იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა გამოძიება სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, Ambebi.ge მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა
2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ძლიერი შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.

შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.

მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილი სტადიონს დაუბრუნდა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. მავანი მორაგბის დასჯას ითხოვს, მეორენი კი ფიქრობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე მორაგბისკენ თითის გაშვერა არასწორია.

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა გამოძიება სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, Ambebi.ge მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატს, ნუკრი კვინიკაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო ნუკრი, რა ეტაპზეა მეკო კვირიკაშვილის ავტოავარიის საქმის გამოძიება?

- ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

- ამბობენ, რომ ავარია მესამე მძღოლის გამო მოხდა, რომელმაც გზაზე საავარიო სიტუაცია შექმნა... რას იხსენებს მეკო ავარიის დღეზე?

- როგორც მეკო ამბობს, მათ ზოლში გადმოვიდა მანქანა, რომელსაც გასწრება უნდოდა, შეიქმნა საავარიო ვითარება, ამიტომ მეკომ მიიღო შესაბამისი ზომები, რა დროსაც მოუცურდა მანქანა და სხვა ავტომობილს შეეჯახა.

- დაკითხულია მძღოლი, რომელმაც საავარიო სიტუაცია შექმნა?

- იმ მანქანასთან შეჯახება არ მომხდარა. ამ ეტაპზე იმ პირის დადგენა მიმდინარეობს, რომელმაც შექმნა საავარიო სიტუაცია. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც აღწერენ იმ ავტომობილს.

- ამბობენ, მეკო ნასვამი იჯდა საჭესთან და 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა...

- ენას ძვალი არ აქვს. მეკო არ იყო ნასვამი და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მას მოუცურდა ავტომობილი, მე როგორც ექსპერტმა ვიცი, რომ როცა მანქანა მოცურდება, იქ მძღოლი ვერაფერს მოახერხებს. შემხვედრი ავტომობილი უფრო დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რადგან შეჯახების დროს მოხდა მოძრაობის შეჩერება. ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, რაც ადასტურებს ამ ყველაფერს.

- როგორ გადარჩა უვნებლად მეკო კვირიკაშვილი?

- ეს ღმერთის ნება იყო. შეჯახება მოხდა მარჯვენა ნაწილებით, ის ადგილი, სადაც მეკო იჯდა, დაზიანებული არ არის.

- ამბობენ, ავარიის დროს მეკომ ავტომობილს ურტყა თავი, მართალია?

- მხოლოდ მეკო არ ჩავარდა ამ დღეში, მოგეხსენებათ ტრაგედია მოხდა და მძიმე სანახავი იყო ეს თვითმხილველებისთვის. მეკო მორალურად განადგურებულია, წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია დაატყდა თავს? ოთხი შვილი დარჩა, გარდაეცვალა მეუღლე, მძიმედ დაშავდნენ მისი მეგობრები და დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი გოგონა. არც უნდოდა ადვოკატის აყვანა, მისი ოჯახის წევრებმა მომმართეს დახმარებისთვის. საბედნიეროდ კარგი მეგობრები ჰყავს და ყველა ცდილობს ერთი წუთითაც არ დატოვონ მარტო. ის ძალიან ცუდად არის და განიცდის. კითხულობს რასაც წერენ მასზე სოციალურ ქსელში და კიდევ უფრო განიცდის.

- როგორ ფიქრობთ, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი?

- ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, მე ვთვლი, რომ მეკოს ბრალეულობა არ ყოფილა. გამოძიების და ჩვენი მტკიცებულებების შემდეგ გამოჩნდება გამამტყუნებელი განაჩენი დადგება თუ არა.

წყარო: Ambebi.ge

Nika
ფუ თქვენი. რა მდაბიო და პატარები ხართ.. ადამიანისკენ თითს იშვერთ, ანადგურებთ, გვერდით დგომა რომ სჭირდება და გამხნევება წიხლს აჭერთ. რა ორღობის პატარა სულის ჭორიკნებივით საუბრობთ1 მეკო მაგრად იყავი, გაძელი და იცოდე, რომ არიან ისეთი ადამიანები და მწამს უმრავლესობა ასეთია ვინც გვერდით გიდგას.!
zura
არავის არ ვამტყუნებ, მაგრამ , მეკო ტუ დამნაშავეა იმის გამო არ უნდა იაროს გარეტ რომ მორაგბეა
აკაკი
შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, ავარია ძირითადად საგზაო წესების დარღვევას მოზდევს და არა სიჩქარეს, ავტომობილი შეიძლება დაბალ სიჩქარეზეც მოგიცურდეს, მითუმეტეს თუ გამოცდილი არ ხარ. ან ფიქრში გაერთე. ხელისუფლების დანაშაულს ვერ ხედავთ? ჯიბეები რომ გაისქელონ გზები ზოგან ისეა დავიწროვებული ორი საშუალო ზომის მანქანა ვერ გაივლის ან რა ხარისხის ასვალტია, ვერ აშველეს მაგისტრალი, რომ საპირისპიროდ მოძრავ მანქანებს შეხების წერტილი არ ქონდეთ და ა.შ
giorgi
merab kvirikashvili valdebulia pinansuri daxmareba gaucios gardacvlili colqmaris mcireclovan bavshvs da amit codva gamoisyidos gmertis cinashe!
Kaxa
Mekos daiheren tu ara amas ukve arsebiti mnishvneloba agar akvs.exla mtavaria im gardacvlil adamianis sulebze vilocot da mekos otxi shvilis gazrdashi davexmarot. Me piradad mgonia ro meko romc ar mjdariko sahestan sheizleba igive ubedureba mainc momxdariko.uplis nebas veravin havwvdebit da mgonia ro im gardacvlilis sulebi martalta gverdzea upaltan da gmertma amkopos upaltan amin.
odala
მაგის ადვოკატს რა ეტყობა ადვოკატობის ერთი გამაგებინა. ან ამის მორალური განადგურება ვის აინტერესებს. შეეშვით რა ამ კაცის გათეთრებას.
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია