ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აქ ტალანტები არიან, მაგრამ... "ზუგდიდის" უკრაინელი მეკარის გულახდილი ინტერვიუ

აქ ტალანტები არიან, მაგრამ... "ზუგდიდის" უკრაინელი მეკარის გულახდილი ინტერვიუ

სერგეი ლიტოვჩენკო: "თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში უკეთესი მოთამაშეები იბადებიან?"
გარდამავალი ჩემპიონატი ოთხ თვეს მიმდინარეობდა და ამ პერიოდში "ზუგდიდში" ხუთმა მთავარმა მწვრთნელმა იმუშავა - სეზონი ოთარ გაბელიამ დაიწყო, რომელიც 2 ტურის შემდეგ უკრაინელმა ვიქტორ დოგადაილომ შეცვალა. ესეც მალევე მეორე უკრაინელმა, ვლადიმირ ლიუტიმ ჩაანაცვლა. ჩემპიონატის ფინიშისკენ უკრაინელ ინვესტორსა და ადგილობრივ მეწილეს შორის წარმოქმნილი დავის შედეგად, გუნდი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლიუტიმაც დატოვა და "ზუგდიდი" ლევან მიქაძემ ჩაიბარა. თუმცა ესეც დროებითი აღმოჩნდა - ბოლო ორ ტურში გუნდს ბესიკ შეროზიამ უხელმძღვანელა.

ამ გაწამაწიაში ისე მოხდა, რომ სეზონი ერთმა შემადგენლობამ დაიწყო, მეორემ გააგრძელა და ამ ორომტრიალს "ზუგდიდი" შეეწირა - ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის აღმზრდელი ქალაქი უმაღლეს ლიგაში უგუნდოდ დარჩა...

ამ პერიოდში "ზუგდიდის" კარს უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკო იცავდა. 28 წლის მეკარე მანამდე უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ლუცკის "ვოლინისა" და დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა. გარდამავალ ჩემპიონატში ლიტოვჩენკომ აჩვენა, რომ გაცილებით ძლიერ გუნდში მოხვედრას იმსახურებდა და აგერ, შევიტყვეთ კიდეც, რომ ჩვენი ჩემპიონატის მოწინავე კლუბები მისით დაინტერესდნენ კიდეც.

"ლელომ" ლიტოვჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა. უკრაინელმა ბევრ საინტერესო თემაზე გულახდილად ილაპარაკა...

- საკმაოდ გამოცდილი მეკარე ხართ, უკრაინაში ბევრი ცნობილი გუნდისა თუ მოთამაშის წინააღმდეგ გითამაშიათ. ალბათ, აქედან გამომდინარე, არ გაგიჭირდებათ შეფასება, რა პოტენციალის გუნდი იყო წლევანდელი "ზუგდიდი" და მისი უმაღლესი ლიგიდან გავარდნა ლოგიკურია თუ არა?

- გულზე ხელი რომ დავიდოთ, უნდა ვაღიაროთ, სეზონის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ლოგიკური შედეგი იყო.

- გუნდს მეტი პოტენციალი არ ჰქონდა?

- პოტენციალი სწორედაც რომ ჰქონდა და ამას არაფრის დიდებით არ იმსახურებდა, მაგრამ რაც გუნდში ხდებოდა, სატურნირო ცხრილში სწორედ ამის ლოგიკური ასახვა მოხდა.

- ცხადია, სეზონის განმავლობაში არსებულ არასტაბილურ გარემოს გულისხმობთ...

- ამასაც და სხვა ფაქტორებსაც. "ზუგდიდში" ყველაფერი აწყობილი და დალაგებული არ იყო. გუნდი წარმატებული რომ იყოს, საამისოდ გეგმაზომიერი ნაბიჯებია საჭირო და არა - სპონტანური გადაწყვეტილებები. გულწრფელად ვამბობ, რომ პირადად მე ყველაფერს ვაკეთებდი, გუნდისთვის სარგებლობა რომ მომეტანა. იმავეს ვიტყვი სხვა ფეხბურთელებზეც. მაგრამ, ეტყობა, რაღაცაში არ გაგვიმართლა, რაღაცებიც არ გამოგვივიდა და ხელმძღვანელობამაც ყველაფერი სწორად ვერ გათვალა.

- უკრაინის პრემიერლიგაში გითამაშიათ და, თქვენი აზრით, იქაურ და საქართველოს ჩემპიონატის დონეებს შორის დიდი განსხვავებაა?

- რა თქმა უნდა, განსხვავება არის, მათ შორის - დონეშიც.

- შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?

- განსხვავება, უპირველესად, ჩემპიონატისა და კლუბების ორგანიზაციაშია. საქართველოში მოედნების ხარისხი, მოსამზადებელი და სავარჯიშო პროცესები, ჩემპიონატის გაშუქება და შეფუთვა უკეთესის სურვილს ტოვებს. ამ კუთხით, უკრაინა გაცილებით წინ არის.

- მოედნები აქ მართლაც ისეთია, ტრავმების მიზეზიც გამხდარა...

- ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ აქ პრობლემები იყო, მაგრამ რაც ვნახე, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. აქ ხომ საუცხოო კლიმატია და მიკვირს, რატომაა მოედნები ასეთ დღეში? ბევრია ხელოვნური საფარი, მათ უმრავლესობაზე თამაში კი ძალიან არასასიამოვნოა. ეს მოთამაშეთა დონეზეც უარყოფით გავლენას ახდენს და ტრავმიანობასაც ზრდის. ამიტომ აქაური ინფრასტრუქტურა უნდა შეიცვალოს, თუ გინდათ, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები გაზარდოთ და ჩემპიონატის დონეც მაღალი იყოს. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

- მოთამაშეების დონეზე რას იტყვით?

- აი, მათზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან აქ ცუდი ფეხბურთელები არ თამაშობენ, პირიქით, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და საკმაოდ ნორმალური დონის გამოცდილი ფეხბურთელები ვნახე. მაგრამ იმასაც ვამჩნევ, რომ მოთამაშეთა აღზრდის პროცესში ბევრი პრობლემაა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამაზეც მიფიქრია, თუ რატომ ხდება, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელების ქვეყანაში მაღალი დონის ჩემპიონატი არ არის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა შეიცვალოს და რომ მათ გაზრდაში რაღაც შეცდომა დაუშვეს. სპონტანურად ესეც ვერ მოგვარდება, ამასაც გეგმაზომიერი მუშაობა სჭირდება.

არადა, საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მოთამაშეების წინააღმდეგ მითამაშია და აშკარაა, რომ აქ ბევრი ტალანტი იბადება.

- თქვენი აზრით, ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები უკრაინის პრემიერლიგის დონეს დააკმაყოფილებენ?

- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არც არის! საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, ისინი არათუ უკრაინის პრემიერლიგაში, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშსაც შეძლებენ, მაგრამ...

- ...მაგრამ რა?

- მაგრამ ის, რომ დისციპლინა არ ჰყოფნით. ეს ძალიან თვალშისაცემია. ეტყობათ, რომ სხვაგვარი მენტალიტეტი აქვთ. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში უკეთესი მოთამაშეები იბადებიან?

- ...მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინული ფეხბურთი საქართველოზე წინ არის...

- ეს იმიტომ, რომ უკრაინაში ფეხბურთელები უფრო შრომისმოყვარენი და ბრძოლისუნარიანნი არიან, ხოლო საფეხბურთო სკოლებსა და გუნდებში მათ ფიზიკურად კარგად ამზადებენ - ეს ჩვენთან პრიორიტეტია. შედეგს ამის ხარჯზე ვაღწევთ. მაგრამ იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ქართველები ბუნებით უდისციპლინოები და ზარმაცები არიან, უბრალოდ, პოტენციალის გამოსავლენად საჭირო გარემო სჭირდებათ.

- "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ მისი ბევრი მოთამაშით ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები დაინტერესდნენ. ვიცით, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენც ხართ და უკვე რამდენიმე კლუბიც დაგიკავშირდათ. მართალია?

- დასამალი არ არის, რომ რამდენიმე კლუბი მართლაც შემეხმიანა...

- ...და ვიცით, რომ მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "დინამოცაა"...

- დაკონკრეტებას მოვერიდები. ჯერჯერობით, მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ დაინტერესება ნამდვილად არის. მალე ამ კლუბებთან უფრო სერიოზულად დავილაპარაკებ. ცხადია, მეც მსურს, რომ უფრო მაღალი დონის კლუბში ვითამაშო.

29 წლის ვარ და ეს მეკარისთვის მშვენიერი ასაკია. ძალაც მაქვს, ენერგიაც და სურვილიც იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზულ დონეზე თამაში შემიძლია.

- ...მაგრამ კარგი წინადადების შემთხვევაში, ალბათ, უკრაინაშიც დაბრუნდებით...

- რა თქმა უნდა, მაგრამ უკრაინიდან ასეთი წინადადება არ მქონია, მე კი ზოგადი ლაპარაკი არ მიყვარს.

- საქართველოში თავს კარგად გრძნობთ?

- მშვენივრად, ხალხიც კარგია და ქვეყანაც. ქართველებს აქამდეც ვიცნობდი - დონეცკის "ოლიმპიკში" თემურ ფარცვანიასთან ერთად ვთამაშობდი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

- სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში მის მოწვევაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ და საინტერესოა, რა დონის მცველია?

- ისე, მიკვირდა კიდეც, აქამდე რომ არ იწვევდნენ. ჩემი სიტყვები ისე არ გაიგოთ, თითქოს, ამას თემურთან მეგობრობის გამო ვამბობ - ის მართლაც ძალიან კარგი მცველია, ნიჭიერებით ასაკობრივი ნაკრებების პერიოდშიც გამოირჩეოდა, ბოლო სამი წელიწადი კი საგრძნობლად გაიზარდა და საკმაოდ მაღალ დონეზეც ათამაშდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zura

ყველაფერს მართალს ამბობს... ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და უნდა გასუფთავდეს ამ უცოდინარი მწვრთნელებით! კიდევ კლუბს რომელსაც არ შეუძლია საკუთარ მოედანს მოუაროს იმას უმაღლეს ლიგაში არაფერი ესაქმება. ან ამ ხელოვნურ საფარს რას გადაეკიდნენ ბალახს რა სჯობია.........

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

"დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - თბილისურ კლუბს უკრაინელი მეკარე შეუერთდა

სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველები საფეხბურთო პიარზე არასაკმარისად მუშაობენ

განჯას "ქიაპაზმა" მანჯგალაძე და ლიტოვჩენკო დაიმატა

თბილისის "დინამო" სამმა ლეგიონერმა დატოვა

ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]

"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა

ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია

სერგეი ლიტოვჩენკო: ასეთ რამეს როგორ ვიტყოდი?!.

თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება

თბილისის "დინამო": კიტეიშვილის ოპერაცია, ლიტოვჩენკოს მაჯა და ირანელი

ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა

თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა