ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები ორ სათამაშო დღეზე გადანაწილდება
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები ორ სათამაშო დღეზე გადანაწილდება.

პირველად ლიგის ისტორიაში, თამაშებს რეგიონი უმასპინძლებს - 19 ნოემბერს, ზესტაფონის სპორტის სასახლე, სუპერლიგა B-ს მესამე ტურის შეხვედრებს მიიღებს, 20 ნოემბერს კი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგა A-ს მესამე ტურის დაპირისპირებები გაიმართება.

გადატვირთული სათამაშო უქმეები სტარტს 19 ნოემბერს ზესტაფონში აიღებს - 14:00 სთ-ზე სუპერლიგა B-ს მესამე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ფავორიტის და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ეწვევა იმერეთს თელავის მინი-ფეხბურთის კლუბი, რომლის მეტოქეც "უნიკრედიტის" გუნდი იქნება. 16:00 სთ-ზე დაიწყება ადგილობრივი ფეროსა და სპორტული კლუბ "ჯვაროსნების" მეორე გუნდის დაპირისპირება.

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ვივუსისა" და "ფანდაი ენტერტაიმენტის" გუნდებს შორის. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება. ზესტაფონური სათამაშო დღე 18:00 სთ-ზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "ევროკრედიტის" გუნდების შეხვედრით დასრულდება.

19.11.2016. ქ. ზესტაფონი. სუპერლიგა B. III ტური

14:00 FC UG - ეთა

15:00 სკ თელავი - Unicredit.ge

16:00 სკ ფერო (ზესტ) - სკ ჯვაროსნები 2

17:00 Vivus.ge - Funday ENT.

18:00 კსუ/CIU - სკ ევროკრედიტი

20 ნოემბერს ლიგის თამაშები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გადმოინაცვლებს. თბილისური სათამაშო დღე 11:00 სთ-ზე, ვერცხლის ლიგის მესამე ტურით დაიწყება. პირველები პარკეტზე "დომინო’ს პიცისა" და შემოსავლების სამსახურის გუნდები გავლენ.

მომდევნო შეხვედრაში გათამაშების ლიდერი "ევროპაბეთი" "საქრუსენერგოს" დაუპირისპირდება. პირველი ქულებისთვის მოუწევს ბრძოლა "ბანკ რესპუბლიკის" გუნდს, რომელსაც მეტოქედ სააქციო საზოგადოება "მინას" გუნდი ეყოლება.

საინტერესო დაპირისპირება ელის კიდევ ერთ ფავორიტს, "ბაქსვუდი" და "ავერსს" ეთამაშება. 15:00 სთ-ზე დაიწყება "თეთრი ქუდისა" და "კუბიკის" დაპირისპირებაც. 18:00 სთ-ზე "ლიბერთი ბანკი" "ელიტა ბურჯს" ეთამაშება. ვერცხლის ლიგის ტური "საქართველოს ბანკისა" და "აჭარა ჯგუფის" შეხვედრით დასრულდება.

20.11.2016. ქ. თბილისი. ვერცხლის ლიგა. III ტური

11:00 დომინო’ს პიცა - RS

12:00 ევროპაბეთი - საქრუსენერგო

13:00 მინა - ბანკი რესპუბლიკა

14:00 ბაქსვუდი - ავერსი

15:00 თეთრი ქუდი - კუბიკი

18:00 ლიბერთი ბანკი - ელიტა ბურჯჰი

19:00 საქართველოს ბანკი - აჭარა ჯგუფი

კვირასვე გამართავენ მესამე ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A-ს გუნდებიც. ტური 16:00 სთ-ზე "იუსტიციის სამინისტროს პრევენციის ცენტრის" და "ჯვაროსნების" შეხვედრით დაიწყება. 17:00 სთ-ზე ტელეკომპანია "იმედის" გუნდი "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" დაუპირისპირდება.

20:00 სთ-ზე კი მთლიანად ტურის და ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი მთავარი ფავორიტი და სატურნირო ცხრილის ლიდერი, პსპ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ტური მფკ "ნატახტარისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის შეხვედრით დასრულდება.

20.11.2016. ქ. თბილისი. სუპერლიგა A. III ტური

16:00 CFCP - სკ ჯვაროსნები

17:00 ტვ იმედი - GM ჭიათურა

20:00 FC PSP - სფფ

21:00 სდსს - მფკ ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში