ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ძველი და დღევანდელი გიორგი ჭანტურია ორი სხვადასხვა პიროვნებაა"

"ძველი და დღევანდელი გიორგი ჭანტურია ორი სხვადასხვა პიროვნებაა"

23 წლის შემტევს მტკიცედ სწამს, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ციკლის სამეულში დასრულება შეუძლია
საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია ბოლო დროს რუსული "ურალის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. თამაში ისე არ გავა, ქართველმა მოიერიშემ გოლი ან საგოლე პასი არ მიითვალოს. შემთხვევითი არ არის, რომ ჭანტურია უკვე იქცა რუსული კლუბის ქომაგთა საყვარელ ფეხბურთელად...

ავსტრიასთან თბილისური მატჩის შემდეგ ჭანტურია უელსსა და ირლანდიასთან შეხვედრებში არ იყო ნაკრების შემადგენლობაში. ეს უკავშირდება გასახდელში მომხდარ ინციდენტს, რომლის სააშკარაოზე გამოტანა არც ნაკრების მწვრთნელმა ისურვა და არც თავად ფეხბურთელმა.

საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩისთვის კვლავ უხმო ჭანტურიას საქართველოს უპირველეს გუნდში...

- თავდაპირველად, მცირე პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნება უნდა მოგილოცოთ, მანამდე კი იყო ინციდენტი, რომელზეც კონკრეტულად არაფერი თქმულა...

- ჯერ მადლობა მოლოცვისთვის! მცირე ინციდენტი კი ნამდვილად მოხდა... რაც მთავარია, მომხდარიდან უკვე გამოვიტანე შესაბამისი დასკვნები. მივხვდი ჩემს დანაშაულს. ასეთი რამ აღარ განმეორდება!

- ძალიან კარგია, რომ პრობლემა მოგვარდა... ერთი შეხედვით, მოლდოვა იოლი მეტოქეა, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, საქმე მთლად ასეც არ არის. მეტოქეს ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი, თუნდაც რუსული პრემიერლიგიდან...

- შეიძლება იმის თქმა, რომ მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია ჩვენს ჯგუფში, მაგრამ მოდუნება წამითაც არ შეიძლება. საშინაო თამაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩემი თქმა რად უნდა - დღევანდელ ფეხბურთში საერთოდ აღარ არის იოლი მატჩები. დიდი ბრძოლა გველის წინ.

- "ურალში" კი თქვენი საქმეები კარგად მიდის...

- ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ მართლაც ძალიან კარგ ფორმაში ვარ. სამწვრთნელო შტაბის მხრიდან დიდი ნდობა მაქვს და მეც უფრო თავდაჯერებული გავხდი. შეიძლება ითქვას, "ურალის" ერთ-ერთ ლიდერად ვითვლები. ძალიან მოტივირებული ვარ ყველა თამაშზე. ვცდილობ, ბოლომდე დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები.

- ვხედავთ, წონაშიც ძალიან დაგიკლიათ...

- მოვიშორე ზედმეტი კილოგრამები. რომ ვთქვი, კარგ ფორმაში ვარ-მეთქი, ესეც ვიგულისხმე. საერთოდ, ეს პრობლემა ტრავმის შემდეგ გამიჩნდა. ახლა ყველაფერი კარგად არის, თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- რას იტყვით "ურალზე", როგორი გუნდია?

- ძალიან მებრძოლი გუნდია. საშუალება მეძლევა, ბოლომდე წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 4 თამაში დაგვრჩა წლის ბოლომდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესვენების წინ ათეულში დავმკვიდრდეთ.

- თავის დროზე თქვენმა ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირადად მეც, არ მემეტებით "ურალისთვის". შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდი არ იქნება ბოლო გაჩერება თქვენს კარიერაში?

- რა თქმა უნდა, არა! ჩემი მიზანი უფრო მაღალ დონეზე თამაშია, თუმცა ახლა მხოლოდ "ურალზე" ვარ კონცენტრირებული. ზაფხულში, როცა ამ გუნდში გადავედი, ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. დღეს ეს უკვე თავისუფლად შემიძლია, ვთქვა. მჭირდებოდა გუნდი, სადაც მექნებოდა უწყვეტი პრაქტიკა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების მოტივი. თუ ასე გავაგრძელებ თამაშს, მჯერა, ზაფხულში მექნება საინტერესო შეთავაზებები.

- კონტრაქტი რა ხანგრძლივობისაა?

- ხელშეკრულება 2+1 სისტემით გავაფორმე.

- გუნდს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა...

- ვადიმ სკრიპჩენკომ თავისი სურვილით დატოვა გუნდი. ის ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა "ურალში" უკვე ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. მან "კრილია სოვეტოვი" ჩაიბარა, სადაც გიორგი ლორია თამაშობს. ჩვენი ახალი მწვრთნელი კი, გეცოდინებათ, ალექსანდრ ტარხანოვია. ძალიან მცოდნე და გამოცდილი სპეციალისტია.

- "ტერეკთან" მატჩში გოლი გაიტანეთ და მცირე ტრავმაც მიიღეთ. იმ თამაშს რუსეთში დიდი აურზაური მოჰყვა - გარიგებული იყოო, ამბობენ...

- შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს - ან გოლი არ გაიტანოო თუ რაღაც ამდაგვარი. გავედი სათამაშოდ, გავიტანე გოლი... მერე ფეხი ვიტკინე და სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე.

- ეკატერინბურგი როგორი ქალაქია?

- ძალიან კარგი. მესამე ქალაქია მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მერე რუსეთში. თბილი ხალხი ცხოვრობს, ფეხბურთი ძალიან უყვართ...

- "ურალის" ახალ მთავარ მწვრთნელს თუ ესაუბრეთ?

- კი, ვილაპარაკეთ. ძალიან მეიმედება შენიო, მითხრა. ზოგადად, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ქართველი ფეხბურთელების მიმართ.

- რუსულ სტადიონებზე რამდენად ახერხებთ "თქვენი" ფეხბურთის თამაშს, რომელიც დიდწილად იმპროვიზაციას ეფუძნება?

- ვერ დავიჩივლებ მოედნების გამო. მოგეხსენებათ, 2018 წელს რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს და ბევრი სტადიონი განაახლეს. არის სტადიონები, რომლებზეც თამაში ერთი დიდი სიამოვნებაა, მაგალითად - კრასნოდარში. მალე თორნიკე ოქრიაშვილის გუნდს შევხვდებით. ქართული დერბი იქნება.

- გიორგი ჭანტურია ახლა და წლების წინ - ბევრად შეიცვალეთ?

- ასაკის მატება ყველას ცვლის. დიახ, ძველი და დღევანდელი გიორგი ჭანტურია ორი სხვადასხვა პიროვნებაა. აღარ ვუშვებ ისეთ შეცდომებს, როგორსაც ადრე ვუშვებდი. ვფიქრობ, ეს ჩემს თამაშზეც აისახება.

- სად არის დღეს საქართველოს ნაკრების ადგილი?

- რამდენჯერმე ვნახე ჩვენი მატჩები ირლანდიასა და უელსთან. პირდაპირ გეტყვით: სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. მტკიცედ მწამს, რომ შეგვიძლია, შესარჩევი ციკლი სამეულში დავასრულოთ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. 1990, 92 და 93 წლებში ვართ დაბადებულები, გამოცდილება და ახალგაზრდული ჟინი ერთმანეთშია შერწყმული.

- ფაქტია, საქართველოს ნაკრებში კონკურენციამ იმატა...

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, გუნდმა წარმატებას რომ მიაღწიოს. თავად ფეხბურთელიც უფრო მეტად იზრდება კონკურენციის პირობებში. დღეს საქართველოს ნაკრებს ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი ჰყავს და კონკურენციაც არის. არიან ფეხბურთელები, თამაშში 15-16 კილომეტრს რომ დარბიან. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია.

- ალბათ, მხოლოდ ერთეულებს შეხვედრიათ ქართულ ფეხბურთში იმდენი კონტრასტული შეფასება, რამდენიც თქვენ. ბოლომდე როდის "გაიხსნება" გიორგი ჭანტურია?

- არ არსებობს, რომ ყველა ყოველთვის კმაყოფილი იყოს, ეს კარგად ვიცი. ყველაზე უკეთ მე ვიცი, რა შემიძლია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვაჩვენო. მე ვიცი, ახლა რა დონეზე ვარ და პირდაპირ გეტყვით - ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი!

- და ბოლო კითხვაც: ძველ ბარსელონელებთან, ყოფილ თანაგუნდელებთან თუ ინარჩუნებთ ურთიერთობას?

- რა თქმა უნდა! ახლო მეგობრები ვართ მე და "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი. სამი წლის განმავლობაში ერთ ოთახში ვცხოვრობდით. დღესაც გვაქვს სისტემატური კავშირი. ჩემი მეგობრები არიან სერხი რობერტო, ჟერარდ დეოლოფეუ, რაფინია... რამდენიმე მაშინდელი ბარსელონელი დღეს ხიხონის "სპორტინგშია". ჩემი თანაგუნდელი იყო როჩინა, რომელიც დღეს "რუბინში" თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Ameri

ასე იტანს დაამდენ პასს აკეტებსო.... დადეთ სტატისტიკა და მკითხველი თვიტონ შEაფასებს ჭანტურიას როგორ თავდამსხმელს...

• Gela

გაუმარჯოს, ჭანტურიას!

• სოსო

გიო,შენ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.თუ შეძლებ და გუნდურად ათამაშდები,ნაკრებისთვის შეუცვლელი გახდები.წარმატებებსა და დიდ შრომას გისურვებ.

• Ilush

მოლდოვა ერთერთი სუსტი გუნდი კი არა ერთადერთი სუსტი გუნდია ჯიგარო... მეტი ოპტიმიზმი... სუსტი არცერთი გუნდი არაა დალშე, არც ჩვენი ნაკრები...;)საკუთარი თავის მიმართ ნუ იქნები ზედმეტად ოპტიმისტი და რაც შეეხება ნაკრებს ბოლო ორი თამაშით თუ ვიმსჯელებთ ფორმის პიკზეა და ყველა ნაკრებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა... სხვა ნაკრებებზეც ვერ ვიტყვით რო ზუსტია მოლდოვის ნაკრების გარდა... 1იანი ჰანდიკაპით ბიჭებო წინ! შემდეგ სამ თამაშში 9 ქულა გვინდა...

• კევლო

შეუბერე,მიდი.მთავარია რწმენა გქონდეს და ყველაფერი გამოგივა!

• George

ეს პროფესიონალის გარდა ყველაფერია

• haha

ოღონდ ვცდებოდე და თქვენ იყოთ მართალი. ჭანტურიას სიგრძის სანთელს დავანთებ.

• nazi

ოქრიაშვილი, ჩვენი ოქრო!!!!!!!!!!

• nikolozi

არ ვიცი რატომ, მაგრამ რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს, ასე იმედიანად ნაკრების მიმართ, არასოდეს ვყოფილვარ. ღმერთმა ქნას, რომ არ ვცდებოდე.

• giorgi

ბოლომდე დაიხარჯებით და გჯეროდეთ ვერავინ ვერ დაგჩაგრავთ, წარმატებებს გისურვებთ, აბა თქვენ იცით , ასახელეთ საქართველო, დროა უკვე სწორი ფეხბურთი ითამაშოთ, გასაქანი არ მისცეთ მოლდაველებს!

• guga

ჩვენს ფეხბურთელებს ხალხის უზღვავი სიყვარული წინ დახვდებათ და არასოდეს მოაკლდებათ თუ ასეთი შემართებით და რაც მთავარია ასეთი ფსიხიკითა და განწყობით მიუდგებიან საქმეს. შეიძლება ყველა თამაში ვერ მოიგო (ბრიტანული ვოიაჟი), ეს ფეხბურთია, მაგრამ ხალხს არაფერი გამოეპარება და ყველაფერს ზუსტად აფასებს. წარმატებები მისურვებია, თქვენი ჭირიმე!!!!!!!!.

• niko

აბა შენ იცი გიორგი!! თუ მასე გააგრძელებ, ტალანტი არასოდეს დაიკარგება. წარმატებები!!!!!!!!!

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება

ვანდა იკარდის ფულით საყვარელს საჩუქრებს უკეთებდა

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

გიორგი ჭანტურია "სპარტაკს" დამარცხებით ემუქრება

ვანდა ნარამ ინტიმური ვიდეო გამოაქვეყნა - ასე ერთობა იკარდის ყოფილი ცოლი 15 წლით უმცროს ახალ სიყვარულთან [VIDEO]

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს

გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

იკარდის ჩამონათვალი - მაურომ ის ადამიანები დაასახელა, ვისთანაც ვანდა ნარა ღალატობდა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჟოზე მოურინიოს ეპატიჟება

"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?