ვფიქრობთ, დროა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავისი ფერები დაუბრუნდეს
საქართველოს ნაკრები "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" იაპონიის ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნები" დღეს, 10 ნოემბერს, ღია ვარჯიშს გამართავენ, ხვალ კი ვაკის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები სტუმრების დასახვედრად ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. ფოტოებზე, რომლებიც ამ წერილს ახლავს, ვარჯიშის ეპიზოდებია ასახული. აღსანიშნავია და, ამასთან ერთად, სასიხარულოცაა, რომ სავარჯიშო კვართებზე შინდისფერი (ღვინისფერი) დეტალები გამოჩნდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გოგიტა ბუხაიძის ფოტოები

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 1989 წელს შეიქმნა და პირველივე მატჩში ზიმბაბვეს ნაკრებთან შინდისფერი კვართით შეიმოსა. სწორედ ამ ფერის სათამაშო ფორმით ასპარეზობდნენ "ბორჯღალოსნები" საერთაშორისო მატჩებში მრავალი წლის განმავლობაში და, მათ შორის, 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ ჩვენთვის პირველ მსოფლიოს თასზე.

2004 წელს ქვეყანაში ხელისუფლება რევოლუციური გზით შეიცვალა, რომელმაც დროშაც და ჰიმნიც გამოცვალა და ყველა სპორტული ფედერაცია, მათ შორის, რაგბის კავშირიც დაავალდებულა, რომ სათამაშო ფორმა დროშის ფერებში, თეთრ-წითელში გადაეწყვიტათ.

ერთი სიტყვით, დღემდე, ისევე, როგორც სპორტის სხვა სათამაშო სახეობებში, რაგბის ნაკრების ფორმაც თეთრ-წითელი იყო. ახლა, სხვა ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობთ, დროა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავისი ფერები დაუბრუნდეს. მით უფრო, რომ მრავალი მაგალითი არსებობს, როცა ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრები ეროვნული დროშის ფერებში არ თამაშობს. მაგალითად: ახალი ზელანდია, ავსტრალია, იტალია... ვფიქრობთ, საკმარისია.

არ გავკადნიერდებოდით და ნაკრებისთვის მისი ფერების დაბრუნებას არ ვითხოვდით, რომ არა რაგბის ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოკითხვაც კი მოეწყო, სადაც ნაკრების კვართის ფერთა შორის სწორედ შინდისფერმა (ღვინისფერმა) გაიმარჯვა.

კარგი იქნება, თუ საქართველოს რაგბის კავშირი ერთგული ქომაგების სურვილს და თხოვნას გაითვალისწინებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მის ფერებს დაუბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" შაბათს, ვაკის სტადიონზე იაპონიის ეროვნულ გუნდს 15 საათზე ეთამაშებიან.

საქართველო

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე-მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზიშვილი (ორივე-ტულონი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი).

მეორე ხაზი: გიორგი ნემასაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო).

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი).

#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი)

#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები)

#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი აფციაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)

#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

თადარიგი

გიორგი ჩხაიძე (დომონი), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი).

იაპონია

შერკინება: მასატაკა მიკამი, მალგენე ილაუა, კიოსუკე კაჯიკავა (სამივე-ტოშიბა), ტაკეში კიზუ (კობელკო), კენსუკე ჰატაკეიამა (სანტორი), კოტარო იატაბე, შუნსუკე ნუნომაკი, შოთა ჰორი (სამივე-პანასონიკი), ამანაკი მაფი (შინინგ არსი), სატოში ნაკატანი, კოკი იამამოტო, ტაკეში ჰინო, ჰეიჩირო იტო, უვე ჰელუ, იუჰიმარუ მიმურა, (ყველა-იამაჰა), იასუო იამაჯი, სამუელა ანისე (ორივე-ქენონი), შუჰერი მაცუჰაში (რიკოში).

უკანა ხაზი: ფუმიაკი ტანაკა (პანასონიკი), იუკი იატომი (იამაჰა), იუ ტამურა (გრინ როკეტსი), ჰარუმიჩი ტატეკავა (კუბოტა), კოტარო მაცუშიმა (სანტორი), აკიჰიტო იამადა (პანასონიკი), კენკი ფუკუოკა (პანასონიკი), კერნი ჰესკეთი (მუნაკატა), იასუტაკა სასაკურა (პანასონიკი), ჯუმპეი ოგურა (შინინგი), ტიმოთი ლაფაელე (რედ სპარკსი), ამანაკი ლოტოაჰეა (რიკოში), ლომანო ლემეკი (ჰონდა), ტაკაჰირო ოგავა (ტოშიბა).

ნოემბრის ტესტები

12 ნოემბერი

საქართველო-იაპონია

19 ნოემბერი

საქართველო-სამოა

26 ნოემბერი

შოტლანდია-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

droshebi
იტალიის დროშის ფერებია მწვანე, თეთრი და წითელი - აცვიათ ლურჯი, ზელანდიის და ავსტრალიის ორივე ლურჯი, წითელი ჯვრებით - აცვიათ შავი და ყვითელი. რას გადაეკიდეთ ავტორს? ჩვენებსაც ეცვათ შავი ფორმები თეთრ წითლად გაწყობილი, მარა შავი ეცვათ მაინც და როგორც მახსოვს შავი არ არის ჩვენს დროშაზე
bs
დაანებეთ პოლიტიკას თავი,ჰოლანდიას სულ არა აქვთ ნარინჯისფერი დროშაზე, მარა ნარინჯისფერი მათი ნაკრებების ფერია, იყოს ჩვენი შინდისფერი, სხვებისგან გამორჩეული, თორემ თეთრი ბევრს აქვს, თეთრ-წითელიც უამრავს აქვს. მით უმეტეს რომ შინდისფერი ჩვენს ძველ დროშას უკავშირდება, დამოუკიდებლობის მოპოვებას, თუნდაც ღვინის ფერს.
ლაშა
რა 90-იანები, დააბრუნეთ ნათელი ცითელი და თეთრი-დროშის ფერები, რა ღვინისფერი და რა ხაშისფერი რეებს ბოდავთ
გიორგი
რა მთავრობა, რა ფერები, რა დროშა, სტატიებს არავინ ამოწმებს? რა უბედურების ორღობეა
bidzinich
irakli, კარგი წინადადებაა. ვფიქრომ ლურჯი ფერი ძალიან ესიამოვნება ბიძინას.
merabi
90- იანები მართლა მძიმე გასახსენებელია მაგრამ ფორმას მგონი არაუშავს სტადიონზე უკეთესად გამოჩნდება
luxuta
დროშის ფერები სჯობს. ავტორს რომ კითხო დროშაც ძველიუნდა დავაბრუნოთ
Gocha
სამარცხვინო და პოლიტიზირებული სტაია! მე ყველა კვართი მიყვარს ბორჯღალოსნების და სათუყლთად უფრთხილდები ყველას! ღვინის ფერი რა ფერია? მე წითელი ღვნოც მიყვარს და თეთრიც. ალუბლის მურაბის ფერი დაწერეთ მაშინ უფრო ახლოს იქნებით. ასევე სამარცხვინოდ აყრით ნაცარს თვალებში იტალიელებს ,ზელანდიელებს და ავსტრალიელებს
pele
"ღვინისფერი" - ასეთი ფერი საერთოდ არ არსებობს. ფორმის შეცვლას კი მე მგონი ის ხალხი ლობირებს, ვინც ოლიმპიადაზე ჩვენი დელეგაციის ფორმები შეარჩია !!!
levani
რაის ავსტრალია იტალია ზელანდია არ თამაშობენ თავისი დროშის ფერებშიო?:D ესეთი სტატიები ნუ იდება ამ საიტზე სირცხვილია. გინახია მაინც თუნდაც ზელანდიის ფორმა რა და დროშა რა ფერია?:D
antaress
საქართველოში რევანშიზმი არასოდეს დამთავრდება ასე მგონია რას უწუნებს ავტორი იმ ფერებს რა ფერის მაისურებითაც იყო შემოსილი ნაკრები 2007 წელს 2011 წელს 2015 წელს თუ შედეგები იყო სამარცხვინო და გამხელა სცხვენია განსხვავებით 2003 წლის ჩემპიონატისგან სადაც გამოუცდელები ვიყავით სიმართლე უნდა ითქვას
irakli
როგორ ასიამოვნონ ბიძინას აგარ იციან რა სჰუასჰია წინა ხელისუფლება წიტელი თეთრი დროშის ფერია და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ბარებ ლურგები ჩააცვით და ქართული ოცნების ნაკრები დაარქვით
ნიკოლოზ
უნდა ხალხს, რომ გამორჩეული ფორმა გვეცვას ყ ელასგან და რას ერჩით? მითუმეტეს ნაკრები მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა ამ ფერის კვართბით. ისე ახსენებთ პოლიტიკას, თითქოს არ იცოდეთ, რომ წითელ-თეთრი ნაკარნახები იყო. მოკლდ, მე ვემხრობი შინდისფერს. სულ ცოტას მაინც უნდა ერკვეოდეს კაცი რაგბში, რომ მიხვდეს რაზეა ლაპარაკი, რატომ შინდისფერი და ა.შ.
giorgi
საშინელი ფერია .90-იან წლებს მახსენებს.რა უმრავლესობა ფაცებოოკზე რამდენიმე ატასი კაცის ხმა არის მუმრავლესობა?!
ეროვნული
ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ნიკო ბური(ბაგრატიონი) თავის მოგონებებში წერდა:დღესასწაულებზე ქართველები ეროვნულ(!) შინდისფერ ჩოხებს იცვამდნენო! ასე რომ ვიღაცის ხუშტურებზე ჩაცმული წითელი(კაზაკური)ჩოხა და კვართი ნამდვილად არ გამოგვადგება!
valderrama
უაზროდ პოლიტიზირებული სტატიაა
ნიკოლოზ
რა აბსოლუტური უმრავლესობა,რას ურევთ
gio
ეგ ღვინისფერი მარქსისტული მთავრობის მოტანილია 1918 წელში. მაგარი თარსი გამოდგა მარქსისტებივით და რაღა ახლა ჩააცვით ბიჭებს, მოგება რომ გვინდა ჰაერივით?
Jorge
ყვარყვარე თუთაბერიც დროშის ფერს აქცევდა ყურადღებას და ინახავდა.ხელისუფლება რა შუაშია-დროშა გვაქვს სხვა ფერის და გუნდებიც ამ ფერებით გამოდიან.რომელი ქვეყნის გუნდები გამოდიან სახელმწიფო დროშისგან განსხვავებული ფერის ფორმებით-ვერ ვიხსენებ.აბსურდამდე მიდიხართ და სამარცხონოდ იქცევით..
ბს
ჰოლანდიას სულ არა აქვთ ნარინჯისფერი დროშაზე, მარა ნარინჯისფერი მათი ნაკრებების ფერია, იყოს ჩვენი შინდისფერი, სხვებისგან გამორჩეული, თორემ თეთრი ბევრს აქვს, თეთრ-წითელიც უამრავს აქვს. მით უმეტეს რომ შინდისფერი ჩვენს ძველ დროშას უკავშირდება, დამოუკიდებლობის მოპოვებას, თუნდაც ღვინის ფერს.
სილო
ღვინისფერი? რომელი ღვინისფერი, წითელი, შავი თუ თეთრი? რომელი გინდა ბესიკა? თუმცა ღვინისფერში როგორც მახსოვს წითელი (მოწითალო)იგულისხმება.
irakli
მოიგონ და რა ფერიც გინდა ის სცმიათ, მაგრამ ეს ფორმა რითი ჯობია სხვა დანარჩენებს მაინც ვერ მივხვდი. რა შუაშია აქ ხელისუფლება? მე პირადად არ მომწონს ასე წარამარა კვართის ფერთა ცვლა. აირჩიონ ერთი ფერი და იყოს სამუდამოდ….რა ფერიც გინდა იყოს….
ანდრი
წაკითხულს რომ ვერ გაიგებ და..... წიაღსვლებიო :)))))))
გიორგი
"მით უფრო, რომ მრავალი მაგალითი არსებობს, როცა ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრები ეროვნული დროშის ფერებში არ თამაშობს. მაგალითად: ახალი ზელანდია, ავსტრალია, იტალია... ვფიქრობთ, საკმარისია". - დარწმუნებული ხარ? :D
ირაკლი
ჩვენ ხო არ გვეღირსა ნორმალური ფორმა. შნდისფერი არა ყავისფერი კიდე. შეხედეთ ვინმეს, თუ თვითონ არ შეგიძლიათ. ინგლისს მივბაძოთ ბატონო. სულ სადა, დახვეწილი ფორმები აქვთ. აგვეღო და გვქონოდა თეთრი ქათქათა ფორმა.
gocha
ნეტა მოგცლიათ რაა.სხვა საფიქრალი აღარ გაქვთ?
ჯონდო
ბოდიში და ბნ ბესიკ ახლა გამოიღვიძეთ 4 წელია ეს ხელისუფლებაა და პლიუს რა საერთოა ღვინისფერსა და ჩვენ დროშაზე არსებულ წითელს შორის? თუ შინდისფერი მოგწონთ პირდაპირ ასე დაწერეთ რათ უნდა ამას მიდებ მოდება და უაზრო წაიღსვლები. წარმატებები ბიჭებს
რეზო
მშვენიერია, თუ სიმართლეა
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!