კარლო ანჩელოტი ბოლო წამამდე არ ამხელს, ვის ათამაშებს "ჩელსის" თავდასხმაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ
დავიწყოთ მშრალი ინფორმაციით, რომელიც პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე წერია. კრძოდ, აქედან ვიგებთ, რომ "ჩელსის" თავკაცი კარლო ანჩელოტი ცდილობს ბოლო წამამდე არ თქვას ვის ათამაშებს თავდასხმაში - ფერნანდო ტორესს, დიდიე დროგბას თუ ორივეს ერთად.

იტალიელ სპეციალისტს გადასაწყვეტი აქვს, შეჰკადროს თუ არა დროგბას კიდევ ერთხელ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა - შეგახსენებთ, რომ გასული კვირის შუაში კოტ-დ'ივუარელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ უკვე იჯდა სათადარიგოთა სკამზე. წესითა და რიგით, შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ ინგლისის ჩემპიონთა ახალი შენაძენი, ბრაზილიელი დავიდ ლუიზი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში კი სასიხარულო ამბავია: უეინ რუნი "უიგანთან" შეხვედრაში ჯეიმს მაკკარტის სახეში იდაყვის მირტყმისთვის დისკვლაიფიკაციით არ დასაჯეს. რაიან გიგზი ორთავა კუნთის ტკივილის დაამებას ეშურება, დაშავებულთა სიის დანარჩენ წევრებზე კი სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, ისინი "ჩელსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენო.

ახლა, მოდი, ცხრილს ჩავხედოთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" 15 ქულით უსწრებს, რაც "ლურჯებისთვის", რასაკვირველია კატასტროფაა. ანჩელოტის გუნდი მეხუთე ადგილზეა - ოთხეულს მიღმა დასავლეთლონდონელებს ჩემპიონატი 2002 წლის მერე არ დაუმთავრებიათ. სხვათა შორის, იმავე 2002 წლის მერე "ჩელსის" "იუნაიტედთან" შინ არ წაუგია და თუ მის კაპიტანს ჯონ ტერის მოვუსმენთ არც ამჟამად აპირებს:

"შინ ყოველთვის საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვთამაშობთ და ეს ახლაც ძალიან დაგვეხმარება. არ ვიცი რა განწყობით ჩამოვა "იუნაიტედი", მაგრამ ყველა, ვინც "სტემფორდ ბრიჯზე" მოდის, დაცვაში დგება და უპირველეს ყოვლისა კარის დაცვაზე ზრუნავს. ჩვენთვის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა სამკვდრო-საციცოცხლოა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს გამარჯვება "იუნაიტედს" და ცხრილში ამწუთას ჩვენს ზევით მყოფ გუნდებს დაძაბავს კიდეც. ვინ იცის მერე რა მოხდება."

ხოლო ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

"ჩვენსა და "ჩელსის" შორის ყოველთვის დიდი მატჩები იმართება. ადრე "სტემფორდ ბრიჯზე" როგორც წესი იოლად ვიგებდით, მაგრამ ბოლო შვიდი თუ რვა წელიწადია ერთხელაც აღარ მოგვიგია. ეს, რასაკვირველია, ხელს არ გვაძლევს და გვინდა ამ სამშაბათიდან ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დავაბრუნოთ."

ტრავმა: ალექსი, ჟირკოვი, ბენაიუნი - ანდერსონი, პარკ ჯი-სუნი, ჰარგრივზი, ევანსი, რ. ფერდიანდი, ვალენსია.

სავარაუდო

"ჩელსი": ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ტერი, კოული - ესიენი, მიკელი, ლემპარდი - ანელკა, ტორესი, მალუდა.

"მანჩესტერი": ვან დერ სარი - ოში, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, სქოულზი, გიგზი - ბერბატოვი, რუნი.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე