბათუმური გუნდი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.

წილისყრამ პირველ ტურში გუნდები ასე დააწყვილა:

10 ნოემბერი

აგორა-ბსუ (ბთ)

სტუ/თელასი-დინამო (ბთ)

თბილისი-მგლები

აფხაზეთი-იბსუ

თბ. უორიორზი-ტატიშვილი

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის საუკეთესო ოთხეული იბრძოლებს. ნახევარფინალურ, ფინალურ და მე-3 ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება. სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებითაც - ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.

"ფეხბურთის ფედერაცია ფუტსალის ხელშეწყობას აუცილებლად გააგრძელებს, რადგან ამ მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ფარგლებს გავცდით და რეგიონშიც გავედით. მიხარია, რომ ჩვენი და SBM-ის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე ისაა, რომ ფუტსალის ლიგას სატელევიზიო პარტნიორი ეყოლება და წლევანდელი გათამაშება ტელევიზიით გაშუქდება. თანამშრომლობაზე შეთანხმებას სფფ-მ, SBM-მა და ტელეკომპანია "სილკმა" მიაღწიეს", - თქვა ლევან კობიაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება