ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დევისის თასი: არგენტინამ ნავსი გატეხა

დევისის თასი: არგენტინამ ნავსი გატეხა

დელ პოტრომ და კომპანიამ მეხუთე ცდიდან მოიგეს ყველაზე პრესტიჟული გუნდური ტიტული
საჩოგბურთო სეზონი, ტრადიციულად, დევისის თასის ფინალმა დაასრულა. ზაგრებში ხორვატიის ნაკრებმა არგენტინას ჰარდის კორტი დაახვედრა, მაგრამ საფარის არჩევანი გამართლებული არ გამოდგა.

ფინალს ხსნიდნენ მარინ ჩილიჩი და ფედერიკო დელბონისი. ხორვატებს ამ მატჩში პირველი ქულის აღება ჰქონდათ დაგეგმილი და მოიპოვეს კიდეც, თუმცა გაჭირვებით. პირველ ორ სეტში ჩილიჩი შესანიშნავად აწვდიდა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. ამის შემდეგ კი თამაშის სურათი შეიცვალა. მასპინძელს პირველი მოწოდება აღარ მისდიოდა (სიზუსტის 30 პროცენტი), თუმცა მაინც იყო ახლოს სამი სეტით მოგებასთან - ხორვატმა 3:3-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც, საკუთარი მოწოდება და პარტია დათმო. მეოთხე სეტში მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გამქრალა, დელბონისი კი უმატებდა თამაშს. საქმე მეხუთე სეტამდე მივიდა, სადაც ჩილიჩმა სუფთა ფურცლიდან დაიწყო, ბრეიკმა დამაჯერებლობა დაუბრუნა და ხუთ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 7:5, 3:6, 1:6, 6:2.

ამის შემდეგ, ივო კარლოვიჩისა და ხუან მარტინ დელ პოტროს ჯერი დადგა. აქ არგენტინელი აშკარა ფავორიტი იყო - მას ხორვატისთვის ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული. პირველი სეტი დელ პოტრომ ბრეიკით დაიწყო, რაც, როგორც წესი, საკმარისია ხოლმე კარლოვიჩთან მატჩებში. მეორე სეტის სტარტზე, ივომ ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. პირველ რიგში, ეს დელ პოტროზე ითქმის, რომელმაც რაღაც მომენტში, ზედიზედ 28 ქულა (!) აიღო თავის გეიმებში. საბოლოოდ, ეს სეტი კარლოვიჩმა ტაი-ბრეიკზე მოიგო, თან ორმაგი სეტბოლი მოიგერია.

მესამე და მეოთხე სეტებში, თავიდან თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, კარლოვიჩის მცირე ინიციატივით, მაგრამ ორივეჯერ, ხორვატმა ოდნავ კონცენტრაცია დაკარგა, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა - 4:6, 6:7(6), 6:3, 7:5. პირველი დღის შემდეგ, მატჩში ანგარიში თანაბარი იყო.

შაბათს, წყვილების მატჩში გუნდების ლიდერები ვიხილეთ კორტზე. პირველ სეტში ბრეიკის შანსი თითქმის არ ყოფილა, ტაი-ბრეიკი კი არგენტინელებმა ძალიან ცუდად ჩაატარეს და მხოლოდ ორი ქულა აიღეს. მეორე სეტში მასპინძლებმა პირველი ბრეიკი შეასრულეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რასაც მეორე ტაი-ბრეიკი და ისევ ხორვატთა წარმატება მოჰყვა.

მესამე სეტშიც ჩილიჩმა და ივან დოდიგმა პირველებმა შეასრულეს ბრეიკი და ამჯერად, მეტოქეს მიღებაზე შანსი არ მისცეს - 7:6(2), 7:6(4), 6:3. ხორვატია წინ გავიდა - 2:1. აღსანიშნავია, რომ 1981 წლიდან მხოლოდ ორმა ნაკრებმა შეძლო დევისის თასის მოპოვება 1:2 ჩამორჩენის შემდეგ. ასე რომ, არგენტინა ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა.

კვირა დღე მთლიანად ფინალის ცენტრალური მატჩით დაიწყო - ჩილიჩი დელ პოტროს წინააღმდეგ. არგენტინელს ხორვატი ზედიზედ ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული, თან 12 სეტი ზედიზედ ჰქონდა აღებული. თუმცა ეს სერია პირველივე სეტში შეწყდა - ჩილიჩმა პირველი 14 ქულიდან 12 აიღო დაა 3:0 დაწინაურდა. დელ პოტრომ მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ჩამორჩა - 0:5 და სეტის გადარჩენა ვერ შეძლო.

მეორე სეტი ჩილიჩმა კიდევ უფრო იოლად მოიგო. დელ პოტრო ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და პარტიაში მხოლოდ ორი "ვინერსი" ჰქონდა. ასე რომ, ხორვატიას ერთი სეტის მოგება რჩებოდა დევისის თასის მეორედ მოსაგებად. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ჩილიჩს წელს ორჯერ ჰქონდა წაგებული მატჩი 2:0-დან - როჯერ ფედერერთან და ჯეკ სოკთან.

მესამე სეტში მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს, მაგრამ ზედ ტაი-ბრეიკის წინ, ჩილიჩი ანერვიულდა და დელ პოტრომ მესამე სეტბოლზე მოიგო პარტია.

მეოთხე სეტი თანაბარი და ემოციური გამოვიდა. ერთ მომენტში, მსაჯმა მეორე გაფრთხილება მისცა დელ პოტროს დროის გაყვანისთვის და პირველი მოწოდება ჩამოართვა მას. ეს მოხდა 4:4-ზე და "თანაბარზე". არგენტინელმა მაინც მოიგო ეს გეიმი, შემდეგ კი სამმაგი სეტბოლი მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. დაინიშნა მეხუთე სეტი.

საინტერესოა, რომ დელ პოტროს არასოდეს მოუგია 0:2-დან. გადამწყვეტი სეტიც მან საკუთარი გეიმის წაგებით დაიწყო, თუმცა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს. ჩილიჩი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თითქოს უახლოვდებოდა გამარჯვებას, მაგრამ ბოლოსკენ, ხორვატი ისევ ანერვიულდა, ორმაგი შეცდომა დაუშვა და მოწოდება წააგო, რის შემდეგაც, არგენტინელმა "ნულზე" მოიგო თავისი მოწოდება. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მატჩში ანგარიში გახდა - 2:2.

მეხუთე მატჩისთვის გუნდების კაპიტნებმა განაცხადი არ შეცვალეს და კორტზე ივო კარლოვიჩი და ფედერიკო დელბონისი გავიდნენ. არგენტინელი ძალიან კარგად უმკლავდებოდა კარლოვიჩის მოწოდებებს, ხოლო, როცა გიგანტი ხორვატი თავისი მთავარი იარაღით ქულებს ვერ იღებს, ის განწირულია წაგებისთვის. შედეგად, ფედერიკომ საკმაოდ იოლ გამარჯვებას მიაღწია - 6:3, 6:4, 6:2. აღმოჩნდა, რომ მასპინძლების მიერ არჩეული ჰარდი, უფრო სტუმრებს აწყობდათ.

არგენტინამ მეხუთე ფინალი ითამაშა დევისის თასზე და პირველად გახდა ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

აშშ-ის ღია: სუპერმატჩი ახლოვდება

აშშ-ის ღია: ფედერერი-ნადალი არ იქნება

ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

დღეს შანხაიში: ბასილაშვილი VS დელ პოტრო

ინდიან უელსის ტურნირი: ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი შეაჩერა

"მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა" - დელ პოტრო ფედერერს დაემშვიდობა