მორაგბე გიორგი ლომინაძე სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის შემდეგ Ambebi.ge-ს ესაუბრა

მორაგბე გიორგი ლომინაძე სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის შემდეგ Ambebi.ge-ს ესაუბრა.

სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

წყვილი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. გიორგი ორი დღის წინ საქართველო-იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრასაც დაესწრო.

- ჩემი და ნუცას რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. მე დღეს მივდივარ თურქეთში, ფეხების მდგომარეობა უნდა შევამოწმოთ, გავიგოთ, შემიძლია თუ არა ადგომა. წინასწარ არ ვიცი, რამდენი ხანი დავრჩები იქ. ნუცა თბილისში აქტიურ რეაბილიტაციას გადის. თუ საჭირო გახდა, მერე ალბათ საფრანგეთში ან გერმანიაში წავალთ.

- გახსოვთ ავარიის დეტალები?

- ძალიან ისეთი დეტალები მახსოვს, რომლებსაც მაშინ მოვყვები, როცა ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტობრივად, თავიდან დავიბადეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. დღემდე აქტიურობენ და "ფეისბუქზე" უამრავ თბილ სიტყვას გვწერენ. არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას. როცა ჩემმა ძმამ და მეგობრებმა მითხრეს, როგორ აქტიურობდა ხალხი ჩვენ დასახმარებლად, შოკში ვიყავი. ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო, რისთვისაც თქვენც დიდ მადლობას გიხდით.

- მეკო კვირიკაშვილთან გაქვთ ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა. მეგობრობის გარდა, მე და მეკო ოჯახის წევრები და ძმები ვართ.

- გენატრებათ რაგბის თამაში?

- მენატრება რაგბის თამაში. დიდი ემოცია იყო, საქართველო-იაპონიის მატჩს რომ დავესწარი. იმედია, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მომცემს იმის საშუალებას, რომ ისევ ვითამაშო რაგბი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

წყარო: Ambebi.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები გამოჰყვეს
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მორაგბე გიორგი ლომინაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა
პროკურატურა მორაგბეების ავარიის საქმეზე: დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია