საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებისთვის მატჩის დღისთვის რეკომენდაციები გამოქვეყნდა
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებისთვის მატჩის დღისთვის რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

გთავაზობთ რაგბის კავშირის განცხადებას უცვლელად.

"ძვირფასო გულშემატკივარო! თუ შენ გინდა დაესწრო სამოელების მიერ შესრულებულ საბრძოლო რიტუალ "სივი ტაუს" და აჰყვე საქართველოს ჰიმნს "ბორჯღალოსნებთან" ერთად - მაშინ დაიჭირე თადარიგი და სტადიონზე მოდი 2 საათით ადრე.

აგრეთვე, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველო-სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი უმრავლესობა უკვე გაყიდულია.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული საერთაშორისო მატჩების ორგანიზების გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან სტადიონის შესასვლელში დამონტაჟებული 30 გამშვები კარის გამტარობა მთლიანობაში წუთში 180 ადამიანს შეადგენს - შესაბამისად, 25000 ადამიანის შეშვებას მიახლოებით 2.5 საათი სჭირდება.

აუცილებლად მიგვაჩნია, რომ გაცნობოთ:

- ბილეთების სკანირებისათვის საჭირო ხელსაწყოების ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებისა და გამშვები კარებების გაუმართაობის გამო ვაკის პარკის მხრიდან სტადიონზე გულშემატკივრების შედინება არ მოხდება.

- მატჩის დასრულების შემდეგ ვაკის პარკის მიმართულებით ხალხის გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოხსნილი იქნება.

- პრობლემური იქნება მანქანების გაჩერება ვაკის პარკისა და კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე.

P.S. გთხოვთ, პატივი სცეთ სტადიონის პერსონალის მიერ გაწეულ გულისხმევას და სათუთად მოეპყრათ სპორტული არენის ინფრასტრუქტურას".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები იყიდება "მესხის" სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე და TKT.ge-ზე.

კობა-ს
რას გულისხმობ? რამე შეამჩნიე, ჩვენ ვერ ვამჩნევთ და გაწუხებს? იქნებ თქვა? თუ ისე "შემოაგდე"და "ბალამუტობ"? ცოტა დავფიქრდეთ ხოლმე როცა რაღაცეებს ვწერთ.
gizog
მინდა გავიხსენო 70-იანი წლები. დინამოს თამაში იწყებოდა, არ მხსოვს რომელი ძველი ფეხბურთელი იყო ახალი გარდაცვლილი და თამაშის დაწყებამდე ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი გამოცხადდა. ვყელანი ფეხზე ავდექით და ჩამოწვა სტადიონზე სამარისებული სიჩუმე, უცებ ვიღაც მაყურებელმა შეიძლება ასე ითქვა დაიჩხავლა დ ი ნ ა მ ო ო. დასავლეთის ტრიბუნაზე ვიყავი და პირდაპირ ვუყურე ნამდვილმა გულშემატკივრებმა როგორ ჩათვალეს თავი ვალდებულად წუთიერი დულის შემდეგ თითო მაინც ჩაერტყათ იმ უგვანო არსებისთვის, რომელმაც დაარღვია სტადიონისთვის დადგენილი დაუწერელი კანონი. ის იძულებული გახდა გასცლოდა იქაურობას, მაგრამ სანამ რიგიდან გამოვიდა ყველა ურტყამდა, შემდეგ კიბეებზე ჩამოსვლისასაც ურტყამდნენ და ასე გააგდეს ტრიბუნებიდან, ვისაც მაშინდელი თამაშები ახსოვს იცის, რომ კიბეებზეც იდგა მილიციელთა მწკრივი, მაგრამ მათ ამ ძალადობისთვის არავისთვის ხმა არ გაუციათ. დიახ ცუდი საყურებელი იყო ასეულობით ადამიანი როგორ ურტყამდა ერთ არსებას (კაცად როგორ მოვიხსენიო), მაგრამ ამ ამბის შემდეგ სტადიონზ ასეთი გამომწვევი აღარაფერი მომხდარა. წესრიგის დაცვაში ზოგჯერ ხალხმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და აჩვენოს უგვანოთ, რომ ძალა ხალხშია და არა დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დამრღვევებში.
ბიძინიჩ-ს
შენ ძმაო სახლში დაჯექი და იქიდან უყურე, ეგრე აჯობებს.
ვაჟა
სადღაც შეიძლება მართალი იყო რო ვიღაცა გადამყიდველის გამო ჩვენ სიტყვაზე ან ვინმე მაყურებელი ვერ მოხვდეს სტადიონზე იმიტო რო 3 ლარს გადაიხდის მარა 30-ს ვერა მარა ეს უნდა მოაგვაროს ვისაც უშუალოდ ევალება თორე ჩვენ ვერასოდეს მოვაგვარებთ ხო შეიძლება ერთი ორი ფაქტი აღკვეთო მარა აქეთ მოგედავება მერე ის ვიღაცა აგერ ვიდექი მომვარდა ....
ვაჟა
გულშემატკივარო ზოგი კი არა ყველა შეგეწინააღმდეგება იმიტო რო შენ არ გაქ არანაირი უფლება იმედია მეთანხმები,თუ ეგრე გინდა ტავიდანვე მიმართე ან პოლიციას ან რავი ვინ უნდა აღკვეტოს ეგ .შენეული გზით ვერასოდეს მოაგვარებ
gulSematkivari
როგორ აღვკვეთოთ სპეკულაცია ბილეთებზე? უბილეთო გულშემატკივრები 8-10 კაცი ვერთიანდებით და გადამყიდველს ძალით ვართმევთ ყველა ბილეთს. შემდეგ თითოეული ვაძლევთ იმდენ ლარს რამდენიც წერია ბილეთებზე. თუ პროტესტი გაუჩნდება მივმართავთ ვისაც კანონის დაცვა ევალება. ზოგი შემედავება აგ ძალადობააო, მაშინ სხვა გზა არსებობს არ ვყიდულობთ ბილეთს მანამ, სანამ ნახევარ ფასში არ დაგვიწყებს სპეკულიანტი ბილეთების მოყიდვას.
kaxa
ნამდვილად ღირსია. რაგბის სტადიონი უნდა აშენდეს მაგრამ სად. ჩემი შეხედულებით ზღვისპირეთში აჯობებს. ტევადობა მინიმუმ 35000.
სოსო
ჯარიმის დარტმის დროს რომ სტვენა არ შეიძლება ძველმა გულშემატკივრებმა იციან,მაგრამ მას შემდეგ რაც ნაკრებმა ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია,ამ თამაშით ბევრი დაინტერესდა,მათ ერც რაგბის საკმაოდ რთული წესები იციან კარგად და არც რაგბის ეთიკა,ან კი საიდან უნდა იცოდნენ.ამიტომ საჭიროა პროგრამაში ჩაიწეროს ის ელემენტარული წესები თამაშისა და ქცევისა,რაც აუცილებელია,ანდა დაიბეჭდოს ბუკლეტები და დაურიგდეს მაყურებელს.ვფიქრობ ეს მეორე უფრო ეფექტური იქნება. ახლა რაც შეეხება გადამყიდველებს,ფედერაციამ თუ რაღაც არ იღონა,ბრალდების ისარი თანდათან მათკენ იხრება და და ნუ გაუკვირდებათ,თუ კორუფციაში მონაწილეობას ხალხი სწორედ მათ დააბრალებს.
007
ნახეთ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ცუდის ნთხევაში ...როგორმე უნდათ რაგბი ჩაკლან ! ამ დღეს ვერ მოესწრებით!
gelas
იქნებ კონკრეტულად ახსნათ როგორ უნდა აღკვეთონ სპეკულაცია თუ ინტერნეტით იყირება ბილეთები? თუ სალაროში იყიდება და სტადიონის პატრონები მორაგბეები არ არიან, როგორ შეიძლება იქ თავიანთი ხალხი დასვან? თუ იცით ამაზე პასუხები დაწერეთ ან კავშირში მიდით და გაუზიარეთ, დარწმუნებული ვარ მოისმენენ და ისე გააკეთებენ, როგორც ხალხს ურჩევნია და გამოადგება.
patara gulSematkivari
ეეეეეეჰ, რა ხალხი ვართ ვეღარ გავიგე, ბოდიშს გვიხდიან დისკომფორტისთვის, ცდილობენ რაღაც კარგი გაგვიკეთონ, გვაფრთხილებენ რა და როგორ ჯობია, ბილეთები ინტერნეტით იყიდება, რომ გადამყიდველებამდე არ მივიდეს, და..... სულ როგორ უკმაყოფილოები უნდა ვიყოთ? არასდროს არაფერი არ მოგვწონს, სულ ნეგატივი როგორ არის ჩვენს ქვეყანაში? ჩვენ თუ ვაკეთებთ რაიმეს იმისთვის რომ სხვას პატივი ვცეთ და კომფორტი შევუქმნათ?..... სტადიონები (ყოფილი დინამო და ლოკომოტივი) სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებს ეკუთვნით. მათი არჩევა სად გაიმართოს თამაშები არ არის რაგბის ფედერაციაზე დამოკიდებული, კომფორტის შექმნა ჩვენ თვითონაც შეგვიძლია გულშემატკივრებს, ნუ დავანაგვიანებთ და წესრიგი დავიცვათ. ზოგიერთების ე.წ."პოსტები", რომ წავიკითხე, გული ძალიან დამწყდა, მორაგბეები ცდილობენ ამ საშინელ ქვეყანაში რაღაც პატარა სიხარული გვაჩუქონ და ჩვენ კი სულ რაღაცა ცუდს ვეძებთ და ვიჩიჩქნებით. მე ასაკით პატარა ვარ ბევრ თქვენგანზე, რაც გავიზარდე და ჭკუაში ჩავარდი ჩულ ცუდი მესმის და არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ცუდი ხალხი ვართ.
ბიძინიჩ
ე.ი. გამოდის, რომ 4-5 საათი ლოკოზე უნდა გავატარო? მაშინ როცა რაგბი 2 საათს გრძელდება? მე მგონი აქ ბევრი რამაა დასახვეწი.
აკო
როცა რაგბში ჯარიმას ურტყამენ, სულ მთლად ისე მკაცრად არა, მაგრამ იგივეა, როცა ჩოგბურთელი აწვდის ბურთს. ასე რომ, "ღრუზინი პოიუტ რომანსი"
vazha
წარმოიდგინეთ საქართველოს სარაგბო კლუბებს ყველას ნორმალური სტადიონი რო მიცა სადღაც 10 000 კაციანი ტევადობით მინიმუმ ნორმალური ინფრასტრუკტურა და ბიუჯეთი ტუნდაც 1 მილიონი ლარი .
vazha
მემგონი დღესდღეობით რაგბმა თითქმის გაუსწრო პოპულარობით ფეხბურთს უკვე ივსება სტადიონები რუმინეთთან გვახსოვს,ასევე რუსეთთან საერთოდ სალაპარაკოდ არ ღირს აგერ ტონგა იყო გაივსო იაპონიასთანაც და მემგონი ჯობია რაგბი ვუყუროთ დინამოზე და ფეხბურთი ლოკომოტივზე,ან საერთოდ ავუშენოდ ერთი კაი სტადიონი ყველაზე სამართლიანი ეს იქნება,ბოლო ბოლო მოტხოვნა უკვე დიდია ვიდრე 25000 კკაცი
fraternity
ამ 25000 ათასი კაციდან ვინც სტადიონზე მიდის მაქსიმუმ 5000-მა თუ იცის რაგბის წესები და კულტურა. ფეხბურთში და კალათბურთშუ სტვენა მოსულა, შესაბამისად დიდი ნაწილი ფიქრობს რომ რაგბიშიც მოსულა. ამიტომ, დიქტორმა რომ გამოცხადოს ძნელია? მითუმეტეს ერთი საათით ადრე გვიბარებენ და ვასწავლოთ ნელნელა ხალხს რაგბის წესები
enguri
ზაზას ვეთანხმები 100%! მარტო მე არა ალბათ, ეთანხმება შეგნებული მაყურებლის სრული უმრავლესობა, რომელიც ძალიან ცოტა გვყოლია ძალიან სამწუხაროდ..
რაგბი
ნუ უსტვენთ, როცა მოწინააღმდეგე ჯარიმას ურტყამს,დროა, რომ ცოტა განვვითარდეთ.
Gela
მოწოდებებს, სპეკულაცია აღკვეთოთ, ის გირჩევნიათ!!!
zaza
მოწინააღმდეგე როცა ჯარიმას ურტყავს ნუ უსტვენთ ეგ რაგბში არ მოსულა შეხედეთ წამყვანი ნაკრებების თამაშებს სად გინახიათ ჯარიმის დროს გულშემატკივარი უსტვენდეს პირიქით მაგ დროს მთელი სტადიონი დუმს! საფრანგეთში ერთერთ გადაცემაში თქვეს "საქართველოს ნაკრები კი ვითარდება მაგრამ ქართველ გულშემატკივარს ჯერ მაინც აკლია რაგბის კულტურაო"
sulkhani
თამაშის დღეს მივედი სალაროში და გოგონამ მითხრა რაგბიზე ყველა ბილეთი გაყიდულიაო , ნახევარსაათში გამოვიარე და ვნახე როგორ მიჰყიდა გადამყიდველს 10 – ბილეთი, ვისგანაც 3–ლარიანი ბილეთი 10 ლარად ვიყიდე !ეს საქართველოა !აქ სულ ასე იქნება !
ტარიელ
რატომ აწვალებთ გულშემატკივრებს?
სიმართლე
გადამყიდველების ხელში ხვდება ბილეთები და ხალხიც მაგიტომ შემოდის დაგვიანებით!!!
daviti
დიდი იმედი მაქვს ამჯერად მაინც იქნება ბილეთები სალაროში, მხოლოდ გადამყვიდელებს არ ექნებათ. რაგბის ფედერაცია მიაქციე ყურადღება, მხოლოდ მოთხოვნა რომ ადრე მოვიდეთ არ გამოვა
კობა
რაღაც რაგბის საქმე უკან უკან ხო არ მიდიიის?ცუდი ხო არაფერი ხდება?
bola
რატო უკარგავთ ხალხს მუღამს,მთელი დღე ლოკომოტივზე გავატაროთ თუ როგორაა ჩვენი საქმე'. ამხელა დონის თამაშებია და მოსთხოვეთ ყველაფერი სტადიონის ადმინისტრაციას!!!

დალოცვილებო,ჩაგეტარებიათ მერე "დინამოზე",მე სჰენ გეტყვი ვგლიჯავთ ფეხბურთში ყველაფერს.
ვეტერანი
ტრიბუნების დალაგებას აპირებთ? იაპონიასთან მატჩზე სიბინძურეში იჯდა ხალხი.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!