პრაქტიკა, კონდიციები და შანსები
საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს თბილისში მოლდოვას უმასპინძლებს. მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ: დღეს ჩვენი გუნდისთვის არ არსებობს იოლი მოწინააღმდეგე და თუნდაც ჯგუფის აუტსაიდერთან მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალების მაქსიმალური მობილიზაცია დაგვჭირდება.

დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანი საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობის შეფასებაა. დავწერთ როგორც ნაკრების ძირითად, ისე გაფართოებულ შემადგენლობაზე.

ეს წერილი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს საქართველოს ნაკრების მთავარ პრობლემაზე - ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის ფეხბურთელები იმდენს არ თამაშობენ ევროპულ კლუბებში, რამდენიც სასურველია და არ შეიძლება, ეს არ გვაღელვებდეს...

მეკარეები

გიორგი ლორია

- სტაბილურად თამაშობს "კრილია სოვეტოვში". ეგაა, სამარული კლუბის საქმეები მაინცდამაინც კარგად არ მიდის. ცოტა ხნის წინ "კრილიას" ბელგიელი დამრიგებელი ფრენკ ვერკოტერენი დაშორდა. ამ გუნდის ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც პრეტენზია არავის აქვს, ლორიაა. ცოტა ხნის წინ მსუბუქი ტრავმა ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი კარგადაა. თუ სასწაული არ მოხდა, მოლდოვასთან მატჩს სწორედ ლორია დაიწყებს.

ნუკრი რევიშვილი

- სტაბილურად თამაშობს თბილისის "დინამოში". მთლად ოპტიმალურ ფორმაში ვერ არის, რადგან ბოლო დროს ძალიან ბევრი გაუცდა. ამის მიუხედავად, მეკარის პოზიციაზე კონკურენციას აუცილებლად შექმნის.

როინ კვასხვაძე

- "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი. კიდევ ერთი კარგი მეკარე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია კოლეგის შეცვლა.

მცველები

უჩა ლობჟანიძე

- სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის. მარჯვენა მცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში უკვე შეიმჩნევა კონკურენცია და ეს ლობჟანიძის დამსახურებაცაა.

ოთარ კაკაბაძე

- სეგუნდა დივიზიონის "ჟიმნასტიკის" შემადგენლობაში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს. საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებშიც ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

საბა კვირკველია

- "რუბინში" კვლავ არ ენდობიან, ეროვნული გუნდისთვის კი მაინც შეუცვლელ ფეხბურთელად მოჩანს. კვირკველიამ ერთხელაც უნდა მოახდინოს პატარა სასწაული და ეროვნულ გუნდში კარგი მატჩი ჩაატაროს კლუბში უნდობლობის ფონზე.

გურამ კაშია

- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან მუდამ დამაჯერებელ თამაშს და დაცვის ლიდერობას ველით. "ვიტესის" ერთ-ერთი ლიდერია და სისტემატურად თამაშობს.

დავით ხოჭოლავა

- ოდესის "ჩერნომორეცის" დაცვის ლიდერი შესანიშნავ ფორმაშია. ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გადაბირება რამდენიმე სოლიდურ კლუბს სურს.

გიორგი ნავალოვსკი

- მარცხენა მცველის პოზიციაზე თითქმის არ ჰყავს ალტერნატივა. ალბათ, უკეთეს კლუბს ვისურვებდით მისთვის. "ვერიაში" დამაჯერებლად თამაშობს და ამას წინათ, საგოლე გადაცემაც მიითვალა "პანათინაიკოსთან" მატჩში.

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა

- საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "რეიმსში" თამაში დაიწყო და ეროვნულ გუნდსაც დაუბრუნდა. ის ქვეყნის უმთავრესი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ნაკრებში მისი ყოფნა თავისთავად ძალიან კარგია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა, რაკი "რეიმსის" ბოლო ორ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად იტყოდა უარს, როგორც ბოლო პერიოდში ამბობდა - სასურველ კონდიციებში არ ვარ და ნაკრებში ვერ ჩამოვალო.

ვაკო გვილია

- საქართველოს ნაკრების ახალწვეული და "აღმოჩენა". ბატე-მ გაინაღდა ბელარუსის ჩემპიონობა, თუმცა გვჯერა - გვილია კვლავაც სრულ მზადყოფნაში შეხვდება საქართველოს ნაკრების მატჩს.

ბუბა დაუშვილი

- უნგრულ "დიოშდიორში" სისტემატურად მოედანზეა. საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩშიც კარგად ითამაშა. ვაისის გუნდის შუა ხაზში დიდი კონკურენციაა და ამის ერთ-ერთი მიზეზი დაუშვილიცაა.

თორნიკე ოქრიაშვილი

- ჯერაც ვერ იქცა "კრასნოდარის" ერთ-ერთ ლიდერად, თუმცა საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. მოკლედ რომ ვთქვათ, მისგან მორიგ შთამბეჭდავ მატჩს ველით.

ჯაბა ჯიღაური

- თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი, შესანიშნავ ფორმაშია. დიდებულად ითამაშა ქუთაისის "ტორპედოსთანაც". ერთ რამედ ღირდა მისი "მაკრატელა" თბილისურ ნახევარფინალში. აუცილებლად ექნება პრეტენზია ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე.

გიორგი ჭანტურია

- თანდათან იმკვიდრებს ადგილს "ურალის" სასტარტო თერთმეტეულში. შეაგდო გოლი, გამოიმუშავა 11-მეტრიანი... იმედია, ბოლოს და ბოლოს, ის საქართველოს ნაკრებსაც მოუტანს დიდ სარგებლობას, რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვს. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ვლადიმირ ვაისმა, ორმატჩიანი პაუზის (რაც ავსტრიასთან თამაშის შემდეგ მომხდარს უკავშირდება) შემდეგ, მაინც უხმო ნაკრებში. ტრავმა, რომელიც "ტერეკთან" მატჩში მიიღო, საშიში არ არის.

ჯანო ანანიძე

- ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა "სპარტაკთან" და შეუძლია, სრულად მოახდინოს კონცენტრაცია სანაკრებო მატჩზე. ჯანოს წამში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კაცია და აქ სხვა სიტყვები საჭირო აღარ არის (ბოლო ინფორმაციით, ჯანოს ტრავმა აქვს).

ოთარ კიტეიშვილი

- ამ შემთხვევაში, ვაისი გათვლას, ალბათ, უფრო მომავალზე აკეთებს. მოვა დრო და "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი აუცილებლად გახდება ქვეყნის უპირველესი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე.

სანდრო კობახიძე

- უნივერსალი, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია თამაშში ჩართვა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა. უკრაინულ "ვორსკლაში" ძირითადის ფეხბურთელია. საჭიროზე საჭირო მოთამაშეა საქართველოს ნაკრებისთვისაც.

ვაკო ყაზაიშვილი

- "ლეგიაში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. კლუბში ყაზაიშვილის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც პოლონური გრანდი უმაყურებლო "ვოისკა პოლსკაზე" მის გარეშე დაუზავდა (3:3) თვით მადრიდის "რეალს". არადა, საქართველოს ნაკრებში ის ამ ეტაპზე უალტერნატივოა.

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე

- სულ თამაშობს "ემპოლიში", ოღონდ, მეტწილად - შეცვლაზე. რაც მთავარია, ტრავმა არ აქვს და თუ მოლდოვასთან მატჩამდე არაფერი შეიცვალა, სწორედ მან უნდა დაიწყოს ეს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში.

დავით სხირტლაძე

- დიდებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს. ალბათ, ღირს მისთვის სანაკრებო შანსის მიცემა, უფრო მეტისაც, ვიდრე ავსტრიასთან იყო. ფაქტია, ამ ბოლო დროს დანიური "სილკებორგის" გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა.

გიორგი ქვილითაია

- "რაპიდში" პირველი გოლი გაიტანა, თუმცა ჯერ მაინც არ აქვს იმხელა სათამაშო დრო, რამდენსაც ვისურვებდით. ცხადია, ისიც ელის სანაკრებო შანსს. ქვილითაია საქართველოს ნაკრების მომავალია.

ლადო დვალიშვილი

- "დინამოში" უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ეგაა, ვაისი მას გამოკვეთილ ფორვარდად არ იყენებს და, ალბათ, მართალიცაა. დვალიშვილი თავს არ ზოგავს, ოღონდ, მის გარჯას აკლია მთავარი - გოლი.

გაფართოებული შემადგენლობა

მეკარე

გიორგი მაკარიძე - "მორეირენშეს" ძირითადი მეკარეა. კიდევ ერთი წონადი კანდიდატი ნაკრებისთვის - განა, ბევრი ქართველი თამაშობს პორტუგალიის უძლიერეს ლიგაში?

მცველები

ლაშა დვალი

- "შლიონსკში" სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. ახალგაზრდა, პერსპექტიული მცველი, რომელიც მალე უნდა დამკვიდრდეს ეროვნულ გუნდში.

გიორგი რეხვიაშვილი

- "ჩიხურას" კარგი სეზონი აქვს და გასაკვირი არ არის, ვაისის თვალთახედვის არეში საჩხერული კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც რომ მოექცა.

თორნიკე გრიგალაშვილი

- კიდევ ერთი ფეხბურთელი "ჩიხურადან", რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. ყოველთვის სასიამოვნოა, ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელები ქვეყნის მთავარ გუნდში რომ ხვდებიან.

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი

- რომ არა ხანგრძლივი ტრავმა და მისი თანმდევი სარეაბილიტაციო პერიოდი, დარწმუნებულნი ვართ, კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების "ძირითად" შემადგენლობაშიც მოხვდებოდა. ტრავმამ ძალიან ბევრი გააცდენინა, მათ შორის - სანაკრებო და "გაბალას" ევრომატჩები.

ლაშა პარუნაშვილი

- თბილისის "დინამოს" ნახევარდაცვის კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელიც სისტემატურად თამაშობს დედაქალაქურ კლუბში.

ჯაბა ლიპარტია

- "ზორიას" ნახევარმცველის თაობაზე ვაისმა ცოტა ხნის წინ არაფერი იცოდა, ახლა კი გაფართოებულ სიაში ჰყავს და ესეც პროგრესია. "ზორიაში" ხან ძირითადშია, ხან - შეცვლაზე შედის. ყოჩაღი უკრაინული კლუბის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სანაკრებო შანსს ნამდვილად იმსახურებს.

თავდამსხმელები

ნიკა კაჭარავა

- მომკალით და, ვერ ვიხსენებ ქართველი ლეგიონერის მიერ შესრულებულ "პოკერს". ეს კაჭარავამ შეძლო კვიპროსის არცთუ ხელწამოსაკრავ ჩემპიონატში. ჩემი სუბიექტური აზრია: ამ ეტაპზე ის ნაკრების ძირითადში ყოფნასაც იმსახურებდა. ახნას "ეთნიკოსის" ერთ-ერთი ლიდერია.

ოთარ მარცვალაძე

- სამწუხაროდ, მისი ნიჭი ბოლომდე ვერა და ვერ გამოვლინდა საქართველოს ეროვნულ გუნდში. არადა, მარცვალაძეს შეუძლია, ამ ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
კარგი იქნებოდა მჭედლიძეს და ყაზაიშვილს სატამაშო პრაქტიკა რომ ქონდეთ.საერთოდ ნაკრებში ფეხბურთელი მომზადებული უნდა მოდიოდეს.

ის მარცხენა მცველი ცისკარიძე თუ არ ვცდები, რატომ არაა მოწვეული?
haha
ტაბატაძე უნდა შეიყვანონ გაფართოებულ სიაში. თუნდაც იმიტომ, რომ სხვებმა ნახონ ფეხბურთში შრომა და თავდადება დაგიფასდება.
ზაზა
თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ ,,უხსოვარი,,დროიდან!ჯერ კიდევ მაშინ ვესწრებოდი დინამოს თამაშებს(ძველ ლოკომოტივის სტადიონზე),როცა უმრავლესობა დღევანდელი დინამოს ,ფედერაციის ხემძღვანელობის ჯერ ალბათ დაბადებულიც არ იყო!ჩემთვის და კიდევ ათასობით კიდევ შემორჩენილი დინამოს გულშემატკივრისთვის ევროტურნირების გარეთ დარჩენილი თბილისის დინამო კატასტროფაა!..მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნის,საქართველოს უპირველესი გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრებია!საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეული მატჩი არის ქვეყნის ეროვნული პრესტიჟისთვის ბრძოლა!საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემზე ,ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე,მიუხედავად თანამდებობის,ასაკის,მრწამსის...მაღლა დგას!... დინამო–ტორპედოს თამაშის შემდეგ,პრეს–კონფერენციაზე დინამოს ახალმა მწვრთნელმა ,შოკირებულმა განაცხადა:"გასახდელში ფეხბურთელებს ვკითხე, თუ რისთვის იძახებენ მათ საქართველოს ნაკრებში?!"...მერე უკვე კონკრეტულ კითხვაზე,რა რეკომენდაციას მისცემდა მათ ,თუ ეროვნული ნაკრების მთ,მწვრთნელი დაინტერესდებოდა დინამოს ფეხბურთელთა მდგომარეობით,უპასუხა:,,ვლადიმირ ვაისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას წლებია ვიცნობ. ვაისმა ნაკრებში "დინამოს" 5 ფეხბურთელი იხმო და ხუთივეზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. მათი სათამაშო კონდიციები მომწონს, 7 დღე ჩვენთან ერთად კარგად ივარჯიშეს და დარჩენილ 10 დღეში ნაკრებთან კიდევ მოუმატებენ,,.ე.ი. ათი დღის შემდეგ მაღალ სანაკრებო,საერთაშორისო დონეს დააკმაყოფილებენ?დავუშვათ,რომ ათ დღეში ფიზიკური კონდიციები,ფუნქციონალურად გაუმჯობესდება(ესეც ძალიან საეჭვოა).მაგრამ მხოლოდ ფიზიკა ხომ არ არის ფეხბურთი?ასე პრიმიტიულად გვესმის ფეხბურთი?ინდივინდუალური ოსტატობა არ არის საჭირო ორთაბრძოლების მოგებისთვის?!ფეხბურთელები,რომლებისთვის უკვე თვეები და წლებია პრობლემაა მეტოქის კართან მომენტის შექმნა,ხოლო დაცვაში ქაოსია;ფეხბურთელები,რომლებსაც უჭირთ მოძრაობა,ბურთის დამუშავება ათ დღეში ნაკრებისთვის მზად იქნებიან?!..ძალიან უკაცრავად ყველა ფეხბურთელთან,ძალიან არ მიყვარს კონკრეტული ფეხბურთელის კრიტიკა სუფთა ადამიანური თვალსაზრისით,მაგრამ გენაცვალეთ გაითვალისწინეთ,რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის #1 გუნდს,საქართველოს სახელმწიფო პრესტიჟს და ამ შემთხვევაში პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადაიდოს!...ავსტრიასთან მატჩის შედეგი,თამაშის ხარისხი მეტწილად განპირობებული იყო ვაისის მიერ არასწორად შერჩეული შემადგენლობით.ვერაფრით ვერ მივიღებ გურამ კაშიას საყრდენ პოზიციაზე!გურამ კაშიას (უდავოდ გუნდის ლიდერი,კაპიტანი სიტყვის სრული ამ მნიშვნელობით)ტექნიკური არსენალის მქონე ფეხბურთელის ადგილი მხოლოდ ცენტ.მცველის პოზიციაა და საყრდენად გურამის დაყენება ძალიან დიდი შეცდომა იყო,რომელმაც მეტწილად განსაზღვრა თამაშის ხასიათი!მეორე ცვლილებამაც(კაკაბაძე –მარჯვნივ,და ისიც ალბათ იძულებითი გაემოებებიდან ..),რომელიც მოხდა უკვე ირლანდია–უელსთან თამაშში,უკვე სხვა ,გაცილებით უკეთესი სახე მისცა ნაკრების თამაშს! ..რაც შეეხება გუშინდელ დინამო–ტორპედოს დაპირისპირებას–გუშინ ტორპედო უკეთესი იყო ,როგორც გუნდიც და ცალკეული ტორპედოს ფეხბურთელიც დინამოს ნაკრებში(!) გამოძახებულ ფეხბურთელზეც! რა კრიტერიუმებით იძახებენ ნაკრებში დინამოს თითქმის ნახევარ შემადგენლობას?! ..ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად წერენ სხვადასხვა საფეხბურთო საიტებზე,რომ თბილისის დინამოს ფეხბურთელებს პროტექციით იძახებენ,ათამაშებენ ნაკრებში,რომ ეს ხდება ფედერაციის არჩევნებში დინამოს ხემძღვანელობის მიერ მხარდაჭერის სანაცლოდ და ა.შ...რატომ უნდა გაჩნდეს ეს ეჭვი?!ნუთუ დინამოს მენეჯმეტს მიაჩნია,რომ დინამოს ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება გაიზრდება ნაკრებში წარუმატებელი თამაშით?თბილისის დინამოს და საერთოდ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ევროპელი სკაუტებისგან ინტერესი გაიზდება,თუ გვეყოლება სტაბილურად წარმატებული ეროვნული ნაკრები! მაშინ გაიზდება თითოეული ქართველი ფეხბურთელის სატრანფერო ფასი,როცა გვეყოლება სტაბილურად წარმატებული ეროვნული ნაკრები! ნაკრებში უნდა ითამაშოს საუკეთესო საქართველოს მოქალაქე ფეხბურთელმა და ასევე ნებისმიერმა ქართველმა ,დაბადებულმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და რომელსაც მინიმალურ დროში უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა!ნუთუ უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი,რომ ჯიქიას,გოგიას,ფარცვანიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გაჭიანურება ყველა ქართველის ინტერესში არ შედის?...არაფრით არ მინდა ქართული ფეხბურთისთვის ,,მაზოხისტური,, დასკვნა გავაკეთო,მაინც ყოველთვის გაცილებით უკეთესად ვარ საერთოდ განწყობილი ადამიანთა დიდი უმრავლესობის მიმართ ,მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებელია ამ დასკვნამდეც მივიდეთ...პ.ს.წარმატებებს ვუსურვებ თბილისის დინამოს ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში და აუცილებლად ევროპული ტურნირის საგზურს!ჩემთვის წარმოუდგენელია თბილისის დინამო ევროტურნირის გარეშე!
gio
ოგონდ კაჭარავა არა და თუგინდათ ბოძი ჩასვით
aaaa
ტაბატაძე მშვენიერ ფორმაშია,დიდი ხანია იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას.დინამოსთან ჩატარელი მატჩით ვიმსჯელოთ თუნდაც
achia
Akaki gogias unda mieces shansi aucileblad...drezdenis dinamos erterti lideri da camyvani fexburtelia...golebic xshirad gaakvs...dametanxmebit germaniis meore bundesliga xelcamosakravi turniri araa...
svani
სოსო-ს არვიცი როგორ კონტექსტში მითხარი ეს სიტყვები მაგრამ, პირადული არაფერი ლადოსთან პირიქით დინამოში ბოლომდე იხარჯება ლიდერი იყო ზაგრებთან ყველაზე სწორად ვინც თამაშობდა იმ თამაშში ლადო იყო
არცეგრეა საქმე..
123 ეს გადამწყვეტი თამაში ნაღდად არაა და პრინციპული კი წესით ყველა თამაში უნდა იყოს...
basko
ტაბატაძე გაფართოებულში უნდა შეეყვანა ჩემი აზრით, ტორპედოში არ გამოიყურება ცუდად, იმსახურებს შანსს
სოსო
მეც რაღაც ორად გაყოფილი შეგრძნება მაქვს,თან მოგებას ველი,თან რაღაც მოულოდნელ ცუდს,არ ვიცი,ვერ ამიხსნია. სვანო,ჭკვიანი კაცი მგონიხარ და რა ავმეხსიერი ყოფილხარ,მაგისთანები გვინახავს გინდა ნაკრებში და გინდაცხოვრებაში?კაცი რაც შეუძლია ცდილობს,იბრძვის,თავს არ ზოგავს და აპატიე არა უშავს რა.ბოლო ბოლო სვანები მოსისხლეები რიგდებიან და ლადო მხოლოდ ფეხბურთელია.თუ არადა ჩემი,ერთი უბრალო გულშემატკივრის ხათრით მაინც.მოსულა?
Mikheili
Gamoidzaxet nakrebshi GOGIA,JIQIA da gaecema pasuxi surt tu ara nakrebshi tamashi.gamoidzaxet
Temo
Mec aramgonia moigon qutaisidan movdivar specialurat mag tamashis sayureblad imedia yureb chamoyrili ar gamomishveben ukan
svani
afera-ს ზუსტად ეგ განწყობა მაქ! :დ გერმანიას რომ ვეთამაშეთ 2:1, ყველა რომ ნაკრებს აქებდა გავედით ესტონეთში და 3:0 წავაგეთ)) დვალიშვილს რაც შეეხება იმის მერე შემძულდა რაც ისრაელთან ცარიელ კარს ააცილა ლამის და დასრულდა საქართველოს წაუგებელი სერია ქეცბაიას ხელმძღვანელობით)
123
თითქმის არასდროს არ მოგვიგია გადამწყვეტი და პრინციპული თამაში და რაგაცა არც ეხლა მგონია მოვიგოთ,ნეტა ვცდებოდე.
თენგო
ცისკარიძე რა არ არის გაფართობულ სიაში თუ,რატო გამოტოვეთ ეს ბიჭი ნავალოვსკიზე უკეთესი თუ არა უარესი ნამდვილად არ არის.ერთი კია არც ამას აძლევენ სათამაშო დროს კლუბში.
afera
გული მიგრძნობს რაღაც ცუდს. მე არ მახსოვს ნაკრები შეგვექოს და შემდეგი გადამწყვეტი თამაში მოეგოს.
butxa
რა აიჩემეთ ეს დვალიშვილი.არ ... ტვინი?დვალიშვილს ახალგაზრდობაში არ გაუკეთება არაპერი,დაეხლა სულ იდძახებთ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
წინ, რუსეთისკენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?