ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] გვაქვს ორი, გვინდა მეტი!

[ოთხშაბათის საკითხავი] გვაქვს ორი, გვინდა მეტი!

დასრულდა სანაკრებო წელიწადი და, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ განვლილ გზას უფრო ცივი გონებით შევაფასებთ...
დასრულდა სანაკრებო წელიწადი და, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ განვლილ გზას უფრო ცივი გონებით შევაფასებთ...

შედეგი

საქართველოს ნაკრების შედეგი ისეთი ვერ არის, როგორიც გვინდა, რომ იყოს. გვაქვს 2 ქულა და ამით ვერ ვიამაყებთ. არიან ჩვენზე მოკრძალებული მიზნების მქონე გუნდები, რომელთაც აშკარად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან თბილისში წაგებული მატჩით გახსნა. იმ შეხვედრაში მეტოქე, ცხადია, ფავორიტად მიიჩნეოდა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა კარგი ფეხბურთი. აკი ორბურთიანი ფორაც დაიბევეს სტუმრებმა. მეორე ნახევარში მინდორზე უკვე ჩვენი გუნდი დომინირებდა და ჯანო ანანიძემ შესანიშნავი გოლიც შეაგდო. კიდევ 2-3 საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ გამოუყენებელ შანსებში ქულებს არავინ იძლევა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

რა დაგვაკლდა ავსტრიასთან მატჩში დადებითი შედეგის მისაღწევად? პირველი და მთავარი - სტაბილურობა. პირველი ტაიმიც რომ იმავე დონეზე ჩაგვეტარებინა, როგორც მეორე, მინიმუმ, ერთს და, მაქსიმუმ, 3 ქულას ავიღებდით. ჩემი აზრით, ამას დაერთო სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას დაშვებული შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც ვლადიმირ ვაისს თანდათანობით, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას მოუხდა.

აქვე უნდა ვთქვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელზეც ვაისიც ძალიან ხშირად ამახვილებს ყურადღებას - ეს არის საგოლე მომენტების რეალიზაციის ძალიან დაბალი პროცენტი. ზოგადად, თუ რაიმე ღირებულის მიღწევა გვინდა, ეს ნაკლი უსათუოდ უნდა გამოვასწოროთ და რაც შეიძლება - სწრაფად!

ავსტრიასთან საშინაო მარცხს მოჰყვა გასვლა ირლანდიაში, სადაც, ბუნებრივია, ძალიან რთულ მატჩს ველოდით. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს არაფერი დაუთმო. სამაგიეროდ, სიტუაცია შეიცვალა შეხვედრის მეორე ნახევარში...

ირლანდიელთა მრავალნაცადმა დამრიგებელმა მარტინ ონილმა საქართველოს ნაკრებს ტოტალური პრესინგი დაუწესა მინდვრის ყველა მონაკვეთზე. ამისთვის კი ჩვენი გუნდი მზად არ აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ ირლანდიელთა მიერ გატანილი (ფაქტობრივად, კურიოზული) გოლი, რომელიც ისევ და ისევ ფეხბურთელების შეცდომებისგან "აიკინძა".

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

თანამედროვე ფეხბურთში თითქმის აღარ გადის ისეთი გოლები, როგორიც კოულმენმა გაგვიტანა. ეს გოლი იმ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა და ირლანდიამ მინიმალური ანგარიშით მოგვიგო. რა დაგვაკლდა? ისევ და ისევ - კონცენტრაცია და სტაბილურობა!

სამ დღეში გველოდა მორიგი გასვლა, იქვე ახლოს - უელსში. ამ წელს საქართველომ სტუმრად მოუგო ამხანაგური მატჩი თვით ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ჩემი აზრით, წლეულს სწორედ უელსთან შეხვედრა იყო საუკეთესო - "ჯვაროსნებისათვის".

90 წუთის განმავლობაში ვაისის გუნდმა საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა, არად ჩააგდო ანგარიშში ჩამორჩენა და მეორე ტაიმში, გააზრებული კომბინაციის შედეგად, თორნიკე ოქრიაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა. მატჩი ასეც მორჩა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

საერთოდ, ისეთი თამაში იყო, ჩვენი მოსაგებიც რომ ეთქმოდა, თუნდაც საგოლე მომენტების მხრივ. ისევ და ისევ და უკვე მერამდენედ, უნდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი ნაკრების "აქილევსის ქუსლზე" - საგოლე შანსების გამოყენების ძალიან დაბალ მაჩვენებელზე.

უელსთან თამაშით მოგვრილი აღმაფრენა მოლდოვასთან საშინაო ფრემ ჩაგვიცხრო. მატჩი, რომელშიც უცილობელ გამარჯვებას ველოდით... კინაღამ წავაგეთ. გახსოვთ თავური ბოლო წამზე? ბურთი კარში რომ წასულიყო, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

საბოლოოდ, მოლდოვასთან მატჩი იმ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, რომელიც გუნდსაც და მწვრთნელსაც აშკარად ჩაუვარდათ.

ისტორიული გამარჯვება

ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა წლეულს რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ყაზახეთთან, სლოვაკეთსა და რუმინეთთან სპარინგებზე არაფერს ვიტყვით. ჩავთვალოთ, რომ სლოვაკ სპეციალისტს ეს თამაშები გუნდის უკეთ გასაცნობად სჭირდებოდა, რაც ექსპერიმენტების გარეშე ვერ გამოვიდოდა. ამის შედეგი იყო 1:3 მთავარი მწვრთნელის თანამემამულეებთან, ხოლო კიდევ უარესი - 1:5 რუმინეთთან.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

სამაგიეროდ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საამაყო და ხმაურიან გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ (თუნდაც ეს ამხანაგური მატჩი იყოს) ყველა ტიტულის მომგები ესპანეთის ეროვნულის გუნდის დამარცხება მისსავე მოედანზე.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

მე-40 წუთზე ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოსთვის ისტორიულ მატჩში. გოლის მერე მაგრად დავიცავით თავი, ერთი-ორი მწვავე კონტრშეტევაც გვქონდა... საბოლოოდ, ქართველებმა ის ვარსკვლავები დაამარცხეს, რომელთა ფეხბურთზეც თავად გაიზარდნენ.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს ბევრი შეუძლია, ოღონდ - ეპიზოდურად, თან უფრო მაშინ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე თამაშობენ.

ლიდერების პრობლემა

საქართველოს ნაკრებს დღეს რამდენიმე ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელთა გარეშე ჩვენი გუნდი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 3 გოლი გაიტანა და სწორედ ამ გოლების ავტორები არიან ნაკრების ლიდერთა შორის - ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ, თუ ჯანოს არ ჩავთვლით, ჩვენი გუნდის ლიდერებს (დავამატოთ მათ საბა კვირკველია და ჯაბა კანკავა, ვისაც მთელი მოსამზადებელი ციკლი გაუცდა და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა "რეიმსის" ძირითად შემადგენლობაში) სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ოქრიაშვილი თანდათან მაინც ახერხებს "კრასნოდარის" სასტარტოში დამკვიდრებას, ყაზაიშვილი კი... საერთოდ არ თამაშობს "ლეგიაში".

თავის დროზე, ამ სტრიქონების ავტორი გამართლებულად თვლიდა ყაზაიშვილის გადასვლას პოლონური ფეხბურთის გრანდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა ეთამაშა. "ლეგიამ" ლიგაზე ჯერ ბევრი წააგო, ბოლოს კი ისტორიული ფრე გაახერხა "რეალთან", ოღონდ - ყაზაიშვილის გარეშე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მწვრთნელის არგუმენტს, რომ ქართველი არ სჭირდება. არადა, "ლეგიაში" მისი გადასვლისას ხომ ეს იყო გათვლა - ჩემპიონთა ლიგაში კარგი თამაშით გაცილებით სოლიდური კლუბების ყურადღება უნდა მიექცია...

თუ პოლონურ კლუბში ყაზაიშვილს არ ექნება სისტემატური სათამაშო პრაქტიკა, მაშინ უმჯობესია, დატოვოს იქაურობა. კონტრაქტით ხომ ის კვლავ "ვიტესის" საკუთრებაა...

ვაისი

თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრების სათავეში ფეხბურთის კარგად მცოდნე სპეციალისტი დგას, არა - ექსტრაკლასის, მაგრამ მაინც.

ცალკეულ თამაშებში ვაისი უშვებდა შეცდომებს და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ის იმავე თამაშებში ცდილობდა ამ შეცდომების გამოსწორებას. ხან გამოსდიოდა, ხან არა, მაგრამ რაც მთავარია, ის ამ შეცდომას ხვდებოდა. ეს ალბათ იმითიც უნდა აიხსნას, რომ დიდი ხანი არ არის, რაც სლოვაკი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს და ეტყობა, ჯერ კიდევ სჭირდება დრო თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობების უკეთ შესაფასებლად.

ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 მატჩი ჩააგდო: ამხანაგურები ყაზახეთთან, რუმინეთსა და სლოვაკეთთან, პლუს, შესარჩევი - მოლდოვასთან. განსაკუთრებით რთული ასახსნელია ამ უკანასკნელთან შეხვედრაში მწვრთნელის მიერ დაშვებული აშკარა შეცდომები, თუმცა ისიცაა, რომ ნებისმიერი სპეციალისტის ცხოვრებაში არის ასეთი უიღბლო შეხვედრები და ამას ვერავინ გაექცევა. მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა და მგონი, ვაისს ეს შეუძლია.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს ბურთის კონტროლითა და ბევრი პასით. ეს იმ გზის გაგრძელებაა, რომელზეც ნაკრები ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დააყენა...

ახალი სახეები

ვაისის ხელში ეროვნულ გუნდს ვაკო გვილია შეემატა, რაც ნაკრებისთვის დიდ პლუსად მიმაჩნია. გვილია ის ფეხბურთელია, რომელსაც მოკლე ხანში შეუძლია, ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და შეუცვლელ ფეხბურთელად იქცეს.

დანარჩენი დროის საქმეა - გვილიას სჭირდება ბევრი თამაში იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოს ლიდერის ტვირთი და ფუნქციები. კიდევ კარგი, მას მაინც აქვს სათამაშო პრაქტიკა ბელორუსულ ბატე-ში.

ასევე ვაისის დროს პირველად გამოჩნდა ნაკრებში დავით ხოჭოლავა, ვინც ამ დროისთვის უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება, ასევე - ჯაბა ლიპარტია, დავით სხირტლაძე, რომელთაც, ამ უკანასკნელს თუ არ ჩავთვლით, ვაისის გუნდში ჯერ არ ჰქონიათ პრაქტიკა. მაგრამ კარგია, რომ ის ეძებს ალტერნატივას, ცდილობს, გუნდში კონკურენტული გარემო დაამკვიდროს...

მოსაგების მოგების ცოდნა

თუ გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებს ჰქონდეს შედეგი, ფეხბურთელებმა ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ - თანამედროვე ფეხბურთში, როცა საქმე კლუბისა თუ ნაკრების წარმატებას ეხება, არაფერი ისე არ ფასობს, როგორც - სტაბილურობა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ერთ კარგ მატჩს ერთი ისეთიც მოსდევს, "არა უშავს" რომ ეთქმის და რამდენიმეც - ცუდი. თუ ამას შევძლებთ, წარმატება არ დაახანებს. ვიცით, დასაწერად იოლია, გასაკეთებლად - რთული, მაგრამ სხვანაირად სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი უტოპია იქნება. თანამედროვე სანაკრებო ფეხბურთში არსებულ უდიდეს კონკურენციას მხოლოდ ასე თუ მოვერევით.

საქართველოს ნაკრებს მაღალ დონეზე თამაში რომ შეუძლია, ეს თუნდაც უელსთან გასვლითმა მატჩმა დაადასტურა. ასე რომ, ახლა ყველაფერი მწვრთნელ-ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

და კიდევ ერთი: ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ უეჭველად მოსაგები თამაშების მოგებაც!

ვნახოთ, ვაისს ჯერ კიდევ აქვს დრო სამუშაოდ და პროგრესისთვის, თუმცა, ცხადია, ყველაფერი მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. ეს პროგრესი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ერთობლივი, სწორი მუშაობით უნდა მოვიდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ვეტერანი

ყველაფერზეა ლაპარაკი გარდა იმისა, რამ დაიყვანა ჩვენი თამაში ასეთ დონეზე. ეს პრობბლემა მარტო ჩვენი არაა. მთლიანად ფუტბოლის პრობლემაა, ფიფადან უეფადან, მათი რეგულარიეციებიდან და წესების განუვითარებლობიდან და დაკონსერვებული აზროვნებიდან მოდის. "კიბო" ბლატერისა ძმანი მისნის სახით მოაშორეს, მაგრამ მეტასტაზებს არავინ მკურნალობს. ყველა თამაში ერთმანეთს გავს, ბურთის ფლობა პირველ მაჩვენებლად იქცა. ფაქტიურად მძლეოსნობას ვუყურებთ, კარში ისე იშვიათად ურტყამენ ეს ილეთი არც ახსოვთ. ასეთმა განვითარებამ აფრიკელი მორბენალ მოთამაშეებზე გაზარდა მოთხოვნა. ხოლო რეიტინგების სისტემამ საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გახადა ინვესტიციები საინტერესო. ასევეა კლუბების დონეზეც, ვთქვათ ესპანეთში 3-4 კლუბია საინტერესო. დანარჩენი უბრალოდ სპარინგის როლით იფარგლებიან. გამოსავალი არსებობს: ფიფას, უეფას და წესების სრული რეფორმა, მაგრამ მეტასტაზები არ იძლევა საშუალებას რაიმეს შეცვლის და არც იციან, სხვასთან კი საუბარსაც არ კადრულობენ. რას იზამ "ყვავი თუ ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია"

• ramazi

შოთი უშველის მეტი ვერავინ

• patrioti

კაი მოლდვასთან რაღა მწვრთნელი გინდათ ჯერ მაგ დაბალი დონის ნაკრებთან რო დინამოს გაავსებს ხალხი მარტო მაგის გულიზე უნდა დაემტვრიატ მოლდოვა,მარა ჯიგარი არააქვთ ან მაიმუნობას ქონდა ადგილი.მე მაგათ თამაშზე აღარ წავალ და სხვებს რაცუნდათ ისუქნიათ.

• bebeto

საქართველოს ნაკრებმა როგორც ბურთის კონტროლი ისე პრესინგი უნდა ისწავლოს მეტოქის ნახევარზე, ამას კი ფიზიკური მომზადება უნდა, რაც თითოეულმა ფეხბურთელმა თავიანთ კლუბში თავდადებული ვარჯიშებით უნდა მიაღწიონ,კიდევ ერთი ვინც სად თამაშობს ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ ძირითადის ფეხბურთელები გახდნენ,ასეთ შემთხვევაში ნაკრების თამაშიც და შედეგიც გაუმჯობესდება.

• svani

nemogg-ს უკეთესი მოიყვანე შენ უკეთესი კვალიფიკაციით თან უცხოელი და თან დაბალ ხელფასზე!!!!!!!!!!)))))))))))))))))))))

• xorxe

nemogg-ს ნუ გვაბოლებ და ნუ დემაგოგობ

• nemogg

ცხადაძემ პოლონეთთან ისე კარგად ათამაშა გუნდი ხელფასის შემცირება კი არა გაზრდა ეკუთვნოდა ის რომ დარჩენილიყო ნაკრებს ეხლა ბურთის ფულიც არ ექნებოდა

• nika

მოლდოვასთან თამაშზე ყველა სტატია წავიკითხე და ერთ მომენტზე არსად არ იყო ყურადღება გამახვილებული, რატომ ათამაშა მოლდოვამ ბურთი ასე იოლად მოედნის ცენტრში, პრესინგს რომ საერთოდ ვერ აკეთებდა საქართველო აშკარა იყო, არც ცდილობდნენ, ნელ-ნელა უკან უკან იწევდნენ როცა მოლდოვას მცველები ბურთს ათამაშებდნენ და როცა იქნებოდა ამ ბურთის ფლობით გაუვარდებოდა მოლდოვას რაღაც და გაუვარდა კიდეც - გოლი!

• kika

შოთა არველაძე არის ბოლო იმედი, სხვა შემთხვევაში წინსვლა გამორიცხულია.

• გივი

კარგით რა ვაისის ხელში არა. რა ცხადაძე ან სხვსა არ მოიწვევდა ნორმალურ ფეხბურთელებს? ამ კაცს აშკარად რაღაც აკლია. როდემდე ველოდოთ მაგის გამოღვიძებას? ნათქვამია თევზი თავიდან ყროლდებაო. ცხადაძე რომ გაუშვეს მაშინ ხმა არავინ ამოიღო. ახლა იყავით ვაისის იმედზე.

• akaki

სისწრაფე, ბურთის გაჩერება, ზუსტი შორეული და გააზრებული პასები და ა.შ. ყაზაიშვილი და ყენია, ასევე ვაწაძე ანანიძე კარგია მაგრამ სიზარმაცე რომ დაძლიონ და 2 საათი ივარჯიშონ სირბილში ყოველ დღე, შეძლებენ 2 ტაიმის თამაშს. ჯერ ჩვენი გუნდის ნაირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის უხერხულია, თუ სირცხვილი არა. ფეხბურთშიც და სახელმწიფოშიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებეია საჭირო, მაგრამ პოლიტიკის შემუშავებას ტვინი უნდა, ტვინი კი არ გვაქვს. რომც გვქონდეს უჭკუო საზოგადოება, როგორ გამოიცნობს ვინ არის ტვინიანი რომ მხარი დაუჭიროს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]