ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. I მატჩის წინათქმა: ახალი ჩემპიონის მოლოდინში

უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. I მატჩის წინათქმა: ახალი ჩემპიონის მოლოდინში

"სამტრედიისა" და "ჩიხურას" დაპირისპირებაში 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა
2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული იმ ორრაუნდიან დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირველობის ორი, უდავოდ საუკეთესო გუნდი: "სამტრედია" და "ჩიხურა"...

03.12. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00. LIVE პირველ არხზე

სამტრედია-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =1 -2, 5-5

რეგულარულ ჩემპიონატში

თეთრი ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩიხურა 12 9 2 1 27-11 29

წითელი ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სამტრედია 12 8 3 1 27-9 27

3 დეკემბერს სამტრედიის სტადიონზე სრული ანშლაგი რომ იქნება, ამაში ეჭვი არ გვეპარება; თუმცა, ახლავე უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ როგორც უნდა დასრულდეს "სამტრედიასა" და "ჩიხურას" პირველი მატჩი, საქართველოს ახალი ჩემპიონის ვინაობა, საპასუხო შეხვედრაში (11 დეკემბერს, თბილისში) გაირკვევა.

იმის მტკიცებაც უადგილოდ გვეჩვენება, რომ ამ ორ გუნდს ჩემპიონობის თანაბარი შანსები აქვს. აღარაფერს ვამბობთ იმ უზარმაზარ მოტივაციაზე, ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს რომ ექნებათ - გამარჯვებული ხომ მომავალ ზაფხულს საქართველოს წარმომადგენელი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაში!

თუმცა, სხვა არანაკლებ კი არა, შესაძლოა, ბევრად უფრო მეტი სტიმულიც უნდა ვახსენოთ: არც "სამტრედია" და არც "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონი არასდროს გამხდარა! ეგ კი არა, ამ გუნდებს თასიც არასდროს აუღიათ და, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთისთვის ეს პირველი ტიტული იქნება!..

11 დეკემბერს საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: "სამტრედია" ან "ჩიხურა"! ანუ, ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი შეურთდება იმ გუნდების რიცხვს, საქართველოს ჩემპიონატში აქამდე რომ გაუმარჯვიათ. ამასაც შეგახსენებთ: "დინამო" (თბილისი) - 16 ტიტული, "ტორპედო" - 3, "ვიტ ჯორჯია" - 2, "ზესტაფონი" - 2, "ოლიმპი"/"მეტალურგი" - 2, "სიონი" - 1, "დილა" - 1.

აი, XXVIII ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა კი 11 დეკემბერს გაირკვევა, როცა საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო დაპირისპირება გაიმართება. თუმცა, მანამდე ხომ პირველი მატჩია...

მწვრთნელების ფაქტორი

"სამტრედიამ" უმაღლეს ლიგაში 16 სეზონი ჩაატარა და 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე, ორჯერ შეძლო მეორე ადგილზე გასვლა: 1994/95 წლების სეზონში და წინა ჩემპიონატში; ანუ, "სამტრედიას", სულ მცირე, გარანტირებული აქვს წინა სეზონის მიღწევის გამეორება, თუმცა პირველი ტიტულიც რომ ასე ახლოსაა?!

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა სეზონში "სამტრედიამ" ამ წარმატებას გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მიაღწია და ამ ახალგაზრდა და საინტერესო მწვრთნელის დამოძღვრილი გუნდი ამჯერადაც მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძვის.

აი, "ჩიხურას" კი მხოლოდ 6 სეზონი აქვს ჩატარებული უმაღლეს ლიგაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 5 სეზონის ყველაზე სტაბილური გუნდი სწორედ "ჩიხურაა"! თავად განსაჯეთ: საჩხრელთა გუნდი სამჯერ გავიდა IV ადგილზე, ერთხელ - მეხუთეზე, ამ გარდამავალ ჩემპიონატში კი "თეთრ ჯგუფში" აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.

ცალკე საუბრის თემაა ბოლო 4 წლის განმავლობაში "ჩიხურას" ასპარეზობა საქართველოს თასზე. საჩხერელთა გუნდი ზედიზედ ხუთჯერ გავიდა ნახევარფინალში, აქედან ორჯერ - ფინალში. "ჩიხურას" ამ სტაბილური და წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელია - სოსო ფრუიძეს ადრეც წარმატებით დაუმოძღვრავს სხვადასხვა ქართული გუნდი ("ტორპედო", "სამგურალი", "ბორჯომი"), მაგრამ ყველაზე მეტი წარმატებით მაინც საჩხერეში მუშაობს.

თანაც, ამ მუშაობის ხანგრძლივობასაც ხომ მნიშვნელობა აქვს: უკვე აღარავის უკვირს, ჩვენს ჩემპიონატში ამა თუ იმ გუნდში, სეზონის მსვლელობისას, სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ რომ ხდება სამწვრთნელო გადაადგილება. აი, "ჩიხურას" ხელმძღვანელობა კი აშკარად "სხვანაირად" ენდობა გამოცდილ სპეციალისტს: სოსო ფრუიძე უკვე 9 (ცხრა!) წელიწადია, რაც "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელია!

წინა სეზონის დასრულების მერე, ჩვენმა გაზეთმა 2015/16 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად, "სამტრედიას" თავკაცი გია ცეცაძე დაასახელა. ახლახან დასრულებულ რეგულარულ ჩემპიონატში "ტურის მწვრთნელის" ნომინაციაში, ფაქტობრივად, უკონკურენტო გახლდათ "ჩიხურას" თავკაცი სოსო ფრუიძე, რომელიც ექვსჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში...

...და ფეხბურთელებიც

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ საჩემპიონო პლეი ოფის ორივე ფინალისტმა აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვა თავის ჯგუფში: ორივემ ყველაზე მეტი მატჩი მოიგო და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა.

ისიც სათქმელია, რომ ორივე ფინალისტი ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც გამორჩეული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ამის თქმა შეიძლება ყველა რგოლზე. ერთადერთი უპირატესობა "ჩიხურას" იმაში უნდა მივანიჭოთ, რომ ამ გუნდში ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ადრე სხვა გუნდების მაისურით არაერთი ტიტული რომ მოუგიათ საქართველოს ჩემპიონატში თუ თასზე: შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, დენის დობროვოლსკი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე გორგიაშვილი და სხვები.

აი, "სამტრედიაში" კი ასეთი სოლიდური გამოცდილება მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს: ომარ მიგინეიშვილს, გიორგი დათუნაიშვილსა და დავით იმედაშვილს. სამაგიეროდ, "სამტრედიას" ერთიმეორეზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს (განსაკუთრებით - წინა ხაზში) და რაღა შორს მივდივართ: სწორედ "სამტრედიაში" თამაშობს გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე.

სხვათა შორის, ბოლო ტურის მიმოხილვაშიც ვთქვით და კვლავაც გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ საჩემპიონო პლეი ოფმა უნდა გასცეს პასუხი კიდევ ერთ კითხვას: ვინ იქნება გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი? დღესდღეობით კი, ჩვენი აზრით, ამ ნომინაციის უმთავრესი კანდიდატები სწორედ საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილე გუნდებში არიან: უკვე ნახსენები ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია") და საბა ლობჟანიძე ("ჩიხურა")!

თუმცა, ამ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის "დუელის" გარდა, სხვა ლიდერებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული: მეკარე დინო ჰამზიჩის რეაქციაზეც, რეაქტიული გარემარბის მიხეილ სარდალიშვილის დრიბლინგზეც (ორივე - "ჩიხურა"), ლაშა შერგელაშვილის "საფირმო" სტანდარტულებზეც, გიული მანჯგალაძის ორგანიზატორულ ნიჭზეც და ბაჩანა არაბულის საგოლე ალღოზეც (ყველა - "სამტრედია").

მოკლედ, დიდი მოლოდინით ველოდებით იმერული "დერბის" პირველ "სერიას" და კიდევ ერთხელ (და უკვე - მერამდენედ) ვიტყვით: "სამტრედიაც" და "ჩიხურაც" აბსოლუტურად დამსახურებულად მონაწილეობენ საჩემპიონო პლეი ოფში და ამათგან ერთ-ერთიც, პირველად გახდება საქართველოს ჩემპიონი!...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• basko

ისეე რამე სუპერ თასის მაგვარი რო მოიფიკროს ფედერაციამ, აღმოსავლეთი Vs დასავლეთი:)) რაღაც ახალია და მრავალფეროვნებას შესძენდა ქართულ ფეხბურთს:))

• basko

ბრავო ორივე გუნდს! მე ტორპედოს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ ჯერად სამტრედიას, მეზობლები ვართ ბოლოსდაბოლოს და თან სამტრედია ყველაზე მეტად იმსახურებს წელს ტიტულს, იმერული გუნდების წარმატება კიდე ძაან მიხარია

• levani

სად არ არის ამ დროს ზესტაფონი?!!!!!!

• Shio-s

აჰა ოცნებაც აგიხდაა :) ჩემპიონები ეგენიც რამეს მაინც წარმოადგენდნენ...აგერ აზერების გუნდები მაგათ ათრევენ ორშობის გოშიასავით, შენ კი აქ უკვე ასტრალში გახვედი :)))

• Jango

შიო ზესტაფონიც აღსდგება მალე,ჰოდა ლიხსიქეთელები , თბილისის დინამოს თამადობით მეხუთე და უფრო ქვემოთ ადგილებს დაკმაყოფილდებიან :) სამტრედიას კი მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონი გახდება, ახალ სეზონში ლიგაში დარჩენაზე მოუწევს ფიქრი, დიდი ფინანსური კრიზისი დაეწყება თუკი არ მონახეს გარეშე დამფინანსებლები.

• shota-s

სენ რა იმერულ სეპარატიზმს აღვივებDDD

• შიო

დღეს დიდი დღეა დიიდიი ..იმერული ელ კლასიკო....მინდა რომ სულ ასე იყოს ბოლო 10-15 წელი მაინც .. ჩიხურა ,ტორპედო და სამტრედია იყვნენ პირველ მეორე მესამეზე და ომოდნენ ..ჩიხურა ჩემი იუვეა ..:)))))

• shota

ხვალ და 11 დეკემბერს გაირკვევა ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი,სტატიაში ნახსენები ბიჭები იგროკები არიან, მაგრამ მე ყველა თამაში მთლიანად მაქვს ნანახი და ორი სამი სხვა ფეხბურთელი უფრო მომეწონა.მატჩის დიქტორებს ვთხოვ,მიყვნენ თამაშს და ფეხბურთელების გვარები თქვან,ისტორიების მოყოლა საჭირო არაა.

• tornike

ვისაც ფეხბურთი კარგად ესმის, ყველა დამეთანხმება რომ ჩიხურა იმსახურებს საქართველოს ჩემპიონობას ამ სეზონში და ასეც იქნება.

• lado

სამტრედია ხვალ ვერ დაიტევს გულშემატკივარს ჩემი ნება რომ ყოფილიყო ქუთაისში ჩავატარებდი ამ თამაშს დარწმუნებული ვარ გაივსებოდა ტრიბუნები სამტრედიაში კი ათასობით ბალესიკა ფეხზე დგომით მოუწევს თამაშის ყურება ერთმანეთის ზურგს უკან.

• ultranationalist

და ეს ჩემპიონი იქნება საჩხერის ჩიხურა!

• შიო

მოკლეედ მე ჩიხურას ფანი ვარ და დიდი იმედი მაქ რომ აიღებს თას მაგრამ თუ მოხდა ისე რომ დამსახურებულად აიღო სამტრედიამ თასი მაინც ბედნიერი ვიქნები იმით რომ ჩემპიონი სამტრედია ან ჩიხურა,ვიცე ჩემპიონი ისევ ამორთაგან ერთერთი და თასი ქუთაისმა აიღო ანუ იმერლები ვართ რაც ვართ და ჩვენ ამით ხაზს ვუსვავთ იმას რომ გვიყვარს ფეხბურთი და ვცზოვრობთ ფეხბურთით რა დონეზეც არ ყნდა ვიყოთ განვითარებული

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს