ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გიორგი ქვილითაია: არ ვიცი, ეს ფაქტი როგორ აისახება ჩემს მომავალზე...

გიორგი ქვილითაია: არ ვიცი, ეს ფაქტი როგორ აისახება ჩემს მომავალზე...

"ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთული თამაშიც გველის. მოლდოვა სრული მობილიზაციით ითამაშებს"
ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან შეხვედრისთვის გამოძახებულთა შორის გიორგი ქვილითაია ამჯერადაც დაასახელა. საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ სლოვაკი სპეციალისტი 23 წლის თავდამსხმელს რეგულარულად იწვევს შეკრებებზე, მაის-ივნისის სამივე ამხანაგურ მატჩში კი თავის გამოჩენის შანსიც მისცა...

ქვილითაია ახლა კარგ ხასიათზე შეუერთდა სამოლდოვე სამზადისში მყოფ ეროვნულ გუნდს. თბილისის "დინამოდან" ავსტრიული ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ ვენის "რაპიდში" გადასულმა თავდამსხმელმა ევროპალიგაზე "სასუოლთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში ბოლო წუთზე გატანილი გოლით გუნდი წაგებას გადაარჩინა (2:2).

მართალია, სადებიუტო გოლი ავსტრიის თასზე ლინცის "ბლაუ ვაისთან" გაიტანა, მაგრამ ევროთასზე რომ გაიტან, თან უმნიშვნელოვანეს გოლს, ეს მაინც სხვაგვარად ფასობს. ქვილითაიაც ამას ამბობს - იტალიური გუნდის კარში გატანილი გოლით უფრო თავდაჯერებული გავხდიო...

- ვენის "რაპიდში" თქვენი გადასვლა ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. საქართველოს ჩემპიონატიდან ასეთ ცნობილ კლუბში მოხვედრა იოლი არ არის...

- გეთანხმებით, ავსტრიელთა ინტერესი ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- თუმცა, ახალ გუნდთან შეჩვევას დრო სჭირდება...

- რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ არის ადვილი საქმე.

- ევროპალიგაზე გოლის გატანა კარგი ამბავია. რას ფიქრობთ, თავის დამკვიდრებაში ეს დაგეხმარებათ თუ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ დასამტკიცებელი?

- "რაპიდის" მსგავსი ცნობილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მართლაც არ არის ადვილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ "დინამოდან" ტრავმირებული წავედი და ავსტრიაში თვე და 10 დღე ვმკურნალობდი.

- სხვათა შორის, ეს მართლა საინტერესოა - ტრავმირებულს კონტრაქტი როგორ გაგიფორმეს?

- ტრავმა სერიოზული რომ იყო, სამედიცინო შემოწმებისას არ გამოჩნდა, მაგრამ რომ ჩავედი, ცოტა ხანი ვივარჯიშე და ეტყობა, პრობლემები ამის გამო შემექმნა. მერე მოვმჯობინდი, ამხანაგურებში მათამაშეს და ნელ-ნელა გუნდსაც შევეგუე.

"რაპიდი" ის კლუბი არ არის, ამდენი ხნით უთამაშებელი თავდამსხმელი ეგრევე ძირითადში დააყენონ. თანაც, გერმანული "ჰოფენჰაიმიდან" საკმაოდ ძლიერი ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟოელინტონი ინათხოვრეს. მაგრამ მწვრთნელი მენდობოდა, შეცვლაზე შევყავდი და ცდილობდა, გუნდს შევჩვეოდი. მერე უკვე ძირითადშიც მათამაშა, ავსტრიის თასზე გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე. "სასუოლოსთან" მატჩში კი შეცვლაზე შემიყვანა, მაგრამ გავიტანე და ამის შემდეგ ავსტრიული ბუნდესლიგის მორიგ ტურში, "ვოლფსბერგერთან", ძირითადშიც დამაყენა.

თუმცა საკუთარ თავს გაცილებით მეტ შედეგიანობას ვთხოვ და ეს ბუნებრივიცაა. თავდამსხმელის საქმე ხომ გოლების გატანაა.

- თუმცა, "რაპიდის" მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი მოხსნეს. არადა, ავსტრიაში სწორედ მათ მიგიწვიეს. ეს გუნდში თქვენს მდგომარეობაზე გავლენას ხომ არ მოახდენს?

- დიახ, ზუსტად ის ორი ადამიანი მოხსნეს, რომლებმაც "რაპიდში" მიმიყვანეს. არ ვიცი, ეს ამბავი ჩემზე როგორ აისახება, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო თამაშების შემდეგ გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს, ყურადღებასა და მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- გასაგებია, მაგრამ გულშემატკივრების მხრიდან სიმპათია ერთია, ძირითად შემადგენლობას კი მთავარი მწვრთნელი არჩევს...

- მესმის, მაგრამ იქ გულშემატკივრის აზრს ყველა ითვალისწინებს, მათ შორის, მწვრთნელებიც. "ბლაუ ვაისთან" სათასო შეხვედრის შემდეგ საკმაოდ აქტიურად მოითხოვდნენ, რომ ჩემთვის ძირითად შემადგენლობაშიც მოეცათ შანსი.

- საქართველოდან წასული მოთამაშე ავსტრიულ ფეხბურთს უკვე ისე შეეგუეთ, რომ "რაპიდის" ძირითადში სათამაშოდ მზად ხართ?

- ერთი მთავარი პრობლემა, ენობრივი ბარიერი, არ მქონია, რადგან გუნდში ბევრი ლეგიონერია და ისინი ინგლისურად ლაპარაკობენ. ინგლისური მეც ვიცი. სხვათა შორის, უნგრეთში თამაშის დროს, რაღაც დონეზე, სერბული და ხორვატიულიც კი ავითვისე.

- უნგრეთში ისწავლეთ სერბული და ხორვატიული?

- დიახ, "დიორში" ბევრი ბალკანელი იყო და ურთიერთობაში ბევრი სიტყვა თავისდაუნებურად ვისწავლე. ავსტრიაშიც ბევრი ბალკანელია და მათთან ურთიერთობა მიადვილდება. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ელოდნენ, ჩასვლისთანავე ავთამაშდებოდი. მე კი ამ დროს დავშავდი...

- დატვირთვებს შეეგუეთ?

- ეს არ გამჭირვებია, რადგან ლამის ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ - ბუნდესლიგა, ევროპის ლიგა... დიდი დატვირთვები არც გვქონია. ამის გარეშე კი ფორმაში შესვლა გამიჭირდა. ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ გუნდური დატვირთვები მაინც სხვაა. თუმცა საქართველოს შემდეგ სხვაობა აშკარად იგრძნობა, გაცილებით მეტი სისწრაფეებია და ორთაბრძოლებიც ბევრად რთულია.

- მერე? ავსტრიულ ტალღაზე გადაეწყვეთ?

- არა, ჯერ დრო და შეჩვევა კიდევ მჭირდება...

- ფიზიკურ მომზადებაშიც?

- არა, სხვა რამეს ვგულისხმობ. დრო თუნდაც იმაში მჭირდება, რომ გავიგო, ავსტრიაში რა ტიპის მცველები არიან. ევროპის ლიგაზე გამოსვლა კი იმის გაგებაში დამეხმარა, ამ დონეზე რა სახის მომზადება იყო საჭირო და მეტოქისთვის რა უნდა დამეპირისპირებინა. ამავე დროს, აუცილებელია საკუთარი გუნდისა და თანაგუნდელების შესწავლაც, რომ ვიცოდე, ვინ როდის აკეთებს და ახერხებს პასს, ვის როგორ და როდის გავეხსნა, რომ ბურთი საჭირო დროს მომაწოდოს...

ბევრი წვრილმანია, ყველას ვერც გავიხსენებ და ვერც ჩამოვთვლი. მაგალითად, "დინამოში" ვიცოდი, როდის მომაწვდიდა პასს იაშვილი... არადა, როგორ დროულად და საჭირო მომენტში იცოდა პასის გაკეთება, როგორ გრძნობდა მომენტს... "რაპიდში" კი ჯერ არ ვიცი, ვინ რისი გამკეთებელია და ბურთზე წავიდე თუ არა. მიმიხვდით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? "დინამოში" კი კარისკენ თვალდახუჭული გავრბოდი, რადგან ვიცოდი, რომ "იაშკა" ზუსტ პასს მომცემდა...

ასეა, ჯერ თანაგუნდელები უნდა შეისწავლო და მერე - ჩემპიონატს აუღო ალღო. ზამთრამდე ადაპტაცია უნდა დავასრულო და მიმაჩნია, რომ "რაპიდში" სრულფასოვნად ამის შემდეგ ავთამაშდები.

- იმავე კუთხით რომ განვიხილოთ საქართველოს ნაკრებიც, ყველა თანაგუნდელი გყავთ შესწავლილი? ან არის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც იცის, ბურთი როდის მოგაწოდოთ?

- რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაში უფრო მიადვილდება, რადგან ვიცი, ვინ ვინ არის და რა შეუძლია. თანაც, სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან ვითამაშე და ბიჭები კიდევ უფრო კარგად გავიცანი.

- ნაკრების თემით დავამთავროთ. მოლდოვასთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია...

- ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთული თამაშიც გველის. მოლდოვა სრული მობილიზაციით ითამაშებს. მაგრამ ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ერთადერთი, რაც დაგვაკმაყოფილებს, მხოლოდ 3 ქულა იქნება. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

გიორგი ისე მოლდაველებზე უფრო მობილიზებულები თქვენ უნდა გახვიდეთ სათამაშოდ მინდორზე, რადგან საკუთარ გულშემატკივარს დაუმტკიცოთ რომ, შეგიძლიათ თამაში!

• ნიკო-სტუდენტი ვენიდან

ქართველები რომ არაადეკვატურები ვართ აზროვნებაშიც, ამ კომენტარებშიც კარგად ჩანს (Dato, llcl). რა აზროვნებაა!! გაუგებარია პირდაპირ... Dato-ს საყურადღებოდ. რაპიდში მარტო იმიტომ ღირს თამაში, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ვენაში მაინც იცხოვრებ. თუმცა ამას შენ ვერასოდეს გაიგებ. მე კი ქვილითაის გამო, სტადიონზეც დავიწყე სიარული.

• ნუგო

llcl, მიდი რა გაეცალე აქაურობას..... რაპიდი!!! ხო რაპიდი და ასტანა ყაზახეთი ან გაბალა აზერბაიჯანი. ვერ ხედავ სხვაობას? მაშინ კიდევ ერთხელ გიმეორებ, გაეცალე აქაურობას. გამომივიდა აქ...... ქვილითაის კი წარმატებებს და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას უსურვებ.

• Dato

ეს ქვილითაია ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა. თბილისის დინამოს თამაშები ჰქონდა ზაგრების დინამოსთან და პაოკთან და არც ერთ თამაშში არ მიიღო მონაწილეობა, ტრავმა მოიმიზეზა. თბილისის დინამო რომ პაოკს ეთამაშებოდა, ეგ რაპიდის თამაშზე იჯდა. მართლაც ტრავმირებული რომ ყოფილიყო, საგულშემატკივროდ მაინც დარჩენილიყო გუნდთან. ეგ და ჯიქიას მსგავსები ნამდვილად არ სჭირდება ქართლ ფეხბურთს.

• ioseb

დააბრუნეთ იაშკა......

• llcl

რაპიდის ძირითადში მოხვედრა, რაპიდის დარი გუნდი, რა გჭირთ ამ ჟურნალისტებს, რა რაპიდი, რის რაპიდი ან რომელი გრანდი ეგაა, რომ საამაყოდ გვაქვს საქმე. წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს და იმედია უახლოეს მომავალში რაპიდის ძირითადში მოხვედრით აღარ ვიქნებით ამაყები და უფრო დიდი მიზნები ექნებათ ჩვენს ბიჭებს

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კვარაცხელიას და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ

ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]

[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა

მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა

გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება

ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს