სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ეროვნული ნაკრების გამოსვლა და თბილისში გამართული ოთხთა ტურნირი შეაფასა
ეროვნული ნაკრების გამოსვლა და თბილისში გამართული ოთხთა ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა შეაფასა:

"საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე საგანგებოდ შევარჩიეთ ძლიერი მეტოქეები, რადგან ფინალურ ეტაპზე ასეთი გუნდები დაგვიპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, თუმცა ტურნირს ევროფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპი იმიტომაც ჰქვია, რომ ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის მოემზადოს, სამწვრთნელო შტაბმა სწორი დასკვნები გამოიტანოს და გუნდმა მაქსიმალურად კარგ კონდიციებს მიაღწიოს".

მისი თქმით, მალე სფფ-ში ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლები შეჯამდება:

"19 და 17-წლამდელთა ნაკრებების გამოსვლაზე ფეხბურთის ფედერაცია იმსჯელებს. სფფ-ის პრეზიდენტს ჩვენს ხედვას გავაცნობთ და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ.

ახლა ყველა ვხედავთ, რომ სტატისტიკურად ვერცერთი ასაკობრივი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენი გეგმები გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ჩანაფიქრი შედეგს მომავალ წელს მოგვიტანს".

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზეც ილაპარაკა:

"ეს ოთხთა ტურნირი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო როგორც საორგანიზაციო, ისე სპორტული კუთხით. უეფას წარმომადგენლები გვესტუმრნენ და შეამოწმეს ის ინფრასტრუქტურა, სადაც მატჩები უნდა ჩატარდეს. უეფას წარმომადგენლებმა დიღომში მშენებარე სტადიონი მოინახულეს და სამშენებლო პროცესი დაათვალიერეს.

გაზაფხულზე თბილისში ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომლის ზუსტი თარიღი დეკემბრის ბოლოს გაცხადდება. იმ დროისთვის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, უეფას წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გვესტუმრებიან და ყველა ობიექტს მოინახულებენ".

მუჯირმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მუშაობის შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ხელში "ჯვაროსნების" პერსპექტივას ხედავს:

"აჯობებს, ეს კითხვა ალექსანდრე იაშვილს დაუსვათ, რომელიც სანაკრებო სფეროს კურირებს. ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს და ვხედავთ, რომ ვლადიმირ ვაისის ხელში ნაკრებს კარგი მომავალი აქვს.

თუმცა პირადად ჩემი აზრია, რომ გუნდს პროგრესი ეტყობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება მეორე და მესამე წელი.

ვაისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ფედერაცია 2017 წელს იმსჯელებს. წარმატებას ვუსურვებ მას და ნაკრებს, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის წარმატება იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxo
19 წლამდე ნაკრებმა რა წარმატებებს მიაღწიეს ყველამ ვნახეთ!! ყიფო არ შეცვალოთ არა უნიკალური ეგზემპლარია!!!! მაინც სადამდე უნდა ვაცადოთ??? მე-4 წელი უკეთესი იქნებამდე???
miSha
რა კრიტერიმებით ირჩევენ მართველევბბს კობიაშვილი კალაძეს ძმაკაცი მუჯირიც საზმაკოცდან იაშვილიც და რავიცი იქნებიან კიდევ გუნდსი ეგეტი რაღაცეები უპატრონი ქვეყანასი ხდება მხოლოდ
svani
aburjga-ს ერთს გეტყვი ცხადაძის გაშვება იმდენი დაუჯდათ რაც ისედაც უნდა გადაეხადათ მისთვის...! ეს თვით კობიაშვილმაც დაადასტურა მე არ ვიგონებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!)))))))))
QWERTY
ვაისი,მუჯირი,იაშვილი, კობიაშვილი ყველა ერთად წადით ხვალვე!
bebeto
მწვრთნელის ხშირი ცვლა კარგი არ არის გუნდისთვის მაგრამ, ვაისმა უნდა აღიაროს რომ მოლდოვასთან შეცდომები დაუშვა შეცვლების დროს,მაგალითად იგივე დაღლილი ყაზაიშვილი სანამ 1-1 გახდებოდა მანამდე შესაცვლელი იყო კიტეიშვილით ან ლიპარტიათი,კანკავა კი დაუშვილის მაგივრათ უნდა ყოფილიყო თავიდანვე.კობახიძეს რას ერჩიან სისტემატურად თამაშობს უკრაინაში სადაც ადვილი ნამდვილად არ არის იქ თამაში,შეიძლებოდა მისი გამოყვანაც.ვაისი უნდა დარჩეს მაგრამ თამაშებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ხოლმე.მარტო მწვრთნელის ბრალი არ არის შედეგი, ფეხბურთელებსაც მეტი მუშაობა მართებთ თავიანთ თავებზე.
ქწე
მეორე და მესამე უკეთესი წელი... ვიღაცის დაპირებებს მაგონებს :)))))
vava
გეგუჩამ გააკეთოს ნაკრები იმ ბიჭებისგან ვინც უცხოეთშია და არ ეძახიან,დაამატოს ჩვენი ჩემპიონატიდან თვითონ ვინც მოსწონს ( ყველა თამაშს ესწრება და იცის)და ვათამაშოთ ეგრეთწოდებულ პირველ ნაკრებს ვაისის ხელმძღვანელობით 2ჯერ ან 3ჯერ და ნახავთ ვინ მოიგებს.
aburjga
სვანი. რა გაუკეთეს ცხადაძეს, რა?! შენ რომ კვალიფიკაცია გქონდეს და შეგეძლოს საქართველოს ეროვნული გუნდის გაწვრთნა, დავიჯერო 5-10 ათასი! დოლარი თვეში არ იქნებოდა საკმარრისი?! დარწმუნებული ვარ პატრიოტი კაცი ნაკლებსაც დასჯერდებოდი! ცხადია ცხადაძემ ვერ მოზომა!
svani
haha-ს ისლანდია როგორ გავიდა პლეი ოფში და ეხლაც...! ეხლაც როგორ აგრძელებს იმ ტემპში რაც წინა ევროპის ჩემპიონატზე ქონდა..! ჩვენზე დიდი კლასის ფეხბურთელები ყავთ თუ ჩემპიონატის დონე აქვთ მაღალი თუ იქ უფრო ბევრი ხალხი დადის თამაშებზე?! საქმე მწვრთნელშია რომელიც სწორად ათამაშებს მათ..!
კახა ქირია
.საკუთარ კლუბებში სათადარიგოები არიან უმეტესობა კაშიას გარდა და რა შედეგს ელით როცა სათამაშო პრაქტიკა არაა აქვთ იმიტომაა ერთ თაიმს რომ ძლებენ.....
svani
vvv-ს ისეთი ადამიანს მაგონებ გორში კომუნისტების წევრი რომ არის და ლექსებს რომ ამბობს!))) ცხადაძე მართლაც უხელფასოდ მუშაობდა რამოდენიმე თვე უკონტრაქტოდ და პრინციპში რატომ ვლაპარაკობ... აზრი?!
Live
ვვვ არგინდა ეგ ზურგზე 41 დარტყმული კომენტარი რა ვერ ხედავ რო ცხადაძე უფრო მაგარი მვრთნელია შეადარე ვაისი შედეგები ყაზახეთში და ჩხადაძის კობიაშვილმა ფეხბურთში მოიტანა რეგრესი შეადარეთ ასაკობრივები შეადარეთ ევრო ტურნირები ასე საცოდავათ არასდროს გვითამაშია და პასუხი გაცემული იქნება კითხვაზე რა უქნეს თავის უცოდინრობით ზუგდიდს ეხლა 10 გუნდიანი ჩემპიონატ დარჩათ ერთად ერთი ხელზე დასახვევი და ა ბატონო რამოდენიმე თვეში დაიწყება თუმსა არანაირი საფუძველი არ მაქვს რომ დავიჯერო რამე შეიცვლება მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ მაგის დროც მოვა
ობიექტური
kika-ს რომელი ფეხბურთელებით ? :D რა მაგრად მაინტერესებს რომელ ფეხბურთელებზე საუბრობ ფეხბურთელები არ გვყავს ჩვენ გვყავს მუშა ხალხი კარგი ხელფასებით :)
haha
ქართული ფეხბურთი არის ფსკერზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ამიტომ აგებს ყველა. ამათმა დაიწყეს ფაფხური. კი ბატონო აკრიტიკეთ, მაგრამ უაზრო განცხადებებს შეეშვით. რა გინდათ თქვათ? რომ საკმარისია კარგი ტრენერი გვყავდეს და ყველაფერი კარგად იქნება? თქვენ თვითონ გჯერათ?
status quo
სსფ-ს პრეზიდენტს რა უნდა პარლამენტში,ასეთი რამ .... მიშასაც კი არ მოსვლია თავში,მაგიტომაა ფეხბურთში ლუზერები რომ ვართ.ჯერ თავის საქმეს ვერ უვლიდა სათანადოდ და ეხლა პარლამენტში აგვაშენებს.ფუი...
რომანი
ეროვნულჩემპიონატს თუ არ მიეხედა არაფერი გვეშველება
elgvisa
ვადროვოთ ვაისს.... არაა ცუდი ტაქტიკოსი... ნუ ვართ შვიდთვიანებივით... პროგრესი აშკარაა
vvv
ცხადაძის ფანებო გახსოვთ უფასოდ ვიმუშავებ თუ ქეცბაიას გაუშვებთო რომ ამბობდა შემდეგ კი ხელფასის შემცირებაზეც კი უარი თქვა ცოლშვილი მაღალი დონის კურორტზე უნდა დავასვენოვო ისე პოლონეთთან თამაშიც გაიხცენეთ
svani
გთხოვთ დაწეროთ ვაისის შეცდომებზე მახსოვს თქვენი სტატიები რუმინეთის და სლოაკეთის მატჩის შემდეგ ესპანეთთან მოგებული მატჩი რომ არა ვაისს გაუშვებდნენ! მაგრამ ამ მოგებულმა მატჩმა გაახანგრძლივა ვაისის მუშაობა)
svani
ბ-ნო მერაბ, ბ-ნო ბესიკ და სხვა ჟურნალისტებო! გთხოვთ სტატია მიუძღვნათ ისეთი როგორიც ეკადრებათ ამ თვითკმაყოფილ ....! არ შეიძლება ასეთი ნაცარი გვაყარონ თვალში იმის გამო რომ თვითონ მუშაობენ ფეხბურთის ფედერაციაში!
svani
.... სიტყვებისთვის და რაც ცხადაძეს გაუკეთეთ!)) მხოლოდ იმიტომ რომ ის წინანდელი ფეხბურთის ფედერაციის დანიშნული იყო!
kako
"ჩვენი გეგმები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და ჩვენი ჩანაფიქრი შედეგს მომავალ წელს მოგვიტანს." თუ აცნობიერებ ბატონო დავით რას ამბობ, 25 წელიწადია ერთ ადგილს ვტკეპნით თან უკუსვლით, მოიწვიეთ ძველი მწვრთნელები და შედეგიც იქნება უკეთესი.
vova
გრძელ ვადიანი "პერსპეკტივა"ამიხსენით ვინმემ! პენსიაზე რომ გავლენ მაშინ მიაღწევენ შედეგებს?
ლევან
მგონი გეგუჩაძე ყველაზე კარგი ვარიანტია!
kika
ცხადაძის უკან დაბრუნაბა არარეალური მგონია ამ ფედერაციის გამო. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ქართველი მწვრთნელი და დღეს ასეთი კაცი ვინც ყველაზე კარგად იცის ჩვენ რა გვჭირდება ეს არის შოთა არველაძე. ჩემი აზრით ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელი ახლა ეს გვყავს. ესაა ბოლო იმედი სხვა გზა არ ჩანს. სხვა დანარჩენი ერთიდა იგივე ადგილზე ტკეპნა იქნება. ამ ფეხბურთელებით უნგრეთის,ალბანეთის ისლანდიის და ნორვეგიის დონის გუნდის გაკეთება შეიძლება მეტი ფანტასტიკის სფერო იქნება.
vako
გაუშვით ეს გადამთიელი და დანიშნეთ კახა ცხადაძე!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა