საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი "სამტრედიასთან" მატჩის მარცხის მიზეზებზე საუბრობს
"ჩიხურამ" საჩემპიონო პლეი ოფის პირველი ფინალური მატჩი "სამტრედიასთან" 0:2 წააგო. ბუდუ ზივზივაძის დუბლმა სოსო ფრუიძის გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

ამას საჩხერელთა მთავარი მწვრთნელიც აღიარებს. თუმცა, მისი აზრით, "ჩიხურას" 11 დეკემბრის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც "მიხეილ მესხზე" გაიმართება, მოგების შანსი მაინც აქვს.

"ლელომ" ფრუიძესთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- როგორ შეაფასებდით სამტრედიაში გამართულ მატჩს?

- წაგების მიუხედავად, ერთი გოლი მაინც რომ გაგვეტანა, კარგი იქნებოდა და საპასუხო მატჩს უფრო იმედიანად შევხვდებოდით... სამწუხაროდ, ესეც ვერ მოვახერხეთ და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

- წაგებას რა მიზეზებით ახსნიდით?

- ყველა მთავარი მოვლენა პირველ ტაიმში მოხდა, როცა მეტოქემ მოძრაობაში ძალიან გვაჯობა, ჩვენ კი ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ვახერხებდით. ბევრი არასწორი მოქმედებაც იყო. ამის შედეგად გავუშვით კიდეც ორი გოლი და ორივე შემთხვევაში ჩვენმა მოთამაშემ გადაცემა დააყოვნა, სამტრედიელებმა კი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და შეცდომა არ გვაპატიეს.

ყველა ზონას თავისი რისკის ფასი აქვს. ჩვენ ისეთ დროს ვრისკავდით, როცა ეს დაუშვებელი იყო.

მეორე მხრივ, არ შემიძლია, სამტრედიელებს არ დავუფასო კარგი თამაში. ბუდუ ზივზივაძემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა - აი, ასეთი უნდა იყოს ფორვარდი!

- ბევრი ითქვა მოედნის საფარზე. საინტერესოა, რა როლი ითამაშა "ჩიხურას" წაგებაში იმან, რომ ხელოვნურ მოედანზე ითამაშეთ?

- ხალიჩაზე თამაში რომ გვიჭირს, ამაზე ორი აზრი არ არის, თუმცა ამით მეტოქის გამარჯვებას არ ვაკნინებ. ასე მოხდა თასის ნახევარფინალში მარტვილის "მერანთან" და ახლაც. მიმდინარე სეზონში ხალიჩაზე მხოლოდ ჩემპიონატის დასაწყისში, ქობულეთის "შუქურასთან" მოვიგეთ, რადგან ბალახზე ვვარჯიშობთ და მერე ხელოვნურზე გადასვლა ძალიან გვიჭირს. სასურველი იყო, ბუნებრივზე გვეთამაშა, მაგრამ რაც არის, არის.

- 0:2 დაუძლეველი შედეგი არ არის. საინტერესოა, ფეხბურთელებს რა განწყობა აქვთ?

- სამტრედიული მატჩის შემდეგ ხანმოკლე საუბარი გვქონდა... ორდღიანი პაუზის შემდეგ თბილისში შევიკრიბებით და წაგების მიზეზებსაც გავაანალიზებთ. ვეცდებით, განწყობა გავიუმჯობესოთ, რადგან ფეხბურთში ეს ფაქტორი დიდ როლს ასრულებს.

საერთოდ კი, 0:2-ის შემდეგ საპასუხო შეხვედრაში სასურველი ანგარიშით მოგება არც ძალიან ადვილია და არც ძალიან ძნელი.

- ანუ მოგების იმედი მაინც გაქვთ?

- რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რადგან, როგორც თავადვე აღნიშნეთ, ეს არ არის დაუძლეველი ანგარიში. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, თავად ჩვენ როგორ მოვემზადებით, როგორ განვეწყობით მეორე მატჩისთვის და როგორ ვითამაშებთ.

- და მაინც, შანსებს როგორ შეაფასებდით?

- რა თქმა უნდა, "სამტრედიას" უფრო მეტი შანსი აქვს, თუმცა ვიმეორებ - ჩემპიონობის იმედი გადაწურული ნამდვილად არ გვაქვს.

- ითქვა, რომ საპასუხო შეხვედრაზე თბილისში დასაქმებული საჩხერელების მოსვლის იმედად ხართ და ამიტომაც დანიშნეთ მატჩი დედაქალაქში. მაგრამ რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისი ჩვენს ჩემპიონატს არ სწყალობს და ვითომ, ხალხი ჩემპიონატის ფინალით მაინც დაინტერესდება?

- ნამდვილად არ ვიცი. სამტრედიელებს ფეხბურთი რომ უყვართ და სტადიონს მუდამ ავსებენ, ეს ახალი ამბავი არ არის და შაბათსაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში კი დიდი სტიმული და სიამოვნებაა.

სხვათა შორის, სატრედიაში სურათი არ იცვლებოდა იმის მიუხედავადაც კი, გუნდი რომელ ლიგაში თამაშობდა. 1998-2000 წლებში ვმუშაობდი იქ და მაყურებლის პრობლემა არასოდეს გვაწუხებდა.

"ჩიხურას" რაც შეეხება, ერთგული ქომაგი გვყავს და იმედია, საჩემპიონო მატჩით თბილისელი გულშემატკივრებიც დაინტერესდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფანფანი
რაც არუნდა ვტქვატ და ვწეროთ ჩიხურა გახდება ჩემპიონი იმიტომ რომ ეს ასე არის დაგეგმილი ეს ყველაფერი ფარსია და 11 შ თქვენც დარწმუნდებით, მე კი ვარ ჩიხურას ფანი მაგრამ სპექტაკლებს ბავშვობიდან ვერ ვიტან და არ ჯდება ჩემში
gigilo
ფრუიდზე მაგარია იტსის ტავის საკმე პროფია 0დან დაიტკო რო იტოდეტ ცჰიხურას გუნდის ატკობა
საჩხერელი
შედეგს რას უძახი გუნდს რომელსაც სათამაშო და სავარჯიშო მინდორი არ აქვს ჩემპიონობისთვის იბრძვის.
საჩხერელი
შედეგს რას უძახი გუნდს რომელსაც სათამაშო და სავარჯიშო მინდორი არ აქვს ჩემპიონობისთვის იბრძვის.
DAA
ჩიხურა ჩემპიოონ!
ultranationalist
მითუმეტეს როცა ამდენი ხანია ასეთი სტაბილური და კარგი გუნდი რო გყავს შედეგი უნდა დაიდოს! და აქამდეც უნდა დადებულიყო უკვე!
ultranationalist
ჯანგო ხარ თუ ჰეკლბერი ფინის ზანგი ცოტა კორექტულად ილაპარაკე, ძაან დაბოღმილი ვარ სოსო ფრუიძეზე აბა, და შენ ჩემზე მეტად გინდა უეჭველი ჩიხურას წარმატება
ვაი, ჩვენ თავს უბედურს....
... ღირსია ფრეხბურთის ფედერაცია... სამტრედია კალაძეების კლანმა გაიყვანა, სამტრედიის გაჩემპიონება სამაგიეროა, პარლამენტი ხომ გამოჭედა კხიმ თავის დარი (...) ფეხბურთელებით. ახლა მათ დაუფასეს ... სამტრედიის გაჩმპიონება ვალის დაბრუნებას ჰგავს ძალიან. სადღაა საქართველოში ფეხბურთი და თბილისში, მიხეილ მესხზე, ამ ფარსზე მიმსვლელის ჭკვაც...
Jango
ultranationalist-ულტრაბოღმისტ! 06 დეკემბერი 2016 16:43 ფრუიძე წადი რა! წადი!!! რაო ...,შენ დადგები სოსოს მაგივრად? არცერთ მწვრთნელს არ დაუყენებია ისე სტაბილური კლუბი საქართველოში როგორც ეს სოსომ მოახერხა და ნუ ხართ ღორულად უმადურები.
Jango
ჩიხურა გამორჩეულად სტაბილური და საპატივცემულო კლუბია, ის მიდის მუდამ წინ და ამიტომაც მოხარული ვარ რომ ეს კლუბი წელს საქართველოს ვიცე -ჩემპიონი გახდება. წარმატებები ბიჭებო ევროპალიგზე. ჯგუფურზე მენახოთ!
ultranationalist
ფრუიძე წადი რა! წადი!!!
gio
,,მეორე მხრივ, არ შემიძლია, სამტრედიელებს არ დავუფასო კარგი თამაში. ბუდუ ზივზივაძემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა - აი, ასეთი უნდა იყოს ფორვარდი!,, ფრუიძე საღოლ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო