ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფუტსალის ლიგა 2016/17: კანონზომიერი მესამე ტური. წინ სანაკრებო პაუზაა

ფუტსალის ლიგა 2016/17: კანონზომიერი მესამე ტური. წინ სანაკრებო პაუზაა

25 ნოემბერს, თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის III ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
25 ნოემბერს, თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის III ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად ყველაფერმა განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, თუმცა რამოდენიმე შეხვედრა უდაოდ საინტერესო გამოდგა.

ერთ-ერთი ასეთი, ტურის სასტარტო დაპირისპირება გამოდგა, თბილისი ვარიორსსა და მგლებს შორის. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. შეხვედრის პირველ ნახევარში უფრო ზუსტნი მგლების ფეხბურთელები ამოჩნდნენ და ტაიმის მიმდინარეობისას სამი ბურთითაც კი დაწინაურდნენ. ჰეთ თრიკით გამოირჩა მათი შემტევი, სერგი მაჭარაშვილი.

"მებრძოლებმა" მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ტაიმის მიწურულს სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირეს. მეორე ნახევარში ვარიორსის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგიც გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვასილ გოგოლიძის გოლს, მგლებმა უმალვე ლაშა გიორგობიანის გოლით უპასუხეს და ორ ბურთიანი სტატუსკვო აღადგინეს, "მებრძოლები" გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. იმავე გოგოლიძეს ორჯერ მიეცა შანსი, როდესაც ჯერ 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გარდასახა გოლად და შემდეგ 10 მეტრიანზეც მოეცარა ხელი.

ამდენი უიღბლობის ფონზე ვარიორსს ეყო ძალა დადებითი შედეგისთვის ებრძოლა და მატჩის დასრულებამდე 1:35 წუთით ადრე ტაბლოზე 5-5 დაფიქსირდა. განსაკუთრებით დრამატული ბოლო 9 წამში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა - ვარიორსის ფეხბურთელები 39:51 წუთზე მეექვსედ არღვევენ თამაშის წესს და მათ კარში 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ინიშნება, რომლის რეალიზებასაც მგლები ვერ ახერხებენ, ბესიკ გოლიაძე იგერიებს დარტყმულს. დამატებაზე თამაშის მცდელობისას მეკარეზე წესების დარღვევა ფიქსირდება და მგლების მეშვიდე ფოლს მათ კარში მოყვა 10 მეტრიანი დარტყმა, რომელიც მიშა კურატიშვილმა გოლად გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 6-5 ვარიორსის სასარგებლოდ.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა მფკ ტატიშვილმა. ამჯერად "მედიკოსების" მეტოქე ჩემპიონატის აუტსაიდერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი იყო. ფავორიტმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და დიდი ანგარიშით 7-0 სძლია მეტოქეს. მუხედავად ასეთი მარცხისა, აღსანიშნავია, რომ ეს იბსუ-ს ყველაზე კარგი მატჩია მიმდინარე სეზონში.

პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში მფკ აგორამ. წინა ორ შეხვედრაში ნათამაშები ფრეების შემდეგ, ამ ტურში მათი მეტოქე მფკ თბილისი იყო. თუკი შეხვედრის პირველ ნახევარში შედარებით თანაბარი ორთაბრძოლა შედგა, მეორე ტაიმი სრულად აგორას ფეხბურთელთა კარნახით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 8-1 დასრულდა. ჰეთ თრიკი შეასრულა წინა ტურის გმირმა, დავით გეგეშიძემ.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ე.წ "შავი ზღვისპირული დერბი" აფხაზეთისა და დინამო ბათუმის მონაწილეობით. მატჩის დასაწყისშივე ბათუმლები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა აფხაზეთის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გასვლა. მატჩის 29-ე წუთზე მეტოქეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს შედეგიანი დარტყმები - 3-3. ამის შემდეგ კი გოლები მხოლოდ აფხაზეთის კარში გადიოდა. საბოლოოდ 6-3 დინამოს სასარგებლოდ.

გამარჯვება სათამაშო კლასისა და მაღალი საშემსრულებო ოსტატობის ხარჯზე -ასე შეიძლება ეწოდოს ტურის დასკვნით შეხვედრაში სტუ-თელასის მიერ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ძლევას. "ენერგეტიკოსებმა" პირველ რიგში სათამაშო კლასის დამსახურებით, ფაქტიურად უშანსოდ დატოვეს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, საკმაოდ მებრძოლი და სიმპატიური მეტოქე. მასპინძელთა ხუთ გოლს, სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. 5-1 თელასის სასარგებლოდ.

ამრიგად, სამი ტურის შემდეგ 100% შედეგით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად მფკ ტატიშვილი ლიდერობს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება სტუ-თელასი. 6-6 ქულით III-IV ადგილებს ვარიორსი და დინამო იკავებენ.

25.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17. III ტური

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ მლები 6-5 (2-4)

გოლები: 07:31’ მაჭარაშვილი (0-1), 08:42’ მაჭარაშვილი (0-2), 10:50’ გეგეშიძე (1-2), 13:11’ მაჭარაშვილი (1-3), 14:36’ ქსოვრელიშვილი (1-4), 19:50’ კურატიშვილი 10მ (2-4), 29:38’ გოგოლიძე (3-4), 32:20’ გიორგობიანი (3-5), 33:27’ ალფონსე ები (4-5), 37:25’ გეგეშიძე (5-5), 39:51’ კურატიშვილი 10მ (6-5)

გაფრთხილება: 30:25’ ქსოვრელიშვილი (მგლ), 33:46’ გიორგობიანი (მგლ), 39:51’ცეცაძე (ვარ), 39:52’ გეგეშიძე (ვარ)

მფკ ტატიშვილი - იბსუ 7-0 (3-0)

გოლები: 10:34’ კობაიძე (1-0), 15:00’კეკელია (2-0), 16:01’ სიგუნავა (3-0), 28:12’ სილაგავა (4-0), 28:46’ ჭუმბურიძე (5-0), 34:47’ ლუკავა (6-0), 39:20’ კობაიძე (7-0)

მფკ თბილისი - მფკ აგორა 1-8 (0-2)

გოლები: 17:15’ დაჩანიძე (0-1), 18:44’ ჯოხაძე 10მ (0-2), 20:35’ გეგეშიძე (0-3), 22:39’ კირთაძე (1-3), 29:07’ ნიკვაშვილი 6მ (1-4), 30:19’ გიორგაია (1-5), 35:16’ გიორგაია (1-6), 36:30’ გეგეშიძე (1-7), 38:35’ გეგეშიძე (1-8)

გაფრთხილება: 15:29’ ჯანელიძე (თბ), 18:13; ბიწაძე (თბ), 28:27’ კირთაძე (თბ)

გაძევება: 29:07’ ზატუაშვილი (თბ)

მფკ აფხაზეთი - მფკ დინამო (ბთ) 3-6 (2-2)

გოლები: 00:44’ შამილაძე (0-1), 06:06’ ნინიძე (0-2), 16:31’ ღუღუნიშვილი (1-2), 18:39’ ახალაია (2-2), 28:31’ ბროლაძე (2-3), 28:54’ მაჩიტიძე (3-3), 32:33’ ფარტენაძე (3-4), 35:31’ გალოიანი (3-5), 39:55’ ნინიძე (3-6)

სტუ-თელასი - ბსუ (ბთ) 5-1 (3-0)

გოლები: 11:20’ თოფურია (1-0), 12:30’ ასათიანი (2-0), 16:14’ თოფურია (3-0), 29:35’ მამულაძე (3-1), 31:26’ მაისაია (4-1), 37:16’ წვერავა (5-1)

გაფრთხილება: 36:06’ ნადარაია (ბსუ)

6 და 7 დეკემბერს, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს. წინა სამატჩო შეკრების გამო, ფუტსალის ლიგა 13 დეკემბერს მეოთხე ტურის მატჩებით განახლდება. თავდაპირველად ბათუმური კლუბები გამართავენ საშინაო შეხვედრებს. ტური 16 დეკემბერს თბილისში დასრულდება.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!

ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!

ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]

ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!

ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!

9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]