ძალიან სანდო, კონფიდენციალური და საქმეში ჩახედული წყაროსგან მეტად მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვეთ...
გუშინ დილით, სანამ ყაზახები ჩვენთვის საინტერესო ამ ინფორმაციას გაავრცელებდნენ, ძალიან სანდო, კონფიდენციალური და საქმეში ჩახედული წყაროსგან მეტად მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვეთ...

...სულ მალე შედგება ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იქნება - წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სეილდა ბაიშაკოვი.

როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა, ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის გაცილებით ძლიერი სპეციალისტის მოძიება იქნება. კანდიდატი ხუთია, პრიორიტეტი კი, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ენიჭება, ვისაც იქ კარგად იცნობენ "ქაირათში" მუშაობის დროიდან.

საოცარი დამთხვევაა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გუშინვე Sport.kz-ს წერილით დადასტურდა. საინფორმაციო პორტალი ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ხუთ კანდიდატს ასახელებს: სტანიმირ სტოილოვი (ბულგარეთი, მუშაობს "ასტანაში"), ვლადიმირ მუხანოვი (რუსეთი, "ოკჟეტპესი"), იური კრასნოჟანი (რუსეთი), დიმიტარ დიმიტროვი (ბულგარეთი, "ირტიში") და ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი, საქართველოს ნაკრები).

"ვლადიმირ ვაისს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა სათანადოდ არ აფასებდა. არადა, ის სანაკრებო მწვრთნელია და არა - საკლუბო. მან სწრაფად მონახა სამუშაო.

საქართველოს ნაკრებში ვაისს ბევრს არ უხდიან - მხოლოდ 20 000 დოლარს თვეში. ეს ოფიციალური მონაცემებია. მართალია, მან გასვლაზე დაამარცხა ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში არცთუ კარგი სტატისტიკა აქვს - 4 შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრაში მოლდოვას ვერ მოუგო.

საქართველოდან ვაისის წამოყვანის ალბათობა დიდია. სხვა საქმეა, მოგვიტანს თუ არა ის შედეგს", - წერენ ყაზახები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სეილდა ბაიშაკოვი"...მაგრად გამეცინა:)
ყური მიგდე
მეგობრებო, ყველას ქარტული ფეხბურთის სიკეთე გვინდა.. აქ ძირითადად ცხადაძე vs ვაისია თემა.. მოკლედ: 1. ცხადაზეს გაშევბით იგივე თანხა გადაიხადეს რაც მას უნდა მიეღო. 2. ცხადაძის ნათქვამი ასრულდა, რადგან იგი გაშვებული იყო გეგუჩაძის მოსაყვანად ნაკრებში, მაგრამ გახმაურების შემდეგ იპოვეს ქაირათიდან გამოსვებული ვაისი. 3. ფედერაციას მართავს დინამოელების (ფიფია, კობის მოადგილე ჭუმბურიძე) კარნახით და ხეჩიკაშვილის დახმარებით(თავიანთი ინტერესისთვის)...ამას ადასტურებს ის, რომ არა ლიდერ გუნდიდან, რომელიც ვერ გამოიყურება საქარტელსო ჩემპიონატში საუკეთესოდ,ბევრი ფეხბურთელია ყოველთვის გამოძახებული, აი, ლიდერებიდან კი ერტიც არა... 4. ახლა, ზიგზაგებით, მაგრამ, მაინც მოიყვანენ გეგუჩაძეს 5. ის ქაირატი, სადაც ვაისი იყო მწვრთნელი ჩაიბარა ცხადაძემ... ჩაიბარა მინნუს , მგონი, 17 ქულით... ბოდიში თუ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადრაც დიდი იყო სხვაობ ალიდერ ატანასთან..ცხადაძემ ორივე პრინციპული მატცი მოუგო ასტანას და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა...არველაძის გუნდთანაც, მხოლოდ დამატებით წუთზე, დამცველის უცნაური შეცდომით წააგო, თორემ ქაირატი ჯგუფში იქნებოდა ევროპაზე. 5. ვფიქრობ, კალაძე მიხვდა თავის შეცდომას და კობის მოხსნა-წასვლას ალტერნატივა უპოვა მისი პარლამენტარობით..ალაბთ , ნელ-ნელა წავა ფეხბურთიდან.. მთავარი: ვფიქრობ, სანამ ვაისია და კაშია(რომელმაც მატცისშემდგომ ინტერვიუში ერთი დედა არ გვაგინა) გუნდში, სტადიონზე ავარინ უნდა მივიდეს ! ვაისი, უნდა წავიდეს, რადგან უკვე დაიწყო საუბარი, რომ მომავლის გუნდს აშენებს... ე.ი მეტის არც იმედია აქვს და ვეღარც მიაღწევს!
მართალი
წავიდეს,აცალეთ. დანიშნეთ შოთა არველაძე. მანდამაინც 70 წლის უნდა გახდეს რომ დანიშნოთ!
Giorgi
Acadet am kacs.cxadazis xelshi nakrebma germanias etamasha gamartulad da mere mouwia wasvla da omito darcha gulshematkivrebs daukmayofileblobis grznoba. Vaisi ro uelstan tamashis mere gaeshvat ityodnen anaze magari mwvrtneli ar yolia saqartvelos da rato gaushveso? Chemi azrit am kavma es shesarchevi unda chaamtavros bolomde da daje kontrqtic unda gauxangrzlivdes.
Niko
არ ვიცი ტოტალიზატორებზე რა ხდება მაგრამ სამშობლოს მაისურს რომ ჩაიცვამ და მოედანზე გახვალ თავი უნდა დადო და ბრძოლით შეაკვდე. მოლდოვის მწვრთნელი კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი მწვრთნელიც გამოდაგ. უტალანტო გუნდი ჰყავს და მაინც ატამაშებს. ჩვენ გუნდს ტალანტი არ აკლია მაგრამ, სღთავაეში ვინც დგას ისენი მიჰქარავენ დაწყებული ფედერაციიდან. ვაისმა ბოლო მოლდოვას არა მგონია სერიოზულად შეხედა და არც ფეხბუღთელებს ჩაუდო თავში. ტან ენა გურბიტ მოლდოვას უნდა მოვუგოთ და მერე და შემდგომი ორი თამაშიცო. მე არ მიმაჩნია რომ დღევანდელ ფეხბურთში მნიშვნელობა ჰქონდეს შინ თამაშს თუ სტუმრად. მოედანია, თუ გადიხარ სათამაშოთ უნდა ითამაშო. მწვრთნელმა უნდა სწორად დააყენოს გუნდი. ვაისს შეეშალა ამ თამაშში თავდამსხმელის არჩევაც და შეცვლებიც. კაჭარავა ბევრად სჯობს ქვილითაიას ყველა მონაცემით და მე მგონი არაბიძისთვისაც უნდა მიეცა შანსი ამ თამაშში რადგან ბურთის დამჭერი და პასის გმანაწილებელი ნახევარდაცვაში აკლდა. ლორიასთან ამ ბურთის უკან ბრუნებას და მერე კარიდან ჭინ შორს დარტყმას უაზროდ რა იყო ვერ გავიგე. მოკლედ ბევრია სამუშაო და თუ მუშაობა არ უნდათ და ფორმაში ყოფნა დაანებონ მაშინ საერთოდ თავი.
akaki
არ ჩანს ცუდი მწვრთნელი. უბრალოდ ტოტალიზატორში დიდი ფული შევიდა. აეკრძალათ საქართველოს ნაკრების მოგებაზე დადება და მოლდოვას გადაურბენდით
vaa
ვოეეეეეეე 120 ათასი თვეში ქონდა, თვეშიიიიიიი. ეუბნებოდნენ 40-ს მოგცემთო, თუ გახვალ მესამეზე იმ თანხას რაც გერგებოდა პრემიალურს მოგცემთო. იცოდა რომ მესამეზე ვერ გავიდოდა ამიტომაც გადმოვიდა შეტევაზე.
gela
ცხადაძე რომ დარჩენილიყო ახლა უნდა გენახათ მაგისი გინება და ერთი ამბავი... ფეხბურთელები არ გვყავს და შედეგს ვერცერთი მწვრთნელი ვერ დადებს 1 სეზონში. მთავარი ის არის რომ ვაისი დასთანხმდა შედეგის მიხედვით ხელფასს და ცხადაძემ მოინდომა ჯიბის გასქელება ჩვენი ნერვების ფასად. შედეგი დადოს ნებისმიერმა მწვრთნელმა და თუ გინდა 1 მილიონი დაუნიშნონ თვეში ხელფასი, მაგრამ ბოლო ადგილზე გასვლაში რატომ უნდა აიღოს ვერ ვხვდები
svani
მაგრამ სადაც დვალიშვილი თამაშობს იქ ცხადაძემაც რომ ითამაშოს განსხვავება არ იქნება)))
svani
Abc-ს ხო ეგ გამომრჩა მართალი ხარ :დ!!!
Abc
Kaxas qonda 1 minusi atamashebda ara kanbibat shvils... Rom ara es magari iyo
მურთაზი
რატომ ფიქრობს ზოგიერთი რომ ჯგუფში ყველაზე სუსტი მოლდავეთის ნაკრებია. ჩვენსას ხომ ყველაფერში აჯობეს და თავში ტვინიც აქვთ ჩვენებს კი წვერებიანი ხოკორები ადგათ კისერზე
svani
saocaria-ს 20 000 გაამრავლე 12ზე თავის პრემიებით და ცხადაძეს მართალია მეტი ქონდა ხელფასი ვიდრე 120 000 მაგრამ ის რაც შენ თქვი 120 000 ქონდაო ორჯერ მეტი გამოუდის ვაისს! ესტონეთთანაც მახსოვს 0:3 და პოლონეთთანაც! მახსოვს მისი თამაში გერმანიასთან, მახსოვს თუ როგორი ტაქტიკით და სწორი განცხადებები დაიწყო კახამ ფეხბურთელებისადმი მაგრამ აღარ გააგრძელებინეს))) კარგი კანდიდატები ყავს ყაზახებს არჩეული უეჭველი დინამოს პერსონალს დაეკითხნენ აზრს მგონი))))) მე სულ ვიძახდი და ეხლაც ვიტყვი ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ხელმძღვანელობდეს! ამას იმიტომ ვამბობ რომ, იმდენი თანხა არ გვაქვს გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელი აქ მოვიყვანოთ!! იმათ გასაგონათ ვინც იძახის მწვრთნელი რას გვიშველისო, გაიხსენეთ ისლანდია როგორ აგრძელებს დღესაც წარმატებულად თამაშს! P.s. ცხადაძის გაშვება ფედერაციას იმდენი დაუჯდა რაც ისედაც უნდა გადაეხადათ კონტრაქტში... ეს თვითონ კობიაშვილმა აღიარა როცა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა!!!
jimi
ganadgurda katuli fexburti. farerebis da andoras doneze vart,tumza egez saechvoa, kobiashvils hkitxet gldanshi ra xdeba tko?
Davit
ჩვენი ფეხბურთის პრობლემა არაკონკურენტუნარიანი გარემოა..ვაისი მაისი, თუ სამჭკუაშვილი აზრი არ აქვს, არაფერი გამოსწორდება.. 25 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ. გულშემატკივრები ნუ იქნით ცრუ მოლდინებს და ნუ აძლევთ აშუალებას ფეხბურთის ბოსებს სისულელეები აკეთონ.
koba
geguchadze visaz mtvrneli goniat imat sakuradgebod, jer u21 shi daamtkizos, safrangetan 5.0 rom agebs da kutaisis torpedostan gols ver itans gundi, magis migteuli shedegi me ar minaxia arzet gundan, marto fuls ijibavs da egaa.weis-is 20 % is ar aris eg.
გუჯა კახაძე
სანაკრებო მწვრთნელი გვეღირსა და მისი გაშვება არაფრით არ შეიძლება! იქნებ ფიზიკურადაც მოაძლიეროს ბიჭები და საშუალო დონის ნაკრებად ჩამოვყალიბდებით. როდესაც ნაკრები ტემპს უმატებს მაშინვე უპირატესობის მოპოვებას ვახერხებთ.
me
თქვენ არ იყავით ირლანდიის და უელსის მერე ცაში რო აიყვანეთ ვაისი?
saocaria-s
რა მაგარი ხარ, თვიურ ხელფასს უდარებ წლიურ ხელფასს????? 20,000$ გადაამრავლე აბა 12-ზე?
lukas
მე ლელოს მკითხველი ვარ და არცერთი ინფო არ გაცრუებულა დინამოს მწვრთნელად გვანცელაძის დანიშვნის გარდა. რატო არ ენდობი?
imereli27
არ იყო მართებული ცხადაძის გაშვება ძლივს დაემგვანა ნაკრების თამაში ფეხბურთს......
owen
ცხადაძეს დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის მაგრამ ისიც ქეცბაიასავით 5 მცველითა და სამი საყდენით თამაშობდა. მარცხი ესტონეთში გამანადგურებელი ანგარიშით, ძხადაე იყო მწვრტნელი მაგ თამაშსი, მაგალითად ჩვენს ნაკრებს შოთიზე უკეთ ვერავინ ვერ უთავკაცებს
აკოფ დარდიმანდიანც
არაუშავს, სამაგიეროდ კობი პარლამენტარია, მაშ!!!!!!!!!!!!!!!!!
შალვა
ეხ ბიჭებო, თქვენ რა გითხარით. მოლდოვასთან ვერ მოგებამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. რა დაგემართათ..... რაღაც იმედს ჩაგვისახავთ და ჩასახვაშივე გვიკლავთ ამ იმედებს. კი, ბურთი ვიცით, რომ მრგვალია, მაგრამ მოლდოვასთან არ მოგება, ჩემის აზრით დანაშაულის ტოლფასია. ამ ხნის კაცი ვარ და პატარა ბიჭივით მივრბოდი სტადიონზე ჩემს შვილიშვილთან ერთად. თუმცა... აწი ჩემი დუხი აღარ იქნება იქ.
zmo
რაღაც შეკვეთილ სტატიას გავს, რაგინდათ უნდა გვატიროთ და გვახვეწნინოთ რომ არ წავიდეს ? თუ წასვლა უნდა წავიდეს არც ისეთი მაგარია შემცვლელი ვერ ვიპოვნოთ, მაგის მაგარი ბიჭობა მოლდოვასთან გამოჩნდა გვილია რომ შეცვალა და კანკავა და დაუშვილი ერთად შუაში რომ ათამაშა, პასის გამკეთებელი აღარავინ დატოვა აიჭრა და მოგებული თამაში ძლივს ფრე დაამთავრა
xorxe
კობიასშვილი არაა გამკეთებელი და თქვენ ხართ ხო?))) აი თქვე დუქნის ლომებო...
saocaria
არითმეტიკასთან მწყრალად ვართ? 20 000 ჰქონია ამ კაცს ხელფასი და ცხადაძეს 120 000 ჰქონდა. და ექვსჯერ მეტი ხელფასით ექვსჯერ მეტი შედეგი დადო თუ რამე თაფლი უცხია ამ ცხადაძეს? ეგ ცხადაძე არ იყო, ესტონეთთან 0:3 რო ჩაისვარა?
ქომაგი
დააბრუნეთ ცხადაძე, რით ვერ გაიგეთ რომ ეს ვაისი ვერ ქაჩავს! სადაც უნდა დაზოგოთ ფული იქ არ ზოგავთ. კობიაშვილი და მუჯირიც გაყვნენ და კიდე ხეჩიკაშვილი!
vako
კობიაშვილს არ ადარდებს,კი გახდა დეპუტატი,ფეხბურთი მაგისტვის უკვე მეორეხარისხოვანია და საშარო საქმეა!!!
ლუკა
ლელოსთან დაახლოებულ სანდო წყაროს აღარ ვენდობი; სულ მიცრუებს იმედებს :) მაგრამ ვაისი იმაზე მეტს ვეღარ მიაღწევს საქართველოს ნაკრებში რაც უკვე გააკეთა. ჯგუფის ყველაზე სუსტ ნაკრებს რომ სახლში ვერ მოუგებ ე.ი. დამთავრებულია აქ რაიმე წარმატებაზე საუბარი. ვაისი სერიოზული მწვრთნელია და მხოლოდ ხელფასის გულისთვის არ არის აქ. მას უნდა წარმატებას მიაღწიოს, გაიყვანოს გუნდი მსოფლიოზე ან ევროპაზე. ქართველი ფეხბურთელები მან ნახა საქმეში, გაესაუბრა, დააკვირდა, ჩაიხედა მათ თავის ქალებში და იქ ვერ ნახა ის რაც საჭიროა წარმატებისთვის... საქართველოს ნაკრებთან ერთად ის ვერ მიაღწევს წარმატებას, ამიტომ მისი წასვლა მალე რეალუარია. ვაისი თუ წასვლას ფიქრობს, მაშინ ეს ამ წლის ბოლომდე უნდა გააკეთოს. ზამთრის პაუზას გამოიყენებს ახალ გუნდთან შეგუებისთვის. ჩვენ კი, ვინც არ უდნა დავნიშნოთ, იქ ვიქნებით სადაც ჩვენი ადგილია: ჯგუფში ბოლო ადგილზე. მხოლოდ სერიოზული რეფორმების შემდეგ შეიძლება აღვზარდოთ თაობა, რომელიც სახლში მოლდავეთთან ფრეზე არ იტყვის არ გაგვიმართლაო.
guga
კობიაშვილიც თან გაიყოლოს,არაფრის გამკეტებელი ეგ არაა,ტკვილი დაპირებები მხოლოდ.....
გიორგი
კობიაშვილმა მოსვლისთანავე დაუშვა შეცდომა როცა კახა ცხადაძე გაათავისუფლა.ნაკრები უკვე ლაგდებოდა და შედეგიც აშკარად იკვეთებოდა უმთავრესად გამართული თამაშის სახით.რა მოვიგეთ ვაისის მოყვანით? ა რ ა ფ ე რ ი ! მისი კლასის მწვრთნელების უაზრო ცვლას ისევ ცხადაძეს მოუხადოთ ბოდიში და თუ დაგთანხმდებათ დააბრუნოთ-სჯობია.
G
ცხადაძეს არ აქვს სანაკრებო მუშაობის გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრების ხელმძღვანელობისთვის. სხვა სპეციფიკა აქვს ყოველდღიურ საქმიანობას და სხვაა, მაშინ როცა ერთი კვირა გაქვს დრო ფეხბურთელებთან სამუშაოდ, ეს ცხადაძის ,,ნაკლია" თუ შეიძლება ასე ითქვას. ახალგაზრდაა ცხადაძე და მიეცემა შანსი მომავალში. ახლა რომ ვერ გაამართლოს ცხადაძემ ნაკრებში, ხომ ხაზი გადაესმება სამუდამოდ მის მომავალს ნაკრებში?.. პ.ს. ისე იმათი მიკვირს ძალიან, ერთ დღეში ვაისი რომ გმირი გახადეს (როცა ესპანეთი დაამარცხა ან ირლანდიასა და უელს ეთამაშა კარგად) და მეორე დღეს ამბობენ უნდა წავიდესო ნაკრებიდან. რა, ერთ დღეში დაკარგა კაცმა მწვრთნელის უნარ-ჩვევები და ტაქტიკური ცოდნა?? კრიტიკას იმსახურებს მოლდოვასთან მატჩის შემდეგ, ეს გამართლებულია და ნორმალურიც არის, მაგრამ ვინ მიდის ერთი ან ორი თამაშის ჩაგდების გამო ან რომელ სახელოვან მწვრთნელს არ ჩაუგდია თამაშები..ვაის უნდა მიეცეს მინიმუმ ამ ციკლის დასრულების საშუალება საქართველოს ნაკრებთან ერთად
ვეტერან - ს
ვაი შენ მართლა რა :):) "ვაი" არ ნიშნავს "შენ" "სი" ნიშნავს "შენ"... არ გეწყინოს :):) ნუ ჩემი აზრით მოლდოვასთნ თამაშს რომ ვუყურე პირველად ვნახე მონდომება ჩვენების რაც აკლდათ ( იყო ბევრი შეცდომა მაგრამ მეკიდეა, იმიტომ რომ ბრძოლობდნენ და დარბოდნენ ). რაც შეეხება მწვრთნელს და გუნდის თამაშს, ჩემი პირადი აზრია ძალიან ბევრად ჯობდა ცხადაძე ვაისს... ცუდი მწვრთნელი არ არის, არც საშუალო დონეა, ცოტა უფრო დაბალი.. ის მწვრთნელი არ არის რომელიც საქართველოს რაღაც სიხარულს მოუტანს... ტაკ შტო .....
Sibnele
ერთი რაღაცა მაინტერესებს ამდენი ფეხბურთის სპეციალისტი საიდან გვყავს საქართველოში ამირან მეკარის და თავდამსხმელის პრობლემაზე რომ საუბრობ რომელი თავდამსხმელი გესახება შენ საქართველოს ნაკრებში იმედია გყავს კანდიდტები მორჩით მარჩიელობას რა ნაკრები კი არა ნახირი გვყავს არცერთი ფეხბურთელი არაა პროფესიონალი 45 წუთის მერე ბიჩოკებს ყრიან და დადიან ტიპები ბურთს დაკარგავენ და დგანან იმის მაგივრად რომ ბოლომდე მიყვნენ და დაცვას მიეხმარნონ ელემენტარულ პასებს ვერ აკეთებნ და ქართველი კომენტატორებს რომ უსემნ თურმე ფლანიგდან ფლანგზე პასი რო კეთდება უნდა იყვირო რომ გამოვიდა ელემენტარული ტექნიკა და მოედნის ხედვა არ აქვთ და რაღაცა სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობენ ერთი ნორმალური ინდივიდუალისტი არაა რომ საკუთარ თავზე აიღოს თამაში და მერე გამოხვალთ და პრობლემა ვერ მოაგვარაო ხან მსაჯს აბრალებენ ხან იღბალს კომენტარებში გამოვიდა ვაისი და თქვა 3მი კაცის მეტმა ჩემი დავალება ვერ შეასრულაო და რომელ მოგებაზე საუბრობ ეს ჩემისები მარტო გრანდებთან იგიჟებენ თავს რომ ვინმემ დაინახოს მოლდოვასთან გამოვიდნენ და გადაასხეს ცივი წყალი მაგათ ამბიციებს ასე რომ მოდი ამ უაზრო კრიტიკას თავი დაანებეთ და საერთოდ ავკრძალოთ ფეხბურთის დაფინანსება საქართველოში და სხვა რამეში გამოვიყენოთ ეს თანხები ჯობია ;)
qutaisi
რა არ იყო ცხადაზე ვრომელი მნისვნელოვანი მატცი მოიგო აცადეტ ვაისს
კოსტაია
წაიყვანონ ყაზახებმა და თუ აქამდე ფრეს მაინც ვთამაშობდით ყაზახებთან,შემდეგ დიდი ანგარიშით მოგვიგებენ მაინც, რომ ბოლობოლო მიხვდნენ ჩვენში არსებული ამდენი პროფესორი, რომ მათი აზრი არცისე ჭკვიანური და საინტერესოა
ლევან კობიაშვილი
წავიდეს ვაისი და დააბრუნეთ ცხადაძე
ხვიჩა
ჯერ ერთი ზუსტად არავინ იცის ვაისის გარდა სად წავა და სად იმუშავებს, და თუ ეგრე მოხდა მაშინ კახი ცხადაძე ძალიან კარგი იქნება რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყოს.
საბა
გეგუჩაძე არა მაისურაძე კიდე ))))
რავიცი
რავიცი, მაგრამ მიუხედავად შედეგებისა, ასე მგონია, რომ საქართველოს ნაკრები ყველაზე უკეთესად ვაისის მწვრთნელობისას გამოიყურება...
giga
ჰოოო, აი ეს ღადაობა კი იქნება.
ლევან
გეგუჩაძე სასწრაფოდ ნაკრებში. აბა მუჭო
1
უნდა მიეცეს დრო ვაისს
დემე
ჩასვარა საქმე და წავა აბა არს იზამს.
ვეტერანი
ყაზახებო რად გინდათ ვაისი(მეგრულად "ვაი შენ"-ს ნიშნავს) გყავთ იქ მშვენიერი მწვრნელი ცხადაძე და მას ენდეთ ჯობია. ჩვენ ვაი და უი ღირსი ვართ და გვაქვს კიდეც.
gio
არაფერი გაუკეთებია ისეთი,სადაც უნდა იქ ცავიდეს.ცხადაზე დაგვიბრუნეთ თქვე მასხარებო!!!
ოჩამჩირის ამირანი
წაიყვანონ ყაზახებმა,ფულსაც იშოვის და ჩვენც თავს დაგვანებებს-შეწყდება ჩვენი მოუგებლობის სერია. ვაისმა უკვე 8 თამაშია ვერ გაარკვია მეკარის პრობლემა, თავდამსხმელის პრობლემა! ...და ჩვენ უბედურებს ისევ გვიხარია ყაზახებთან,ვალიელებთან თუ მოლდოველებთან ფრე!!!
Giorgi
და ცხადაძეს რატო არ განიხილავენ ... აზრზე არ არიან რა ....
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ
ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]
გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..