"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 30 მორაგბე შეარჩია, ვისი იმედიც ნოემბრის ტესტ-მატჩებში ექნება
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 30 მორაგბე შეარჩია, ვისი იმედიც ნოემბრის ტესტ-მატჩებში ექნება.

ამ სიას ემატება 5 სარეზერვო მოთამაშე, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელების ჩანაცვლებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 და 19 ნოემბერს, თბილისში, "ბორჯღალოსნები", შესაბამისად, იაპონიასა და სამოას მასპინძლობენ, ხოლო 26-ში შოტლანდიას ქილმარნოქში ესტუმრებიან. ორივე საშინაო თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

დღეიდან ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე TKT.GE/Rugby

2016 წელს "ბორჯღალოსნებმა" 8 მატჩი ჩაატარეს, აქედან 7 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. შედეგად, გუნდი მსოფლიო რეიტინგში აღზევდა სარეკორდო მე-11 ადგილზე. გუნდი მიზნად წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მოწინავე 10-ეულში დამკვიდრებას ისახავს, რისთვისაც სტადიონზე ქომაგის მაქსიმალური რაოდენობა სჭირდება.

უშუალოდ მზადებას რაც შეეხება, სამწვრთნელო შტაბი ორი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდა, ხოლო 38-კაციანმა გაფართოებულმა რაზმმა გასულ კვირას ტულუზში სამდღიანი შეკრება გაიარა.

- "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ორი ავსტრალიელი მწვრთნელი იმუშავებს

შეკრების დასრულების შემდეგ მწვრთნელმა ამ ეტაპზე სამი მოთამაშე დაითხოვა - კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მესამეხაზელი გიორგი მჭედლიშვილი და მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო ხუთი თადარიგში გადაიყვანა - ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე, მესამეხაზელები ბექა გორგაძე და საბა შუბითიძე, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

ამრიგად, 30-კაციან რაზმში სამი უკეპო მოთამაშე დარჩა - უკანახაზელები ანზორ სიჭინავა, გიორგი კოშაძე და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

2015 წლის შემდეგ გუნდს უბრუნდება ვასილ კაკოვინი, რომელმაც მსოფლიო თასი გამოტოვა. ივნისის ოკეანეთის ტურნეზე დაგვაკლდნენ და ამჯერად შეკრებაზე არიან მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი.

რაზმის დასახელებისას ჰეიგმა განაცხადა: "მაქვს პატივი, ნოემბრის ტესტებზე უაღრესად გამოცდილი რაზმის იმედი მქონდეს. შემადგენლობაში სამი ადგილი ახალგაზრდა მორაგბეებისთვისაც გამოინახა. მათ ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ვარჯიშებს დამატებით ენერგიას შემატებენ.

წინ სამი ურთულესი თამაში გველის და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად, რადგან იაპონიამ, სამოამ და შოტლანდიამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდები არიან. მათი შესრულებით არაერთი სენსაციის მომსწრენი გავმხდარვართ და გულშემატკივრებთან ერთად, ძალთა სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ.

გასულ კვირას, ტულუზში, სამდღიანი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მოთამაშეებმა უმოკლეს დროში მოახერხეს სისტემების გათავისება და ჩვენი, როგორც მწვრთნელების, იმედები გაამართლეს. ფიზიკურად ყველა მორაგბე იდეალურ ფორმაშია და ეს წარმატებული კამპანიის დასაწყებად მშვენიერი წინაპირობაა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gogig
იაპონიას რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია, მაგრამ მაინც მებრძოლი გუნდია და იოლი მოსაგები არ იქნება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. ყველანი სტადიონზე.
eka
წარმატებები და წარმატებები მაგარი ბიჭები ხართ
goga
გენაცვალეთ ბიჭებო, ეს პატარა საქმე ხომ არ არის? მსოფლიო ათეულში? თქვენმა შემართებამ და თავდადებამ სერიოზული შედეგი გამოიღო, არ შეიძლება რომ არ დავამატო: ლომის წილი მწვრთნელების დამსახურებაა!!!! ყველას ძალიან დიდი მადლობა რაგბი რომ ასე შეგვაყვარეთ!!!!
სოსო
სამი,სამი გამარჯვება მინდა ხვედელიძე!(ფეოლა)
ლევანი
გავიმარჯვებთ ერთსულოვნებით! ეს 2 დღე თბილისში ზეიმია, რაგბის ზეიმი! სიხარულით ველოდები. როგორ დავიგვიანებ, ნახევარი საათით ადრე მანდ ვიჯდები ჩემს ადგილზე))
jiji
კარგი იქნება თუ მაყურებელი თამაშის დაწყებამდე მოვა და შუა თამაშის დროს არ დაიწყებენ წინ და უკან სიარულს
qomagi
ზაფხულიდან ვოცნებობდი ამ მატჩზე დასწრებას და ბედი არ მქონია...იმედია ტელევიზორით მაინც შევძლებ ვუყურო, აბა თქვენ იცით ლომებო
გიგა
საქართველოს ერთიანობის სიმბოლო ხართ ბორჯღალოსნებო. სწორედ თქვენ უნდა გააერთიანოდ საქართველო და დარწმუნებულივარ ასეც იქნება.
ლევანი
წარმატებები ბიჭებს!!!
qomagi
ამ ბიჭების მხარდასაჭერად, სულ რომ ჩავარდნილი ვიყო ლოგინად, მაინც წავალ!
ალეკსანდრე
გაიხარეთ ბიჭებო, თქვენი იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა!
მდა
მიდით ბიჭებო შაბათს თქვენს გვერდით ვართ გავასწოროთ ამომავალი მზის შვილები მიწასთან
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს