moldfootball.com-ის საქართველო-მოლდოვის მატჩის ანალიტიკური მიმოხილვა
moldfootball.com-მა საქართველო-მოლდოვის შესარჩევი მატჩის ანალიზი შემოგვთავაზა. გთავაზობთ ამ სტატიის მნიშვნელოვან ნაწყვეტებს.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას მუნდიალის შესარჩევ ციკლში უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ეს იყო მოლდოველთა პირველი ქულა ამ ციკლში, საქართველოს ნაკრები კი კვლავ მოგების გარეშე რჩება.

სტატიის ავტორის აზრით, იგორ დობროვოლსკიმ სწორი შემადგენლობა დააყენა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფლანგებს და საქართველოს ნაკრებს სწორად ეთამაშა, რადგან ეს გუნდი კარგად ჰყავდა შესწავლილი.

"რაკუ (გოლოვატენკო)-ჟარდანის წყვილმა უბრალოდ "შეჭამა" ოქრიაშვილი, მას მანევრისთვის თავისუფალი სივრცე არ დაუტოვა. აი, საპირისპირო ფლანგზე კი ყველაფერი ასე კარგად არ იყო, ხანდახან სიდორენკო ვერ ეხმარებოდა ბოლოხანს, რითაც ჭანტურია სარგებლობდა. ის თავის დრიბლინგსა და ტექნიკას გვიჩვენებდა, კაკაბაძის ჩართვებიც აძლიერებდა მეტოქის ზეწოლას.

სიმართლე ითქვას, ქართველთა ყველა სახიფათო მომენტიც ამ ფლანგიდან ზეწოლას მოჰყვა, გოლიც, ოქრიაშვილის მომენტიც, ქვილითაიას დარტყმაც (რომლის "სეივმაც" მოლდოვას ფრის შანსი მისცა), ორი საკამათო ეპიზოდიც პენალტის დანიშვნასთან დაკავშირებით".

ამის შემდეგ ავტორი აქებს მოლდოველთა სათამაშო დისციპლინას, რომლის წყალობითაც საქართველოს ნაკრები მწვავედ ვერ უტევდა მეტოქეს. დობროვოლსკის გუნდს შეუქეს პრესინგი, კონტრპრესინგი, რასაც ან ქართველთა შორეული ჩაწოდებები, ან ბურთის დაკარგვა მოჰყვებოდა.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი საქართველოს ნაკრების პრობლემებს შეეხო და ამ ნაწილს მთლიანად გთავაზობთ:

"თუკი საქართველოს ნაკრები პირველ სამ მატჩში უმატებდა, მოლდოვასთან ეს აღარ გამოუვიდა. ამის ნათელი დასტურია ვლადიმირ ვაისის ქცევა ტექნიკურ ზონაში. მის შეგირდებს ამ საღამოს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ.

სტუმრებმა დაცვის კარგი რკალი შექმნეს, ფლანგებზე ჟანგბადი "გადაკეტეს", ცენტრი ქართველთათვის გაუვალი იყო. ბურთის კონტროლმა ქართველებს ხეირი ვერ მოუტანა, რადგან ეს ან მათსავე მოედანზე იყო, ან კიდევ ცენტრში. პასები მოედნის შემტევ მესამედში ძალიან ცოტა იყო. ეს, ნაწილობრივ, გვილიასა და დაუშვილის ბრალია, ისინი ვერ ავითარებდნენ შეტევებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ჰორიზონტალური მიმართულებით მეტად უწევდა თამაში, ვიდრე - ვერტიკალურით. ეს კი გუნდს მხოლოდ ბურთის ფლობის სტატისტიკას მატებდა.

პირველ ტაიმში ეს კიდევ ნაკლებად იგრძნობოდა, მეორეში კი ქართველთა შეტევების უუნარობამ ხილული სახე მიიღო. ბევრმა ნაადრევად დაიჯერა, რომ საქართველო მოიგებდა. შედეგად, არც ერთი დარტყმა მეტოქის კარში მოლდოვის ხუთის წინააღმდეგ.

საქართველოს ძალიან დააკლდნენ ლიდერები - ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. ანანიძე კოზირია, მაშინ, როცა სხვა ვარიანტი არ ჭრის, ჯანო ერთი-ორი შეხებით თამაშობს, ურტყამს შორიდან. შეუძლია ლიდერობა იტვირთოს, ერთ ეპიზოდში გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშა მჭედლიძემ. "ემპოლის" ფორვარდი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. ის დიდებულად იბრძვის ბურთისთვის, კორპუსით ფარავს მას, კარგ პასებს აკეთებს და უფრო სწრაფია, ვიდრე მისი შემცვლელი ქვილითაია.

შეფმზარეულმა ვლადიმირ ვაისმა ვერ გამონახა ორი მთავარი ინგრედიენტის კარგი შემცვლელი. ამიტომაც ქართულმა კერძმა უმალ დაკარგა გემო და არომატი. ასე რომ, სტადიონზე მისულმა მაყურებლებმა ის ვერ დააგემოვნეს...", - წერს ავტორი.

გგგ
თემურს ვეთანხმები დვალიშვილზეც და მჭედლიძეზეც.მაგრამ შედეგი მაინც ლოგიკურია - გუნდი როცა ნახევარი საათის მეტს ვერ თამაშობს, იმას ბუნებრივია, გაუტანენ. ნახევარ საათში კი ჩვენი დონის გუნდი გოლის გატანას რომ ახერხებს, ეგეც საქმეა. მოკლედ საშინლად ვწვალობთ და ჯერჯერობით არც გამოსავალი ჩანს
გუჯა კახაძე
მადლობა ბ-ნ ნიკოლოზს კარგი სტატიისთვის!
თემური
ნეტავი იმ კითხვაზე პასუხი მაპოვნინა რას უკეთებენ ასეთს მჭედლიძეს, ყოველი შეხვედრის წი, რომ ვარჯიშზე იმტვრევა. ან რა ნახა ვაისმა ასეთი დვალიშვილში- ბურთს ვერ აჩერებს კაცი. თუმცა, როცა შეტევა გამოგდის და ბურთს უკან აგორებ, ხოლო მეკარემ არ იცის, რომ კარში უნდა იდგეს, იქ მწვრთნელი რა საჭიროა საერთოდ- მოკლედ ვინ დაგვწყევლა, ან ჩვენ რატომ ვიკლავთ თავს??...
ცოტნე დადიანი
რა მოგეწონათ ამ სტატიის? აზრზე არ არის ტიპი. მოლდოველებმა კი არ მოიპოვეს ქულა, ქართველებმა გაფლანგეს ქულები. აქამდე ვაისის მეიმედებოდა, ახლა დავრწმუნდი, რომ ცხადაძე უკეთესი მწვრთნელია. ერთადერთ თავდამსხმელს რომ გაიყვან მოედნიდან და მესამე საყრდენს შემოიყვან, როგორ გინდა შეტევების ორგანიზება და პირველ ნომრად თამაში? და მერე ვისთან ასეთი სიფრთხილე? მაჩანჩალა მოლდოვასთან?! მერე თითქოს მიხვდა თავის შეცდომას და ნომინალურად თავდამსხმელი, რეალურად კი ცარიელი ადგილი - დვალიშვილი შემოიყვანა და ვის ნაცვლად? იმ სამი საყრდენიდან ყველაზე შემტევი და შემოქმედი გვილიას ნაცვლად. ოქრის სუსტი თამაშის პირობებში შეტევების ორგანიზება ჭანტურიას, ყაზაიშვილისა და გვილიას ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, ამან კი გვილიას კვალს მეორე ვაკოც გაუყენა. შედეგად 1:1-ის მერე დარჩენილ 15-მდე წუთში ერთი სახიფათო შეტევის ორგანიზება ვერ შევძელით. სულ იმაზე ვოპერირებთ, რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს კონდიციები არ უვარგათ და ერთი მითხარით, რას ერჩის ეს კაცი სანდრო კობახიძეს, ნუთუ არცთუ ურიგო კლუბში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი თუნდაც მოლდოვასთან ერთი შანსის ღირსი არაა?! ან ვინმეს გახსოვთ ქართველი თავდამსხმელის პოკერი?! დღეს დვალიშვილი ერთი თავით რომ ჯობდეს კაჭარავას, მაინც კაჭარავას გამოძახება ჯობს, რადგან დვალიშვილმა, რაც შეეძლო, უკვე გააკეთა ფეხბურთში, ნიკას კი ყველაფერი წინა აქვს. არადა, ერთი თავით კი არა, სულაც არ სჯობს, უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით ხელმოცარული ,,დინამო''-ც კი ნაკრების საბაზო ქართული გუნდის სტატუსს ინარჩუნებს, რათა ფიფიამ თავისი ნაგავი სადმე სარფიანად გაასაღოს. მოკლედ, ხვალ და ზეგ რის იმედად ხართ ქომაგები, არ მესმის. სერბეთი ყველაზე ძლიერი მგონია ჩვენს ჯგუფში და ასეთი მიდგომებით იმასთან მოგება რანაირად უნდა დაგეგმო? ერთი რამ ვიცი უეჭველად: ცხადაძე რომ დარჩენილიყო, ახლა მინიმუმ 6 ქულა (მოგება მოლდოვასთან+3ფრე) გვექნებოდა, ხოლო მაქსიმუმს თუ გამოვეკიდეთ, პირველი სამი თამაშიდან ნებისმიერში შეიძლებოდა 3 ქულის აღება. ზოგადად არ მიყვარს შეთქმულების თეორიები და ჭორები ყოვლისშემძლე და ყოვლისმომსყიდველი ტოტალიზატორების შესახებ, მაგრამ მოლდოვასთან თამაშმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ვაისმა მეორე ტაიმში განგებ გაანიავა მოგება. ამიტომ ერთობ იმედგაცრუებული ვარ არა ჩვენი სატურნირო მდგომარეობით, არამედ იმ ბარდაკით, რომელიც ნაკრებსა თუ ფედერაციაშია დამკვიდრებული. 25 წელია ვანგრევთ ქართულ ფეხბურთს და საერთოდ როგორ აქვს ჩვენს ნაკრებს რაიმე შანსი და პოტენცია, ალბათ ეს უნდა გვიკვირდეს...
beso
სერბეთთან თუ არ მოვიგეთ უკვე შანსს ვკარგავთ გასვლის, თუ მოვიგეთ სამი ქულაღა იქნება განსხვავება მეორე ადგილოსანთან და მერე მოლდოვას ვხვდებით, ასე რომ ეს თამაშია გადამწყვეტი სერბეთთან
კახა
ერთს ვიტყვი 1:0რომ იგებ ძალიან სანერვიულო ანგარიშია უნდა გაიტანო მეორე რო დამშვიდე მიყვანო მოგებამდე საქმე შეიძლება მაგიც არ გეყოს მითუმეტეს შენს ქვეყანაში თამაშობ ასე აღარ შეიძლება რა ვერ ისწავლეთ ეს ფეხბურთი.
barsa
კარგი მოლდოვასთან ვერ მოვიგეთ სერბეთან მაინც მოვიგოთ თორემ ამდენი ნულიანი მოგებაზე ცხრილში ძან ცუდია .გოლები და მოგებები ბევრი.
რეზო
საქართველოს ნაკრები მოტივირებული ბავშვებისაგან შესდგება,ჩვენ გვაკლია კაცები ნაკრებში,რომლებიც დინჯად შევლენ მეტოქესთან ორთაბრძოლებში,და იძულებულს გახდიან შეცდომები დაუშვან,მეორე ტაიმში ფეხბურთელი მარტო ტაბლოზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული,ყველას მაყურებელსაც და ფეხბურტელებსაც თამაშის დამთავრებაზე არ უნდა ჰქონდეს აქცენტი
sporti
მართლაც რო ესეა დიდი ფსონების გამო მოხდა თორე ორივე თამაშის მოგება მარტივად შეიძლებოდა...
Akaki
ჩვენი ნაკრების პრობლემა დაძაბულ მომენტებში ის არის რომ ფრენბურთს უფრო თამაშობენ ვიდრე ფეხბურთს, გაშვრბული გოლის მერე მინდორზე გაგორებული ბურთი არ მინახავს, ცაში მოგერიებულ ბურთებს რა შედეგი უნდა მოეტანა, ბოლო 10 15 წუთში სირცხვილია საკუთარ მოედანზე ერთი ორგანიზებული შეტევა რომ ვერ გააკეთო მოლდოვასთან, მითუმეტეს მთელი სტადიონი რომ გუგუნებს და გამხნევებს ესე არ უნდა დაიბნე, არ შეიძლება
akaki
მემგონი ბევრი ფული დაიდო ტოტალიზატორებში. საქართველოს ნაკრების თამაშებზე ფსონები უნდა აიკრძალოს და რეგბისტებიც მოიგებდნენ და ფეხბურთელებიც
dato
მეორე გოლის შანსი გვქონდა, ორი არ დადებული პენალტი გაიხსნეებთ. 2-0 თამაში მოგებული იყო.
quTaiseli
ჩემი კომენტარებით თავს არ შეგაწყენთ,მაგრამ ერთს ვიტყვი:ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში 15-20 წუთის განმავლობაში ტემპს მოუმატეს,ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეს და ისე ათამაშდენ,რომ მოლდაველები უთაო ფეხბურთელებივით დარბოდენ მოედანზე,სამწუხაროდ მერე აირივნენ გაიყინენ,დადგენ და მოლდავეთის ერთერთ უსუსტეს ნაკრებთან ფრეს ძლივს გამოვრჩით,ჩემი აზრით მთავარი მიზეზი ფეხბურთელების ფიზიკური მოუმზადებლობა და თავიანთ გუნდებში უთამაშებლობაა.
912
მოლდოვამ ირლანდიასაც გაუტანა მაგრამ მერე რაც ირლანდიამ გააკეთა საქართველოს ეგეთი რამ არასდროს გაუკეთებია და კლასში რამხელა სხვაობა ჩვენსა და ირლანდიას შორის ეს ფაქტიც მეტყველებს
bebeto
მოლდოველებს არაფერი სასწაული არ გაუკეთებიათ,ჩვენი ნაკრები ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე ამ თამაშში თორემ მოლდოველებისგან არაფერი დარჩებოდა,1-0-ის შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელობა ქონდა მეორე გოლის გატანას, რასაც ჩვენზე უფრო ოდნავაც კი ძლიერი ნაკრები აუცილებლად გააკეთებდა და დამთავრებული იყო მოლდოველების საქმე.ჩვენ ნაკრებს კი ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემა აქვს, უთამაშებლობა ფეხბურთელების თავიანთ კლუბებში,ხან ხშირი ტრამვები რაც საბოლოოდ გუნდის თამაშზე გავლენას ახდენს.
giorgi
მოლდაველმა ჯურნალისტებმა გამოიტანეს სწორი დასკვნები ამ თამაშიდან და ვაისმა და ქართველმა ფეხბურთელებმა ვერაფერი გაიგეს, რატომ და რისთვის ჩაჯდნენ მთელი მეორე ნახევარი ჩვენები თავიანთ საჯარიმოში, ლორიას მოემატა საზრუნავი და ტვინი გაეყინა, ანერვიულდა და ისეთ რაღაცეებს ჩადიოდა, მეტქი ამან რამე ხომ არ დალია მეთქი შესვენებაზე! უბედურები!!!
status quo
მოლდაველები კი არ იყვნენ მაგრები,ჩვენები არიან იმპოტენტები...
jumber
თითქმის ზუსტი ანალიზია.
Mateus
ამას ქვია სტატია და არა იმას, რასაც თქვენ ჯღაპნით. იმედი მაქვს ვაისი გამოიტანს დასკვნას ამ თამაშიდან და თქვენც აითვისებთ რამეს ამ სტატიიდან :)
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ