"დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის მიმდებარედ, სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო
ბოლო პერიოდში წამოწყებული გაუთავებელი მშენებლობების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქალაქის გამწვანება, კეთილმოწყობა, სხვადასხვა სკვერისა თუ სპორტული მოედნის გაწყობა. ამ მხრივ, თითქოს, უკეთესობაც შეიმჩნევა და სახელმწიფოს პოლიტიკა შედარებით ლიბერალური გახდა, უკანასკნელ ხანს სტადიონების განადგურება თითქოს შეჩერდა და პირიქით, სპორტული ნაგებობების მოწყობა-აშენებაზე სერიოზული აქცენტიც გაკეთდა.

მით უფრო საკვირველი და შემაშფოთებელია ამბავი, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა საზოგადოებაში. "დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის მიმდებარედ სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის ბაზის სრულყოფილად ფუნქციონირებას, ბაზისა, რომლის მოედნებზეც წლების განმავლობაში უამრავ სახელოვან ქართველ ფეხბურთელს უცხოვრია, უვარჯიშია, დაოსტატებულა... ეს ლეგენდარული სპორტსმენები და პიროვნებები დღემდე ითვლებიან საქართველოში გამორჩეულ და სათაყვანებელ ადამიანებად.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს "დინამო თბილისის" გულშემატკივრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რადგან ამ ადგილზე კორპუსის არსებობა ბაზას დააკარგვინებს რეალურ ფუნქციას, დაარღვევს ფეხბურთელთა დასვენებისა თუ საწვრთნელი პროცესისთვის აუცილებელ სიმყუდროვესა და მიკროკლიმატს.

გარდა ამისა, აბსოლუტურად მოსპობს მომავალში "დინამოს" ბაზის გაფართოების პერსპექტივას. კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ, არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეისყიდოს აღნიშნული ტერიტორია, ააშენოს იქ თანამედროვე ტიპის სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია სკვერითაც დაამშვენოს.

იმედია, ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო და ის თანამდებობის პირები, რომელთაც ხელეწიფებათ აღნიშნული პრობლემის საერთო საქმისთვის სასიკეთოდ მოგვარება, მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ მორალურ ფაქტორებსაც.

ადამიანური თვალსაზრისით მიუდგებიან საკითხს და ისტორიის, ადგილობრივი მოსახლეობის, გულშემატკივრებისა და მომალი თაობისთვის სასარგებლო ვერდიქტს გამოიტანენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ჯერ 1-2 ბაზა და სტადიონი თუ იქნება სამწუხაროდ საქართველოში და მერე იმასაც ებრძვის ვიღაცა ფეხბურთის მოძულე,სტადიონებს და ბაზებს პირიქით უნდა აშენებდნენ, აქ კი უკუღმა ხდება ყველაფერი,ქეცბაიას სიტყვევები მახსენდება რატომ უნდა მოუგოთ ამა თუ იმ გუნდსო რო ამბობდა,მართალი ყოფილა ის კაცი სხვა ქვეყნებში ბაზები და სტადიონები შენდება აქ კი დანგრევით არიან დაკავებული წლების მანძილზე, ასეთ შემთხვევაში მართლა რატო კიარა როგორ უნდა მოუგოთ იმათ,მდინარის ნაპირზე ხო არ უნდა ვავარჯიშოთ და ვათამაშოთ გუნდები ნეტავ.
ვეტერანი
დინამოს მესვეურები ფეხბურთის შემოსავლებით, რომ ინახავდნენ კლუბს, კაი ხნის გაყიდული ექნებოდათ მოედნები ან თვითონ აიშენებდნენ კორპუსებს. თამაშს მიხედეთ და თქვენს რეზულტატებს ის ჯობია. ხალხი ფეხბურთს კარგა ხანია პანაშვიდს ადარებს, თქვენ რომ კარგი შედეგები გქონდეთ ალბათ, თბილისის აშენებასაც გააპროტესტებდით.
დინამო
დააორგანიზირეთ აქციაა და მოვდივართ!!
dato
ყველა შემთხვევაში მერიამ უდნა იმოქმედოს და ითამაშოს შუამავლის როლი. ამ კომპანიას მიეცით ალტერნატიული ფართი და ამ ადგილს შეეშვან! მერე გვიკვირს შედეგი რატო არ გვაქვს ფეხბურთში! ასეთი დმოკიდებულება როა წლებია უკვე იმიტომაც არ გვყავს აღაც სპორტსმენები და ქვეყანაც თავზე გვენგრეა
acm
რას შეუშლის ხელსო ისე წერთ ეხლა რო აშკარად შემიძლია ვთქვა რო ასე მხოლოდ ქართველი თუ ისაუბრებს ხო არ გავიწყდებათ გუშინწინდელი ანგარიში მოლდოვასთან >??? შეუშლის კი არა საბოლოოდ დაასამარებს იმას რასაც განვითარება ქვია როგფორ ფიქრობთ ფეხბურთელი მხოლოდ უნდა დარბოსდეს ??? და ბურტს უნდა აგორებდეს ?>??? რამიდგომაც გვაქ ისე გვაქ საქმე ყველა სფეროში ამქვეყანაშI ვის რისი დასაკუტრება უდა არ მაინტერესებს მე იმას ვერ ვხვდები რა საჭიროა ამდენი მშენებლობა ამ ქალაქშI იქ სადაც უკვე ადგილები აღარ არი სასაცილოა სატირალიცაა და ყველაფერი ერთადარი 1-1 არ დაგავიწყდეთ თუ ხელის შეშლაზეა საუბარი წარმატება ესე არ მოდის მისით ციდან არ დაგვეცემა თუ კულტურა როგორც ფეხბურტსი არ იქნა ხელშეწყობილი ისე ნიახური არარი რო ამოვიდეს
Emre
ვაბშე არაფერში ხელს არ უშლის ეგ კორპუსი ფეხბურთელებს, არც ვარჯიშში და არც დასვენებაში. სხვა თემაა ყველგან კორპუსებს რო დგავენ, მაგრამ იმის მტკიცება რო ფეხბურთელებს ხელი შეეშლებათ ეგ სისულელეა

სხვა სანერვიულო აღარაფერი დარჩა? მოლდოვას ჯოგნაკრებთან მინიმუმ რომ არ წააგებს ისეთ გუნდს თბილისის ნებისმიერ უბანში შეკრიბავ და ფიფიას ექნება თუ არა ირგვლივ უკიდეგანო ცარიელი სივრცე, ამაზე თვითონ ინერვიულოს.
გიგა
რის შემჩერებლები არია ან რომელი კანონმდებლობის საფუძველზე?
სიმართლე
მიწა ჩემია, რასაც მინდა იმას ავაშენებ და მოვიქცევი ისე, როგორც ამას ადგილობრივი კანონმდებლობა ითხოვს. მორჩა და გათავდა. რას ხედავთ აქ უკანონოს? იქნებ ვინმემ ახსნას? სად, რომელ კანონმდებლობაში წერია, რომ საწვრთნელი ბაზის სიახლოეს არ შეიძლება საცხოვრებელი ან სხვა სახის მშენებლობის წარმოება? წამაკითხეთ და ათას ბოდიშს მოვიხდი. ვერ წამაკითხებთ, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ვეკითხები ამ არამკითხე ხალხს? თქვენ მოქმედი საფეხბურთო მოედნები ვერ დაიცავით ვერც ერთ შემთხვევაში (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ისე გაყიდეს და გაანიავეს. ახლა აიკვიატეთ ბაზის ახლოს არ ავაშენებინებთ და ასე შემდეგ. კარგით რა???? კანონთან მაგრად ხართ მწყრალად.
daa
კორპუსის მშენებლობები უნდა შეწყდეს უკვე აშენებულ უბნებში, კანონი უნდა მიიღონ ეგეთი , თუ უნდათ აშეენება გააფართოონ ქალაქი და ცარილე ადგილებზე აა|შენონ
DAA
ფიფიას რომ უნდა იმიტომ ატეხეს ერთი ამბავი, თორემ, გლდანში მეხუთე მიკრორაინში, საცურაო აუზის წინ ზედ ბალახის სტადიონზე რომ დაიწყეს კორპუსის აშენება იმაზე რატომ არ აწიეს ერთი ამბავი
გიგას
შენი მიწის ნაკვეთი რომ იყოს, მაშინაც გააჩერებდი? ფიფიას უნდა მითვისება და იმიტომაც აწია ხაი. რას შეუშლის ეგ შენობა? მიდი და ივარჯიშე, ვინ გიშლის. მაშინ კანონი შემოიღეთ, სტადიონიდან რამდენ მეტრში აიკრძალოს სუნთქვა.
giorgi
დაანონსეთ საპროტესტო აქცია და მოვდივარ
გიგა
შეაჩერეთ სანამ დროა.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა