6 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, სუპერლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება
6 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, სუპერლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მატჩებს ტრადიციულად ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღეს "უნიკრედიტის" და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირება გახსნის. თუკი "ფინანსისტებმა" სეზონი მოგებით დაიწყეს, სტუდენეტების სტარტი წარუმატებელი გამოდგა და ახლა შეეცდებიან ხასიათის გამოკეთებას. სადებიუტო სეზონის მარცხით დაწყების შემდეგ პირველი ქულებისთვის იბრძოლებს "ეროვნული თავდაცვის აკადემია", რომლის მეტოქეც "ვივუსის" საფეხბურთო გუნდი იქნება.

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ევროკრედიტისა" და ზესტაფონის "ფეროს" საფეხბურთო გუნდებს შორის - თუკი იმერლებმა ჩემპიონატის დაწყებისთანავე შეძლეს თავიანთი ძალის ჩვენება, "ევროკრედიტი" "თელავთან" სენსაციური მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება.

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება "ფანდაი ენტერტაიმენტსა" და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდებს შორის. "ფანდაის" ახალგაზრდული გუნდი პირველი ქულებისთვის იბრძოლებს, ხოლო "სტუდენტები" პირველი ქულის შემდეგ უკვე მის გასამმაგებას ეცდებიან. ტურს სკ "ჯვაროსნები 2"-ის და გათამაშების პირველი სენსაციის ავტორის, სკ "თელავის" დაპირისპირება დაასრულებს.

06.11.2016. სუპერლიგა B. II ტური

11:00 Unicredit.ge - FC UG

12:00 ეთა - Vivus.ge

13:00 სკ ევროკრედიტი - სკ ფერო

14:00 Funday Ent - კსუ/CIU

15:00 სკ ჯვაროსნები 2 - სკ თელავი

მეორე ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა A-ს გუნდებიც. ტური 16:00 სთ-ზე "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურისა" და სკ პსპ-ს დაპირისპირებით აიღებს სტარტს. სუპერლიგა B-დან აღზევებულმა იმერლებმა სეზონი მარცხით დაიწყეს, "ფარმაცევტებმა" კი "ნატახტართან" დამაჯერებელი გამარჯვებით საკუთარი ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცეს.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ სკ "ჯვაროსნები" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი წარდგებიან.

წარუმატებელი სტარტის შემდეგ აუცილებელი სამი ქულისთვის ბრძოლა მოუწევს მფკ "ნატახტარს", რომლის მეტოქეც გათამაშების დებიუტანტი, ტელეკომპანია "იმედის" გუნდი იქნება.

სუპერლიგის დასკვნით შეხვედრაში, 19:00 სთ-ზე ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდები დაუპირისპირდებიან. სეზონი ორივე მათგანმა გამარჯვებით დაიწყო, სფფ-მ "ჯვაროსნებს" სძლია დამაჯერებლად - 5-2, ხოლო "პრევენციამ" "ჭიათურას" აჯობა - 3-1.

06.11.2016. სუპერლიგა A. II. ტური

16:00 GM-ჭიათურა - FC PSP

17:00 სკ ჯვაროსნები - სდსს

18:00 მფკ ნატახტარი - ტვ იმედი

19:00 სფფ - CFCP

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში