10 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა
10 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელიც 7 საათს გაგრძელდა.

სხდომაზე სხვადასხვა დარღვევის გარდა, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებული ანგარიშები განიხილეს.

სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა რაპორტი, გაეცნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურისგან მიღებულ შუამდგომლობებსა და დამატებით მასალებს, მოუსმინეს მხარეებს და დაადგინეს:

1. საფეხბურთო კლუბი ხარაგაულის "ჩხერიმელა" თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ ზედიზედ ორ რაპორტში მოხვედრის გამო დაჯარიმებულია 10 000 ლარით და მოხსნილია პირველი ლიგის გათამაშებიდან. გადაწყდა, რომ დარჩენილ მატჩებში ჩაეთვალოს 0:3 წაგება, ხოლო აქამდე ჩატარებული მატჩების შედეგები დარჩეს ძალაში და მის მიერ დაგროვილი ქულების ანულირება მოხდეს.

2. საფეხბურთო კლუბი ხონის "იმერეთი", თფა-ს რაპორტის მიხედვით, მხილებულ იქნა თბილისის "მარკ სტარსთან" მატჩის შედეგზე მანიპულირებაში. მატჩის ანგარიში გაუქმდა, "იმერეთს" პირველი ლიგის გათამაშებაში დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხოლო "მარკ სტარსს" ჩამოერთვა 3 ქულა.

3. ზუგდიდის "ოდიში 1919" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" გამართული მატჩის შედეგზე შესაძლო მანიპულირების გამო დაისაჯა 6 ქულის დაკლებით და 10 000 ლარით.

4. ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ხელმეორედ განიხილა მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის საკითხი და თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება მატჩის შედეგის გაუქმებისა და გუნდებისთვის 6-6 ქულის ჩამორთმევის, ასევე, 10-10 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა.

სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აგრძელებს მუშაობას საეჭვო მატჩების გამოსავლენად, რადგან მსგავსი ქმედებები უპირველესად აზარალებს ქართულ ფეხბურთს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კლუბებს, დაიცვან სამართლიანი თამაშის პრინციპები, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ითანამშრომლონ სფფ-სთან, არ შევიდნენ გარიგებაში.

თფა-ს ანგარიშების გარდა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სხვა საკითხებიც, რომლებზეც მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი ვლადიმირ კორობკა დაისაჯა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2000 ლარით.

2. "ზუგდიდი" - "სიონის" მატჩზე გულშემატკივრების ქცევის გამო "ზუგდიდი" დაისაჯა 6500 ლარით და მასპინძლის სტატუსით გამართულ მომდევნო მატჩში ითამაშებს უმაყურებლოდ.

3. მეორე ლიგაში "გარეჯი" - "დურუჯის" შეხვედრაში მასპინძელთა ფეხბურთელი ზაზა კობახიძე მსაჯის მიმართ მუქარის შემცველი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაისაჯა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 750 ლარით.

4. მეორე ლიგის მონაწილე კლუბს, სენაკის "ეგრისს" დებულების დარღვევის გამო - უცხო ქვეყნის მოქალაქის არამართლზომიერი მონაწილეობა - სამ მატჩში, ზუგდიდის "ჩელასთან", ჩხოროწყუს "ლესიჭინესთან" და ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" ჩაეთვალა 0:3 წაგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

lurjimela
სამგურალს რამდენჯერ უნდა აარიდონ თვალი, 0-6 იმერეთთან რა იყო. ვინ ტყუვდება ამით კარგით რა. თუ სამგურალის აწევა თავიდანვე გეგმაში გქონდათ?
sapovnela
საინტერესოა "მარკ სტარი" -"მერანის" მატჩი თუ ნახეთ მარტვილის მეკარემ რა გოლი გაუშვა და საერთოდ ძალიამ მოხშირდა ასეთი გოლები პირველ ლიგაში და რისი მიმანიშნებელია ალბათ ყველა ხვდებით
imeda qobuleteli
თავის გამართლება არ ეშლებათ ახლა "ჩიხურა" წამოუწვება "გურიას' , როგორც პირველ მატჩში ეს ხომ წინასწარ იყო დაგეგმილი ალა კი მიზეზი აქვთ საჩემპიონო პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთო ფეხბურტელები უნდა დავასვენოთო საინტერესოა ამ ფაქტზე რა რეაქცია ექნება ფედერაციას ანაც როგორ ვერ დაინახეს, რომ საჩხერე მტელი ჩემპიონატია მაიმუნობს ვერცერთი უმაღლესი ლიფის ჩაწყობილი მატცი ვერ აღმოაცინეს სასაცილოა
Celearena
imeda cxinvaleli ნაღდი ხარ, მოტივაცია არ გვაქვსო და დათმობენ საჩხერელები თამაშს ეჭვი არავის შეეპაროს. ვაძლევი გარანტიას, თუ ამას იკადრებენ საჩემპიონო თამაშს ისე წააგებენ როგორც მარტვილში თასზე
imeda cxinvaleli
იმედია სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური კარგად დააკვირდება ლანჩხუთში გურიას და ჩიხურას თამაშს, იმიტომ რომ წინასწარ იცის ყველამ, რომ საჩხერე დაწვება. აბა, თქვენ იცით//////////////////////////////////////////////////// თორემ დაბალ ღობეზე გადახტომა იოლია
gladiatori
ან ლიახვი-სამგურალიც ხომ იყო ჩაცყოფილი ან ხონი-ლიახვი
gulshematkivari
სალხინო ბეთლემზე გაირკვა რამე?
gladiatori
ხარაგაული-წყალტუბო 1-6 ტუ ხარაგაული დაისაჯა მეორე გუნდი რატომ არ დასაჯეტ ორივე გუნდი მონაწილეობდა გარიგებასჰი
gladiatori
წყალტუბო-ცჰხერიმელა 4-3 ლიახვი-სამგურალი 3-5 ცჰხერიმელა-სამგურალი 1-6 იმერეტი-სამგურალი 6-0 ყველა ეს ტამაში გაკეტებული იყო. მეტი გოლი. ტვალი გაახილეტ. წველგან სამგურალი ურევია და უნდა დაისაჯოს
gladiatori
ხარაგაული-წყალტუბო 1-6 ტუ ხარაგაული დაისაჯა მეორე გუნდი რატომ არ დასაჯეტ ორივე გუნდი მონაწილეობდა გარიგებასჰი
gulshematkivari
გუშინდელ სალხინო ბეთლემის თამაშზე ისმის რამე ახალი?
ozurgeti
საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ კომენტარის სახით მიპასუხოთ თუ ხართ ინფორმირებული ან თუ შეგიძლიათ გაარკვიოთ სალხინო ბეთლემის შეხვედრაზე,რამეს აპირებს ფედერაცია?განიხილავენ საერთოდ თუ არა,გთხოვთ ძალიან,მიპასუხეთ რამე,გაურკვევლობაშია გულშემატკივარი
ozurgeti
გუშინდელ თამაშზე როდის იმსჯელებს ნეტავ ფედერაცია?ან იმსჯელებს კი საერთოდ?გუშინ რაც მოხდა მარტვილში ეგ ფეხბურთი იყო საერთოდ?ძაან კარგია ეს სიმკაცრე,უფრო მეტი უნდა იყოს ჯარიმები,უნამუსოდ არ მოიქცევიან,იქნებ მომწეროთ აქ კომენტარის სახით,იგეგმება მსჯელობა გუშინ მარტვილის სალხინოსა და ქედის ბეთლემის გარიგებულ თამაშთან დაკავშირებით?საეჭვო რომ იყო ფაქტია,იქნებ გამოიძიონ ეგეც,თუ მართლაც მოიგეს და არ იმაიმუნეს შეარგოთ ღმერთმა მაგრამ ეს ხომ არარეალურია რაც მოხდა მარტვილში
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი. I მატჩები: "გურიამ" "სამეგრელო" გაანადგურა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოს" ფანებს ვპირდები, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ორი ცვლილებაა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1 - "ქართული ლესტერი" [VIDEO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ქუთაისის "ტორპედო": კორობკა მოდის, საბანაძე უკვე სამტრედიაშია
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება