ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთა შეფასება 10-ბალიანი სისტემით

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთა შეფასება 10-ბალიანი სისტემით

"ლელომ" მოლდოვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთა გარჯა შეაფასა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წელი მოლდოვასთან თბილისური შესარჩევი მატჩით დაასრულა. ეს დასასრული არ იყო ისეთი, როგორსაც ყველა ვისურვებდით. უახლოეს ნომერში "ლელო" აუცილებლად შეაფასებს განვლილ სანაკრებო წელიწადს, მანამდე კი მოლდოვასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში თითოეული ჩვენი ფეხბურთელის ნაღვაწი ავწონ-დავწონოთ (შეფასების კრიტერიუმად გამოვიყენეთ 10-ბალიანი სისტემა).

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

გიორგი ლორია 5 - ვერ ითამაშა ისე, როგორც მისგან ველოდით. დიდი ალბათობით, ჩვენს კარში არ გავიდოდა გოლი, ლორიას კარი რომ არ დაეკარგა. საქართველოს ნაკრების მეკარემ გაშვებულ გოლამდე რამდენიმე წამით ადრეც დაუშვა შეცდომა და მეტოქის დარტყმულზე კონცენტრირება ვეღარ შეძლო - ბურთმა თავზე გადაუფრინა. სხვა ეპიზოდებშიც რამდენჯერმე გაუმართლებლად დატოვა კარი.

ოთარ კაკაბაძე 5,5 - შესანიშნავად ითამაშა პირველ ტაიმში, დაცვაშიც საიმედო იყო და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა, თუმცა ამაში მხოლოდ კაკაბაძეს ვერ დავადანაშაულებთ. გუნდი ვეღარ უტევდა და "ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველსაც, ძირითადად, დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა. მოლდოველთა გოლის ეპიზოდში საჯარიმოდან ბურთის ამოტანა ვერ შეძლო.

საბა კვირკველია 6 - საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორჯერ გოლსაც გადაგვარჩინა. კვირკველიას კარგი თამაში ნაკრებში მით უფრო დასაფასებელია, რომ ყაზანის "რუბინში" საერთოდ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. გარედან ისე ჩანს, რომ ყველა სანაკრებო მატჩისთვის საგანგებოდ ემზადება.

გურამ კაშია 6 - კვირკველიასთან ერთად, დამაჯერებლად იდგა დაცვის ცენტრში. საერთოდ, არის თამასა, რომელზე დაბლაც კაშია არასოდეს ეშვება და ასე იყო ამჯერადაც. მას გოლების გატანას ნამდვილად ვერ მოვთხოვთ.

გიორგი ნავალოვსკი 6 - საგოლე შეტევაში ბოლოსწინა პასი მისი იყო ქვილითაიაზე. შეტევებში აქტიურად ცდილობდა ჩართვას. სასურველი იქნებოდა, მის ჩაწოდებებს მეტი სიზუსტე და ეფექტი ჰქონოდა. მთლიანობაში, ნორმალურად ითამაშა.

ვაკო გვილია 6 - ისეთი კარგი ვერ იყო, როგორც უელსსა და ირლანდიასთან, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი პასი კი შეასრულა. ვფიქრობთ, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უსუსტესი თამაში გვილიას ნაადრევმა შეცვლამაც განაპირობა.

ბუბა დაუშვილი 6 - მისი მოვალეობაა ბრძოლა და ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა. ჩვეული თავგანწირვით იომა. ესაა, მისგან შემქმნელ ფეხბურთს ვერ დაელოდება კაცი. ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა, როცა მეტოქის დარტყმულს გადაეფარა.

გიორგი ჭანტურია 6,5 - ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. პირველ ტაიმში რამდენჯერმე გვიჩვენა მაღალი ტექნიკური არსენალი. მეორე ნახევარში შედარებით ჩრდილში მოექცა, თუმცა ერთ ეპიზოდში მაინც შეგვახსენა თავი, როცა 11-მეტრიანს ითხოვდა.

ვაკო ყაზაიშვილი 6,5 - გოლი გაიტანა და თუნდაც ამიტომ უნდა გამოვარჩიოთ სხვების ფონზე მისი გარჯა. "ლეგიაში" პრაქტიკა აკლია და ეს სანაკრებო მატჩებშიც აშკარად გამოჩნდა. გოლი კი მართლაც შესანიშნავი გაიტანა, თუმცა სხვა ეპიზოდებში მისგან აშკარად მეტს ველოდით.

თორნიკე ოქრიაშვილი 5,5 - რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის ხილვასაც საქართველოს ნაკრების მატჩებში მივეჩვიეთ. ლიდერის ტვირთი ამ მატჩში ისე ვერ ზიდა, როგორც შეეძლო. პირველ ტაიმში ერთი საგოლე შანსი ჰქონდა, მეორე ნახევარში კი, საჯარიმოში რომ შეიჭრა, ის ეპიზოდი ძალიან ჰგავდა 11-მეტრიანს.

გიორგი ქვილითაია 6 - ვლადიმირ ვაისი მისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. მართალია, "რაპიდის" ფორვარდი ძალიან შესამჩნევი არ იყო, მაგრამ სლოვაკი მწვრთნელის აზრს ბოლომდე ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მოსაზრება ფაქტებით გავამყაროთ. ქვილითაიამ გააკეთა საგოლე პასი და თავადაც უნდა გაეტანა, მაგრამ მის დარტყმულს ზედ კარის ხაზზე დახვდა მოლდოველთა მეკარე. ის იბრძოდა ყველა მაღალ ბურთზე, მოძრაობდა, იხსნებოდა, მაგრამ მაინცდამაინც ცენტრფორვარდის ბრალი ვერ იქნება, თუ მასთან ბურთი არ მიდის.

ჯაბა კანკავა 5 - საქართველოს ნაკრების კაპიტანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ზოგადად, კანკავა ის ფეხბურთელია, სასტარტოში რომ უნდა იყოს. მისი ასე ხელოვნურად ჩამატებით მნიშვნელოვნად აირია ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემა.

ლადო დვალიშვილი შ.გ. - თითქმის 20 წუთი ითამაშა და ღირებული ვერაფერი გააკეთა. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, დვალიშვილი თამაშს ცდასა და მონდომებას არ აკლებს, მაგრამ რაც არ გამოდის, არ გამოდის...

დავით სხირტლაძე შ.გ. - ითამაშა ბოლო 10 წუთი, ანუ ის მონაკვეთი, როცა ჩვენი გუნდის თამაში არეული იყო. სხირტლაძე ცენტრალური თავდამსხმელია. ის დამოკიდებულია პარტნიორის კარგ პასზე. ასე რომ, მოედანზე ვერაფერი შეცვალა.

ვლადიმირ ვაისი 4 - გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს იყო სლოვაკი სპეციალისტის ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი სამწვრთნელო კარიერაში. მის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა გუნდი მთლიანად მოშალა, ნაცვლად უკეთესობისა. აირია ტაქტიკური სქემა და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აუცილებლად მოსაგებ თამაშში ერთი ხანობა ცენტრფორვარდის გარეშეც დავრჩით.

ვაისის შეცდომად მიმაჩნია ისიც, რომ დაწინაურების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ზედმეტად გააკეთა აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე. შესაძლოა, ეს არც იყო მწვრთნელის მითითება, მაგრამ მინდორზე ასე ჩანდა.

კარგი ის იყო, რომ ვაისმა აღიარა საკუთარი შეცდომები. და ერთიც: ალბათ, მწვრთნელი მეტად უნდა დაფიქრდეს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას და რამდენიმე პოზიციაზე არჩევანს გადახედოს. ჩვენი რესურსი ულევი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზეც კი ნაკრებს მიღმა 2-3 ისეთი ფეხბურთელი დარჩა (ამაზე მერე იყოს), რომელთაც, ჩვენი აზრით, თუნდაც კონკურენციის მომატება შეეძლოთ ეროვნულ გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბაჯო

ტიტქმს ყველა ნაკრები ატარებს ამ დგეებჰი ამხანაგურებს ჰვენები კი ისვენებენ სადააქ ფედერაციას გადასაყრელი ფული ვილები აქვტ ასასჰენებელი.

• ზაზა

ქვილითაიამ საგოლე სიტუაციაში დაარტყა იმ ერთადერთ წერტილში,სადაც შანსი ქონდა მეკარეს,რომ აეღო ან მოხვედროდა ბურთი(((ან ახლო კუთხეში უნდა დაერტყა ან მოძრაობის საწინააღმდეგოდ

• ზაზა –ალეკო კაკაურიძეს

ზოგიერთი შფასება გამაოგნებელია(((ქვილითაიამ ყველა ორთაბრძოლა წააგო(...შემტევების შეფასებები აშკარად მომატებულია–ბურთს ვერ ინარჩუნებდნე შეტევაში და...კაკაბაძეს მეტი ეკუთვნოდა... კანკავა–ბურთის ფლობა არ არის დადებითი მხარე და როცა მოგებაა საჭირო,შეტევაში ვერაფერს ვერ ქმნის.

არავითარი პირადული,მაგრამ.......დვალიშვილის ნაკრებში გამოძახების ერთი მიზეზი მაინ ვინმემ ამიხსნას რა.

• svani

....., კრიტიკული კი იყავით მაგრამ ხათრით დაუწერეთ ეს ქულები თუ საერთაშორისო სტანდარტია ეს ხუთი ბალი...! ვაისს 2 ორს დავუწერდი სრული მნიშვნელობით, ერთი ქულა რომ საქართველოს ნაკრებმა გოლი გაიტანა და მეორე ქულა.... მეორე ქულა ფეხზე რომ იდგა და ფეხბურთელებს მითითებებს რომ აძლევდა(ვითომ რამეს ცვლიდა მისი ენერგიულობა)!

• nariman

ორებს დსაუმერდი

• არჩილ ხოფერია

"gela 15 ნოემბერი 2016 15:11 ჭანტურის და ოქრიაშვილის მოედანზე ერთად ყოფნა არ შეიძლება. თორნიკე ორივე ფლანგზე ითამაშებდა და უფრო აქტიური იქნებოდა. ჭანტურია ზამენის კაცია." თითქმის ზუსტად დაემთხვა ჩემს მოსაზრებებს, როცა 2 კაცი დაუდგ ოქრიაშვილს მარცხენა ფლანგზე მას წასასვლელი არსად ჰქონდა. იქეთ ჭანტურია საკმაოდ საინტერესოდ ირჯებოდა. მეორე ტაიმის 13 წუთზე მაინც გარისკა ოქრიმ და მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, იქედან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოშიც და პენალტიც გამოიმუშავა (რა მისი ბრალია თუ მსაჭი თვალითაც და სინდისითაც ბრმა იყო!). ვაისმა დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა. ისე კარგი მჭვრთნელი და პიროვნებაა. ერთი ალელუია მღვდელსაც ეშლება.

• ბაჯო

ქვილიტაიამდე ერტი პასი არ მისულა და რა ექნა.არ იყო ჰაცოდებები სადაც ის ზლიერია,

• ცოტნე დადიანი

აქამდე ვაისის მეიმედებოდა, ახლა დავრწმუნდი, რომ ცხადაძე უკეთესი მწვრთნელია. ერთადერთ თავდამსხმელს რომ გაიყვან მოედნიდან და მესამე საყრდენს შემოიყვან, როგორ გინდა შეტევების ორგანიზება და პირველ ნომრად თამაში? და მერე ვისთან ასეთი სიფრთხილე? მაჩანჩალა მოლდოვასთან?! მერე თითქოს მიხვდა თავის შეცდომას და ნომინალურად თავდამსხმელი, რეალურად კი ცარიელი ადგილი - დვალიშვილი შემოიყვანა და ვის ნაცვლად? იმ სამი საყრდენიდან ყველაზე შემტევი და შემოქმედი გვილიას ნაცვლად. ოქრის სუსტი თამაშის პირობებში შეტევების ორგანიზება ჭანტურიას, ყაზაიშვილისა და გვილიას ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, ამან კი გვილიას კვალს მეორე ვაკოც გაუყენა. შედეგად 1:1-ის მერე დარჩენილ 15-მდე წუთში ერთი სახიფათო შეტევის ორგანიზება ვერ შევძელით. სულ იმაზე ვოპერირებთ, რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს კონდიციები არ უვარგათ და ერთი მითხარით, რას ერჩის ეს კაცი სანდრო კობახიძეს, ნუთუ არცთუ ურიგო კლუბში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი თუნდაც მოლდოვასთან ერთი შანსის ღირსი არაა?! ან ვინმეს გახსოვთ ქართველი თავდამსხმელის პოკერი?! დღეს დვალიშვილი ერთი თავით რომ ჯობდეს კაჭარავას, მაინც კაჭარავას გამოძახება ჯობს, რადგან დვალიშვილმა, რაც შეეძლო, უკვე გააკეთა ფეხბურთში, ნიკას კი ყველაფერი წინა აქვს. არადა, ერთი თავით კი არა, სულაც არ სჯობს, უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით ხელმოცარული ,,დინამო''-ც კი ნაკრების საბაზო ქართული გუნდის სტატუსს ინარჩუნებს, რათა ფიფიამ თავისი ნაგავი სადმე სარფიანად გაასაღოს. მოკლედ, ხვალ და ზეგ რის იმედად ხართ ქომაგები, არ მესმის. სერბეთი ყველაზე ძლიერი მგონია ჩვენს ჯგუფში და ასეთი მიდგომებით იმასთან მოგება რანაირად უნდა დაგეგმო? ერთი რამ ვიცი უეჭველად: ცხადაძე რომ დარჩენილიყო, ახლა მინიმუმ 6 ქულა (მოგება მოლდოვასთან+3ფრე) გვექნებოდა, ხოლო მაქსიმუმს თუ გამოვეკიდეთ, პირველი სამი თამაშიდან ნებისმიერში შეიძლებოდა 3 ქულის აღება. ზოგადად არ მიყვარს შეთქმულების თეორიები და ჭორები ყოვლისშემძლე და ყოვლისმომსყიდველი ტოტალიზატორების შესახებ, მაგრამ მოლდოვასთან თამაშმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ვაისმა მეორე ტაიმში განგებ გაანიავა მოგება. ამიტომ ერთობ იმედგაცრუებული ვარ არა ჩვენი სატურნირო მდგომარეობით, არამედ იმ ბარდაკით, რომელიც ნაკრებსა თუ ფედერაციაშია დამკვიდრებული. 25 წელია ვანგრევთ ქართულ ფეხბურთს და საერთოდ როგორ აქვს ჩვენს ნაკრებს რაიმე შანსი და პოტენცია, ალბათ ეს უნდა გვიკვირდეს...

• ვაკო

დვალიშვილის შეფასებაში აბსოლუტურად გეთანხმები! არაა მაგ კაცის საქმე ფეხბურთი!!! ქვილითაიასგან მეტს მოველოდით და 6 იანი ძალიან გადაჭარბებულია მისთვის, კაკაბაძე ნამდვილად 5.5 ზე მეტს იმსაურებდა და სასტარტო 11ულიდან ყველაზე სუსტი ნავალოვსკია!!!

• ika2323ika

Qvilitaia ar arias nakrebis donis,aq chvens chempionatshi gaqachavs.male rapidinac daiqneven sezonis bolos

• nika

ქვილითაიამ ძალიან სუსტად ითამაშა, ზუსტად ის ვერ გააკეთა რასაც მჭედლიძე უკეთ აკეთებდა, ბურთს ვერ იმაგრებდა და ეპურეანუსთან თითქმის ყველა ორთაბრძოლაწააგო, გრძელი პასები ხშირი იყო ქვილითაიაზე და უმრავლესობა ვერ მიიღო, რითაც ბურთი იკარგებოდა

• bebeto

გვილიას შეცვლა იყო შეცდომა,ოქრიაშვილმა კი ვერ ითამაშა,ქვილითაიასთვის პირველი თამაში იყო ასეთ დონეზე და არ ღირს მისგან ჯერ სასწაულების მოთხოვნა ის კარგ კლუბშია და სწორად იმუშავებს მომავალში ნაკრებს ძალიან გამოადგება.ჭანტურია კი ყველაზე კარგი იყო იმედია ასე გააგრძელებს და შრომას არ შეწყვეტს.კანკავა კი ძირითადში იმსახურებდა ადგილს ისე როგორც კობახიძისთვის ერთი ტაიმის ჩატარების უფლება უნდა ქონოდა გუნდს შეცვლაზე მისი თამაში ძალიან გამოადგებოდა.

• gela

ჭანტურის და ოქრიაშვილის მოედანზე ერთად ყოფნა არ შეიძლება. თორნიკე ორივე ფლანგზე ითამაშებდა და უფრო აქტიური იქნებოდა. ჭანტურია ზამენის კაცია.

• beso

ავტორ პირველად უყურე ფეხბურთს? თუ ქვილითაია შენი ნათესავია? რა ქვილითაია მაღალ კარგად იბრძოდა რამდენიც მიაწოდეს ერთი მაღალი ბურთი ვერ მოიგო, თუნდაც ერთი... და ყოველ ორ წუთში ჯარიმებს იღებდა და აშკარად აჭრილი იყო. ტექნიკა მაგას არა აქვს სწრაფი ეგ არ არი მაღალ ბურთებს ვერ იგებს რა ფეხბურთელია არ მესმის . აქ ვიყნებით რაპიდში არავინ არAრ ათამაშებს მაგას და ნაკრებშიც აღარ გამოიძახებენ

• პენსიონერი

როდესაც გუნდი აირევა, ასეთ დროს შეცვლაზე უნდა შემოვიდეს გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც ახალგაზრდებს შეუძახებს და გაამხნევებს. ჩვენს შემთხვევაში ასეთად გოგიტა გოგუა მიმაჩნია, მაგრამ მე მგონი დაგინებულია მისი არ გამოძახება. მასზე გამოცდილი ფეხბურთელი სამწუხაროდ დღეს არ გვყავს!

• ბაჯო

რას ეზახიტ ეფექტურ პასს ჰუა ცენტრსჰი რაგაც ხბოსავიტ კუნტრუსჰობს.უაზრო ფინტები რონალდოს სჰეაცყვეტინეს და ეს მაინც ვერ ისჰლის ტავისას.ეს მსუქანა მე უცერ 4 მეტის გირსი არარი,კასჰია7,გვილია7, კვირკველია8,სხვს5 იანებს, ლორიას4.ვაისს3.

• რომანი

გიორგი ჭანტურია არის არაპროფესიონალი, მისი ადგილი ნაკრებში არაა... მის ნაცვლად კობახიძე უნდა დაეყენებინა ვაისს და ოქრიზე უნდა გადაეტანა დატვირთვა, თუმცა მან ორივე ფლანგიდან მოინდომა დატვირთვა, რა გამოვიდა კი ნახეთ :)))

• ko_ra

ქვილითაი მართლაც უსუსტესი იყო. ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლა წააგო, საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და უამრავი ჯარიმა აიკიდა.

• roman

ქვილითაიას 6:))) საგოლე პასი კი არ გააკეთა შემთხვევით ეგრე მოხდა! ქვილითაია არარის ჯერ ნაკრების დონის და დვალიშვილს რომ ნაკრებიდან წასვლას თხოვენ ზოგიერთები მის დონესაც ვერ ქაჩავს ქვილითაია ჯერ, იმედია მოუმატებს. მაღალი ქულები დაუწერა კაკაურიძემ ყველას, კაშიას და კვირკველიას გარდა 6 არცერთი არ იმსახურებს ნუ ვაკოც გოლის ხათრით!!

• Irakli apkhaidze

ქვილითაიას შეფასებაში ვერ დაგეთანხმები პირველ ტაიმში განსაკუთრებით, საგოლე პასი გააკეთა და კარშიც დაარტყა, უბრალოდ მეკარემ ,,გამოაძრო" სასწაულად... კაჭარავა რო უნდა ყოფილიყო ნაკრებში და შეცვლაზე მაინც შემოეშვათ თუნდაც დვალიშვილის ნაცვლად ეგ ცხადია!

• sturtuc

ქვილითაია რომ მაღალ ბურთებზე იბრძოდა იქიდან საერთოდ თუ მოიგო 1 ორთაბრძოლა მაინც? სანამ ქვილითაია მოედანზე იყო ათი კაცით ვთამაშობდით მაგრამ ორგანიზებულად გვილიას დამსახურებით. ქვილითაიას სეცვლა კანკავათი კი გამოდგა საბედისწერო არა ქვილითაიას არ ყოფნის გამო არამედ გვილიას წინ წაწევის გამო რის შემდეგაც ბურთის ამოტანა და განაწილება კანკავამ და დაუშვილმა ვერ შეძლეს. ამ მატჩი ყველაზე სუსტი იყო მწვრთნელი ვაისი და მერე ქვილითაია

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ

ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში