კილმარნოკში მსოფლიოს მეშვიდე ნაკრებს ვეთამაშებით
26 ნოემბერს, ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს შოტლანდიის ნაკრებთან. ეს შეხვედრა ჩვენი დროით 18:30-ზე დაიწყება.

ამ მატჩს ინგლისელი მეთიუ კარლი განსჯის.

შოტლანდიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები 19:16 დაამარცხა, რისი წყალობითაც მსოფლიო რეიტინგში, რომელიც მოგვიანებით, დღეს გამოქვეყნდება, მეცხრე ადგილიდან მეშვიდემდე დაწინაურდება. საქართველოს ნაკრები, სამოას დამარცხების მიუხედავად, მე-12 საფეხურზე რჩება.

შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები სამივე მატჩის მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ "ბორჯღალოსნებთანაც" მძიმე მატჩი ელით:

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. არ შეგეშალოთ, მათთან მატჩიც ძალიან რთული იქნება. მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს და მან დიდებულად იმუშავა პოსტზე. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ.

სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში. რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია", - განაცხადა კოტერმა.

არგენტინასთან მატჩში ტრავმები მიიღეს და საეჭვოა ჰიუ ჯონსის, პიტ ჰორნის, ფრეიზერ ბრაუნისა და გრანტ გილკრისტის თამაში.

ქარ
თუ არ გინდათ სიგარეტის დანებება თქვით პირდაპირ:) არა მართლა ძალიან მაგარი იქნება რო მოვიგოთ არადა ამის მცირედი შანსი გვაქვს მხოლოდ. მეორე ტაიმში თუ კაცს გაუგდებენ და უაზრო ჯარიმებს აიღებენ სკოტები 10მეტრიან ზონაში საიდანაც დავარტყამთ ყველა ჯერზე, დაცვაში კიდე შეცდომა არ უნდა დავუშვათ. რავიცი მგონია სწრაფი რაგბი იქნება ხელოვნური საფარის გამო რაც ჩვენთვის კარგი ნაღდად არაა. თამაში რაც შეიძლება უნდა მოვგუდოთ და ბურთი ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალურად.
B-52
ბიჭები ყველანაირი წნეხის გარეშე ითამაშებენ და თუ ჩვენს ხასიათს გავითვალისწინებთ ეს მთავარია. მგონია რომ ძალიან მძიმე დღე ელით შოტლანდიელებს, დანარჩენი კი ...
bs
კარგი კომენტებია და კარგი განწყობა )) აბა თქვენ იცით ბიჭებო!!! ეჭვიც არ მეპარება რომ არაფერს დაზოგავთ, მთავარია კონცეტრაცია არ დავკარგოთ და ბავშვური შეცდომები არ დაგვაშვებიონ და ყველაფერი კარგად იქნება!!!
გიორგი
23-22 წააგო ავსტრალიასთან, ფაქტია მაგარ ფორმაშია. საფრანგეთზე წინ დგას რეიტინგში, პირადად მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი შოტლანდია.
ირაკლი
იაპონიასთანაც და სამოასთანაც ხარისხობრივად კარგი რაგბი არ გვითამაშია ნამდვილად. მაგრამ, პირველად არ ხდება ეს. ყოველთვის რატომღაც ასე აკეთებს მელიტონა მნიშვნელოვანი თამაშების წინ. რო ვითომ მხოლოდ ჯანით გავდივართ. ხოდა, ახლაც ასე ვფიქრობ, რო რაღაც კოზირების შეინახა და სერიოზულ თამაშს მოვცხებთ შაბათს. კაი კაცია მელიტონა, ქართველია. და უნდა გამოვაცხოთ სენსაცია. ჩემს პირს შაქარი :
musenbezi
ასეთი ძლიერი ნაკრები შოტლანდიას არ ყოლია, ძალიან ხარისხიან და სანახაობრივ რაგბის თამაშობენ, სადღაც 15 ქულაზე მეტით თუ არ წავაგოთ და კარგ შედეგად ჩაითვლება.
Dato
))) კაი კომენტარია ილია. წარმატებები. მოგება მოგება მოგება, ვირწმუნოთ იქნება და რამე კარგს გამოვკრათ ხელი.
რამაზი
მეც დავანებებ სიგარეტს თავს... მართლა! :)
ილია
ნეტა მოვიგოთ და..... სიგარეტს თავს დავანებებ! მართლა!
gogig
ჯონსი (#13) და გილქრისტი (#4) შოტლანდიისთვის დიდი დანაკლისია. მიხედავად ამისა, უმძიმესი ბრძოლა გველის. მთავარია დაცვაში დავდგეთ მაგრად.
beeq777
"ავტორს" შოტლანდიამ პირველი თამაში წააგო ავსტრალიასთან ასერომ ნოემრბის ტესტებს 3 თამაშის მოგებით ვერანაერად ვერ დაასრულებს.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო