"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა "ზენიტთან" (2:1) რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გამარჯვების შემდეგ თამაშზე ისაუბრა
"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტთან" (2:1) რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გამარჯვების შემდეგ თამაშზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა 94-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, "მაკრატელათი" გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

- იგორ შალიმოვმა (კრასნოდარის თავკაცი) აღიარა, რომ ვარჯიშებზე მსგავს დარტყმებს ამუშავებთ ხოლმე...

- დიახ, ვარჯიშებზე ასეთი გადაცემები მოდის ხოლმე და დარტყმებსაც ვამუშავებ. გოლის მომენტში დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში. ვიცოდი, რომ მატჩის ბედი უნდა გადამეწყვიტა. ცოტა გამიმართლა, ღმერთი დამეხმარა.

- "კრასნოდარის" მწვრთნელი: ოქრიაშვილი მაკრატელას ვარჯიშებზეც ურტყამდა, მაგრამ ვერ იტანდა

- დარტყმის მომენტში ხედავდით, რომ იური ლოდიგმა კარზე კონტროლი დაკარგა თუ უბრალოდ დაარტყით?

- დავინახე, რომ გამოსვლაზე ითამაშა და ხაზზე უკვე აღარ იდგა. რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ ასე კარგად დავარტყი, მაგრამ ეგრეც ვაპირებდი.

- შალიმოვმა მოედანზე რა დავალებით შეგიყვანათ, ფლანგებზე შეტევა გაგეცოცხლებინათ?

- თამაში გამეცოცხლებინა და გამეტანა. ადრეც გავდიოდი მოედანზე, მომენტები მქონდა, მაგრამ ვერ ვიტანდი. ახლა კი მწვრთნელმა მითხრა, რომ დროა, გავიტანო.

- "სიმბოლურია, რომ ოქრიაშვილმა ლუჩესკუს გუნდს გაუტანა, რომელმაც მასზე "შახტარში" უარი თქვა"

- სანამ მოედანზე შეხვიდოდით, სავარჯიშო შარვალი ბურთების მიმწოდებელ ბიჭს მიეცით. ამიერიდან ეს თქვენი კეთილი ნიშანი იქნება?

-დიახ, ამიერიდან ეს ჩემი "ფიშკა" იქნება, ყოველთვის ასე ვიზამ (იღიმის). სერიოზულად რომ გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს სამი ქულის აღებაში დავეხმარე. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ძალიან ბევრი მოვიდა ჩვენ მხარდასაჭერად.

- "გასახდელში თორნიკე ოქრიაშვილმა გვითხრა, რომ მას ახლა მთელმა საქართველომ მისწერა"

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

დათო
ქართველთა წარმატება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთშია თვალსაჩინო და არ სხვაგან.ასე რომ თორნიკე ჯიგარი ხარ და კლუბიც სწორად შეარჩიე! დაე იყვირონ რუსმა კომენტატორებმა фантастика! ამაზე უკეთეს გოლს ვერავინ გაიტანს ვერავინ! ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში ე.ი აზიაში.ეხლა ვინც ევროპელობას მომინდომებს რუქას დახედოს !
თემური
ასეთი სიხარულისთვის ვუყურებთ რუსულ ფეხბურთის არხს, რუსეთში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს და თავის გამოჩენა არც ისე ადვილია, რა თბილად ილაპარაკა შენზე შალიმოვმა, ისიც კი თქვა-ქართველია და რა თქმა უნდა ტექნიკურიაო. ძველი დრო გამახსენდა, საბჭოთა ნაკრებში მესხი რომ თამაშობდა და მთელი ლუჟნიკები მესხი...მესხის ძახილში იყო
mgeli
ყოჩაღ, მაგარია არ იზარმაცო
კახა ქირია
მთელი(ვისაც ფეხბურთი უყვარს არ უყვარს)N.Y.ქართველები ერთმანეთს ურეკავდით და ვეუბნებოდით ოქრიაშვილის გოლი ნახე...შენ უნდა ითამაშო დიდი ფეხბურთი!!!სხვა უფლება არა გაქვს პ.ს.რუნის ვ
dila gori
შენ დაგეწამლე.
misha
თორნიკემ მთელი საქართველო გაახარა
ui
უნიჭიერესია ეს ბიჭი! მთავარია ბევრი იშრომოს. გამოიღოს ჯერ ზენიტმა და მერე ლუჩესკუმ.
aleqsi
გაიხარე ოქრი მაგაარი ხარ
status quo
ჟურნალისტებმა ისწავლეთ მშობლიური ენა,იტანენ არა,ბურთი გააქვთ...
მალხაზი
ამ თამაშს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი,ოქრიაშვილმა გოლი რომ გაიტანა სიხარულისგან ვღრიალებდი.
gizog
თოკო, უფალმა ნამდვილად მოგცა დიდი ფეხბურთის თამაში ნიჭი, გამოგარჩია რამდენიმე მილიონი ადამიანიდან, ეხლა შენზეა როგორ გამიყენებ, ხომ ამბობ ღმერთი მომეხმარაო, დიახ უფალმა თქვა ხელი გაანძრიე და მეც მოგეხმარებიო, თუმცა შენ შემთხვევაში ფეხის განძრევაა საჭირო, რაც ასე კარგად გამომგდის. გაიხარე სულ გამარჯვებული და გახარებული გვენახე კლუბშიც და ნაკრებშიც.
llcl
წარმატებები, იმედია დაუღალავად იშრომებ და თუ ესე იქნება, ბევრს მიაღწევ, მონაცემები კი გაქვს, ყველაფერი შენს ხელთაა
ალექსანდრე
თორნიკე! გილოცავ! შენ ოღონდ არ დაიზარო და დიდ, ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებ. დალოცვილი იყავი.
T b i l i s i
რა ბედნიერებაა როცა შენი თანამოძმე წარმატებას აღწევს! ღმერთს ებარებოდე თორნიკე!!!
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
თორნიკე ოქრიაშვილი: მინდოდა, ისე მოეცა პასი, რომ მაკრატელათი დამერტყა, ამაზე ვფიქრობდი
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
თეიმურაზ შონიამ "დილას" კარში ფანტასტიკური გოლი გაიტანა! [VIDEO]
ლიონელ მესის ულამაზესი მაკრატელა "ატლეტიკოსთან" მატჩში [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
Mirror: ოქრიაშვილმა ბოლო წუთზე გამარჯვების საუკეთესო გოლი გაიტანა [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ზაზა ჯანაშიას ბრწყინვალე "მაკრატელა" ვეტერანების მატჩში [VIDEO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ფრანკ რიბერის უმცროსი ძმის ფანტასტიკური გოლი მაკრატელათი [VIDEO]