ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

6 არგუმენტი, რის გამოც საქართველო ექვს ერში მიღებას იმსახურებს

6 არგუმენტი, რის გამოც საქართველო ექვს ერში მიღებას იმსახურებს

sportall.ge-ს არგუმენტები "ბორჯღალოსანთა" სასარგებლოდ
შოტლანდიასთან 16:43 წაგებული ტესტ-მატჩის შემდეგ The Telegraph-ი წერდა: მართალია, ამ გუნდებს შორის რეიტინგში მხოლოდ ხუთი საფეხურია სხვაობა, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულიაო. ამ თამაშს ევროპაში ბევრი სწორედ იმ კუთხით უყურებდა, თუ რამდენად შეესაბამება "ბორჯღალოსანთა" ამბიციები, ითამაშოს ექვსი ერის პირველობაზე, რეალობას. მილტონ ჰეიგი არც მალავდა ჩვენს ამბიციებს თამაშამდე.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

შოტლანდიელთა დამაჯერებელმა გამარჯვებამ ექვს ერზე ჩვენი დამატების მოწინააღმდეგეებს დამატებითი არგუმენტები მისცა, ზემოხსენებული სტატიაც ამის გამოძახილია.

- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"

თუმცა შევეცდებით, 6 არგუმენტი წარმოვადგინოთ, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ექვსი ერის პირველობაზე სამომავლოდ (2019 წლის მსოფლიოს თასის მერე) მეშვიდე წევრად დამატებას და რა სიკეთეები მოჰყვება ამას ჩვენთვის.

1. ექვსი ერი უბრალოდ აუცილებელია ქართული რაგბის შემდგომი პროგრესისთვის

ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრები ზედიზედ იგებს ევროპის ერთა თასს. ბოლოდროინდელი პროგრესის წყალობით, ჩვენი ნაკრები უბრალოდ "გადაიზარდა" ამ ტურნირისთვის. რუმინეთის ნაკრებიც კი ვერ გვიწევს სათანადო კონკურენციას. ამასთან, ჩვენ გუნდს მოპოვებული აქვს მსოფლიოს თასის საგზურიც.

მოკლედ, არ არსებობს ერთა თასზე თამაშის სერიოზული მოტივაცია. მუდმივად შენზე უარეს გუნდებთან თამაშით კი პროგრესი გამორიცხულია, რეგრესი კი - სავარაუდო. ექვს ერზე თამაშის გამოცდილება კი ჩვენს ნაკრებს კიდევ უფრო წინ წასწევს.

ბუნებრივია, ჩვენთვის ეს კარგი იქნება, მაგრამ ექვსი ერის მონაწილე გუნდებისთვის? საქართველოს ნაკრებმა თუნდაც შოტლანდიაში აჩვენა, რომ აქვს ძლიერი მხარეები, თუნდაც ექვსი ერის "ბობოლებთან" შედარებით და თუ ამჟამად არა, უახლოეს ხანებში კონკურენტუნარიანი გუნდი გახდება. ტურნირზე მაღალი მიზნებისთვის კი თუნდაც იგივე იტალია, წლებია, ვერ იბრძვის.

2. ექვსი ერის თამაშები "დინამო არენას" უპირობოდ შეავსებს

რაგბის პოპულარულობა საქართველოში იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა იაპონიასთან და სამოასთან გადაჭედილი ვაკის სტადიონით. წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟი იქნება ინგლისის ან საფრანგეთის სტუმრობის დროს.

ვფიქრობთ, ქვეყნის უდიდესი სტადიონი ყოველთვის შეივსება, თუნდაც ტესტ-მატჩებთან შედარებით, გაძვირებული ბილეთების შემთხვევაშიც.

3. ექვსი ერი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარებას

თამაშამდე ინტერვიუში მილტონ ჰეიგი ამბობდა, რომ მართალია, თბილისი ლონდონი ან რომი არ არის, მაგრამ იქ სტუმრობაც საკმაოდ საინტერესო იქნება რაგბის ფანებისთვის.

წელიწადში სამი მატჩი თბილისში მართლაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარებას. ექვსი ერის მონაწილე ქვეყნების რაგბის ფანებს კი ახალი თავგადასავლების შესანიშნავი საშუალება ექნებათ.

4. საქართველოს ჩართვა ხელს შეუწყობს ევროპულ რაგბიში ტრადიციული ჩარჩოების რღვევას და ნიადაგს მოუმზადებს ევროპის ჩემპიონატს

ფაქტია, რომ ექვსი ერის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტურნირია, რომელიც ძნელად ეგუება ცვლილებებს (წლების წინ იტალიის დამატებას თუ არ ჩავთვლით). საქართველოს დამატება კი ხელს შეუწყობს მომავალი ცვლილებების მომზადებას.

მომზადდება ნიადაგი, რომ რაგბიშიც იყოს კონტინენტის პირველობა, რომლის არარსებობა პოპულარულ სათამაშო სახეობაში, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია.

5. ექვს ერზე ასპარეზობა რაგბის რეალურ შანსს მისცემს, მართლაც გახდეს ქვეყნის ნომერ პირველი სპორტის სახეობა

"რაგბი ჩვენი თამაშია", - ამ დევიზის გამყარების იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე ექვსი ერის პირველობაზე საქართველოს ჩართვაა, არ არსებობს. ეს გაზრდის რაგბის პოპულარულობას საქართველოში და კიდევ უფრო მეტი ბავშვი გადაწყვეტს ოვალური ბურთით თამაშს.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის კარგი. როცა მე-7 და მე-12 გუნდებს შორის სხვაობას კლასში "უფსკრულს" უწოდებ, ეს პირველ რიგში, მთლიანად სპორტის სახეობის პრობლემაა.

6. ამ ტურნირში ჩართვა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას მოუგვარებს საქართველოსთვის საჭირო ტესტ-მატჩების გამოძებნის პრობლემას

წელიწადში ერთი ტესტ-მატჩი პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან, ჩვენთვის მიღწევაა, თუმცა ამავდროულად, არასაკმარისია. ექვსი ერი კი ამ პრობლემას ძირფესვიანად აღმოფხვრის.

• azri

იაპონიის ნაკრებს მარტო ნატურალიზებული მოთამაშეებით არ გაუმდიდრებია მონაგარი იაპონიის შიდა ჩემპიონატი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩემპიონატია მსოფლიოში, ტოპ 14ზეც კი იმიტომ რომ იმ ხალხმა იცის სახლის შენებას რომ კარგი საძირკვლით იწყებ

• bs

საკლუბო რაგბი თუ არ განვავითარეთ მალე რუსები გაგვისწრებენ, საკლუბო რაგბში სერიოზულად მუშაობენ და ცდილობენ ახალი თაობებიც გამოზარდონ, თანაც კავკასიაში. თუმცა ეგ შეიძლება კარგიც იყოს, რუსებს ხომ უპრობლემოდ გაუხსნიან კომერციული ტურნირების კარებს და მერე იქნება ჩვენც მივყვეთ. ეს რა თქმა უნდა ნახევრადხუმრობით და არასწორი გათვლაა, მარა საკლუბო რაგბის უნდა მივხედოთ.

• შაკო

ეს არი ჩვენი არგუმენტები და ჩვენი სურვილი, თუმცა, "ექვსი ერის" მამებისთვის არცერთი არაფერს წარმოადგენს. მათთვის ვერ იქნება პრიორიტეტი, სადღაც, რომელიღაც მშიერმა Georgia-მ კლასი აიმაღლოს. თავიანთი გადასახედიდან, ისინი არიან ცისფერსისხლიანი, უმაღლესი ელიტა და ბოგანო გლეხებთან ერთ სივრცეში არსებობა მიუღებელია. ეს არის სიმართლე და ჩვენი მთავარი მიზანი არა ექვსი ერი, არამედ მათთან რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩის თამაში უნდა იყოს. როდესაც ის დრო დადგება, როცა ერთ-ერთ ასეთ მატჩში, ან მსოფლიო თასზე დიდი ელიტის(იტალიას არ ვგულისხმობ) წარმომადგენლის დამარცხებას შევძლებთ, მაშინ შევძლებთ ამბიციურად ვითხოვოთ ამ ელიტურ კლუბში, რომელსაც ექვსი ერი ქვია, მიგვიღონ.

• ase mgonia

მეც იმ აზრზე ვარ, რომ ჩვენი რაგბის განვითარებას 6 ერი კი ვერ უშველის, არამედ ეროვნული ლიგის განვითარება. დამატებით, მეტი ამხანაგური შეხვედრები უნდა მოვითხოვოთ 1-ელი დონის ქვეყნებთან და შედეგი აუცილებლად მოვა. ეროვნული ნაკრების პროგრესი არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით ქარტული რაგბის განვითარებას. . შეიძლება გადაჭარბებულად ჟღერდეს მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თუ დავამარცხებთ შოტლანდიას, თუ სხვას, ოქნებ თვითონაც გვთხოვონ 6 ერში შესვლა. ამაზრზენია უკვე ამდენი ხვეწნა მუდარა!

• Dima

"6 ერში" ჩვენი ჩართვა ისევე რეალურია, როგორც საქართველოს ევროკავშირის წევრობა, ძვირფასო მეგობრებო!;)

• irakli81

ეს როგორ, კაი ბიჭებს 6 ერზე არ ღებულობენ ძმაო? დაახლოებით ესეთი არგუმენტებია. ალბათ ჯერ არ მიგვიღებენ ამიტომ ბევრი მაღალი დონის ტესტ მატჩები უნდა მოვითხოვოთ და ქართულმა კლუბებმა ევრო ტურნირებზე უნდა ითამაშონ, სხვაგვარად ვერ განვვითარდებით. ნახეთ რუსებმა რა წარმათებებს მიაღწიეს საკლუბო რაგბში ევრო ტურნირებზე.

• 111

ორი ტესტი მაინც რო იყის წელიწადში ექვსი ერის ქვეყნებთან (თბილისშიდაც რო გვეთამაშონ შეიძლება მოვიგოთ კიდეც) ბევრად წინ წავა ნაკრები და უფრო რეალური იქნება მაქ მიღებაზე ფიქრი

• რეზო

უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით უსამართლოა ჩაკეტილი ექვსი ერი. მაგრამ ფული ფულობს და საქართველო რა პონტია საერთად ბრიტანელებისთვის (რაღაც პოსტსაბჭოთა ნაშთი) :(

• murtalo

თუ ავტორისა და gia-ს არგუმენტებს შევაჯამებთ მშვენივრად არის ჩამოყალიბებული რატომაც უნდა მიგვიღონ და საერთოდ ყველა კომენტარს აქვს საფუძველი, რაც კიდევ ერთხელ მარწნუნებს, რომ რაგბის მართლაც რომ მეტად გონიერი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე სათამაშო სპორტის სხვა სახეობებს...კალათბურთი ცოტა ჩამორჩება, სხვებზე კი რა მოგახსენოთ. ყველაზე საყვარელი და ქართველთათვის საამაყო სპორტის სახეობისადმი მიძღვნილი სტატიების კომენტირებისას ისეთებს წაიკითხავ გული მოგიკვდება...იმათაც გულშემატკივრები ჰქვიათ.

• azri

არანაირად არ ვფიქრობ რომ ჩვენი რაგბის განვითარება უპირობოდ არის დამოკიდებული ექვს ერზე ვდგავარ მყარად ჩემს აზრზე რომ საჭიროა ქვეყნის საკლუბო პირველობის განვითარება და ახალგაზრდების შინ გამოზრდა ძლიერ კლუბებს პატარა ასაკიდანვე შეეძლებათ კარგი მორაგბეების სწორად აღზრდა და არა მართლა ხაჭაპურზე და კოკა-კოლაზე როგორც ამ საიტზე დაიწერა კომენტარებში არ შეიძლება ნაკრების ფორვარდები თამაშობდნენ ევრო გუნდებში და ბექების უმეტესობა თამაშობდეს დაბალი დონის შიდა ჩემპიონატში და ამგვარად ელოდე პროგრესს დააფინანსონ ჩვენი კლუბები, დააინტერესონ ახალგაზრდები რაგბის თამაშით და შინ გაზარდონ ძლიერი მოთამაშეები არ შეიძლება ყველა გარეთ გარბოდეს აქ რაგბის კულტივაცია მოხდეს და ევრო-თასები მიიღებენ ჩვენ კლუბებს საასპარეზოდ და დამერწმუნეთ ექვს ერზე უკეთეს გამოცდილებას შეიძენენ ჩვენი მოთამაშეები აი მერე ნახეთ ნაკრების თამაში

• ziz

ამ ა"არგუმენტებით" კარგად ჩანს რომ ჩვენ უნფრო გვჭირდება 6 ერი, ვიდრე ჩვენ მათ. სინამდვილეში შეიძლება არ ვჭირდებით 6 ერს, მაგრამ ჩვენი 6 ერში მოხვედრა ზოგადად ჭირდება მსოფლიო რაგბს

• sandro

ეს "ბობოლები" არანაირ მატერიალურ სარგებელს არ მოელიან ჩვენგან, თორემ ჩვენ ადგილას რუსეთი ან გერმანია რომ ყოფილიყო ულაპარაკოდ მიიღებდნენ

• რეზო

6ე-ში თუ ახალი სახის ევროპის ჩემპიონატზე, ნამდვილად ვიმსახურებთ ბობოლებთან სისტემატურ თამაშს, მაგრამ :))) ჯერ ტელეგრაფმა ხომ მოხია ეგ სათაური და ეხლა ეს სისაწყლე რაღა იყო. უნდა შეგვიბრალონ და მიგვიღონ??? დაამურამებენ ნიაუნსებს, მოვა დრო და შანსი და მოხვდებათ ბობოლებს ჩვენგან, თან არაერთგზის, მაგრამ მაინც რომ არ მიგვიღონ მაშინაც ასე თავის შეცოდება არ ვარგა. ბრიტანელს და ფრანგს კი არა, მე არ მეყო სასაცილოდ ეს "არგუმენტები". გინდაც ბოლო წაგებულ თამაშში უკეთესი და მეტი არგუმენტი იყო 6ე-ს გასახსნელად.

• მერაბი

ჩ ა გ ე თ ვ ა ლ ა ვკიდივართ ჩვენც და ჩვენი რაგბი სხვაზე რომ არაფერი ვთქვა

• gurji

2016 წ. იტალია-ინგლისი 9:40. ირლანდია-იტალია 58:15. უელსი-იტალია 67:14 2015 წ. ინგლისი-იტალია47:17. იტალია-საფრანგეტთი 0:29. იტალია-უელსი 20:61. შოტლანდია:ირლანდია 10:40 ეს ანგარისები არ ახსოვთ ??

• gia

აი ამიტომ უნდა მიგვიღონ: 1. ექვსი ერი მიიღებს ქვეყანას რომელსაც მეტი გულშემატკივარი ყავს რაგბის ვიდრე იტალიას, შეუძლია მეტი ადამიანი მოიზიდოს სტადიონზე და დაახლოებით იგივე ფასად რაც იტალიას. 2. იტალიას გაუჩნდება ამბიცია ვიღაცისთვის მოგების და მეტი გულშემატკივარი შეეძლება მოიზიდოს პოტენციურად, რაც გაზრდის ტურნირის შემოსავლებს. 3. გულშემატკივრებისთვის თბილისი ძალიან იაფი და ლამაზი ქალაქია. დაახლოებით 500 ქართველი გულშემატკივარი დადის გასვლით თამაშებზე. 4. დამატებითი ტელე ტრანსლაციები და 4 მილიონით გაზრდილი ტელე აუდიტორიაც რაც უფრო მეტია ვიდრე იტალიაში რაგბის მაყურებლები. 5. შეუძლიათ ჩვენი თამაშები ისეთ ქალაქებში ჩაატარონ სადაც რაგბის პოპულარიზაცია უნდათ,შედარებით პატარა სტადიონებზე და კიდე გაზარდონ მაყურებლის რაოდენობა. 6. ქრთამზეც სპასობნი ვართ ვის უნდა და რამდენი თქვან პროსტა.

• otia-83

6 ერის ვიგინდარა ბოსებმა შემოგვითვალეს, ეს სტატია რომ წაუკითხიათ: - ჩვენ რა ხეირი მაქედანაო? მეშვიდე პუნქტად ეგეც მიაწერეთ და ბაზარი არააო. გენაცვალოთ ჩემი თავიო, ტანიცო. პ.ს. წეღან დამირეკეს, კიარ ვიგონებ :)

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"

BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!