მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო მატჩი. ევროპა. D ჯგუფი. IV ტური
საქართველოს ნაკრებმა შინ ვერ მოუგო მოლდოვას. მათემატიკა მათემატიკოსებს მივანდოთ, ბევრი ქართველისთვის კი "დინამო არენაზე" ერთხელაც მოეწყო "ოცნებათა სასაფლაო" - ნაკრებს, რომელიც საკუთარ მოედანზე ვერ უგებს მოლდოვას, დიდ მიზნებს ვერ დაუსახავ...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის წინ

საქართველოს ნაკრებს დააკლდნენ ტრავმირებული ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. ამის გამო ვლადიმირ ვაისს ტაქტიკური განლაგება არ შეუცვლია.

ვისთვის როგორ, ჩემთვის კი დიდი მოულოდნელობა იყო ჯაბა კანკავას სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ნაკრების კაპიტანი თანდათან შედის ფორმაში, "რეიმსში" უკვე სისტემატურად თამაშობს, მაგრამ... მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა...

ძირითადში ვიხილეთ გიორგი ჭანტურია. გიორგი ქვილითაიამ კი ბოლო ვარჯიშზე დაშავებული ლევან მჭედლიძე შეცვალა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ვენის "რაპიდის" შემტევმა ნდობის მნიშვნელოვანი ვოტუმი მიიღო...

თავის მხრივ, წამყვან მოთამაშეთა არყოფნის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მოლდოვაც - არტურ იონიცა, იგორ არმაში, იგორ ჩებოტარი და ანდრეი კოჟოკარი მეტოქისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

და კიდევ: მატჩის წინ გულშემატკივარმა ქვეყნის პირველი გუნდიდან გააცილა 34 წლის ალეკო ამისულაშვილი...

გამოუყენებელი მომენტების ტაიმი

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გავიტანეთ მხოლოდ ერთი ბურთი და ერთხელაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა.

მართლაც, თუ გაქვს საშუალო კლასი მაინც, ამდენი შანსი ქარს არ უნდა გაატანო. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს შეეძლო, თამაშის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს მხოლოდ ნახევარი საათი.

თანამედროვე ფეხბურთში ვერაფერს გამორჩები, როცა მხოლოდ ნახევარ საათს თამაშობ. დანარჩენი 60 წუთის განმავლობაში ჩვენს გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია. პირველ ტაიმშიც კი, რომელიც თითქოს მთლიანობაში ჩვენი იყო, მეტოქემ გვარიანად გვანერვიულა...

პირველი 15 წუთი მოლდოველების იყო და მაგრად გაგვიმართლა, გოლი რომ არ გავუშვით. ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილ გოლს ჩვენი მომენტების წყება მოჰყვა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დიდი ანგარიშით მოვიგებდით, თუმცა...

დამთავრდა პირველი ტაიმი და ჩვენი თამაშიც დამთავრდა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. მეორე ტაიმი იყო უსუსტესი 45 წუთი საქართველოს ნაკრების ისტორიაში და არც ის გვგონია, ვაისის მიერ გაწვრთნილ რომელიმე გუნდს თუ ნაკრებს ოდესმე ასეთი სუსტი ტაიმი ჩაეტარებინოს...

ვინ აგებს მეორე ტაიმს?

ნათქვამია, რომ მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს. თუ ამ ოდინდელ დაუწერელ კანონს სიმართლედ მივიჩნევთ, მაშინ პირდაპირ უნდა დავწეროთ - იგორ დობროვოლსკიმ მეორე ტაიმი აშკარად მოუგო ჩვენი ნაკრების თავკაცს. მოლდოვა მეორე ტაიმში ჩვენზე უკეთესი იყო. რაღა შორს წავიდეთ - დროის ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრებს საგოლე მომენტი საერთოდ არ ჰქონია.

მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე ვაისმა მინდორზე ჯაბა კანკავა შეუშვა. ამას ნამდვილად ველოდით, მაგრამ არა - ეული ფორვარდის (ქვილითაია) ნაცვლად. სავარაუდო იყო, რომ კაპიტანი რომელიმე შუახაზელს შეცვლიდა...

თამაში გადაეწყო. ვაკო ყაზაიშვილმა თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა, მისი ადგილი კი ვაკო გვილიამ შეავსო, კანკავა კი ცენტრში ბუბა დაუშვილს შეუწყვილდა.

ამ ცვლილებამ საქართველოს ნაკრების თამაში კიდევ უფრო არია. ვაისი მალევე მიხვდა, რომ მოლდოვის ნაკრებთან უთავდამსხმელოდ თამაში არ ივარგებდა და მოედანზე ლადო დვალიშვილი (გვილიას ნაცვლად) შეუშვა.

არ ვიცი, სხვამ როგორ დაინახა, მაგრამ ჩემი აზრია - გვილია გავიდა თუ არა, საქართველოს ნაკრების თამაშში კონსტრუქციული გარჯის მცირე ელემენტებიც კი დაიკარგა.

გვილია რამდენჯერმე შეცდა, თუმცა ის მაინც გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრებში, გიორგი ჭანტურიასთან ერთად. ვფიქრობ, შეცდომა იყო მისი გაყვანა. ფაქტია, როცა გოლი გავუშვით და მოგებისთვის დრო გვქონდა, მეტოქის კარზე იერიშები ვერ მივიტანეთ, "დაარტყი და გაიქეცის" მივეძალეთ, ნაკრების თამაშს აზრის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა.

მე მაინც მგონია, რომ იმ გადამწყვეტ მომენტში გვილიას პასის კულტურით შეეძლო, სარგებლობა მოეტანა ჩვენი გუნდისთვის...

მეათასედ, მაგრამ მაინც...

ჩვენც დავიღალეთ და მკითხველიც დავღალეთ, ალბათ, იმ ქრონიკულ პრობლემაზე წერით, რასაც უთავდამსხმელობა ჰქვია. შაბათს ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ძალიან, ძალიან ნათლად გამოჩნდა.

ლევან მჭედლიძეს საქართველოს ნაკრების თამაშში დიდი როლი აქვს. ის რომ მინდორზე ყოფილიყო, ვთქვათ, თორნიკე ოქრიაშვილს მეტი სივრცე ექნებოდა - მჭედლიძე მცველებს "დააბამდა", მოლდოველებს გაუჭირდებოდათ ასე მჭიდროდ ჩვენი ლიდერების აყვანა მეორე ტაიმში.

მეათასედ, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ გვყავს გამტანი ფორვარდი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, როცა საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ვერაფრით გამოირჩევი, სანაკრებო ასპარეზზე ძალიან გაგიჭირდება...

ნახევარი საათის ფეხბურთელები?!

ბარე ორჯერ ვუყურე ამ თამაშს და ვერ ვიტყვი, რომ შედეგი უსამართლოა. 60 წუთის განმავლობაში მოლდოვა ჩვენზე უკეთესი იყო. იგორ დობროვოლსკის გუნდმა თავს მოგვახვია საკუთარი თამაში და ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა - საქართველოს ნაკრები აშკარად დააღალატა ფიზიკურმა მომზადებამ.

აქ ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ. სასაცილოც კია იმაზე წერა, რომ თანამედროვე ფეხბურთელს, თუ ის საკუთარ თავს სანაკრებოდ ვარგისად მიიჩნევს, 90 წუთის თანაბრად ჩატარების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარად დაიღალა, მოლდოვა კი ყოჩაღად იყო. არ გვინდა ბოლომდე დავიჯეროთ, მაგრამ "დინამო არენაზე" ასე გამოჩნდა - ჩვენს ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლია ასე თუ ისე მისაღებ დონეზე ფეხბურთის თამაში.

არა მსაჯითა ხოლო...

ძალიან ცუდად განსაჯა მატჩი ბულგარელმა არბიტრმა გეორგი კაბაკოვმა. ჭანტურიას მომენტზე თავს ვერ დავდებ და როცა ოქრიაშვილი წააქციეს, აშკარა პენალტი იყო.

საქმე მხოლოდ ეს არ არის. ბულგარელი მსაჯი თითქმის ყველა საკამათო ეპიზოდში მოწინააღმდეგის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მოლდოვის დონის გუნდს საშინაო შეხვედრა ნებისმიერი მსაჯობის ფონზე უნდა მოუგო!

მატჩის შემდეგ

ვლადიმირ ვაისი: შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ

იგორ დობროვოლსკი: ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი სამართლიანია

გიორგი ჭანტურია: ფაქტია, ვპროგრესირებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ

თორნიკე ოქრიაშვილი: ვულოცავ გაცკანს - მან კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი

ჯაბა კანკავა: მოლდოვამ ბრძოლისუნარიანობით გვაჯობა

გურამ კაშია: გაცკანს მაინცდამაინც ჩვენთან გამოუვიდა

ლადო დვალიშვილი: ვაისს ჩვენთვის შესვენებაზე ეს დავალება ნამდვილად არ მოუცია

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო მატჩი. ევროპა. D ჯგუფი. IV ტური

12.11. თბილისი. "დინამო არენა". 40 000 მაყურებელი

საქართველო-მოლდოვა 1:1

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (16), 1:1 გაცკანი (78)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი - გვილია (71. დვალიშვილი), დაუშვილი - ჭანტურია, ყაზაიშვილი (80. სხირტლაძე), ოქრიაშვილი - ქვილითაია (64. კანკავა).

სათადარიგოები: კვასხვაძე, რევიშვილი, ჯიღაური, ხოჭოლავა, კიტეიშვილი, კობახიძე, ლიპარტია, უ. ლობჟანიძე, არაბიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მოლდოვა (4-2-3-1): ჩებანუ - რაკუ (41. გოლოვატენკო), პოსმაკი, ეპურეანუ, ბოლოჰანი - ბორდიანი, გაცკანი - იადრანი, მიჰალიოვი (77. ანდრონიკი), სიდორენკო (70. ანტონიუკი) - ბუგაიოვი.

სათადარიგოები: ნამაშკო, კარპი, კასკავალი, გინსარი, ივანოვი, ზასავიჩი.

მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი

გაფრთხილება: დაუშვილი (24), მიჰალიოვი (26), ბორდიანი (56), ოქრიაშვილი (84), სხირტლაძე (88)

არბიტრი: გ. კაბაკოვი (ბულგარეთი)

სტატისტიკა

6 კარში დარტყმა 8

2 მიზანში დარტყმა 3

3 კუთხური 5

1 თამაშგარე 8

24 ჯარიმა 20

423 პასი 234

360 ზუსტი პასი 170

58% ბურთის ფლობა 42%

სტენოგრამა

2' - მოლდოველთა კონტრშეტევა. კვირკველია ბუგაიოვის დარტყმულს აფარებს.

5' - კუთხურიდან ჩაწოდებულ და მცველთაგან ამოტანილ ბურთს გაცკანი ურტყამს. ბურთი მცირე მანძილით სცდება მიზანს. აშკარად გადავრჩით.

16' - 1:0. ნავალოვსკის ჩაწოდება. ქვილითაია ყაზაიშვილს უგდებს ბურთი. ყაზაიშვილი წამით თავისუფლდება მეურვისგან და შორეულ, დაბალ კუთხეში ლამაზი გოლი გააქვს.

17' - კიდევ ერთხელ გადავრჩით, ამჯერად, სიდორენკოს დარტყმის შემდეგ.

28' - ჭანტურია-ყაზაიშვილი-ოქრიაშვილის სამსვლიანი კომბინაცია. ოქრიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ სცდება მოლდოველთა კარს.

31' - ერთიმეორის მიყოლებით ვერ გააქვთ ქვილითაიასა (მეკარემ იყოჩაღა) და ყაზაიშვილს (დაუფარეს).

60' - ჭანტურია შედის საჯარიმოში და ეცემა. კონტაქტი არის, მაგრამ მოლდოველ მცველს ქართველი შემტევიც იჭერს.

61' - ბუგაიოვს წამით ასწრებს ლორია.

63' - ოქრიაშვილი შედის საჯარიმოში და მის წინააღმდეგ აშკარად ირღვევა თამაშის წესი. მსაჯი არ ნიშნავს 11-მეტრიანს.

68' - იადრანის მიერ ახლოდან დარტყმულს დაუშვილი ეღობება.

77' - ანტონიუკის დარტყმა და ლორია ადგილზეა.

78' - გაცკანი საჯარიმოს კუთხიდან შემოტრიალებით უტყამს. ლორიას კარი "დაკარგული" აქვს. მოლდოველთა ლიდერს ულამაზესი გოლი გააქვს.

90' - გოლოვატენკოს თავური და ფორტუნამ გაგვიღიმა.

მომდევნო ტური

24 მარტი, 2017

საქართველო-სერბეთი

ავსტრია-მოლდოვა

ირლანდია-უელსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაკო
მე ერთ რამეზე მწყდება გული ჩვენი ნაკრები რა დონეზეც ახლაა ასე არასდროს არ ყოფილა გაიხსენეთ ჩვენი ძველი ნაკრები კობიაშვილი კალაძე ქინქლაძე ცხადაძე და კიდევ ბევრი აი თემურს რაც შეეხება ისიც კაი ფეხბურთელი იყო მაგრამ მწვრთნელობა არ აეწყო კარგად იმიტომაც აღარავის უნდა ქეცბაია და ვაფშე რატომ დატოვეს ჩვენთან ნაკრებში ამდენ ხანს?კობიაშვილს დროზე უნდა გაეშვა და ან ცხადაძე უნდა დაეტოვა დიდხანს ან ვაისი უნდა მოეყვანა დროზე მაგრამ სიმართლე ესაა რომ ჩვენთვის ნაკრებში და კლუბებში უფრო კარგია უცხოელი სპეციალისტი ისეთი როგორიც ვაისია რადგან ევროპული ფეხბურთის აზრზე ვიყოთ
luk
ისე რა მაინტერესებს,მარტო მე ვხედავ რო კანკავა დნიპროს ფინალის მერე ვაბშე ვეღარ თამაშობს? დიდ პატივს ვცემ ჯაბას მაგრამ,რეიმსშიც ძალიან სუსტია.ამ ეტაპზე ბუბა ბევრად უკეთესია. მაგრამ ბუბა და ჯაბა ერთად როცა მოგება გინდა?! რა გითხრათ.
ვალიკო ცირამუა
ჩვენს ფეხბურთს და ფეხბურთელებს წვერების გაპარსვა თუ უშველის.
kosta
რას ნიშნავს "მოლდოვას დონის გუნდს"? ერთი დონის გუნდები ვართ და უშეღავათო ბრძოლაში ორივემ თითო ქულა მოვიპოვეთ. მიწაზე დაეშვით და რეალობას ჩახედეთ თვალებში ბატონებო...
აზრი
ანანიძის ნაცვლად უნდა დაეყენებინა კიტეიშვილი, რადგან ესეც ძალიან სწრაფი ფეხბურთელია და რაც მთავარია კარგი ხედვით და ზუსტი ტექნიკური პასებით გამოირჩევა, და ვფიქრობდი რომ მწვრთნელმაც სწორედ ამისთვის გამოიძახა,მაგრამ როგორც ჩანს ვერ გაბედა მისი შეყვანა, რადგან რომ არ გამოსვლოდა თამაში მაყურებლის რისხვის შეეშინდა,ჩემი აზრით უნდა შეეყვანა და ეს აუცილებლად კარგ შედეგს გამოიღებდა, სწორედ ის აკლდა ჩვენს ნაკრებს, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს ვინ არის მართალი
bebeto
უნდა გაგრძელებულიყო ის თამაშის რითმი რაც ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში იყო, მაგრამ აქ თავი იჩინა არასტაბილურობამ და ცოტა არაფროფესიონალიზმმაც,ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ისე უნდა ემზადებოდნენ რომ ნაკრებში ჩამოსვლისას 90 წუთის სათამაშოდ პრობლემები არ უნდა ექმნებოდეს,არ იყო თამაშამდე ფეხბურთელების კეკლუცი საჭირო,გვილიას შეცვლა დიდი შეცდომა იყო,კანკავა ძირითადში უნდა ყოფილიყო დაუშვილის მაგივრად,კობახიძის გამოყენებაც შეიძლებოდა,საერთოდ ამ თამაშში ანანიძის არ ყოფნა იყო ყველაზე დიდი დანაკლისი რადგან ჯანო მრავალმხრივი ფეხბურთელია და რა დროს რას იზავს მეტოქისთვის ძნელი გამოსაცნობი ხდება ხოლმე.
ქომაგი
რომ უშვებენ თამაშისწინა კლიპებს დიდი ტაშ ფანდურით, მზად ვარ, მზად ვარ რო გაჰყვირიან.... გულშემატკივრები ვართ მზად, მაგრამ თქვენ? თქვე საცოდავებო? ჩამოდით ჩემ უბანში და ამოგტენით ჩემი უბნის გუნდიც კი! გამოდით და სახალხოდ ბოდიში მაინც მოიხდეთ!
zviadi
წესებია შესაცვლელი ფეხბურთში თამაში უნდა გაიყოს ორ დღეზე და თითო ტაიმი უნდა ითამაშონ

იმ დრღეს უბანში რომ გავედი და შემთხვევით მესამე მეხუთე კლასის მოსწავლეების საუბარს რომ მოვკარი ყური მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არც ნაკრები იყო იმ დღეს მომგები და არც ამ ქვეყანას ეშველება არასოდეს, თუ ტოტალიზატორები არ აიკრძალება საქართველოში. იმის მაგივრად რომ გაკვეთილები მოემზადებინათ, ის ბავშვები იმაზე მსჯელობდნენ, თუ რამდენს მოიგებდნენ საქართველოს ნაკრების მილიონპროცენტიანი მოგების შემდეგ, ალბათ კაი ბიჭი მამიკოების ინტერნეტ საიტებზე. უკვე ამაზრზენი და გულისამრევია ეს ბანანების ქვეყანა, მთელი თავისი გადაგვარების გზაზე შემდგარი რეალობით. თქვენც რაღა მოგივიდათ დაწერეთ იმაზე რაც მართლა გადაგვარებით გვემუქრება, ხოლო ფეხბურთი ასე თუ ისე მაინც იღოღიალებს საქართველოში და კიდევ ორი თაობის ამ სათამაშო სენისთვის შეწირვა ნამდვილად წაშლის ჩვენს ქვეყანას.
მარიამი
ავტორი მართალია შეცდომა იყო გვილიას მოედნიდან გაყვანა
75 წუთი შეგვიძლია
პროგრესი აშკარაა. ცოტა გამართლებაც და...
bavaria
გადახედეთ ჩვენი ფეხბურთელების ასაკს, არავის არ ვამართლებ, მაგრამ ფეხბურთში დღეს ძლიერი ინდივიდუალისტების გარეშე თამაშს ვერ მოიგებ. ვინც ამინდს ქმნის გუნდში, 24 წელზე ზევით არცერთი არაა. ფაქტია, რომ გუნდი დალაგდა და თამაშობს ფეხბურთს რასაც ჰქვია, ეს ბიჭები აუცილებლად გვაჩუქებენ ბევრ ლამაზ წუთებს, ამაში დარწმუნებული ვარ, ცოტა მომძლავრდნენ და დაღვინდნენ და ნახეთ რა გუნდი გვეყოლება, ამათ კიდევ აბუ, კვეკვე, არაბიძე და ძმანნი მისნი რომ დაემატებიან , მერე ვნახოთ თქვე ვაი თუ ვუიგულშემატკივრებო რა შეუძლია ქართველ ფეხბურთელებს
hmm
ბერიაა საჭირო! გააცოცხლეთ სასწრაფოდ და ფეხბურთი ხუთ წელიწადში ფეხზე დადგება და გრანდესბ წავაქცევთ!
mvx
და მაინც, ისეთ ქუჩის გუნდს, როგორიცაა მოლდოვას ნაკრები უნდა მოუგო , მსაჯის და პენალტის იმედზე არ უნდა იყო.
ვაი ქომაგებს
ამ კომენტარების ავტორებს აშკარად ეტყობათ ,რომ თავად არიან არაფრის მკეთებელი და მუდმივად სხვისკენ იშვერენ თითებს, თორე საქმის მკეთებელი და მუყაითობაში თავდადებული ადამიანი სხვის წარუმატებლობას არასოდეს არ გნიკითხავს და არც ცილს დასწამებს, პირიქით თანაგრძნობით იქნება წარუმატებლის მიმართ და გაამხნევებს, რომ იმედი არ დაკარგონ და კვლავ იშრომონ, რადგან ასეთმა ადამიანმა იცის თუ რა ძნელად მოიპოვება წარმატება, ამიტომ ფეხბურთელებს გთხოვთ ნუ უსმენთ ამ ბოღმა კომენტარებს, თქვენ სააქმეს მიხედეთ მუყაითად იშრომეთ და შედეგი აუცილებლად გექნებათ. წარმატებები
tngh
მიუხედავად ჩვენი ნაკრების ცუდი თამაშისა ბოლო 20 წუთი, მე მაინც მგონია, რომ ვერ მოგების მთავარი მიზეზი აშკარად მიკერძოებული მსაჯობა იყო. წარმოუდგენელია ასეთი პენალტის არ დანიშვნა, თუ მსაჯი წინასწარ არ არის შენს წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი. სწორედ მას შემდეგ "გატყდა" ჩვენი ნაკრები. მანამდე სრული უპირატესობა გვქონდა. და კიდევ ერთი. მეგობრებო, ნუ გვამადლით სტადიონზე მოსვლას იმათ, ვინც საქართველოს პირველობაზეც დავდივართ და ხშირადაც ვხალისობთ კარგი თამაშის ნახვით. იარეთ სტადიონზე, თუ ფეხბურთი გიყვართ, და არა ტოტალიზატორში ფულის საშოვნელად.
gulshematkivari
arc kobiashvili da verc veravin ushvelis kartul fexburts. ubralod amatma tamshi arician. eseni marto gibrlatras tu mougeben farerebtan ki exla roitamshon waageben uklaso da uniwo fexburtelebis bumiaa dxess.
Azurini
ბოშა არაფერ შუაშია ბოშები არ იყვნენ ღარიბული სოციუმიდან წამოსული ხრისტო სტოიჩკოვი ლეჩკოვი სირაკოვი ბალაკოვი და ანგრევდნენ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერს განსაკუთრებით 1994 წლის მუნდიალზე ბულგარეთის ნაკრების ტრიუმფიც საკმარისი იქნება ამ ფეხბურთელების სიდიადისა.
beso
ეხლა იქნებ ძაან შევეხვეწოთ ფეხბურთელებ 30 წუთი რო თამაშOბენ მარტო იქნებ როგორმე 60 წუთი ითამაშონ ძაან რო ვთხოვოთ? ან ფიფას გავუგზავნოთ წერილი რო ჩვენი ნაკრებისთვის 20 წუთიანი ტაიმები ათAმაშოს მარტო
თამაზი
ციგანი არბიტრი არაფერ შუაშია.მოლდოველი ისეა ბოშა ,როგორც ქართველია ბოშა ,სულ სხვა ტომია ბოშა.ისე კი მართალია ,ცხოვრობს ბევრი ბოშა მოლდავეთში და საერთოდ აღმ.ევროპაში.ეჰ ,ვეძებთ მიზეზებს რომ გავამართლოთ ჩვენი უნიათობა.მე თქვენ გეკითხებით სცალია კობიაშვილს პარლამენტისთვის ? ეს არის აბუჩად აგდება ჩვენი და საქმის ! ლავრენტი პავლოვიჩ, აღსდექი !!!
ომარი
ჩვენი დღემანდელი ნაკრები 19 წლამდე ნაკრების დინეზეა.დიდი ხანია დიდი ფეხბურთი საქართველოში მოკვდა
საბა
ნუ გვახვევთ თავს ჯაბა კანკავას. არც მომზადება აქვს საკმარისი. და არც დიდი საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა. გავიგეთ რო გამოცდილია და მშრომელია. და მერე ამით რა? ჯანო, გვილია, ბუბა, ოქრი, ვაკო. მემგონი საკმარისია.
1321
პირველი რაც გვანახა ამ თამაშმა არის ის, რომ ნაკრებისთვის შეუცვლელი მოთამაშეა ანანიძე, მეორე -- იმ ვითომ ვარსკვლავებს პრესა რომ ქება დიდებას არ აკლებს ძალიან შორი გზა აქვთ გასავლელი სანამ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან და ბოლოს არავისზე ნაკლები არაა იგივე ზივზივაძე და თუნდაც ფარცვანია...
გოგი ქუთაისელი
არ არის გამორიცხული თვითონ რეფერიმ ტოტალიზატორი ითამაშა!
გოგი ქუთაისელი
მე მაგალითად სტადიონზე არ წავიდოდი.
კახა ქირია
ჩვენ არ გვყავს გოლის გამტანი თავდამსხმელი როდემდე ვიყოთ მჭედლიძის იმედად რომელიც წელიწადში 1-2თამაშს თამაშს თამაშობს ნატურალიზებული თავდასხმელია საძებნი რადგან პერსპექტივაშიც არ ჩანს არავინ უნდა მიდგეს მოდგეს ფედერაცია ეს დიდი შრომაა მოძებნა შეთანხმება და ა.შ ესეა უშრომველად არაფერი არ გამოვა .
me
სასაცილოა მოლდაველებთან მატჩში ციგანი არბიტრი დანიშნეს აბა ვის სასარგებლოდ იმსაჯებდა?
beso
ესეთი თამაშის მერე ქვილითაია საერთოდ აღარ უნდა გამოიძახოს მწვრთნელმა , ამას ქვია უპასუხისმგებლობა თან თამაშში ჩასვრა, ჯერ ის გაიხსენეთ ყოველ ორ წუთში ჯარიმებს რო იღებდა ნამდვილი კატასტროფა იყო, ერთ მაღალი ბურთი ვერ მოიგო და საერთოდ რა ფეხბურთელია ვერ გავიგე ტექნიკა მაგას არა აქვს მაღალ ბურთებს ვერ იგებს. და მწვრთნელმა აშაკად უაზრო გადაწყვეტილებები მიიღო
Giorgi
არანაირ ფორმაში არაა ჯაბა კაცმა თვითონ თქვა თამაშამდეეე
vaxo
არ მესმის არაბიძეს და კობახიძეს რატომ არ აძლევს ეს კაცი შანს ???!!! გამტანი თავდამსხმელი არ გყვავს ეს ფაქტია , მჭედლიძეზე დიდი წარმოდგენის არც მე ვარ , მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ , ავად თუ კარგად სერია ა გუნდის წევრია და დვლაიშვილს მაინც ჯობს , ფიზიკურადაც ძლიერია , გუნდს სჭირდება ! თამაში აშკარად მწვრთნელმა წააგო !
megre
რაც ფეხბურთის ფედერაცია შეიცვალა ნაკრებს ცვლილება დაეტყო მხოლოდ იმ კუთხით რომ ის გახდა ტოტალიზატორზე მოთამაშე გუნდი. მას შემდეგ რაც ცხადაძე გაუშვეს და ნაკრების სათავეში ფედერაციამ თავისი კაცი ვაისი დანიშნა ბოლო 5 მატჩში 3 აშკარად ტოტალიზატორზე ნათამაშები შედეგია. მოგება ესპანეთთან გასვლაზე, ფრე უელსთან გასვლაზე და ფრე მოლდოვასთან. ამ 3 შედეგს სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს რადგან თუ გუნდი სახლში ვერ უგებს მოლდოვის უსუსტეს ნაკრებს იმის ალბათობა რომ ასეთი გუნდი გასვლაზე ესპანეთს მოუგებს ნულზე დაბალია. ფედერაციამ ნაკრები გადააქცია ფულის შოვნის საშუალებად. შეეშვით რაღაც ზღაპრების მოყოლას ფიზიკურ მომზადებაზე და ტაქტიკურ შეცდომებზე, ვისაც ახსოვს უელსთან თამაში მასეთი კარგ დონეზე ფიზიკურად მომზადებული საქართველოს ნაკრები არც მახსენდება და 1 თვის განმავლობაში ასეთი რა დამბლა დაეცათ რომ 30 წუთის მეტი რომ ვერ ირბინეს თურმე. დარწმუნებული ვარ ამ შესარჩევში საქართველოს ნაკრები ერთ ორ სიურპრიზს კიდე შემოგვთავაზებს და ისეთ თამაშებში აიღებს ქულებს საერთოდ არავინ რომ არ ელის, მაგრამ ეს ქულები იმიტომ კიარ იქნება მოპოვებული რომ ნაკრების თამაშის დონემ მოიმატა არამედ ტოტალიზატორიდან გამომდინარე. როგორც ჩანს ფედერაციას სათავეში ყავს ხალხი რომელთაც მშვენივრად იციან როგორ იშოვონ ფული ტოტალიზატორით
რამო
საგიჟეს რომ მთავარი ექიმი შეუცვალო, გიჟები მოჭკვიანდებიან?ასეა რა უნდა ქნას მწვრთნელმა/
giorgi
არ სეიძლება ასე ნაკრები ვერავიტარ კრიტიკას ვერ უძლებს სრული უპასუხისგება. უპატივცემლობა გულშემატკივრის მესი და რონალდო ბურთს რო დაკარგავენ ბოლომდე იბრზვიან. ესენი კი მტელი თამაში სტადიონზე დადიან სირბილსაც არ კადრულობენ. ესენი სოფლის სტადიონზე უნდა ატამაშო.50წელია ფეხბურტზე დავდივარ და ასეტ საზიზღარი გუნდი არ მინახია
gavazeli
არა შეჯდა მწყერი ხესაო. არ შეუძლიათ თამაში და ძალია?
datuna
აშკარად ვამჩნევ, რომ დვალიშვილიც უნდა წავიდეს ნაკრებიდან. ამოწურა ყველაფერი.
levan
ჩემი სუბიეტქური აზრია და ამას არავის ვახვევ,კანკავას გამოსვლამ არია ისედაც არეული თამაში,ვთვლი რომ ეს იყო ვაისის შეცდომა
tengo
სრულიად უადგილოა მინიშნებებით საუბარი იმაზე,რომ მწვრთნელმა წააგო ეს თამაში.ეს ყველასათვის ნათელა.ცხადაძის მოხსნა დიდი შეცდომა იყო,თუმცა ამას აგარაფერი ეშველება.ერთადერთი გამოსავალი გეგუჩაძის დანიშვნა მგონია...
dudu
ცხადაძე ამიტომ არ უნდა გაეშვათ
თენგო
ლორია ზედმეტად თავდაჯერებულად გამოიყურება,მგონი თავი შეუცვლელი გონია,და აი ზუსტად ამისგამო უნდა დასვა სკამზე სანამ ასეთი აზრები არ გაეფანტება. ეს მარცხი ზუსტად ჯერ ლორიას ბრალია და მერე ვაისის.ლორიას შეცთომა რომ არა ,მიუხედავად ბიჭების არეული თამაშისა მგონი მაინც შეძლებდნენ ანგარიშის შენარჩუნებას.აი გოლის შემდეგ რომ ბარდაკი იყო ფაქტია.
ვეტერანი
აი მავზოლეუმის(ს.ფ.ფ.)დირექტორი რას ამბობს? პანაშვიდები გრძელდება, მომავალი გარანტირებული პანაშვიდი მარტშია დანიშნული. უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო ესა გვჭირს. მომავალ პანაშვიდამდე
ლაშა
და საერთოდ რატომ უყურებთ ნაკრების ანდაც ქართულ ფეხბურთს ცარიელი ნერვების შლაა
ლევანი
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიას. აშკარაა, რომ ვაისი ძიებაშია და ეს 100 პროცენტიან მოსაგებ და მოგებულ მატჩში არ უნდა ქნას. მან ტამაში არია.მაგრამ შეცდომა თავშივე იყო დაშვებული, როცა მას მესამე ადგილზე გასვლა დაუსახეს მიზნად და ამით პასუხისმგებლობაც მოუხსნეს. მეორე, კი მაგრამ ლორიასა და დვალიშვილს ნაყიდიაქვთ ნაკრებსჰი თამაში? რეწვიშვილიც სჯობს მაგას და მაკარიძეც, კაცი პორტუგალიაში ასნავნოია, რისთვის გჭირდებათ ლორია? ეს ფრე ვაისის და მეტად ლორიას კისერზეა. ეჭვებს აჩენს ლორიას ტამაში და ეს პირველი შემთხვევა არ არის. მან ნაკრები დაასამარა
თენგო
ფაქტია ბატონო! ვაისმა წააგო ტაქტიკურად,აქეთ ლორიამ ჭამა. მაგარი არა საიმდო მეკარეა,აქეთ დვალიშვილი რომ საიმედოდ გეყოლება ნაკრებში,იქ რომელ წარმატებაზეა საუბარი.ჩემი აზრით შეცვლები საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა ვისს.და თუ გააკეთებდა არც დვალიშვილი და არც კანკავა არ უნდა გამოეყვანა,რადგან კანკავა ეხლაც იძახის ნაკრების დონეზე სათამაშოდ არავარო მზათ,და დვალიშვილი საერთოდ რა სჭიროა ნაკრებში არ ვიცი.შემოეყვანა ლიპარტია,კობახიძე,თუნდაც არაბიძე რომელიც არცერთის უარესად არ გამოიჩენდა თავს.
დემე
დაანებეთ ამ მჭედლიძეზე წერას თავი. ცხოვრებაში რამდენი თამაში აქვს ნათამაშები. ჩამოდის და აქ იღებს ტრავმებს. არანაირი სარფებლობის მომტანი იგი არ არის. უნდა ვეძიოთ თავდამსხმელი. ამ თამაშისთვის ვაისმა ვერ მოამზადა გუნდი. ექსპერიმენტების დრო იყო ეხლა. გასვლის შანსები მაგრად იკლებს.
თენგო
ფაქტია ბატონო! ვაისმა წააგო ტაქტიკურად,აქეთ ლორიამ ჭამა. მაგარი არა საიმდო მეკარეა,აქეთ დვალიშვილი რომ საიმედოდ გეყოლება ნაკრებში,იქ რომელ წარმატებაზეა საუბარი.ჩემი აზრით შეცვლები საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა ვისს.და თუ გააკეთებდა არც დვალიშვილი და არც კანკავა არ უნდა გამოეყვანა,რადგან კანკავა ეხლაც იძახის ნაკრების დონეზე სათამაშოდ არავარო მზათ,და დვალიშვილი საერთოდ რა სჭიროა ნაკრებში არ ვიცი.შემოეყვანა ლიპარტია,კობახიძე,თუნდაც არაბიძე რომელიც არცერთის უარესად არ გამოიჩენდა თავს.
ილია
მომავალ თამაშზე სტადიონზე არავინ უნდა მივიდეს.
ledi
ეს რა უიგბლო გუნდი გვყავს ქვაქვს მომენტი და ბურტი არ სედის კარებსი გმერტო დაგვეხმარე ბიწებს უნდატ მოგება მაგრამ არ გამოდის მწვრტვნელიც ნამდვილად კარგია მაგრამ რა ხდება ერტ დასკვნამდე მივედი როცა ნაკრებს ტამასი ექნება ვინც პეხბურტს ქომაგობს ერტი სანტელი დვანტოტ და ვსტხოვოტ უპალს დაეხმაროს ბიწებს გან ხვტის გარესე რაიმე ხდება წარმატებებს ვუსურვებ ცვენს პეხბურტელებს იბრზოლეტ ბოლომდე მოვა წარმატება მე მაინც ასე მწამს
qar
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თანხებს ტყუილად ვყრით გადასახადების გადამხდელები ამ ბედოვლათებისთვის. პლუს ამას, შემდეგი თამაშისას არავინ იყოდოს ბილეთები და ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარონ საშინაო თამაშები, ეს იქნება ყველაზე კარგი და სამართლიანი განაჩენი ფეხბურთის ნაკრებისთვის.
777
ბევრჯერ მითქვია და ეხლაც ვიტყვი, ამ ჩვენს მეკარეს საკმაოდ ხშირად თავში მოკლე ჩართვა ემართება, ნამდვილად მისახედია!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
ალბანეთი
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში