18 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება.

სათამაშო დღე 16:00 სთ-ზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის(იბსუ) და "თბილისი ვარიორსის" კლუბების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. პირველივე ტურში ორივე მათგანი ერთნაირი ანგარიშით, 6-2 დამარცხდა. თუკი "სტუდენტებს" "აფხაზეთთან" შანსიც არ ჰქონიათ, "მებრძოლებმა" ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთან, მფკ "ტატიშვილთან" დაწინაურებაც კი მოახერხეს, თუმცა შემდეგ ლოგიკურად და "დამსახურებულად" დათმეს სამი ქულა.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მფკ "მგლები" და "აფხაზეთი" წარდგებიან. "შავიზღვისპირელებისგან" განსხვავებით, რომლებმაც სეზონის სტარტი გამარჯვებით აღნიშნეს, მათ მეტოქეს დებიუტი სათანადო ვერ გამოუვიდა და ბრინჯაოსპრიზიორ "თბილისთან" 6-2 დათმო და სწორედ ახლა შეეცდება პირველი ქულებისთვის ბრძოლას. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

სათამაშო დღე ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს ლიგის დებიუტანტი, მფკ "აგორა" და საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი "სტუ-თელასი" დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდისთვის სეზონის დასაწყისი შედეგიანი აღმოჩნდა. "აგორამ" ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბთან შეძლო პირველი ქულის მოპოვება (2-2), ხოლო ავთანდილს ასათიანის შეგირდებმა "დინამო ბათუმს" სძლიეს 5-2. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

18.11.2016. ქ. თბილისი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური

16:00 იბსუ - მფკ თბილისი ვარიორსი

18:00 მფკ მგლები - მფკ აფხაზეთი

20:00 მფკ აგორა - სტუ-თელასი

რაც შეეხება ტურის უკვე გამართულ ორ დაპირისპირებას, 15 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში ადგილობრივმა კლუბებმა, პირველად ლიგის ისტორიაში, საშინაო შეხვედრები მასპინძლის სტატუსით გამართეს.

განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ბსუ) და გათამაშების ფავორიტის, მფკ "ტატიშვილის" დაპირისპირება გამოდგა. სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი უდავოდ სეზონის საუკეთესოთა შორის მოხვედრის კანდიდატია. "სტუდენტებმა" გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ანგარიშში დაწინაურებაც ორჯერ მოახერხეს, თუმცა სათამაშო კლასმა მაინც თავისი გაიტანა - "მედიკოსებმა" ტაიმიც და საბოლოოდ შეხვედრაც სათავისოდ დაასრულეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს - 6-2. სამ-სამი გოლია ლაშა სიგუნავასა და ლევან კობაიძის ანგარიშზე.

თანაქალაქელებისგან განსხვავებით, "არასტუმართმოყვარე" გამოდგა "დინამო ბათუმი", რომელმაც პირველ საშინაო შეხვედრაში "თბილისი" დაამარცხა 6-3. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ეს დაპირისპირება ნაკლებ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ იმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა.

15.11.2016. ქ. ბათუმი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური.

ბსუ (ბთ) - მფკ ტატიშვილი 2-6

გოლები: 02:55’ გაბუნია (1-0), 10:37’ სიგუნავა (1-1), 15:53’ ფუტკარაძე 10მ (2-1), 17:57’ კობაიძე 6მ (2-2), 19:29’ კობაიძე (2-3), 35:04’ სიგუნავა (2-4), 36:15’ სიგუნავა (2-5), 36:39’ კობაიძე (2-6)

მფკ დინამო (ბთ) - მფკ თბილისი 6-3

გოლები: 00:59’ გალოიანი (1-0), 03:09’ ღუდუშაური (1-1), 08:34’ ნინიძე (2-1), 11:59’ ბიწაძე (2-2), 15:46’ თოდაძე (3-2), 16:21’ შამილაძე (4-2), 20:20’ შამილაძე(5-2), 29:26’ გალოიანი (6-2), 39:32’ ღუდუშაური (6-3)

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]